შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელები ცოტა ხანია, რაც ინდუსტრიაში მუშაობენ, მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს მოდის სფეროში მომუშავეებზეც და საზოგადოებაზეც",- წერენ გამოცემის "ინსტაგრამ" გვერდზე.
მატილდა გვარლიანი მკითხველის რჩეულია - ის მოდის ინდუსტრიის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს
პლატფორმა Models.com-ი აქვეყნებს გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა გაიმარჯვა კატეგორიაში "მკითხველის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი."
გამოკითხვა მოდის ინდუსტრიის იმ ახალბედა სახეებს შეეხებოდა, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში გაითქვეს სახელი
მატილდა 20 ნომინირებულს შორის დასახელდა საუკეთესოდ.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელები ცოტა ხანია, რაც ინდუსტრიაში მუშაობენ, მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს მოდის სფეროში მომუშავეებზეც და საზოგადოებაზეც",- წერენ გამოცემის "ინსტაგრამ" გვერდზე.
გამოკითხვამ სულ 3 გამარჯვებული გამოავლინა: ინდუსტრიის რჩეული, ნიდერლანდელი მოდელი, მილა ვან იტენი გახდა, მკითხველის რჩეული მატილდა გვარლიანი.
აღსანიშნავია, რომ ამ ორივე კატეგორიაში მეორე ადგილზე ვენესუელელი ამერიკა გონსალესი გავიდა.
ფოტოზე მილა ვან იტენი და ამერიკა გონსალესი
მატილდამ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ "ინსტაგრამზე" Modelsdot-საც და გამოკითხვაში მონაწილე ადამიანებსაც მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, მატილდა გვარლიანის კარიერაში 2022 წელი მართლაც განსაკუთრებული იყო. ის გამოვიდა სხვადასხვა მოდის კვირეულებზე ისეთი ბრენდების შოუებზე, როგორებიცაა Fendi, Chanel, Dior და სხვები.
ულამაზესია, არავინ არ სჯობს, წარმატებები.
მართლაც საერთაშორისო დონის მოდელია!!!წარმატებები