მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი დეპუტატი - თვითმკვლელობა, მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?
ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი დეპუტატი -  თვითმკვლელობა, მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

65 წლის რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი პა­ველ ან­ტო­ნო­ვი გარ­და­იც­ვა­ლა. ან­ტო­ნო­ვი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ხორ­ცის კომ­პა­ნია "ვლა­დი­მერ სტან­დარ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, "ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის" ფრაქ­ცი­ის წევ­რი, ვლა­დი­მი­რის რე­გი­ო­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ასამ­ბლე­ის აგ­რა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის, ბუ­ნე­ბის მარ­თვი­სა და ეკო­ლო­გი­ის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2018 წელს ან­ტო­ნო­ვი Forbes-ის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის უმ­დიდ­რე­სი დე­პუ­ტა­ტე­ბის სიის სა­თა­ვე­ში იყო (მისი ქო­ნე­ბა 9,9 მი­ლი­არდ რუბ­ლად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი).

ან­ტო­ნო­ვი გარ­და­იც­ვა­ლა ინ­დო­ეთ­ში, ოდი­შის შტატ­ში, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და და იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავ­და: 22 დე­კემ­ბერს მას 65 წელი შე­უს­რულ­და. მე­წარ­მის ცხე­და­რი სას­ტუმ­როს ფან­ჯრებ­თან იპო­ვეს, ის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

ორი დღით ადრე იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში გარ­და­იც­ვა­ლა ან­ტო­ნო­ვის 61 წლის მე­გო­ბა­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი ვლა­დი­მირ ბი­და­ნო­ვი, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი ნო­მერ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს, იქვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე ცა­რი­ე­ლი ღვი­ნის ბოთ­ლი. რო­დე­საც ბი­და­ნო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, ექი­მე­ბის თქმით, ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მე­დი­ა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი ვა­რა­უ­დე­ბით, შე­საძ­ლოა, პა­ველ ან­ტო­ნო­ვი დეპ­რე­სი­ა­ში იყოს მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და თავი მო­იკ­ლა. ასე­ვე არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­და.

კალ­კუ­ტა­ში, რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის ალექ­სეი იდამ­კი­ნის თქმით, ინ­დო­ე­თის პო­ლი­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხე­დავს კრი­მი­ნა­ლურ ელე­მენ­ტებს რუსი მე­წარ­მე­ე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში. მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ამ პირ­ვე­ლი გარ­დაც­ვლი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა და მის სხე­ულს კრე­მა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტო­ნოვს, რუს­მა დიპ­ლო­მატ­მა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ და­ა­სა­ხე­ლა.

პა­ველ ან­ტო­ნოვ­მა 2000-იან წლებ­ში და­ა­არ­სა კომ­პა­ნი­ე­ბის ჯგუ­ფი Vladimir Standard და ის რუ­სეთ­ში ხორ­ცი­სა და ძეხ­ვის პრო­დუქ­ტე­ბის მთა­ვა­რი მწარ­მო­ე­ბე­ლი გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

რუს დეპუტატებსაც ზელენსკი ახოცინებს ალბატ პუტინს და მაგის შანტრაბას, თორე ისე უწყინრები არიან, ჭაინჭველას ფეხს არ დაადგამენ 

ანდრო
0

კარგი სასტუმრო ყოფილა. დავეხმაროთ ქართველები მის გაფართოებაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი დეპუტატი - თვითმკვლელობა, მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი დეპუტატი -  თვითმკვლელობა, მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

65 წლის რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი პაველ ანტონოვი გარდაიცვალა. ანტონოვი ცნობილია, როგორც ხორცის კომპანია "ვლადიმერ სტანდარტის" დამფუძნებელი, "ერთიანი რუსეთის" ფრაქციის წევრი, ვლადიმირის რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის აგრარული პოლიტიკის, ბუნების მართვისა და ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელი. 2018 წელს ანტონოვი Forbes-ის მიხედვით, რუსეთის უმდიდრესი დეპუტატების სიის სათავეში იყო (მისი ქონება 9,9 მილიარდ რუბლად იყო შეფასებული).

ანტონოვი გარდაიცვალა ინდოეთში, ოდიშის შტატში, სადაც მეგობრებთან ერთად ისვენებდა და იუბილეს აღნიშნავდა: 22 დეკემბერს მას 65 წელი შეუსრულდა. მეწარმის ცხედარი სასტუმროს ფანჯრებთან იპოვეს, ის მესამე სართულიდან გადავარდა.

ორი დღით ადრე იმავე სასტუმროში გარდაიცვალა ანტონოვის 61 წლის მეგობარი, ბიზნესმენი ვლადიმირ ბიდანოვი, რომელიც მასთან ერთად ისვენებდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ნომერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, იქვე აღმოაჩინეს რამდენიმე ცარიელი ღვინის ბოთლი. როდესაც ბიდანოვი საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მედიაში გამოთქმული ვარაუდებით, შესაძლოა, პაველ ანტონოვი დეპრესიაში იყოს მეგობრის გარდაცვალების გამო და თავი მოიკლა. ასევე არსებობს ვერსია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი სიმაღლიდან გადმოვარდა.

კალკუტაში, რუსეთის გენერალური კონსულის ალექსეი იდამკინის თქმით, ინდოეთის პოლიცია ჯერჯერობით ვერ ხედავს კრიმინალურ ელემენტებს რუსი მეწარმეების გარდაცვალებაში. მისივე თქმით, პოლიციამ პირველი გარდაცვლილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და მის სხეულს კრემაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ანტონოვს, რუსმა დიპლომატმა მისი გარდაცვალების მიზეზი არ დაასახელა.

პაველ ანტონოვმა 2000-იან წლებში დააარსა კომპანიების ჯგუფი Vladimir Standard და ის რუსეთში ხორცისა და ძეხვის პროდუქტების მთავარი მწარმოებელი გახდა.