მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კერძო ფონდის მიერ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია - გპფ-ს 2022-ის შედეგები
კერძო ფონდის მიერ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია - გპფ-ს 2022-ის შედეგები

ხუთი წე­ლია რაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს და არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. გპფ იმ მცი­რე კერ­ძო ფონ­დე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია, რო­მე­ლიც ფი­ლანტრო­პი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ეწე­ვა და ყო­ველ წელს ზრდის რო­გორც ფი­ნან­სურ რე­სურს, ასე­ვე და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ნუს­ხას.

გა­სუ­ლი წელი ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ფონ­დის­თვის. და­ფუძ­ნე­ბი­დან 2022 წლის ჩათ­ვლით ფონ­დის ფი­ნან­სურ­მა მხარ­და­ჭე­რამ და­წყე­ბი­თი, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბულ­მა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 35 ერ­თე­ულს , ხოლო და­ფი­ნან­სე­ბამ თით­ქმის 4 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

2017 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი - „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო“-ს მხარ­და­ჭე­რა ფონდმა წელ­საც გა­აგ­რძე­ლა.. კონ­კურსს „გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია“ პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და უკვე არა­ერთ მხარ­დამ­ჭერ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს. შე­დე­გე­ბი­თა და მიღ­წე­ვე­ბით პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი და სან­დო გახ­და პე­და­გო­გი­ურ სივ­რცე­ში. დღეს პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქმნი­ან მო­დელს, თუ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს 21-ე სა­უ­კუ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და რა უნდა გა­ა­კე­თოს მას­წავ­ლე­ბელ­მა იმის­თვის, რომ შეც­ვა­ლოს გა­რე­მო მის გარ­შე­მო და შეც­ვა­ლოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. 2022 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, რო­ლანდ თა­ვა­ძე, კი კონ­კურ­სის კი­დევ ერთი აღ­მო­ჩე­ნა და მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დეს შენი საქ­მე, იყო შენი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი და მის­ცე მო­ტი­ვა­ცია მა­ღალმთი­ან სოფ­ლის სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს, კო­ლე­გებს და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს. წელს ფონდმა ახალ­გაზ­რდა პე­და­გოგს ჯილ­დოდ 15 000 ლარი გა­დას­ცა. ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გპფ-ს მიერ გა­მო­ყო­ფილ­მა ფი­ნან­სურ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ამ კი გა­და­ა­ჭარ­ბა 650 000 ათას ლარს, სა­ი­და­ნაც 80 000-ზე მეტი ლარი პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა საპ­რი­ზო ფონდს წარ­მო­ად­გენს.

ფონ­დის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სით არ იყო წელს სა­ინ­ტე­რე­სო. გპფ-მ გა­აგ­რძე­ლა აღე­ბუ­ლი კურ­სი და არა­ერ­თი პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა. მათ შო­რის იყო ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის ორი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი, რო­მელ­თა­გან ერთს ფონ­დი მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სათ­ვის სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და იგი 2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

2022 წელს გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოც, რო­მე­ლიც ათას­წლე­უ­ლის ფონდთან ერ­თად 2017 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას. წელს ეროვ­ნულ კონ­კურ­სში აპ­ლი­კან­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ზო­გა­დად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ბოლო წლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის 100%-იან ზრდა­ში. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, წელს პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნუს­ხას მი­ე­მა­ტა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. ეს კი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ფონ­დის­თვის, რომ არა მხო­ლოდ და­ა­ფი­ნან­სოს პრო­ექ­ტე­ბი, არა­მედ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ინ­სტი­ტუ­ტუ­ცი­ებ­საც მის­ცეს ბიძ­გი გა­ერ­თი­ან­დნენ სა­ერ­თო საქ­მის გარ­შე­მო.

ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვებს დე­ბა­ტე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“, გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს სძენს. წელს წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი სამი ფაზა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში 800-ზე მეტი მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე 4 უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი სტუ­დენ­ტე­ბი და­ე­უფლნენ დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კას. წელსვე და­ი­წყო ახა­ლი სამ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც დე­ბა­ტე­ბის არ­ჩე­ვით საგ­ნად და­ნერგვას სა­ქარ­თვე­ლოს 60 სკო­ლა­ში ისა­ხავს მიზ­ნად. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბით იზ­რდე­ბა თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბის და ჩარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის რი­ცხვი და პრო­ექ­ტის მას­შტა­ბე­ბი. “დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის დე­ბა­ტე­ბის კულ­ტუ­რის და­ნერგვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. კონ­კურ­სან­ტე­ბი იმარ­ჯვე­ბენ არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ კონ­კურ­სებ­ში და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ქვეყ­ნის გა­რე­თაც უზი­ა­რე­ბენ თა­ნა­ტო­ლებს.

