მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღორის სუკის პორკეტა, გოგრის შტრუდელი და სხვა კერძები საახალწლო სუფრისთვის - რა მოხდა "ნიკორას" მასტერკლასზე
ღორის სუკის პორკეტა, გოგრის შტრუდელი და სხვა კერძები საახალწლო სუფრისთვის - რა მოხდა "ნიკორას" მასტერკლასზე

ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა სა­ა­ხალ­წლო მე­ნი­უს სა­კი­თხი. ცხა­დია, სა­ცი­ვი და გო­ზი­ნა­ყი უკონ­კუ­რენ­ტოა, მაგ­რამ ყვე­ლას გვინ­და სუფ­რას სი­ახ­ლე შევ­მა­ტოთ, თა­ნაც ისე­თი, რომ ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­უ­ვი­წყა­რი იყოს. სწო­რედ ამ იდე­ით შე­ად­გი­ნეს მე­ნიუ აჩო ზამ­ბა­ხი­ძემ და ქეთი პა­პა­ვამ სპე­ცი­ა­ლუ­რად „ნი­კო­რას“ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სის­თვის.მთა­ვა­რი კერ­ძიც, გარ­ნი­რე­ბიც და დე­სერ­ტიც გა­მო­გად­გე­ბათ რო­გორც სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის­თვის, ასე­ვე უბ­რა­ლოდ მე­გობ­რუ­ლი შეკ­რე­ბე­ბის­თვის.

„ნი­კო­რამ“ მას­ტერკლა­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვლავ შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით შე­არ­ჩია და თა­ვის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უმას­პინ­ძლა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი მე­ნიუ დახ­ვდათ:

  • ღო­რის სუ­კის სა­ა­ხალ­წლო რუ­ლე­ტი;
  • შაშ­ხის თბი­ლი სა­ლა­თა;
  • კა­რა­ლი­ო­კის ცხა­რე ჯემი;
  • ადე­სის სო­უ­სი;
  • გოგ­რის შტრუ­დე­ლი ნუ­შით და ამა­რე­ტო­თი.

რო­გორც ქეთი პა­პა­ვამ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­ხალ­წლო მე­ნი­უს შედ­გე­ნი­სას სცა­დეს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ისე­თი კერ­ძე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, რომ­ლე­ბიც თან სა­დღე­სას­წა­უ­ლოა, თან ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის შეც­ვლა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­უძ­ლია:

„მთა­ვარ კერძს - პორ­კე­ტას - იტა­ლი­უ­რი ახა­ლი წლის გემო აქვს, ქარ­თულ ახალ წელ­საც უხ­დე­ბა და, რო­გორც მივ­ხვდი, მას­ტერკლა­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. და­ნარ­ჩე­ნი კერ­ძე­ბი კი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა იმ მხრივ, რომ რამ­დე­ნი­მე ტექ­ნი­კას მო­ი­ცავს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არა­ერ­თი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას შეძ­ლე­ბენ,“ - აღ­ნიშ­ნა ქე­თიმ.

დე­სერ­ტის გარ­და, მე­ნი­უს ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი მთა­ვარ კერძს მი­ე­მარ­თე­ბო­და და იმგვა­რად იყო შე­მო­უ­შა­ვე­ბუ­ლი, რომ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა ხორ­ცი­სა თუ ბოსტნე­უ­ლის კერ­ძებ­თა­ნაც შე­გიძ­ლი­ათ.

მომ­ზა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აჩიმ და ქე­თიმ პრაქ­ტი­კუ­ლი ხრი­კე­ბის გარ­და, ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი გაგ­ვი­ზი­ა­რეს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს შე­აგ­რო­ვეს. სხვა­თა შო­რის, მათი დიდი წვლი­ლია იმა­ში, რომ აფხა­ზუ­რი და მეგ­რუ­ლი აჯი­კის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. რო­გორც აჩიმ მოგ­ვიყ­ვა, აფხა­ზურ აჯი­კას „აპირ­პილ აჯი­კა“ ერ­ქვა, რაც წი­წა­კი­ან მა­რილს ნიშ­ნავს.

