კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარმაცევტული კორპორაცია GM PHARMA შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს Leader of the Year მფლობელი მეოთხედ გახდა
ფარმაცევტული კორპორაცია GM PHARMA შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს Leader of the Year მფლობელი მეოთხედ გახდა

25 დე­კემ­ბერს, “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ჯილ­დო­ე­ბის რი­გით მე­თო­თხმე­ტე ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ჯილ­დო “Leader of the Year” 50 ქარ­თულ და უცხო­ურ კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და წარ­დგე­ნა ობი­ექ­ტუ­რი რან­ჟი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ეროვ­ნუ­ლი კლა­სი­ფი­კა­ტო­რის მი­ხედ­ვით ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია GM PHARMA-ს პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ჯილ­დო “Leader of the Year 2022” (წლის ლი­დე­რი 2022) ორი კრი­ტე­რი­უ­მით, ბრუნ­ვა­სა და და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ე­ცა. და­ჯილ­დო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი­თა და კედ­ლის მედ­ლით.

„ჩემ­თვის, რო­გორც GM PHARMA-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის­თვის, დიდი პა­ტი­ვია „წლის ლი­დე­რის“ ჯილ­დოს უკვე მე­ო­თხედ მი­ღე­ბა. GM PHARMA და­არ­სე­ბი­დან 22 წლის თავ­ზე, სტა­ბი­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს ლი­დე­რო­ბას რო­გორც ბრუნ­ვის, ასე­ვე და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის - სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით.

GM PHARMA 2017 წლი­დან წარ­მო­ად­გენს №1 კომ­პა­ნი­ას ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე, გა­ყიდ­ვე­ბის რო­გორც თან­ხობ­რი­ვი, ასე­ვე რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ამავდრო­უ­ლად, GM PHARMA ახორ­ცი­ე­ლებს 100-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტს მსოფ­ლი­ოს 10-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, ამას­თან აქვს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოფი­სე­ბი დსთ-ს 5 ქვე­ყა­ნა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2019 წლი­დან GM PHARMA-ს პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი ექ­სპორ­ტის ქვეყ­ნებ­ში აჭარ­ბებს გა­ყიდ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე, რაც წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მიზ­ნის­კენ – გახ­დეს გლო­ბა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და ხაზს უს­ვამს GM PHARMA-ს მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ლი­დე­რო­ბა. კომ­პა­ნია ზრუ­ნავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ასე­ვე პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც მათ ხელ­ფა­სებ­სა და სა­უ­კე­თე­სო სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია და­საქ­მე­ბუ­ლებ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო დამ­საქ­მებ­ლე­ბი ამ­ცი­რებ­დნენ საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლებს, ან სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვეთს, GM PHARMA-მ რო­გორც 2021, ასე­ვე 2022 წლის და­სა­წყის­ში სა­შუ­ა­ლო სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი უმე­ტეს და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 15%-ით გა­ზარ­და. კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 600-ზე მეტი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში. ისი­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით ქმნი­ან GM PHARMA-ს წარ­მა­ტე­ბას“ - გა­ნა­ცხა­და GM PHARMA-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ბა­ტონ­მა ლე­ვან ვარ­დუ­აშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში, რაც პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რი 2003 წელს და­არ­სდა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის რვა ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის 2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს აერ­თი­ა­ნებს. 2017 წელს ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რის პარტნი­ო­რი შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცია გახ­და. ამ პე­რი­ო­დი­დან ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ებს გა­და­ე­ცე­მათ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რის და შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო “Leader of the Year”, რო­მე­ლიც და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს სა­პა­ტენ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცია WIPO-ს (World Intellectual Property Organization) მიერ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ფარმაცევტული კორპორაცია GM PHARMA შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს Leader of the Year მფლობელი მეოთხედ გახდა

ფარმაცევტული კორპორაცია GM PHARMA შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს Leader of the Year მფლობელი მეოთხედ გახდა

25 დეკემბერს, “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთოთხმეტე ცერემონია გაიმართა. ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით, პრესტიჟული სარეიტინგო ჯილდო “Leader of the Year” 50 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა. წარმატებული ბიზნესკომპანიების გამოვლენა და წარდგენა ობიექტური რანჟირების საფუძველზე ხდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით ყველა სფეროს მოიცავს.

საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ს პრესტიჟული სარეიტინგო ჯილდო “Leader of the Year 2022” (წლის ლიდერი 2022) ორი კრიტერიუმით, ბრუნვასა და დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების მიხედვით გადაეცა. დაჯილდოების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ საერთაშორისო სერტიფიკატებითა და კედლის მედლით.

„ჩემთვის, როგორც GM PHARMA-ს აღმასრულებელი დირექტორისთვის, დიდი პატივია „წლის ლიდერის“ ჯილდოს უკვე მეოთხედ მიღება. GM PHARMA დაარსებიდან 22 წლის თავზე, სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერობას როგორც ბრუნვის, ასევე დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების - საშუალო ხელფასის კრიტერიუმების მიხედვით.

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. ამავდროულად, GM PHARMA ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში, ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან GM PHARMA-ს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ექსპორტის ქვეყნებში აჭარბებს გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის მთავარი მიზნისკენ – გახდეს გლობალური ორგანიზაცია და ხაზს უსვამს GM PHARMA-ს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.

ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების მიმართულებით ლიდერობა. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების როგორც მატერიალურ მდგომარეობაზე, ასევე პიროვნულ განვითარებაზე, რაც მათ ხელფასებსა და საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნაში გამოიხატება. ამასთან, აღსანიშნავია დასაქმებულებში სტაბილურობის შეგრძნება. იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო დამსაქმებლები ამცირებდნენ საშტატო ერთეულებს, ან სახელფასო განაკვეთს, GM PHARMA-მ როგორც 2021, ასევე 2022 წლის დასაწყისში საშუალო სახელფასო ფონდი უმეტეს დასაქმებულებზე საშუალოდ 15%-ით გაზარდა. კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. ისინი დაუღალავი შრომით ქმნიან GM PHARMA-ს წარმატებას“ - განაცხადა GM PHARMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნებში, რაც პაციენტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის სანდოობასა და საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას, მათ შორის 2015 წლიდან საქართველოს აერთიანებს. 2017 წელს ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია გახდა. ამ პერიოდიდან ბიზნეს კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year”, რომელიც დაპატენტებულია მსოფლიოს საპატენტო ორგანიზაცია WIPO-ს (World Intellectual Property Organization) მიერ.

R