საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ საფრანგეთში ლევილის მამულის, კერძოდ, შატოს სხვენთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების ცნობით, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
"სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით. სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში.
მანამდე კი, 2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე, როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან. ასევე გაცნობებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში, ლევილის მამულის გუშაგის სახლში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895.74 ევრო.
პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია. ჩატარდა ბაზრის კვლევა და შედეგად შეირჩა სამუშაოთა განმახორციელებელი კომპანია გალავნის რეაბილიტაციის მიზნით, გამოიცა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება.
გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694,56 ევრო.
რაც შეეხება მამულის პარკს, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. მამულის პარკში (3.09ჰა) მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად წარიმართა და დეკემბერში დასრულდა.სამუშაოების ღირებულებამ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 12 000 ევრო შეადგინა.
გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა, მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი სრულად აღრიცხა, პარკის განვითარების კონცეფციაში მათ სათანადოდ წარმოსადგენად. ლევილის მამულის პარკში ხეხილის აღწერის პროცესი წინ უძღვის საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836) აღებული ვალდებულების შესაბამისად, მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და პარკში ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად, პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას.
2023 წლიდან, მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით, იგეგმება თანამშრომლობის გაგრძელება ფრანგულ კომპანია “Scop Val’Emploi“-სთან, რომელიც 2023 წლის მანძილზე უზრუნველყოფს რამდენიმე რეგულარულ ჩარევას მამულის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, კომპანიამ სკოპ ვალ’ამპლუა ემანუელ პლუვინაჟთან ერთად განსაზღვრა მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ხეხილზე განსახორციელებელი ჩარევები (გადაბელვა-მოჭრა დაახლოებით 30 ხეზე) 5977,80€ ღირებულებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლევილის მამულში გადაღებულ ფოტოებს, რომელიც "ფეისბუქზე" თამარ ბარამაშვილმა გამოაქვეყნა. ის ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მამულში, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მფარველობის ქვეშაა, საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
ნახეთ ასევე:
რასაც ვუყურე, ძნელია თქვა, რომ იქ რაიმე კეთდება.
Თუ ვინმემ კრიტიკული რამე დაწერა ყველა იტყულება,მᲗავრობა სულ მარᲗალია,არც Შეცდომებს უᲨვებენ,მამა მარᲩენალსაც ატყულებენ,ნაცებ-ქოცებო,ქოც-ნაცებო,ეტყობა გაუᲭირდაᲗ საფრანგეᲗᲨი ატკატის ამბავი,აბა ატკატი Თუ არ წამოვიდა ისე როგორ იქნება,დიდო არქიფო ან ᲓᲦეს რომელი ხარ არქიფო Თუ აბელი,მარᲩენალო მიჰხედე დროზე ქოცებს გადაᲭამეს ქვეყანა,ნაცებს ხომ მოუᲦე ბოლო მის.ბელადᲗან ერᲗად მიᲨა აᲦმაᲨენებელმა გაურეკა მაგრად,ახლა დადგა Იმ იდიოტების ჯერი,რომ დაგვასვი Თავზე ამდენი წელია,ჰოდა ახლა ქოცებიც დაᲨალე და ახალი მოიყვანე არ გამოგადგება მომავალᲨი ეს მარᲗლა მუქᲗამᲭამელები,Თორემ ერᲗ მᲨვენიერ დᲦეს გამოᲩნდება ან გამოაᲩენენ ახალ მიᲨა აᲦმაᲨენებელს და Შენი მლიქვნელები გადავლიან მის მხარეზე,პირადად მე მადლობას გიხდი იმ ბევრი კარგი საქმისაᲗვის რაც გააკეᲗე საქარᲗველოსაᲗვის,მაგრამ დადგა დრო,რომ მარᲗლა წახვიდე პოლიტიკიდან და მიეცი ხალხს საᲨუალება ავირᲩიოᲗ ახალი ხელისუფლება ასე რᲗულია ამის გაკეᲗება ყველაფერი გაქვს Შეგარგოს ᲦმერᲗმა.