სა­ნამ აჩი ამ ყვე­ლა­ფერს გვიყ­ვე­ბო­და, მა­ნამ­დე ქეთი ღო­რის სუ­კის­თვის შიგ­თავსს ამ­ზა­დებ­და. მა­ნაც და აჩი­მაც არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ხა­რისხს ენი­ჭე­ბა. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბით შე­არ­ჩი­ეს ყვე­ლა ინ­გრე­დი­ენ­ტი, მათ შო­რის პორ­კე­ტას­თვის ღო­რის სუ­კიც, რო­მე­ლიც, ისე­ვე რო­გორც სხვა სა­ხე­ო­ბის ნედ­ლი ხორ­ცი,„ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტის“ 15 ფი­ლი­ალ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რაც მთა­ვა­რია, „ნი­კო­რას“ ნედ­ლი ხორ­ცი მა­ღა­ზი­ებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­ლდე­ბა და ფა­სიც კონ­კუ­რენ­ტუ­ლია. სრუ­ლად და­ცუ­ლია ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, სწო­რედ ამი­ტომ არის იგი ყო­ველ­თვის ახა­ლი, ჯან­სა­ღი, ხა­რის­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი.

პორ­კე­ტას ძა­ლი­ან მო­უხ­და რო­გორც ადე­სის სო­უ­სი, ასე­ვე კა­რა­ლი­ო­კის ჯემი. ამ უკა­ნას­კნელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ეს იყო ტკბილ-ცხა­რე გე­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცია. სუ­კის ნაზ ხორცს ასე­ვე ძა­ლი­ან მო­უხ­და შაშ­ხი­სა და ბარ­დის თბი­ლი სა­ლა­თა. მის მო­სამ­ზა­დებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ რო­გორც ღო­რის შაშ­ხი, ასე­ვე „დაპ­რე­სი­ლი“ ან მან­დო­ლი­ნა.აჯო­ბებს გა­ყი­ნუ­ლი ბარ­და და­უ­მა­ტოთ. ხოლო თუ კონ­სერ­ვი­სას გა­და­წყვეტთ, მა­შინ შაშხთან ერ­თად ტა­ფა­ზე აღარ დაბ­რა­წოთ.

„ნი­კო­რას“ მას­ტერკლა­სის სა­ა­ხალ­წლო მე­ნიუ დე­სერ­ტმა და­აგ­ვირ­გვი­ნა. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჯერ გოგ­რა და ნუში დაჭ­რეს, ბო­ლოს კი სა­კუ­თა­რი პორ­ცი­ე­ბიც თა­ვად აა­წყვეს. რო­გორც ქე­თიმ გვირ­ჩია, დე­სერ­ტე­ბის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი გოგ­რა არ გა­მოდ­გე­ბა, სა­უ­კე­თე­სოა მოგ­რძო ფორ­მის გოგ­რა. და­რი­ჩი­ნის სურ­ნე­ლი, გოგ­რის სიტ­კბო, ხრა­შუ­ნა ფი­ლოს ცომი და თხი­ლე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­უხ­და ზამ­თრის სა­ღა­მოს. ეს ნამ­დვი­ლად არის ის დე­სერ­ტი, რო­მე­ლიც და­ამ­შვე­ნებს ნე­ბის­მი­ერ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­სა თუ მე­გობ­რულ შეხ­ვედ­რას.

მას­ტერკლა­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ერ­თად მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი და­ა­გე­მოვ­ნეს კი­დეც და რე­ცეპ­ტე­ბიც ჩა­ი­ნიშ­ნეს, რათა მო­მა­ვალ­ში სახ­ლშიც შეძ­ლონ მომ­ზა­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლეს სა­კუ­თა­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ბლო­გიც აქვს და აპი­რე­ბენ მას­ტერკლას­ზე ნას­წავ­ლი კერ­ძე­ბი თა­ვი­ანთ გა­მომ­წე­რებ­საც გა­უ­ზი­ა­რონ.

