მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი
როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ას­ტრო­ლო­გი­უ­რად 2023 წელი სხვადსხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის? - ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი ვრცელ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს. ას­ტრო­ლო­გი დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს თუ რა საფრ­თხე­ებს უნდა ელოდ­ნენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი, რა უნდა გა­ით­ვლის­წი­ნონ მომ­დევ­ნო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რო­გორ უნდა მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას...

ვერ­ძი

თქვენ­თვის 2023 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვა­რი შე­და­რე­ბით სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ადრე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძე­ლე­ბა­სა და დას­რუ­ლე­ბას ეხე­ბა. მა­ი­სის ბო­ლომ­დე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი მო­ტი­ვა­ცია და მი­ზან­სწრაფ­ვა. ეს ბევ­რი პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხის გა­დაჭ­რის ან ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა გმარ­თებთ იან­ვრის ბო­ლო­სა და თე­ბერ­ვლის პირ­ველ დე­კა­და­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა და ტაქ­ტის გრძნო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ. თე­ბერ­ვლის მე­სა­მე დე­კა­დი­დან აპ­რი­ლის მე­ო­რე დე­კა­დის ჩათ­ვლით პო­ზი­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. სამ­სა­ხურ­ში და სა­ერ­თოდ, საქ­მი­ან სფე­რო­ში გა­მო­ი­ჩენთ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, და­ამ­ყა­რებთ სა­ინ­ტე­რე­სო კავ­ში­რებს, შე­ი­ძენთ შე­მოქ­მე­დე­ბით პარტნი­ო­რებ­სა და მე­გობ­რებს. გარ­და ამი­სა, მო­გი­წევთ ახალ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში იყოს უცხო­ეთ­თან, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას­თან ან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა-გა­და­ცე­მას­თან (მათ შო­რის კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ან ინ­ტერ­ნეტ­თან). ასე­ვე მო­ი­მა­ტებს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი იმ­პულ­სე­ბის გა­ჩე­ნის და ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვის ალ­ბა­თო­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სფე­რო და სწო­რედ ამ კუ­თხით მო­გი­წევთ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. გა­გიჩ­ნდე­ბათ ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის მძაფ­რი სურ­ვი­ლი. და­ი­წყებთ ახა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბას. ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის შან­სი გაჩ­ნდეს სამ­სა­ხუ­რის ან კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის კუ­თხით. ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს მოგ­ზა­უ­რო­ბის და უცხო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და ასე­ვე აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ. სა­ერ­თოდ, ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ი­კის­როთ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მო­ი­ძი­ოთ და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რი ან სა­ერ­თოდ, მო­ძებ­ნოთ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. სექ­ტემ­ბე­რი და ოქ­ტომ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თოა ახა­ლი საქ­მე­ე­ბის, ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის და გა­რი­გე­ბე­ბის­თვის. წლის ბო­ლოს ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნობთ თავს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­თან.

კურო

თქვენ­თვის ახა­ლი, 2023 წელი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი გახ­დე­ბა, თუმ­ცა ეს უფრო წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბას მო­გი­ტანთ ბევ­რი რამ შე­ა­ჯა­მოთ და გა­მო­ი­ტა­ნოთ შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი. ეს კარ­გი დროა სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბის­თვის, რთულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბის­თვის, სუ­ლი­ე­რი ძი­ე­ბის­თვის და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. პირ­ვე­ლი კვარ­ტალ­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ერ­თოდ უარი თქვათ და ახა­ლი საქ­მე და­ი­წყოთ. ეს არ იქ­ნე­ბა ძი­რე­უ­ლი გა­და­ფა­სე­ბა, თუმ­ცა თქვე­ნი ხედ­ვა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ნამ­დვი­ლად შე­იც­ვლე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ იქ­ნე­ბით უსა­მარ­თლო და შე­ე­ცა­დეთ, და­პი­რის­პი­რე­ბებს და კონ­ფლიქ­ტებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დოთ. იან­ვრის ბო­ლო­დან მარ­ტის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ჩათ­ვლით შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი შან­სე­ბი, რო­მე­ლიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია უცხო­ეთ­თან, სწავ­ლას­თან ან საქ­მი­ან კავ­ში­რებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და აპ­რი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად ყუ­რა­დღე­ბით გა­ი­ა­რეთ. ნუ იჩ­ქა­რებთ და ნუ წახ­ვალთ რის­კზე. სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებ­თან, ბიზ­ნეს­თან და სა­ბუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­ი­სის მე­ო­რე დე­კა­დი­დან თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და­ი­წყე­ბა ახა­ლი, თორ­მეტ­წ­ლი­ა­ნი ციკ­ლი და შე­ე­ცა­დეთ, ეს პე­რი­ო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად სწო­რად და­გეგ­მოთ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ბევ­რი რა­მის გა­და­ლა­გე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს ეხე­ბა. ივ­ლის­ში და აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას, მო­ე­რი­დეთ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებს. შე­მოდ­გო­მის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით და ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებს გა­მო­ავ­ლენთ. სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ან კა­რი­ე­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა უკავ­შირ­დე­ბა სპორ­ტს, სამ­ხედ­რო საქ­მეს და იუ­რისპრუ­დენ­ცი­ას). გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი შარ­მი და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა, რად და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ამ დროს მა­ღა­ლია ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბის ან არ­სე­ბუ­ლის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა. დე­კემ­ბრის პირ­ველ და მე­ო­რე დე­კა­და­ში ნუ გა­რის­კავთ. წლის ბო­ლოს ბევ­რი თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა.

ტყუ­პე­ბი

დამ­დე­გი ახა­ლი წელი თქვენ­თვის იოლი არ იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია თავი არც თუ მყა­რად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში მო­გი­წევთ. ამ პე­რი­ოდ­ში არ არის სა­ჭი­რო სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა. ნუ და­ი­წყებთ ახალ, სა­რის­კო პრო­ექ­ტებს, რო­მელ­თა წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბით. მი­თუ­მე­ტეს, რომ მო­გი­წევთ იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გამ­კლა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს ვერ მო­ა­ხერ­ხეთ. მარ­ტის ბო­ლოს­თვის იგ­რძნობთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი მი­ზან­სწრაფ­ვაც, რაც ხელს შე­გი­წყობთ ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის და პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა­ში. აპ­რილ­ში თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა უფრო მე­ტად უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ზე, კო­ლე­გებ­ზე, მე­გობ­რებ­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას და მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა გუნ­დურ საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ა­ნი­ჭეთ. აპ­რი­ლის ბო­ლოს და მა­ის­ში ნუ გა­და­იტ­ვირ­თე­ბით და შე­ე­ცა­დეთ და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი თქვენ­თვის მოქ­ნი­ლი და ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი გა­ხა­დოთ. წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის ნელ-ნელა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის წინ წა­მო­წე­ვა­სა და სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ. ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­გი­წევთ ბევ­რი წვრილ­მა­ნი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი და დატ­ვირ­თუ­ლი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყი­სი კარ­გი დრო იქ­ნე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის­თვის, პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვის­თვის და არა­სა­სურ­ვე­ლი კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტის­თვის. გარ­და ამი­სა, მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის, ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა პი­როვ­ნუ­ლი ზრდა, რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს შეს­წავ­ლა, ვარ­ჯი­შის თუ დი­ე­ტის და­წყე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. სექ­ტემ­ბე­რი და სა­ერ­თოდ, მე­ო­თხე კვარ­ტა­ლი და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ გა­უფრ­თხილ­დით ნერ­ვულ სის­ტე­მას. მო­გი­წევთ ის­წავ­ლოთ „ცივი გო­ნე­ბით“ მოქ­მე­დე­ბა და პრაგ­მა­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. წლის ბოლო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი (გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი) პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

კირჩხი­ბი

2023 წელი თქვენ­თვის საკ­მა­ოდ დი­ნა­მი­კუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდე­ბა და ამას იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში­ვე იგ­რძნობთ. ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და კა­რი­ე­რა. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ის პრო­ექ­ტე­ბიც, რომ­ლებ­შიც გა­სულ წელს ჩა­ერ­თეთ ან სუ­ლაც, თქვენ წა­მო­ი­წყეთ. მარ­ტის ბო­ლო­დან და­ი­წყე­ბა საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც მა­ი­სის მე­ო­რე დე­კა­დის ჩათ­ვლის გაგ­რძელ­დე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სწო­რედ ამ დროს სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პარტნი­ო­რე­ბის­გან წა­მო­სულ რჩე­ვებს. უფრო მე­ტიც, ნუ მო­გე­რი­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გა­ნაც მი­ი­ღოთ. სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი ყვე­ლა გან­ცდი­ლი მარ­ცხი, შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მა თუ მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა. გახ­დე­ბით უფრო მე­ტად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბით. წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წევთ კო­ლექ­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს კარ­გი დროა მო­მავ­ლის ფორ­მი­რე­ბის­თვის, სა­ბუ­თებ­თან და მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის, ასე­ვე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვის. წინ­და­ხე­დუ­ლი იყა­ვით ივ­ნი­სის პირ­ველ და მე­ო­რე დე­კა­და­ში, ასე­ვე აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი დე­კა­და­შიც. ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას (გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­ურ სის­ტე­მას). ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია თავი იჩი­ნონ თქვენ­მა ძველ­მა შეც­დო­მებ­მა და მათი გა­მოს­წო­რე­ბა მო­გი­წი­ოთ. თავი შე­ი­კა­ვეთ და­პი­რის­პი­რე­ბის­გან და მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს. სი­ტუ­ა­ცი­ის და­ბა­ლან­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გახ­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დი­დან მო­ა­ხერ­ხებთ ბევ­რი თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის თუ პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას. ეს სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დი ფაქ­ტობ­რი­ვად წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ნელა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იმოქ­მე­დოთ, რათა ზედ­მე­ტი მონ­დო­მე­ბი­სა და ემო­ცი­ურ ნი­ა­დაგ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვათ. წლის ბოლო შე­და­რე­ბით მშვი­დი იქ­ნე­ბა და თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბი რე­ა­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბას შეძ­ლებთ.

ლომი

დამ­დე­გი 2023 წელი თქვენ­თვის აქ­ტი­უ­რად და­ი­წყე­ბა. იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში მო­გი­წევთ ძვე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ახა­ლი ენერ­გი­ით და აღ­მაფ­რე­ნით გაგ­რძე­ლე­ბა. თუმ­ცა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა საქ­მის ერ­თად კე­თე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამ პე­რი­ოდ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზონ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო ან ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლის გამო ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მეტი დრო­ის დათ­მო­ბა მო­გი­წი­ოთ. შე­ე­ცა­დეთ, გეგ­მე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით და­ა­ლა­გოთ და ისე იმოქ­მე­დოთ. მარ­ტის მე­სა­მე დე­კა­დი­დან აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი შარ­მი და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, რაც სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ადა­მი­ა­ნებ­ში თქვენ­და­მი ინ­ტე­რე­სი მკვეთ­რად მო­ი­მა­ტებს. სა­ერ­თოდ, მე­ო­რე კვარტლის ბო­ლოს და მე­სა­მე კვარ­ტალ­ში მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლის, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას ან სუ­ლაც და­ო­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გარ­კვე­უ­ლი იღ­ბლი­ა­ნო­ბი­სა, აპ­რი­ლის ბო­ლო­სა და მა­ის­ში ნუ გა­და­იტ­ვირ­თე­ბით. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მუ­შაო რე­ჟიმ­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას ეხე­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იღ­ბლი­ა­ნო­ბა რამ­დე­ნად­მე და­იკ­ლებს და მო­გი­წევთ ტემ­პის გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ნე­ლე­ბა. თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ი­სის მე­სა­მე დე­კა­დი­დან ივ­ლი­სის პირ­ვე­ლი დე­კა­დის ჩათ­ვლით თქვე­ნი მი­ზან­სწრაფ­ვა და მო­ტი­ვა­ცია მა­ღალ ნიშ­ნულ­ზე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ეს ბრძო­ლის და კონ­კუ­რენ­ცი­ის პე­რი­ო­დია. ია­რეთ წინ, თუმ­ცა მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს და ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებს. მე­ო­რე კვარტლის ბოლო და მე­სა­მე კვარ­ტა­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­უ­კავ­შირ­დეს უცხო­ეთ­ში ვი­ზიტს, მოგ­ზა­უ­რო­ბას ან სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. ზა­ფხულ­ში და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღეთ (გან­სა­კუთ­რე­ბით თუ საქ­მე ფი­ნან­სურ და­ბან­დე­ბას ეხე­ბა). ამ პე­რი­ოდ­ში შე­ე­ცა­დეთ სამ­სა­ხურ­თან და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წინ­და­ხე­დუ­ლად იმოქ­მე­დოთ და და­უ­გეგ­მა­ვი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ იჩ­ქა­როთ. წლის ბო­ლოს შე­ე­ცა­დეთ ახა­ლი, მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის წა­მო­წყე­ბის ნაც­ვლად, უკვე წა­მო­წყე­ბუ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა­ზე ან გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნოთ.

ქალ­წუ­ლი

2023 წელი აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის, ცვლი­ლე­ბე­ბის და ტრანსფორ­მა­ცი­ის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. წლის და­სა­წყი­სი­დან აპ­რი­ლის მე­ო­რე დე­კა­დის ჩათ­ვლით მო­გი­წევთ წარ­სულ­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა და გა­და­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბა. შე­ე­ცა­დეთ ეს ყო­ვე­ლი­ვე იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში­ვე მო­ა­ხერ­ხოთ. კრი­ზი­სუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბა და პრაგ­მა­ტუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ. ასე შე­და­რე­ბით იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბით გა­მოწ­ვე­ვებს. იან­ვრის ბოლო და თე­ბერ­ვლის პირ­ვე­ლი დე­კა­და ყუ­რა­დღე­ბით გა­ი­ა­რეთ. სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ფი­ნან­სე­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ. მარ­ტი­დან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წევთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვის კუ­თხით. ეს კარ­გია დროა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის, ასე­ვე ვა­ლე­ბის გა­დახ­დის­თვის და ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის. თუმ­ცა ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­ი­მა­ტოს გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა­მაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ კა­მათ­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს ღია მტრო­ბამ­დეც კი მი­ვი­დეს. ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მოთ­მი­ნე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა გა­მო­გად­გე­ბათ. ასე­თი მიდ­გო­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გან­ვი­თა­რე­ბის უფრო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას და წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვას მო­ი­ტანს. ამ ყვე­ლა­ფერს ივ­ნი­სი­დან­ვე იგ­რძნობთ, რო­დე­საც სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ა­ფარ­თო­ვოთ თქვე­ნი თვალ­სა­წი­ე­რი და ჰო­რი­ზონ­ტი. გარ­და ამი­სა, მი­ი­ღებთ ახალ და­დე­ბით ემო­ცი­ებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს. ამ პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს სწავ­ლი­სა და ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის ალ­ბა­თო­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა (ტრე­ნინ­გე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი და ა. შ.). ზა­ფხუ­ლი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, უცხო­უ­რი მივ­ლი­ნე­ბე­ბის­თვის ასე­ვე უცხო­ეთთნ და ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის ან მსგავ­სი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მე­ო­თხე კვარ­ტა­ლი მთლი­ა­ნო­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა. ოქ­ტომ­ბრი­დან დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე მო­გი­წევთ ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის გაზ­რდა­ზე ზრუნ­ვა და ეს გა­მო­გი­ვათ კი­დეც. წლის ბო­ლოს კი პი­რი­ქით, ფი­ნან­სურ რის­კზე წას­ვლის­გან და ფუ­ლის სეს­ხე­ბა-გა­სეს­ხე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეთ.

სას­წო­რი

2023 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ერთი შე­ხედ­ვით წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი, თუმ­ცა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მრა­ვალ­მხრივ დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­სა­ხურს, კა­რი­ე­რას და პარტნი­ო­რებ­თან არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ეხე­ბა. იან­ვარ­ში და თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში შე­ე­ცა­დეთ, მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი ხე­ლი­დან არ გა­გექ­ცეთ. მშვი­დად გა­ნა­ვი­თა­რეთ ადრე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მო­აგ­ვა­რეთ წარ­სუ­ლი­დან გად­მო­ყო­ლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ იჩ­ქა­რებთ და მიზ­ნის­კენ სა­ვალ გზა­ზე წინ­და­ხე­დუ­ლად იმოძ­რა­ვეთ. თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და მარ­ტის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა მო­ი­მა­ტებს, ამი­ტომ პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ მომთმე­ნი და გუ­ლის­ხმი­ე­რი იყა­ვით. გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­ე­ცა­დეთ, სა­და­ვო და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებს ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დოთ. და­უკ­ვირ­დით წვრილ­მა­ნებს, მცი­რე დე­ტალ­მა შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში ბევ­რი რამ გა­არ­თუ­ლოს. ამ პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რის გარ­და ყუ­რა­დღე­ბას თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბაც იქ­ცევს. მო­ე­რი­დეთ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც არ და­გა­ვი­წყდეთ. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი შე­და­რე­ბით მშვი­დი და ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა გა­გიჩ­ნდეთ ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბის, დი­ვი­დენ­დე­ბის მი­ღე­ბის, ფი­ნან­სუ­რი და­ბან­დე­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სარ­ფი­ა­ნად ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ან ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის კარ­გი შან­სი. ამ კუ­თხით წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბა უკვე მა­ი­სის ბო­ლო­დან გა­გიჩ­ნდე­ბათ. ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კვე­უ­ლი კუ­თხით თქვე­ნი ხედ­ვაც შე­იც­ვა­ლოს. გახ­დე­ბით უფრო მე­ტად კონ­კრე­ტუ­ლი, რე­ა­ლის­ტი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­სა, ივ­ლის­ში დას­ვე­ნე­ბა­ზე უარს ნუ იტყვით. ეს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში თავი შე­ი­კა­ვეთ რის­კზე წას­ვლის­გან და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­გან. ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან შე­და­რე­ბით სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა და თით­ქმის წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს კარ­გი დროა სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის შეც­ვლის­თვის, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის და საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში იმოქ­მე­დეთ გა­ბე­დუ­ლად, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის წინ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ა­მოწ­მეთ ხოლ­მე.

მო­რი­ე­ლი

წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში თქვენ­გან ყვე­ლა­ზე მეტ ყუ­რა­დღე­ბას ოჯახ­თან, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი მო­ი­თხოვს. ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და გუ­ლის­ხმი­ე­რი იყა­ვით. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ცხო­ვე­ლებ­თან, მცე­ნა­რე­ებ­თან და სა­ერ­თოდ, ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი 2023 წელს თქვენს ემო­ცი­ურ სის­ტე­მას და­ამ­შვი­დებს და ჰარ­მო­ნი­ულს გახ­დის. პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლი მთლი­ა­ნო­ბა­ში, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ის ხე­ლოვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. წინსვლის და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ალ­ბა­თო­ბა მარ­ტის მე­ო­რე დე­კა­დის ჩათ­ვლით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ამი­ტომ, ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნეთ. მარ­ტის ბო­ლო­დან აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, რე­მონტთან, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბიც. ეს კარ­გი დროა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვი­საც, ვარ­ჯი­შის ან დი­ე­ტის და­წყე­ბის­თვის, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბის­თვის. მა­ის­ში და ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბებს. თუმ­ცა ამა­ვე პე­რი­ოდ­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტშიც აღ­მოჩ­ნდეთ ჩარ­თუ­ლი. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბი გაჩ­ნდეს. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ჭი­რო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­ი­კის­როთ და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არ იზ­რუ­ნოთ. ივ­ნი­სი­დან აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სამ­დე აქ­ტი­უ­რად იმოქ­მე­დეთ. ამ პე­რი­ოდ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი და შეც­ვა­ლოთ ის, რაც არ მოგ­წონთ. აგ­ვის­ტოს პირ­ველ და მე­ო­რე დე­კა­და­ში ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ნუ იქ­ნე­ბით ჯი­უ­ტი და რა­დი­კა­ლუ­რი. ამ პე­რი­ოდ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლია მე­ტად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფორ­მა მი­ი­ღოს. ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბა და გან­ტვირ­თვა. გან­მარ­ტო­ვე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა ბევრ კი­თხვა­ზე გა­პოვ­ნი­ნებთ პა­სუხს. შე­მოდ­გო­მა­ზე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ნო­ემ­ბე­რი იქ­ნე­ბა. ამ დროს მო­სა­ლოდ­ნე­ლია სამ­სა­ხურ­თან, ფი­ნან­სებ­თან, ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ოთ. წლის ბო­ლოს შე­საძ­ლე­ბე­ლია ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი მი­ი­ღოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

ახა­ლი, 2023 წელი ბევ­რის რა­მის შეც­ვლის, ახ­ლე­ბუ­რად გა­კე­თე­ბის ან სა­ერ­თოდ, რა­ღაც ახ­ლის და­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მო­გი­ტანთ. წლის და­სა­წყის­ში მო­გი­წევთ მცი­რე ხნით შეს­ვე­ნე­ბა, რათა ძვე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის­გან და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან ცოტა ამო­ი­სუნ­თქოთ. იან­ვრის მე­ო­რე დე­კა­დი­დან თე­ბერ­ვლის მე­ო­რე დე­კა­დამ­დე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. ორი­გი­ნა­ლუ­რი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი ხედ­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხი­დან შე­ხე­დოთ რო­გორც პრობ­ლე­მებს, ისე მო­მა­ვალ პერ­სპექ­ტი­ვებს. თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან აპ­რი­ლის მე­ო­რე დე­კა­დამ­დე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა ფი­ნან­სე­ბი იქ­ნე­ბა. ამ კუ­თხით მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­გი­წი­ოთ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა ან რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბის წყა­როს მო­ძი­ე­ბა. მა­ის­სა და ივ­ნის­ში პე­რი­ოდ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას და ტო­ნუსს. შექ­მნი­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბის გამო ნუ და­კარ­გავთ მო­ტი­ვა­ცი­ას. პი­რი­ქით, მო­უ­მა­ტეთ მი­ზან­სწრაფ­ვას და იმოქ­მე­დეთ გა­ბე­დუ­ლად. ამას­თა­ნა­ვე, და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში, ჩა­ი­ტა­რეთ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და გა­ნა­ახ­ლეთ თქვე­ნი გარ­დე­რო­ბიც. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უფრო მე­ტად საქ­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ეს კარ­გი დროა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, სა­მუ­შაო ად­გი­ლის შეც­ვლის­თვის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თვის, საქ­მი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბე­ბის­თვის, ახა­ლი საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის და შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვის­თვის. მე­სა­მე კვარ­ტა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­ვის­ტოს მე­ო­რე დე­კა­დამ­დე პე­რი­ოდ­ში მო­გი­წევთ გა­და­ხე­დოთ მიღ­წე­ულ შე­დე­გებს, და­ის­ვე­ნოთ და ყვე­ლა იმ გეგ­მა­ზე, რომ­ლებ­მაც წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უბ­რა­ლოდ, არ იმუ­შა­ვა, უარი თქვათ. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ იტყვით უარს ოჯა­ხის წევ­რე­ბის და მე­გობ­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დახ­მა­რე­ბა­ზე. სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე პე­რი­ოდ­ში შე­ეც­დე­ბით ახა­ლი ძა­ლე­ბით შე­უ­ტი­ოთ და კა­რი­ე­რის კუ­თხით მო­სა­ლოდ­ნე­ლია რის­კზე წას­ვლაც მო­გი­წი­ოთ. თუმ­ცა ეს გა­ა­მარ­თლებს და სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლებთ. ნო­ემ­ბე­რი და დე­კემ­ბე­რი უფრო მე­ტად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა და რე­ა­ლუ­რი შან­სე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბათ, გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სი­მაღ­ლე­ზე ახ­ვი­დეთ. წლის ბოლო გა­მო­ი­ყე­ნეთ ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის­თვის და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის.

თხის რქა

თქვენ­თვის 2023 წელი ერთი ციკ­ლის დას­რუ­ლე­ბის და მე­ო­რეს და­წყე­ბის პე­რი­ო­დი გახ­დე­ბა. თუ გა­სულ­მა წელ­მა გარ­კვე­ულ სიმ­ყა­რეს მი­გაღ­წე­ვი­ნათ და შე­ძე­ლით თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­სურ­ვე­ლი ფუნ­და­მენ­ტის შექ­მნა, მიმ­დი­ნა­რე წელი უკვე „შე­ნე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბას მო­გი­ტანთ. იან­ვარ­ში და თე­ბერ­ვლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მეტი იფიქ­რეთ ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე და პერ­სპექ­ტი­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბა­ზე. თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა. იგ­რძნობთ ში­ნა­გან რწმე­ნა­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ და­ი­წყოთ იმ გეგ­მე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლებ­საც ადრე ვერ ახერ­ხებ­დით. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ავ­ლენთ ლი­დე­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ თვი­სე­ბებს და შე­მოქ­მე­დე­ბით აღ­მაფ­რე­ნა­საც იგ­რძნობთ. აპ­რი­ლის ბო­ლო­დან მა­ი­სის ჩათ­ვლით მო­სა­ლოდ­ნე­ლია შეძ­ლოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით რო­გორც სამ­სა­ხურ­ში, ისე ოჯახ­ში. პარტნი­ო­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის ან ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან მი­ი­ღებთ რო­გორც მო­რა­ლურ, ისე მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას.სამ­სა­ხურ­ში მო­გე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დეთ, მო­ი­თხო­ვოთ და­წი­ნა­უ­რე­ბა, ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა ან სუ­ლაც ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო სტა­ბი­ლუ­რი გახ­დე­ბა. მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ახალ სი­მაღ­ლე­ზე ას­ვლა და და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს მოგ­ზა­უ­რო­ბის ალ­ბა­თო­ბაც. მე­სა­მე კვარ­ტა­ლი და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ფე­სი­ებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­თვის, ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­თვის, ასე­ვე დას­ვე­ნე­ბის­თვის და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სპორ­ტით, ვარ­ჯი­შით, იო­გით, ფსი­ქო­ლო­გი­ით, რე­ლი­გი­ით ან სუ­ლაც სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­მეც­ნე­ბით და­კავ­დეთ. ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს და დე­კემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. არ იჩ­ქა­როთ და რის­კზე არ წახ­ვი­დეთ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­უფრ­თხულ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას და მო­ე­რი­დეთ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებს. წლის ბო­ლოს იგ­რძნობთ ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას. ეს კარ­გი დრო იქ­ნე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის და ახა­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

მერ­წყუ­ლი

2023 წელი თქვენ­თვის დი­ნა­მი­კუ­რი, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა. მარ­ტის პირ­ველ დე­კა­დამ­დე პე­რი­ოდ­ში იმ სამ­წლი­ან ციკლს და­ას­რუ­ლებთ, რო­მე­ლიც მოს­ვე­ნე­ბას არ გაძ­ლევ­დათ. შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი გა­ნახ­ლე­ბა, ბევ­რი რა­მის სხვა­ნა­ი­რად და­ნახ­ვა და გარ­კვე­უ­ლი „გა­დატ­ვირ­თვაც“ კი. მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და რე­ა­ლიზ­მის გან­ცდა. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გაზ­რდის წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვის ალ­ბა­თო­ბას. სა­ერ­თოდ, გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ძი­ე­ბის, და­გეგ­მვის და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. გა­გიჩ­ნდე­ბათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბის, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, იმი­ჯის შეც­ვლის და მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მძაფ­რი სურ­ვი­ლი. თუმ­ცა შე­ე­ცა­დეთ, რომ აპ­რი­ლის ბო­ლო­სა და მა­ის­ში მო­ე­რი­დოთ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს და და­პი­რის­პი­რე­ბებს. ეს თქვენს სა­მო­მავ­ლო წარ­მა­ტე­ბებს ხელს ნამ­დვი­ლად არ შე­უ­წყობს. თუ ამ პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას თავს აა­რი­დებთ, მა­შინ წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში რო­გორც საქ­მი­ან, ისე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დამ­სა­ხუ­რე­ბულ ჯილ­დოს მი­ი­ღებთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ბევ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა და ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა. ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი­თა და შეხ­ვედ­რე­ბით. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა, რაც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა თქვე­ნი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ჰარ­მო­ნია, თუმ­ცა ეს მიბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რივ წინსვლა­სა და მყარ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ამი­ტომ, ზა­ფხუ­ლის ბო­ლო­დან შე­მოდ­გო­მის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ჩათ­ვლით მო­გი­წევთ ახალ სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა ან და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა, რათა თქვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი გა­ზარ­დოთ. ამ პე­რი­ოდ­ში მე­გობ­რე­ბის, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ან კო­ლე­გე­ბის მხრი­დან წა­მო­სულ წი­ნა­და­დე­ბებს ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დეთ. დიდი ალ­ბა­თო­ბით სწო­რად აქ იქ­ნე­ბა თქვე­ნი წინსვლის შან­სი. წლის ბო­ლოს მო­სა­ლოდ­ნე­ლია იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შეძ­ლოთ, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­დან მოგ­ყვე­ბათ.

თევ­ზე­ბი

2023 წლის პირ­ვე­ლი­ვე კვარტლი­დან და­ი­წყე­ბა 2,5 წლი­ა­ნი ციკ­ლი, რო­მე­ლიც თქვენს მიერ უკვე მიღ­წე­ულ შე­დე­გებს, მიზ­ნებს, გეგ­მებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს, ფა­სე­უ­ლო­ბებს და სა­ერ­თოდ, ბევრ რა­მეს „გა­მოც­დის“. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ში­ნა­გა­ნი გა­და­წყო­ბის პე­რი­ო­დია. წლის პირ­ვე­ლი­ვე ნა­ხე­ვარ­ში სა­კუ­თარ თავს და­უს­ვამთ კი­თხვებს: „რას მი­ვაღ­წიე?“ „საით მივ­დი­ვარ“, „რა მიზ­ნე­ბი (და გეგ­მე­ბი) გა­მაჩ­ნია“. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მიხ­ვდე­ბით, რომ ყო­ველ­გვა­რი ში­ნა­გა­ნი ქა­ო­სი უნდა მო­წეს­რიგ­დეს, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქვას. თე­ბერ­ვლი­დან აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ჩათ­ვლით მო­გი­წევთ ვა­ლე­ბის გა­დახ­და, ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა ან მათ­ზე სა­ერ­თოდ უა­რის თქმა. თუმ­ცა ამა­ვე პე­რი­ოდ­ში და­სა­ხავთ ახალ მიზ­ნებს და შე­ი­ძენთ ახალ მე­გობ­რებს და პარტნი­ო­რებს. აპ­რი­ლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან თით­ქმის მა­ი­სის ბო­ლომ­დე გა­გიჩ­ნდე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ წინ წახ­ვი­დეთ, გან­ვი­თარ­დეთ, მას­შტა­ბუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ სამ­სა­ხურ­თან და კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს კარ­გი დროა საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, შე­თან­ხმე­ბის­თვის, კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის, ასე­ვე სპორტთან, ჯან­მრთე­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბას­თან და დი­ე­ტის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. სა­ერ­თოდ, მე­ო­რე კვარ­ტა­ლი წლის ყვე­ლა­ზე სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გარ­კვე­ულ­წი­ლად ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. თქვენ არა მხო­ლოდ გა­აც­ნო­ბი­ე­რებთ ახალ რე­ა­ლო­ბას, არა­მედ იგ­რძნობთ მო­ტი­ვა­ცი­ას და უფრო მე­ტად დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი­გახ­დე­ბით. ეს კი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ სამ­სა­ხურ­თან, პრო­ფე­სი­ულ წინსვლას­თან და ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­სა­მე კვარ­ტალ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით სექ­ტემ­ბერ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნებთ დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას, ასე­ვე მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბას, რათა სამ­სა­ხურ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბევ­რი რამ პო­ზი­ტი­უ­რად შეც­ვა­ლოთ. ეს კარ­გია დროა კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის კუ­თი­ხა­თაც. შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­სურ­ვე­ლია გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ არა­სა­სურ­ვე­ლი კავ­ში­რე­ბის­გან და მო­ი­ცი­ლოთ „ტოქ­სი­კუ­რი“ ადა­მი­ა­ნე­ბი. წლის ბო­ლოს შეძ­ლებთ ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, ეს თქვენს ემო­ცი­ურ სის­ტე­მა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ნაკ­ლე­ბის ნახ­ვა

