მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოკოვიჩის სამშობლოში წლის საუკეთესო სპორტსმენი ქართველი გახდა - საქართველოდან სკანდალურად წასული ზურაბ დათუნაშვილის ტრიუმფი სერბეთში
ჯოკოვიჩის სამშობლოში წლის საუკეთესო სპორტსმენი ქართველი გახდა - საქართველოდან სკანდალურად წასული ზურაბ დათუნაშვილის ტრიუმფი სერბეთში

სერ­ბე­თის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი (87 კგ) 2022 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­ა­სა­ხე­ლა. ჯილ­დო და­თუ­ნაშ­ვილს სერ­ბე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა ბო­ჟი­დარ მალ­კო­ვიჩ­მა გა­დას­ცა.

"ეს ჩემ­თვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. მხარ­და­ჭე­რის­თვის მინ­და ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. გახ­დე სა­უ­კე­თე­სო ჩემ­პი­ონ­თა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი, წყალ­ბურ­თელ­თა და კა­ლათ­ბურ­თელ­თა ასე­თი ნაკ­რე­ბე­ბი ჰყავს, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია. მიყ­ვარს სერ­ბე­თი და ბელგრა­დი, ეს ჩემი მე­ო­რე სახ­ლია. მო­მა­ვალ­ში სერ­ბე­თის­თვის კი­დევ უფრო ძლი­ე­რად ვიბ­რძო­ლებ", - გა­ნა­ცხა­და და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

და­თუ­ნაშ­ვი­ლი სერ­ბე­თის სა­ხე­ლით 2020 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტთან კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ გა­მო­დის. ის სერ­ბე­თის სა­ხე­ლით ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (2021 და 2022 წლებ­ში), ხოლო ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ცნო­ბის­თვის, 2019 წლის 11 იან­ვარს ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის დღეს, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, და­თუ­ნაშ­ვილს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გეგა გე­გე­ში­ძე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გე­გე­ში­ძე და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
2

ზურაბ. წარმატებები

ჰმ
2

გეგეშიძე ციხეში რატო არაა?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯოკოვიჩის სამშობლოში წლის საუკეთესო სპორტსმენი ქართველი გახდა - საქართველოდან სკანდალურად წასული ზურაბ დათუნაშვილის ტრიუმფი სერბეთში

ჯოკოვიჩის სამშობლოში წლის საუკეთესო სპორტსმენი ქართველი გახდა - საქართველოდან სკანდალურად წასული ზურაბ დათუნაშვილის ტრიუმფი სერბეთში

სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. ჯილდო დათუნაშვილს სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა გადასცა.

"ეს ჩემთვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ. მხარდაჭერისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. გახდე საუკეთესო ჩემპიონთა ქვეყანაში, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელთა და კალათბურთელთა ასეთი ნაკრებები ჰყავს, ჩემთვის დიდი პატივია. მიყვარს სერბეთი და ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის. ის სერბეთის სახელით ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (2021 და 2022 წლებში), ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, 2019 წლის 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და გეგეშიძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნეს.