"მთვარეზე დომინირებისთვის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ბრძოლა სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეიძლება განსაზღვროს ვინ მოიპოვებს უპირატესობას." - ასე ფიქრობს ამერიკული კოსმოსური სააგენტოს NASA-ს დირექტორი ბილ ნელსონი. როგორც ის ჟურნალ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, არსებობს რეალური საფრთხე, ჩინეთმა მთვარის რესურსებით მდიდარი ნაკვეთების მითვისება სცადოს და აშშ-ს მისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტოს.
"ფაქტია, ჩვენ კოსმოსურ რბოლაში ვართ. უმჯობესია, გავფრთხილდეთ, რომ ისინი არ მოხვდნენ მთვარეზე მეცნიერული კვლევის საფარქვეშ, თორემ შესაძლოა, რომ მათ თქვან, გადით აქედან, ჩვენ აქ ვართ, ეს ჩვენი ტერიტორიაა" - თქვა ფლორიდას ყოფილმა სენატორმა და ასტრონავტმა ინტერვიუში.
როგორც Politico წერს, ჩინეთის ამბიციები მთვარესთან მიმართებაში სულ უფრო მასშტაბური ხდება. პეკინი 2030-იან წლებში გეგმავს პირველი პილოტირებული ფრენების ორგანიზებას მთვარეზე. სავარაუდოდ, ჩინეთი გახდება მსოფლიოში მეორე ქვეყანა აშშ-ს შემდეგ, რომელიც შეძლებს ადამიანის დედამიწის თანამგზავრზე გაგზავნას.
აშშ შიშობს, რომ თუ ჩინეთმა საკუთარი ინფრასტრუქტურა შექმნა მთვარეზე, შეიძლება დასავლეთის ქვეყნების მომავალ კოსმოსურ პროგრამებს კომუნიკაციაში ხელი შეუშალოს.
ჩინეთში ბრალდებებს უარყოფენ.
"ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი უპასუხისმგებლოდ ლაპარაკობდა, რათა არასწორად წარმოედგინა ჩინეთის ლეგიტიმური კოსმოსური მცდელობები. კოსმოსის შესწავლა და მშვიდობიანი გამოყენება კაცობრიობის საერთო საქმეა და ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს." - - თქვა ლიუ პენგიუმ, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა.
აქაც დაგვასწრეს?!...
დიდხანს თუ გააგრძელებს ამერიკა ჩინეთში ყველაფრის წარმოებას და დოლარების იქ გაგზავნას, იქამდე მივა რომ ჩინეთი იმდენად გაძლიერდება, ყველას გაასწრებს. ჩინელებიღა გვაკლიან