ზურა
5

როგორ გვანან ეს ოსტაპ ბენდერები ერთმანეთს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

როგორი იქნება ასტროლოგიურად 2023 წელი სხვადსხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - ასტროლოგი რამაზ გიგაური ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. ასტროლოგი დეტალურად განიხილავს თუ რა საფრთხეებს უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები, რა უნდა გაითვლისწინონ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში და როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას...

ვერძი

თქვენთვის 2023 წლის პირველ ნახევარი შედარებით სასიკეთო იქნება. ეს განსაკუთრებით ადრე დაწყებული პროექტების წარმატებით გაგრძელებასა და დასრულებას ეხება. მაისის ბოლომდე მაღალი იქნება თქვენი მოტივაცია და მიზანსწრაფვა. ეს ბევრი პრობლემური საკითხის გადაჭრის ან ახალი პერსპექტივის განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ყურადღების გამოჩენა გმართებთ იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ დეკადაში. ამ პერიოდში ურთიერთობებში დიპლომატიურობა და ტაქტის გრძნობა გამოიჩინეთ. თებერვლის მესამე დეკადიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით პოზიტიური პერიოდი იქნება. სამსახურში და საერთოდ, საქმიან სფეროში გამოიჩენთ ინიციატივებს, დაამყარებთ საინტერესო კავშირებს, შეიძენთ შემოქმედებით პარტნიორებსა და მეგობრებს. გარდა ამისა, მოგიწევთ ახალ პროექტებში ჩართვა, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს უცხოეთთან, მოგზაურობასთან, სწავლა-განათლებასთან ან ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან (მათ შორის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ან ინტერნეტთან). ასევე მოიმატებს პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების გაჩენის და ჰარმონიის მიღწევის ალბათობა. წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური სფერო და სწორედ ამ კუთხით მოგიწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. გაგიჩნდებათ ამბიციური მიზნების მიღწევის მძაფრი სურვილი. დაიწყებთ ახალი შემოსავლების წყაროების მოძიებას. ზაფხულის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებების შანსი გაჩნდეს სამსახურის ან კარიერული წინსვლის კუთხით. ზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს მოგზაურობის და უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა. ივლისის მეორე ნახევარში და ასევე აგვისტოს ბოლოს ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. საერთოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე მოსალოდნელია დაიკისროთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მოიძიოთ დამატებითი სამსახური ან საერთოდ, მოძებნოთ ახალი სამუშაო ადგილი. სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი სასიკეთოა ახალი საქმეების, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და გარიგებებისთვის. წლის ბოლოს ბედნიერად იგრძნობთ თავს, რაც დაკავშირებული იქნება ოჯახურ ცხოვრებასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

კურო

თქვენთვის ახალი, 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი გახდება, თუმცა ეს უფრო წლის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგიტანთ ბევრი რამ შეაჯამოთ და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. ეს კარგი დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, რთულ კითხვებზე პასუხების მიღებისთვის, სულიერი ძიებისთვის და თვითგანვითარებისთვის. პირველი კვარტალში არ არის გამორიცხული გარკვეული საკითხების შემდგომ განვითარებაზე საერთოდ უარი თქვათ და ახალი საქმე დაიწყოთ. ეს არ იქნება ძირეული გადაფასება, თუმცა თქვენი ხედვა და შეფასების კრიტერიუმები ნამდვილად შეიცვლება. ამ პერიოდში ნუ იქნებით უსამართლო და შეეცადეთ, დაპირისპირებებს და კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ. იანვრის ბოლოდან მარტის პირველი ნახევრის ჩათვლით შეიქმნება ახალი შანსები, რომელიც მოსალოდნელია უცხოეთთან, სწავლასთან ან საქმიან კავშირებთან იყოს დაკავშირებული. მარტის მეორე ნახევარი და აპრილი მაქსიმალურად ყურადღებით გაიარეთ. ნუ იჩქარებთ და ნუ წახვალთ რისკზე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან, ბიზნესთან და საბუთებთან დაკავშირებით. მაისის მეორე დეკადიდან თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ახალი, თორმეტწლიანი ციკლი და შეეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად სწორად დაგეგმოთ. ნუ შეგეშინდებათ ბევრი რამის გადალაგების, განსაკუთრებით ეს გრძელვადიან პროექტებს ეხება. ივლისში და აგვისტოს პირველი ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. შემოდგომის პირველი ნახევარში გააქტიურდებით და ახალ ინიციატივებს გამოავლენთ. სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ან კარიერული ცვლილებები (განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება სპორტს, სამხედრო საქმეს და იურისპრუდენციას). გაძლიერდება თქვენი შარმი და მომხიბვლელობა, რად დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ამ დროს მაღალია ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ან არსებულის დასტაბილურების ალბათობა. დეკემბრის პირველ და მეორე დეკადაში ნუ გარისკავთ. წლის ბოლოს ბევრი თქვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება სასიკეთოდ შეიცვლება.

ტყუპები

დამდეგი ახალი წელი თქვენთვის იოლი არ იქნება. შესაძლებელია თავი არც თუ მყარად და თავდაჯერებულად იგრძნოთ. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ. ამ პერიოდში არ არის საჭირო საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული პასუხისმგებლობის დაკისრება. ნუ დაიწყებთ ახალ, სარისკო პროექტებს, რომელთა წარმატებით განვითარებაში დარწმუნებული არ იქნებით. მითუმეტეს, რომ მოგიწევთ იმ პრობლემების მოგვარება და იმ გამოწვევების გამკლავება, რომლებიც გასულ წელს ვერ მოახერხეთ. მარტის ბოლოსთვის იგრძნობთ შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერებას, მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვაც, რაც ხელს შეგიწყობთ ქაოსური სიტუაციების და პრობლემური ურთიერთობების დალაგებაში. აპრილში თქვენი წარმატება უფრო მეტად უახლოეს გარემოცვაზე, კოლეგებზე, მეგობრებსა და თანამოაზრეებზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებისას და მოქმედებებისას უპირატესობა გუნდურ საქმიანობას მიანიჭეთ. აპრილის ბოლოს და მაისში ნუ გადაიტვირთებით და შეეცადეთ დაძაბული სამუშაო რეჟიმი თქვენთვის მოქნილი და ნაკლებად სტრესული გახადოთ. წლის მეორე ნახევრისთვის ნელ-ნელა პრიორიტეტული საკითხების წინ წამოწევასა და სიტუაციებზე კონტროლის დამყარებას მოახერხებთ. ზაფხულის პირველ ნახევარში მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება, მითუმეტეს, რომ ეს საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული პერიოდი იქნება. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი კარგი დრო იქნება პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის, პრობლემური ურთიერთობის გარკვევისთვის და არასასურველი კავშირების გაწყვეტისთვის. გარდა ამისა, მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების, ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობაც. ამავე პერიოდში შესაძლებელი გახდება პიროვნული ზრდა, რაიმე საინტერესოს შესწავლა, ვარჯიშის თუ დიეტის დაწყება და ჯანმრთელობის გამყარებაზე ზრუნვა. სექტემბერი და საერთოდ, მეოთხე კვარტალი დაძაბული იქნება, ამიტომ გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. მოგიწევთ ისწავლოთ „ცივი გონებით“ მოქმედება და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. წლის ბოლო საინტერესო აღმოჩნდება შემოქმედებითი (განსაკუთრებით ხელოვნებასთან დაკავშირებული) პროექტების განვითარებისთვის.

