რუსეთში, ციმბირის ქალაქ კემეროვოში არალეგალურად მოწყობილ საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ინფორმაციით, 2-სართულიან ხის შენობაში ძირითადად მოხუცები ცხოვრობდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 6 ადამიანი.
პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად გათბობის სისტემა სახელდება, რომელიც უსაფრთხოების წესების დაცვის უგულებელყოფით იყო დამონტაჟებული.
დაგებედოთ მრავალი ხანძარი და უბედურება.. ის ყველაფერი, რასაც თქვენ სხვას უკეთებთ!