ფონ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით 2020 წელს და­წყე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სტი­პენ­დი­ე­ბის პროგ­რა­მა წელს კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­და და იგი 7 სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფა­კულ­ტე­ტის 63 სტუ­დენტს მო­ი­ცავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით ფონ­დი მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, რათა მეტი მო­ტი­ვა­ცია მი­ე­ცეთ მათ უკეთ და­ე­უფ­ლონ პრო­ფე­სი­ას და ამას­თა­ნა­ვე, კი­დევ უფრო მეტი მოს­წავ­ლე და­ინ­ტე­რეს­დეს მას­წავ­ლებ­ლო­ბით. 2022 წელს ასე­ვე გაგ­რძელ­და სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს სტი­პენ­დი­ან­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა სას­წავ­ლო გრან­ტე­ბით. ფონ­დის დი­რექ­ტო­რი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს სხდო­მა­ში, სა­დაც კი­დევ ერთხელ ამე­რი­კულ­მა მხა­რემ გა­და­უ­ხა მად­ლო­ბა კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და გა­მო­იკ­ვე­თა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო­ე­ბი.

წლის შე­ჯა­მე­ბი­სას, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მარ­კე­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გარ­და, ის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი პარტნი­ო­რი და სხვა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტებს უკვე მრავ­ლად ჰყავს. იმე­დი გვაქვს მსგავ­სი კო­ლა­ბო­რა­ცია და სა­ერ­თო საქ­მის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ხელს შე­უ­წყობს კი­დევ უფრო მეტი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნას.

გა­სუ­ლი წლის შე­დე­გებ­მა კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლია ჩვენს პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სტუ­დენ­ტი, გრან­ტი­ო­რი, პარტნი­ო­რი, და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მოღ­ვა­წე, ვის­თა­ნაც თუ გინდ ირი­ბად მი­დის ჩვენს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის სი­კე­თე. გვჯე­რა 2023 წელს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით კი­დევ უფრო მეტ აქ­ტი­ვო­ბას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში, რაც სა­ბო­ლო­ოდ ბიძ­გი გახ­დე­ბა დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. ჩვენ­თვის კი, რო­გორც რი­გი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, რო­მელ­საც გული შეს­ტკი­ვა ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე, ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთ ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით ვემ­სა­ხუ­როთ ქვეყ­ნის უკე­თეს მო­მა­ვალს.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კერძო ფონდის მიერ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია - გპფ-ს 2022-ის შედეგები

კერძო ფონდის მიერ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია - გპფ-ს 2022-ის შედეგები

ხუთი წელია რაც საგანმანათლებლო სფეროში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აქტიურად მოღვაწეობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გპფ იმ მცირე კერძო ფონდების ჩამონათვალშია, რომელიც ფილანტროპიულ საქმიანობას სწორედ განათლების მიმართულებით ეწევა და ყოველ წელს ზრდის როგორც ფინანსურ რესურს, ასევე დაფინანსებული პროექტების ნუსხას.

გასული წელი ერთ-ერთი წარმატებული და საინტერესო გახდა ფონდისთვის. დაფუძნებიდან 2022 წლის ჩათვლით ფონდის ფინანსურმა მხარდაჭერამ დაწყებითი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით და დაფინანსებულმა სხვადასხვა პროექტების რაოდენობამ 35 ერთეულს , ხოლო დაფინანსებამ თითქმის 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.

2017 წლიდან დაწყებული ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი - „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“-ს მხარდაჭერა ფონდმა წელსაც გააგრძელა.. კონკურსს „განათლების კოალიცია“ პარტნიორ ორგანიზაციებთან და უკვე არაერთ მხარდამჭერთან ერთად ახორციელებს. შედეგებითა და მიღწევებით პროექტი წარმატებული, პოპულარული და სანდო გახდა პედაგოგიურ სივრცეში. დღეს პროექტის გამარჯვებულები და მონაწილეები ქმნიან მოდელს, თუ როგორი შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ შეცვალოს გარემო მის გარშემო და შეცვალოს მომავალი თაობა უკეთესობისკენ. 2022 წლის გამარჯვებული პედაგოგი, როლანდ თავაძე, კი კონკურსის კიდევ ერთი აღმოჩენა და მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი საქმე, იყო შენი მოსწავლეებისთვის თავდადებული და მისცე მოტივაცია მაღალმთიან სოფლის სკოლაში მოსწავლეებს, კოლეგებს და უბრალო ადამიანებს. წელს ფონდმა ახალგაზრდა პედაგოგს ჯილდოდ 15 000 ლარი გადასცა. ექვსი წლის განმავლობაში გპფ-ს მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა ინვესტიციამ კი გადააჭარბა 650 000 ათას ლარს, საიდანაც 80 000-ზე მეტი ლარი პროექტის გამარჯვებულთა საპრიზო ფონდს წარმოადგენს.