კირჩხიბი

2023 წელი თქვენთვის საკმაოდ დინამიკური და საინტერესო აღმოჩნდება და ამას იანვარ-თებერვალშივე იგრძნობთ. ამ პერიოდში თქვენს ყურადღებას მოითხოვს სამსახურებრივი საკითხები, პროფესიული საქმიანობა და კარიერა. გააქტიურდება ის პროექტებიც, რომლებშიც გასულ წელს ჩაერთეთ ან სულაც, თქვენ წამოიწყეთ. მარტის ბოლოდან დაიწყება საკმაოდ აქტიური პერიოდი, რომელიც მაისის მეორე დეკადის ჩათვლის გაგრძელდება. არ არის გამორიცხული სწორედ ამ დროს სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებისგან წამოსულ რჩევებს. უფრო მეტიც, ნუ მოგერიდებათ შესაბამისი დახმარება კონკრეტული კონსულტანტებისგანაც მიიღოთ. სხვა ადამიანები დაგეხმარებიან ობიექტურად შეაფასოთ თქვენი ყველა განცდილი მარცხი, შექმნილი პრობლემა თუ მიღწეული წარმატება. წლის მეორე ნახევარში გააქტიურდება თქვენი სოციალური ცხოვრება. გახდებით უფრო მეტად ინდივიდუალური და გაძლიერდება თქვენი თავდაჯერებულობა. ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და თანამოაზრეებისთვის საჭირო ადამიანი გახდებით. წარმატებებს მიაღწევთ კოლექტიურ ურთიერთობებში, თქვენი საქმიანობა სხვადასხვა კომპანიაში ან ორგანიზაციაში წარმატებული იქნება. ეს კარგი დროა მომავლის ფორმირებისთვის, საბუთებთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. წინდახედული იყავით ივნისის პირველ და მეორე დეკადაში, ასევე აგვისტოს პირველი დეკადაშიც. ამ პერიოდში მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას (განსაკუთრებით ემოციურ სისტემას). ამ პერიოდში მოსალოდნელია თავი იჩინონ თქვენმა ძველმა შეცდომებმა და მათი გამოსწორება მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ დაპირისპირებისგან და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სიტუაციის დაბალანსება შესაძლებელი მხოლოდ ივლისის მეორე ნახევრიდან გახდება. ამ პერიოდიდან მოახერხებთ ბევრი თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის თუ პრობლემური ურთიერთობის დარეგულირებას. ეს სასიკეთო პერიოდი ფაქტობრივად წლის ბოლომდე გაგრძელდება. უბრალოდ, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე რეკომენდებულია ნელა და ორგანიზებულად იმოქმედოთ, რათა ზედმეტი მონდომებისა და ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო შეცდომები არ დაუშვათ. წლის ბოლო შედარებით მშვიდი იქნება და თქვენთვის მისაღები რეალობის ფორმირებას შეძლებთ.

ლომი

დამდეგი 2023 წელი თქვენთვის აქტიურად დაიწყება. იანვარ-თებერვალში მოგიწევთ ძველი პროექტების ახალი ენერგიით და აღმაფრენით გაგრძელება. თუმცა არ არის რეკომენდებული ყველა საქმის ერთად კეთება და საკუთარი თავისთვის გადამეტებული პასუხისმგებლობის დაკისრება. მოსალოდნელია ამ პერიოდში შემოგთავაზონ დამატებითი სამუშაო ან ფინანსური შემოსავლის გამო ძველი სამსახურისთვის მეტი დროის დათმობა მოგიწიოთ. შეეცადეთ, გეგმები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ და ისე იმოქმედოთ. მარტის მესამე დეკადიდან აპრილის ბოლომდე სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი სასიყვარულო და საქმიან პარტნიორობასთან დაკავშირებით. გაძლიერდება თქვენი შარმი და მიმზიდველობა, რაც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებში თქვენდამი ინტერესი მკვეთრად მოიმატებს. საერთოდ, მეორე კვარტლის ბოლოს და მესამე კვარტალში მაღალი იქნება პირადი ცხოვრების შეცვლის, სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ან სულაც დაოჯახების ალბათობა. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში გარკვეული იღბლიანობისა, აპრილის ბოლოსა და მაისში ნუ გადაიტვირთებით. ეს განსაკუთრებით სამუშაო რეჟიმსა და ჯანმრთელობას ეხება. წლის მეორე ნახევარში იღბლიანობა რამდენადმე დაიკლებს და მოგიწევთ ტემპის გარკვეულწილად შენელება. თუმცა ამის მიუხედავად, მაისის მესამე დეკადიდან ივლისის პირველი დეკადის ჩათვლით თქვენი მიზანსწრაფვა და მოტივაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ეს ბრძოლის და კონკურენციის პერიოდია. იარეთ წინ, თუმცა მოერიდეთ კონფლიქტებს და ექსტრემალურ სიტუაციებს. მეორე კვარტლის ბოლო და მესამე კვარტალი მოსალოდნელია დაუკავშირდეს უცხოეთში ვიზიტს, მოგზაურობას ან სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ მიიღეთ (განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსურ დაბანდებას ეხება). ამ პერიოდში შეეცადეთ სამსახურთან და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით წინდახედულად იმოქმედოთ და დაუგეგმავი ცვლილების განხორციელება არ იჩქაროთ. წლის ბოლოს შეეცადეთ ახალი, მასშტაბური პროექტის წამოწყების ნაცვლად, უკვე წამოწყებულის წარმატებით დასრულებაზე ან განვითარებაზე იზრუნოთ.

ქალწული

2023 წელი აქტიური მოქმედების, ცვლილებების და ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება. წლის დასაწყისიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით მოგიწევთ წარსულში შექმნილი რთული სიტუაციების დასტაბილურება და გადადებული პროექტების დასრულება. შეეცადეთ ეს ყოველივე იანვარ-თებერვალშივე მოახერხოთ. კრიზისული საკითხების მოგვარებისას ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და პრაგმატულობა გამოიჩინეთ. ასე შედარებით იოლად გაუმკლავდებით გამოწვევებს. იანვრის ბოლო და თებერვლის პირველი დეკადა ყურადღებით გაიარეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსების და ჯანმრთელობის მიმართ. მარტიდან ძალიან მნიშვნელოვანი გახდება საქმიანი კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები. წარმატებებს მიაღწევთ მოლაპარაკებების და შეთანხმებების მიღწევის კუთხით. ეს კარგია დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ასევე ვალების გადახდისთვის და ფინანსური ვალდებულებებისგან თავის დაღწევისთვის. თუმცა ამავე პერიოდში მოსალოდნელია მოიმატოს განხეთქილების ალბათობამაც. აქედან გამომდინარე, მეორე კვარტალში მაქსიმალურად მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს ღია მტრობამდეც კი მივიდეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოთმინება და დიპლომატიურობა გამოგადგებათ. ასეთი მიდგომა ურთიერთობებში წესრიგის დამყარების საშუალებას მოგცემთ. წლის მეორე ნახევარი განვითარების უფრო მეტ საშუალებას და წინსვლის პერსპექტივას მოიტანს. ამ ყველაფერს ივნისიდანვე იგრძნობთ, როდესაც საშუალება მოგეცემათ გააფართოვოთ თქვენი თვალსაწიერი და ჰორიზონტი. გარდა ამისა, მიიღებთ ახალ დადებით ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. ამ პერიოდში მოიმატებს სწავლისა და ახალი ცოდნის შეძენის ალბათობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიღება (ტრენინგები, სემინარები და ა. შ.). ზაფხული სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის, უცხოური მივლინებებისთვის ასევე უცხოეთთნ და ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესის ან მსგავსი პერსპექტივების განვითარებისთვის. მეოთხე კვარტალი მთლიანობაში პოზიტიური იქნება. ოქტომბრიდან დეკემბრის დასაწყისამდე მოგიწევთ ფინანსური შემოსავლების გაზრდაზე ზრუნვა და ეს გამოგივათ კიდეც. წლის ბოლოს კი პირიქით, ფინანსურ რისკზე წასვლისგან და ფულის სესხება-გასესხებისგან თავი შეიკავეთ.