ანი აბუ­ლაშ­ვი­ლი:

„ნი­კო­რას“ მას­ტერკლას­მა საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნოდ და გემ­რი­ე­ლად ჩა­ი­ა­რა. ძა­ლი­ან მომ­წონს ზო­გა­დად ასე­თი სა­ხის მას­ტერკლა­სე­ბი, რად­გან გვეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვნა­ხოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლე­ბის­მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა. ისი­ნი გვი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ ცოდ­ნას,გა­მოც­დი­ლე­ბას, რაც მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ვიღ­რმაო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ცოდ­ნა, შე­ვი­ტყო ბევ­რი სი­ახ­ლე და აღ­მო­ვა­ჩი­ნო ახა­ლი გე­მო­ე­ბი.ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი „ნი­კო­რას“ მსგავ­სად სხვა კვე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბიც და­ნერ­გა­ვენ მსგავს კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლა­სებს.“

მა­რი­კო მეტ­რე­ვე­ლი

„ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე პრო­ცე­სით. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი და ის­ტო­რი­ე­ბი მო­ვის­მი­ნე კერ­ძებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძა­ლი­ან კარ­გად შერ­ჩე­უ­ლი მე­ნიუ იყო,შტრუ­დელს აქამ­დეც ვამ­ზა­დებ­დი ფი­ლოს ცო­მით, მაგ­რამ გოგ­რის ვა­რი­ა­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ღო­რის ხორ­ცის რუ­ლეტს კი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვამ­ზა­დებ სა­შო­ბა­ოდ.“

ნინა ბე­რი­ძე:

„ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­ხარ­და, რომ სა­მე­ფო კერ­ძი ვის­წავ­ლეთ,რომ­ლის მომ­ზა­დე­ბაც სულ მინ­დო­და. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ამ მას­ტერკლას­ში აჩო­და ქეთო არი­ან. მათი გად­მო­ცე­მის უნა­რი არის უდა­ვოდსა­ინ­ტე­რე­სო, ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბი­ან და დე­ტა­ლუ­რად გიხ­სნი­ან ყვე­ლა­ფერს. გარ­და­ი­მი­სა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი კერ­ძის ირ­გვლივ ტრი­ა­ლე­ბენ, ბევრ სხვა დე­ტალს გი­ზი­ა­რე­ბენ, რაც სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­გად­გე­ბა, ანუ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი იყო მას­ტერკლა­სი და დიდი მად­ლო­ბა „ნი­კო­რას“, რომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა.“

მას­ტერკლა­სის და­სას­რულს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა „ნი­კო­რას­გან“ სა­სა­ჩუქ­რე ჩან­თე­ბი მი­ი­ღეს, ბო­ლოს კი სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღეს.

რო­გორც „ნი­კო­რა­ში“ გვი­თხრეს, კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლა­სებს მო­მა­ვალ­შიც გა­მარ­თა­ვენ, რათა კი­დევ ბევრ ადა­მი­ანს მი­ე­ცეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
0

ეს ცოლ-ქმარი პორკეტას იქით რატომ ვერ მიდის?

 

გურულო
0

პერო არსად გატეხოთ, პერო..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ღორის სუკის პორკეტა, გოგრის შტრუდელი და სხვა კერძები საახალწლო სუფრისთვის - რა მოხდა "ნიკორას" მასტერკლასზე

ღორის სუკის პორკეტა, გოგრის შტრუდელი და სხვა კერძები საახალწლო სუფრისთვის - რა მოხდა "ნიკორას" მასტერკლასზე

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საახალწლო მენიუს საკითხი. ცხადია, საცივი და გოზინაყი უკონკურენტოა, მაგრამ ყველას გვინდა სუფრას სიახლე შევმატოთ, თანაც ისეთი, რომ ჩვენი საახალწლო კერძები მრავალფეროვანი და დაუვიწყარი იყოს. სწორედ ამ იდეით შეადგინეს მენიუ აჩო ზამბახიძემ და ქეთი პაპავამ სპეციალურად „ნიკორას“ კულინარიული მასტერკლასისთვის.მთავარი კერძიც, გარნირებიც და დესერტიც გამოგადგებათ როგორც სადღესასწაულო სუფრისთვის, ასევე უბრალოდ მეგობრული შეკრებებისთვის.