ფონდის წარმატებული პროექტები მხოლოდ ეროვნული ჯილდოს კონკურსით არ იყო წელს საინტერესო. გპფ-მ გააგრძელა აღებული კურსი და არაერთი პროექტი დააფინანსა. მათ შორის იყო ქართული ენის სწავლების ორი ინოვაციური პროექტი, რომელთაგან ერთს ფონდი მასწავლებლის ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობებისათვის სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება და იგი 2023 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

2022 წელს გამორჩეული იყო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოც, რომელიც ათასწლეულის ფონდთან ერთად 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. წელს ეროვნულ კონკურსში აპლიკანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილმა აქტივობებმა თავისი წვლილი შეიტანა ზოგადად პროფესიული განათლების მიმართ ბოლო წლებში სტუდენტების დაინტერესების 100%-იან ზრდაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, წელს პარტნიორ ორგანიზაციების ნუსხას მიემატა პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები. ეს კი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ფონდისთვის, რომ არა მხოლოდ დააფინანსოს პროექტები, არამედ სხვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტუციებსაც მისცეს ბიძგი გაერთიანდნენ საერთო საქმის გარშემო.

ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივებს დებატების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტი არაფორმალური განათლების მიმართულებით, „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. წელს წარმატებით დასრულდა პროექტის პირველი სამი ფაზა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში 800-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი, ასევე 4 უნივერსიტეტის მომავალი პედაგოგი სტუდენტები დაეუფლნენ დებატების ტექნიკას. წელსვე დაიწყო ახალი სამწლიანი პროექტი, რომელიც დებატების არჩევით საგნად დანერგვას საქართველოს 60 სკოლაში ისახავს მიზნად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორგანიზატორების აქტიური მუშაობით იზრდება თანადამფინანსებლების და ჩართული ინსტიტუციების რიცხვი და პროექტის მასშტაბები. “დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ხორციელდება და მოსწავლეებისა და პედაგოგების დებატების კულტურის დანერგვას ემსახურება. კონკურსანტები იმარჯვებენ არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში და საკუთარ გამოცდილებას ქვეყნის გარეთაც უზიარებენ თანატოლებს.

ფონდის ინიციატივით 2020 წელს დაწყებული სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და იგი 7 სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ფაკულტეტის 63 სტუდენტს მოიცავს. აღნიშნული პროგრამით ფონდი მომავალი პედაგოგების წახალისებას ახორციელებს, რათა მეტი მოტივაცია მიეცეთ მათ უკეთ დაეუფლონ პროფესიას და ამასთანავე, კიდევ უფრო მეტი მოსწავლე დაინტერესდეს მასწავლებლობით. 2022 წელს ასევე გაგრძელდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტიპენდიანტების მხარდაჭერა სასწავლო გრანტებით. ფონდის დირექტორი სამუშაო ვიზიტით კალიფორნიაში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში, სადაც კიდევ ერთხელ ამერიკულმა მხარემ გადაუხა მადლობა კერძო ორგანიზაციას გაწეული საქმიანობისთვის და გამოიკვეთა ამ უნივერსიტეტთან შესაძლო თანამშრომლობის სფეროები.

წლის შეჯამებისას, საუკეთესო შედეგების მაჩვენებელი და წარმატების ერთ-ერთი მარკერი წარმატებული პროექტების გარდა, ის მრავალრიცხოვანი პარტნიორი და სხვა დონორი ორგანიზაციაა, რომელიც ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს უკვე მრავლად ჰყავს. იმედი გვაქვს მსგავსი კოლაბორაცია და საერთო საქმის გარშემო გაერთიანება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას და საგანმანათლებლო სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების მოტანას.

გასული წლის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენს პროექტში ჩართული თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, სტუდენტი, გრანტიორი, პარტნიორი, და განათლების სფეროს მოღვაწე, ვისთანაც თუ გინდ ირიბად მიდის ჩვენს მიერ დაფინანსებული პროექტის სიკეთე. გვჯერა 2023 წელს ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ აქტივობას განვახორციელებთ საგანმანათლებლო სფეროში, რაც საბოლოოდ ბიძგი გახდება დიდი ცვლილებებისთვის. ჩვენთვის კი, როგორც რიგითი ორგანიზაციისთვის, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე, ძალისხმევას არ დავიშურებთ ადამიანური და ფინანსური რესურსით ვემსახუროთ ქვეყნის უკეთეს მომავალს.

NS