სასწორი

2023 წლის პირველი ნახევარი ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ დატვირთული იქნება. ეს განსაკუთრებით სამსახურს, კარიერას და პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებს ეხება. იანვარში და თებერვლის დასაწყისში შეეცადეთ, მართვის სადავეები ხელიდან არ გაგექცეთ. მშვიდად განავითარეთ ადრე დაწყებული პროექტები და მოაგვარეთ წარსულიდან გადმოყოლილი პრობლემები. ამ პერიოდში ნუ იჩქარებთ და მიზნისკენ სავალ გზაზე წინდახედულად იმოძრავეთ. თებერვლის მეორე ნახევარში და მარტის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში დაპირისპირებების ალბათობა მოიმატებს, ამიტომ პარტნიორების მიმართ მომთმენი და გულისხმიერი იყავით. გაზაფხულის მეორე ნახევარში შეეცადეთ, სადავო და იურიდიულ საკითხებს ყურადღებით მოეკიდოთ. დაუკვირდით წვრილმანებს, მცირე დეტალმა შესაძლოა მომავალში ბევრი რამ გაართულოს. ამ პერიოდში სამსახურის გარდა ყურადღებას თქვენი ჯანმრთელობაც იქცევს. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაც არ დაგავიწყდეთ. წლის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი და ნაკლებად პრობლემური იქნება. შესაძლოა გაგიჩნდეთ ვალების გასტუმრების, დივიდენდების მიღების, ფინანსური დაბანდების, უძრავი ქონების სარფიანად ყიდვა-გაყიდვის ან ბიზნესის დაწყების კარგი შანსი. ამ კუთხით წინსვლის საშუალება უკვე მაისის ბოლოდან გაგიჩნდებათ. ზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების ალბათობა. მოსალოდნელია გარკვეული კუთხით თქვენი ხედვაც შეიცვალოს. გახდებით უფრო მეტად კონკრეტული, რეალისტი და თავდაჯერებული. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ივლისში დასვენებაზე უარს ნუ იტყვით. ეს ფიზიკური ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ. აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბრის დასაწყისში თავი შეიკავეთ რისკზე წასვლისგან და სამსახურებრივი ცვლილებებისგან. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედარებით სასიკეთო პერიოდი დაიწყება და თითქმის წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეს კარგი დროა სოციალური სტატუსის შეცვლისთვის, კარიერული წინსვლისთვის და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ამ პერიოდში იმოქმედეთ გაბედულად, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე.

მორიელი

წლის პირველ ნახევარში თქვენგან ყველაზე მეტ ყურადღებას ოჯახთან, პირად ურთიერთობებთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვს. ოჯახის წევრების მიმართ ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავით. ურთიერთობების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცხოველებთან, მცენარეებთან და საერთოდ, ბუნებასთან ურთიერთობები. ეს ყველაფერი 2023 წელს თქვენს ემოციურ სისტემას დაამშვიდებს და ჰარმონიულს გახდის. პირველი კვარტალი მთლიანობაში, საინტერესო გამოდგება შემოქმედებითი პროექტებისთვის, განსაკუთრებით თუ ის ხელოვნებას უკავშირდება. წინსვლის და წარმატების მიღწევის ალბათობა მარტის მეორე დეკადის ჩათვლით შენარჩუნდება, ამიტომ, ამ პერიოდში მაქსიმალური ძალისხმევა გამოავლინეთ. მარტის ბოლოდან აპრილის ბოლომდე გააქტიურდება უძრავ ქონებასთან, რემონტთან, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ეს კარგი დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვისაც, ვარჯიშის ან დიეტის დაწყებისთვის, მკურნალობისთვის და ჯანმრთელობის გამყარებისთვის. მაისში და ივნისის დასაწყისში მოერიდეთ დაპირისპირებებს. თუმცა ამავე პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ საკმაოდ საინტერესო გრძელვადიან პროექტშიც აღმოჩნდეთ ჩართული. წლის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული გარკვეული წინაღობები გაჩნდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭირო პასუხისმგებლობა არ დაიკისროთ და განვითარებაზე არ იზრუნოთ. ივნისიდან აგვისტოს დასაწყისამდე აქტიურად იმოქმედეთ. ამ პერიოდში საშუალება მოგეცემათ წამოიწყოთ ახალი პროექტები და შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. აგვისტოს პირველ და მეორე დეკადაში ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი და რადიკალური. ამ პერიოდში კონფლიქტებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ, რადგან ამ ყველაფერმა მოსალოდნელია მეტად არასასიამოვნო ფორმა მიიღოს. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში სასიკეთო იქნება დასვენება და განტვირთვა. განმარტოვება და საკუთარ თავში ჩაღრმავება ბევრ კითხვაზე გაპოვნინებთ პასუხს. შემოდგომაზე ყველაზე წარმატებული პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი იქნება. ამ დროს მოსალოდნელია სამსახურთან, ფინანსებთან, ბიზნესთან დაკავშირებით სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოთ. წლის ბოლოს შესაძლებელია ახლობელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ.

მშვილდოსანი

ახალი, 2023 წელი ბევრის რამის შეცვლის, ახლებურად გაკეთების ან საერთოდ, რაღაც ახლის დაწყების საშუალებას მოგიტანთ. წლის დასაწყისში მოგიწევთ მცირე ხნით შესვენება, რათა ძველი პასუხისმგებლობებისგან და ვალდებულებებისგან ცოტა ამოისუნთქოთ. იანვრის მეორე დეკადიდან თებერვლის მეორე დეკადამდე აქტიური პერიოდი იქნება. ორიგინალური და არასტანდარტული ხედვა დაგეხმარებათ განსხვავებული კუთხიდან შეხედოთ როგორც პრობლემებს, ისე მომავალ პერსპექტივებს. თებერვლის ბოლოდან აპრილის მეორე დეკადამდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ფინანსები იქნება. ამ კუთხით მოსალოდნელია მოგიწიოთ დამატებითი სამუშაოს შესრულება ან რაიმე დამატებითი შემოსავლების წყაროს მოძიება. მაისსა და ივნისში პერიოდში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ტონუსს. შექმნილი წინაღობების გამო ნუ დაკარგავთ მოტივაციას. პირიქით, მოუმატეთ მიზანსწრაფვას და იმოქმედეთ გაბედულად. ამასთანავე, დაიწყეთ ვარჯიში, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები და განაახლეთ თქვენი გარდერობიც. წლის მეორე ნახევარი უფრო მეტად საქმიანი იქნება. ეს კარგი დროა სამსახურებრივი განვითარებისთვის, სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, საქმიანი მივლინებებისთვის, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებების მიღწევისთვის. მესამე კვარტალი, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე დეკადამდე პერიოდში მოგიწევთ გადახედოთ მიღწეულ შედეგებს, დაისვენოთ და ყველა იმ გეგმაზე, რომლებმაც წლის პირველ ნახევარში უბრალოდ, არ იმუშავა, უარი თქვათ. ამ პერიოდში ნუ იტყვით უარს ოჯახის წევრების და მეგობრების შემოთავაზებულ დახმარებაზე. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში შეეცდებით ახალი ძალებით შეუტიოთ და კარიერის კუთხით მოსალოდნელია რისკზე წასვლაც მოგიწიოთ. თუმცა ეს გაამართლებს და სასიკეთო შედეგების მიღებას შეძლებთ. ნოემბერი და დეკემბერი უფრო მეტად აქტიური იქნება და რეალური შანსები გაგიჩნდებათ, განვითარების ახალ სიმაღლეზე ახვიდეთ. წლის ბოლო გამოიყენეთ ოჯახური ურთიერთობების დასტაბილურებისთვის და უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის.