„ნიკორამ“ მასტერკლასის მონაწილეები კვლავ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და თავის სამზარეულოში უმასპინძლა, სადაც მონაწილეებს რამდენიმე კომპონენტიანი მენიუ დახვდათ:

  • ღორის სუკის საახალწლო რულეტი;
  • შაშხის თბილი სალათა;
  • კარალიოკის ცხარე ჯემი;
  • ადესის სოუსი;
  • გოგრის შტრუდელი ნუშით და ამარეტოთი.

როგორც ქეთი პაპავამ აღნიშნა, საახალწლო მენიუს შედგენისას სცადეს მონაწილეებისთვის ისეთი კერძები შეეთავაზებინათ, რომლებიც თან სადღესასწაულოა, თან ინგრედიენტების შეცვლა თითოეულ ადამიანს თავისი გემოვნებიდან გამომდინარე შეუძლია:

„მთავარ კერძს - პორკეტას - იტალიური ახალი წლის გემო აქვს, ქართულ ახალ წელსაც უხდება და, როგორც მივხვდი, მასტერკლასის მონაწილეებს ძალიან მოეწონათ. დანარჩენი კერძები კი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ რამდენიმე ტექნიკას მოიცავს, რომელთა გამოყენებითაც მონაწილეები არაერთი სხვადასხვანაირი კერძის მომზადებას შეძლებენ,“ - აღნიშნა ქეთიმ.

დესერტის გარდა, მენიუს ყველა კომპონენტი მთავარ კერძს მიემართებოდა და იმგვარად იყო შემოუშავებული, რომ მათი გამოყენება სხვა ხორცისა თუ ბოსტნეულის კერძებთანაც შეგიძლიათ.

მომზადების პარალელურად აჩიმ და ქეთიმ პრაქტიკული ხრიკების გარდა, ქართული კულინარიის შესახებ არაერთი საინტერესო ფაქტი გაგვიზიარეს, რომლებიც თავიანთი გასტრონომიული მოგზაურობების დროს შეაგროვეს. სხვათა შორის, მათი დიდი წვლილია იმაში, რომ აფხაზური და მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. როგორც აჩიმ მოგვიყვა, აფხაზურ აჯიკას „აპირპილ აჯიკა“ ერქვა, რაც წიწაკიან მარილს ნიშნავს.

სანამ აჩი ამ ყველაფერს გვიყვებოდა, მანამდე ქეთი ღორის სუკისთვის შიგთავსს ამზადებდა. მანაც და აჩიმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ნებისმიერი კერძის მომზადებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ინგრედიენტების ხარისხს ენიჭება. ამიტომ ყურადღებით შეარჩიეს ყველა ინგრედიენტი, მათ შორის პორკეტასთვის ღორის სუკიც, რომელიც, ისევე როგორც სხვა სახეობის ნედლი ხორცი,„ნიკორა სუპერმარკეტის“ 15 ფილიალშია წარმოდგენილი. რაც მთავარია, „ნიკორას“ ნედლი ხორცი მაღაზიებში ყოველდღიურად ახლდება და ფასიც კონკურენტულია. სრულად დაცულია ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სწორედ ამიტომ არის იგი ყოველთვის ახალი, ჯანსაღი, ხარისხიანი და გემრიელი.

