მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცირეწლოვანი, რომელიც ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, დაიღუპა - რა გარემოებებზე წერს ოკუპირებული რეგიონის მედია
მცირეწლოვანი, რომელიც ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, დაიღუპა - რა გარემოებებზე წერს ოკუპირებული რეგიონის მედია

2 იან­ვარს, ახალ­გო­რი­დან თბი­ლი­სის­კენ მშობ­ლებს სამ­კურ­ნა­ლოდ წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვი მოჰ­ყავ­დათ, რო­მე­ლიც გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მე­დი­ის ცნო­ბით, ბავ­შვი ავად რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­და­რი უკვე გა­და­ას­ვე­ნეს რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რესი“ "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ალან გაგ­ლო­ე­ვი იმ კლი­ნი­კა­ში მი­ვი­და, სა­დაც მცი­რე­წლო­ვა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა "მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, იქ არ მო­უ­თავ­სე­ბი­ათ."

  • "კვი­რას სა­ღა­მოს რა­ი­ო­ნულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში შე­ვი­და ზარი, წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვის მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მცი­რე­წლო­ვანს ჰქონ­და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ბავ­შვის მიყ­ვა­ნას კლი­ნი­კა­ში ვერ ახერ­ხებ­დნენ, ამის შემ­დეგ მათ­თან მი­ვიდ­ნენ ექი­მე­ბი და ბავ­შვს სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს“, - ნათ­ქვა­მია პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ექი­მებ­მა მშობ­ლებს მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია მის­ცეს, ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რა­ზეც უარი მი­ი­ღეს, მშობ­ლებს დი­ლამ­დე მოც­და და ბავ­შვის სამ­კურ­ნა­ლოდ წაყ­ვა­ნა "მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში“ სურ­დათ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, დი­ლით ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და მშობ­ლებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა კვლავ გა­მო­ი­ძა­ხეს, რო­მელ­მაც მცი­რე­წლო­ვა­ნი რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა. სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ­მა სოს­ლან ჩო­ჩი­ევ­მა თქვა, რომ ბავ­შვი იმ დროს "თით­ქმის არ სუნ­თქავ­და."

"რო­დე­საც ბავ­შვი შე­მო­იყ­ვა­ნეს, მა­შინ­ვე და­ვი­წყეთ გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია, და­ვუ­კავ­შირ­დით რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გებ­საც, პულ­სი თით­ქმის არ იყო. ვი­ნა­ი­დან მშობ­ლე­ბი აქ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებ­დნენ, გა­და­წყდა გო­გო­ნას სას­წრა­ფოდ გაგ­ზავ­ნა მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში, გზად რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა არც ერთი წუ­თით არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, მშობ­ლე­ბი იქვე იყ­ვნენ და ამის და­დას­ტუ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ", -ამ­ბობს ჩო­ჩი­ე­ვი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
1

ახალიგორი არ ქვია საიდან მოიტანეთ. ლენინგორი...

ნინო
3

გარკვევიტ დაწრრეტ ვინ დაიგუპა და რატო???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

მცირეწლოვანი, რომელიც ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, დაიღუპა - რა გარემოებებზე წერს ოკუპირებული რეგიონის მედია

მცირეწლოვანი, რომელიც ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, დაიღუპა - რა გარემოებებზე წერს ოკუპირებული რეგიონის მედია

2 იანვარს, ახალგორიდან თბილისისკენ მშობლებს სამკურნალოდ წლინახევრის ბავშვი მოჰყავდათ, რომელიც გზაში გარდაიცვალა. ოკუპირებული რეგიონის მედიის ცნობით, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი უკვე გადაასვენეს რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

როგორც სააგენტო "რესი“ "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ხელისუფლების პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი იმ კლინიკაში მივიდა, სადაც მცირეწლოვანი თავდაპირველად მიიყვანეს, თუმცა "მშობლების მოთხოვნით, იქ არ მოუთავსებიათ."

  • "კვირას საღამოს რაიონულ სასწრაფო დახმარების ცენტრში შევიდა ზარი, წლინახევრის ბავშვის მშობლებმა განაცხადეს, რომ მცირეწლოვანს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ბავშვის მიყვანას კლინიკაში ვერ ახერხებდნენ, ამის შემდეგ მათთან მივიდნენ ექიმები და ბავშვს საჭირო დახმარება გაუწიეს“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ექიმებმა მშობლებს მკაცრი რეკომენდაცია მისცეს, ბავშვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ, რაზეც უარი მიიღეს, მშობლებს დილამდე მოცდა და ბავშვის სამკურნალოდ წაყვანა "მეზობელ სახელმწიფოში“ სურდათ.

ოკუპირებული რეგიონის "ხელისუფლების" პრესსამსახურის ცნობით, დილით ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და მშობლებმა სასწრაფო დახმარება კვლავ გამოიძახეს, რომელმაც მცირეწლოვანი რაიონულ საავადმყოფოში წაიყვანა. საავადმყოფოს ექიმმა სოსლან ჩოჩიევმა თქვა, რომ ბავშვი იმ დროს "თითქმის არ სუნთქავდა."

"როდესაც ბავშვი შემოიყვანეს, მაშინვე დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, დავუკავშირდით რეანიმატოლოგებსაც, პულსი თითქმის არ იყო. ვინაიდან მშობლები აქ მკურნალობაზე უარს აცხადებდნენ, გადაწყდა გოგონას სასწრაფოდ გაგზავნა მეზობელ სახელმწიფოში, გზად რეანიმაციული განყოფილების მუშაობა არც ერთი წუთით არ გაჩერებულა, მშობლები იქვე იყვნენ და ამის დადასტურება შეუძლიათ", -ამბობს ჩოჩიევი.