თხის რქა

თქვენთვის 2023 წელი ერთი ციკლის დასრულების და მეორეს დაწყების პერიოდი გახდება. თუ გასულმა წელმა გარკვეულ სიმყარეს მიგაღწევინათ და შეძელით თქვენთვის სასურველი მიმართულებით სასურველი ფუნდამენტის შექმნა, მიმდინარე წელი უკვე „შენების“ საშუალებას მოგიტანთ. იანვარში და თებერვლის პირველ ნახევარში მეტი იფიქრეთ ძველი პრობლემების მოგვარებაზე და პერსპექტივების განვითარებაზე, იზრუნეთ ჯანმრთელობის გამყარებაზე. თებერვლის მეორე ნახევრიდან გაცილებით საინტერესო პერიოდი დაიწყება. იგრძნობთ შინაგან რწმენასა და თავდაჯერებულობას, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ იმ გეგმების რეალიზაცია, რომლებსაც ადრე ვერ ახერხებდით. ყველა მიმართულებით გამოავლენთ ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს და შემოქმედებით აღმაფრენასაც იგრძნობთ. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით მოსალოდნელია შეძლოთ ახალი პროექტების დაწყება, სასიკეთო ცვლილებები გელით როგორც სამსახურში, ისე ოჯახში. პარტნიორების, მეგობრების ან ხელმძღვანელობის მხრიდან მიიღებთ როგორც მორალურ, ისე მატერიალურ დახმარებას.სამსახურში მოგეცემათ საშუალება, უფრო მეტად გააქტიურდეთ, მოითხოვოთ დაწინაურება, ხელფასის მომატება ან სულაც ახალი თანამდებობა. წლის მეორე ნახევარში საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო სტაბილური გახდება. მაისის მეორე ნახევრიდან უკვე შესაძლებელი გახდება ახალ სიმაღლეზე ასვლა და დადებითი ცვლილებების განხორციელება ფინანსური შემოსავლების მიმართულებით. ამ პერიოდში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. მესამე კვარტალი დადებითი იქნება შემოქმედებით პროფესიებში გააქტიურებისთვის, ხელოვნებასთან დაკავშირებული თემების გააქტიურებისთვის, ასევე დასვენებისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული სპორტით, ვარჯიშით, იოგით, ფსიქოლოგიით, რელიგიით ან სულაც საკუთარი თავის შემეცნებით დაკავდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ ნახევარში. არ იჩქაროთ და რისკზე არ წახვიდეთ. ამ პერიოდში გაუფრთხულდით ჯანმრთელობას და მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. წლის ბოლოს იგრძნობთ ძალების მოზღვავებას. ეს კარგი დრო იქნება საკუთარ თავზე მუშაობისთვის და ახალი უნარების განვითარებისთვის.

მერწყული

2023 წელი თქვენთვის დინამიკური, წინააღმდეგობრივი, თუმცა საბოლოო ჯამში დადებითი იქნება. მარტის პირველ დეკადამდე პერიოდში იმ სამწლიან ციკლს დაასრულებთ, რომელიც მოსვენებას არ გაძლევდათ. შესაძლებელი გახდება შინაგანი განახლება, ბევრი რამის სხვანაირად დანახვა და გარკვეული „გადატვირთვაც“ კი. მარტის მეორე ნახევრიდან მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და რეალიზმის განცდა. რაც ბუნებრივია, გაზრდის წარმატებების მიღწევის ალბათობას. საერთოდ, გაზაფხულის მეორე ნახევარი ძიების, დაგეგმვის და ახალი პროექტების დაწყების პერიოდი იქნება. გაგიჩნდებათ გააქტიურების, ახალი ინიციატივების გამოვლენის, იმიჯის შეცვლის და მეტი თავისუფლების მიღების მძაფრი სურვილი. თუმცა შეეცადეთ, რომ აპრილის ბოლოსა და მაისში მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და დაპირისპირებებს. ეს თქვენს სამომავლო წარმატებებს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. თუ ამ პერიოდში ურთიერთობების გაუარესებას თავს აარიდებთ, მაშინ წლის მეორე ნახევარში როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ბევრი გადაადგილება, მოგზაურობა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ფინანსური შემოსავლების ზრდა. ზაფხულის პირველი ნახევარი გამორჩეული იქნება ახალი, საინტერესო ადამიანებითა და შეხვედრებით. მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა და სექსუალურობა, რაც დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ზაფხულის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი გახდება თქვენი ფსიქოემოციური ჰარმონია, თუმცა ეს მიბმული იქნება სამსახურებრივ წინსვლასა და მყარ ფინანსურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ზაფხულის ბოლოდან შემოდგომის პირველი ნახევრის ჩათვლით მოგიწევთ ახალ სამსახურის მოძებნა ან დამატებითი სამუშაოს მოძიება, რათა თქვენი შემოსავლები გაზარდოთ. ამ პერიოდში მეგობრების, თანამოაზრეების ან კოლეგების მხრიდან წამოსულ წინადადებებს ყურადღებით მოეკიდეთ. დიდი ალბათობით სწორად აქ იქნება თქვენი წინსვლის შანსი. წლის ბოლოს მოსალოდნელია იმ პრობლემების მოგვარება შეძლოთ, რომლებიც ჯერ კიდევ წლის პირველი ნახევრიდან მოგყვებათ.

თევზები

2023 წლის პირველივე კვარტლიდან დაიწყება 2,5 წლიანი ციკლი, რომელიც თქვენს მიერ უკვე მიღწეულ შედეგებს, მიზნებს, გეგმებს, ურთიერთობებს, ფასეულობებს და საერთოდ, ბევრ რამეს „გამოცდის“. შეიძლება ითქვას, რომ ეს შინაგანი გადაწყობის პერიოდია. წლის პირველივე ნახევარში საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვებს: „რას მივაღწიე?“ „საით მივდივარ“, „რა მიზნები (და გეგმები) გამაჩნია“. სწორედ ამ პერიოდში მიხვდებით, რომ ყოველგვარი შინაგანი ქაოსი უნდა მოწესრიგდეს, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. თებერვლიდან აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით მოგიწევთ ვალების გადახდა, ძველი საქმეების დასრულება ან მათზე საერთოდ უარის თქმა. თუმცა ამავე პერიოდში დასახავთ ახალ მიზნებს და შეიძენთ ახალ მეგობრებს და პარტნიორებს. აპრილის მეორე ნახევრიდან თითქმის მაისის ბოლომდე გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ წინ წახვიდეთ, განვითარდეთ, მასშტაბური ცვლილებები განახორციელოთ სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით. ეს კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებისთვის, კონტრაქტების გაფორმებისთვის, ასევე სპორტთან, ჯანმრთელობის გამყარებასთან და დიეტის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. საერთოდ, მეორე კვარტალი წლის ყველაზე სასიკეთო პერიოდი იქნება. წლის მეორე ნახევარი გარკვეულწილად ასევე საინტერესო იქნება. თქვენ არა მხოლოდ გააცნობიერებთ ახალ რეალობას, არამედ იგრძნობთ მოტივაციას და უფრო მეტად დისციპლინირებულიგახდებით. ეს კი საშუალებას მოგცემთ პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ სამსახურთან, პროფესიულ წინსვლასთან და ფინანსური შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით. მესამე კვარტალში და განსაკუთრებით სექტემბერში წარმატებით გამოიყენებთ დაგროვილ გამოცდილებას, ასევე მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებას, რათა სამსახურთან მიმართებაში ბევრი რამ პოზიტიურად შეცვალოთ. ეს კარგია დროა კარიერული ზრდის კუთიხათაც. შემოდგომის მეორე ნახევარში სასურველია გათავისუფლდეთ არასასურველი კავშირებისგან და მოიცილოთ „ტოქსიკური“ ადამიანები. წლის ბოლოს შეძლებთ ქაოსური სიტუაციების მოწესრიგებას, ეს თქვენს ემოციურ სისტემაზე დადებითად აისახება. ნაკლების ნახვა