პორკეტას ძალიან მოუხდა როგორც ადესის სოუსი, ასევე კარალიოკის ჯემი. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს იყო ტკბილ-ცხარე გემოების საუკეთესო კომბინაცია. სუკის ნაზ ხორცს ასევე ძალიან მოუხდა შაშხისა და ბარდის თბილი სალათა. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ღორის შაშხი, ასევე „დაპრესილი“ ან მანდოლინა.აჯობებს გაყინული ბარდა დაუმატოთ. ხოლო თუ კონსერვისას გადაწყვეტთ, მაშინ შაშხთან ერთად ტაფაზე აღარ დაბრაწოთ.

„ნიკორას“ მასტერკლასის საახალწლო მენიუ დესერტმა დააგვირგვინა. მონაწილეებმა ჯერ გოგრა და ნუში დაჭრეს, ბოლოს კი საკუთარი პორციებიც თავად ააწყვეს. როგორც ქეთიმ გვირჩია, დესერტებისთვის ნებისმიერი გოგრა არ გამოდგება, საუკეთესოა მოგრძო ფორმის გოგრა. დარიჩინის სურნელი, გოგრის სიტკბო, ხრაშუნა ფილოს ცომი და თხილეული განსაკუთრებულად მოუხდა ზამთრის საღამოს. ეს ნამდვილად არის ის დესერტი, რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრასა თუ მეგობრულ შეხვედრას.

მასტერკლასის მონაწილეებმა ერთად მომზადებული კერძები დააგემოვნეს კიდეც და რეცეპტებიც ჩაინიშნეს, რათა მომავალში სახლშიც შეძლონ მომზადება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მონაწილეს საკუთარი კულინარიული ბლოგიც აქვს და აპირებენ მასტერკლასზე ნასწავლი კერძები თავიანთ გამომწერებსაც გაუზიარონ.

ანი აბულაშვილი:

„ნიკორას“ მასტერკლასმა საკმაოდ სასიამოვნოდ და გემრიელად ჩაიარა. ძალიან მომწონს ზოგადად ასეთი სახის მასტერკლასები, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვნახოთ პროფესიონალი მზარეულებისმომზადების ტექნიკა. ისინი გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას,გამოცდილებას, რაც მაძლევს საშუალებას გავიღრმაო კულინარიული ცოდნა, შევიტყო ბევრი სიახლე და აღმოვაჩინო ახალი გემოები.ძალიან კარგი იქნება, თუკი „ნიკორას“ მსგავსად სხვა კვების კომპანიებიც დანერგავენ მსგავს კულინარიულ მასტერკლასებს.“

მარიკო მეტრეველი

„ძალიან ვისიამოვნე პროცესით. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. საინტერესო დეტალები და ისტორიები მოვისმინე კერძებთან დაკავშირებით. ძალიან კარგად შერჩეული მენიუ იყო,შტრუდელს აქამდეც ვამზადებდი ფილოს ცომით, მაგრამ გოგრის ვარიაცია ძალიან საინტერესო იყო. ღორის ხორცის რულეტს კი აუცილებლად მოვამზადებ საშობაოდ.“

ნინა ბერიძე:

„ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ სამეფო კერძი ვისწავლეთ,რომლის მომზადებაც სულ მინდოდა. ყველაზე მთავარი ამ მასტერკლასში აჩოდა ქეთო არიან. მათი გადმოცემის უნარი არის უდავოდსაინტერესო, ბოლომდე იხარჯებიან და დეტალურად გიხსნიან ყველაფერს. გარდაიმისა, რომ კონკრეტული კერძის ირგვლივ ტრიალებენ, ბევრ სხვა დეტალს გიზიარებენ, რაც სამომავლოდ გამოგადგება, ანუ ინფორმაციულად დატვირთული იყო მასტერკლასი და დიდი მადლობა „ნიკორას“, რომ მასში მონაწილეობის საშუალება მოგვცა.“

მასტერკლასის დასასრულს მონაწილეებმა „ნიკორასგან“ სასაჩუქრე ჩანთები მიიღეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

როგორც „ნიკორაში“ გვითხრეს, კულინარიულ მასტერკლასებს მომავალშიც გამართავენ, რათა კიდევ ბევრ ადამიანს მიეცეს მონაწილეობის მიღების საშუალება.