მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა - რა განცხადებას ავრცელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი
ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა - რა განცხადებას ავრცელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ჰა­ა­გა­ში დას­რულ­და. ამის შე­სა­ხებ საქ­მე­ზე მო­მუ­შა­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა კა­რიმ ასად ახ­მად ხან­მა გა­ნა­ცხა­და და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც კა­რიმ ხანი გან­მარ­ტავს, კვლა­ვაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მისი ოფი­სი­სა და პარტნი­ო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა, რათა მოხ­დეს ჯერ კი­დევ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მყო­ფი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა და მათი და­კა­ვე­ბა.

  • კა­რიმ ხა­ნის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2016 წლის 27 იან­ვარს ჩემ­მა ოფის­მა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბი­სა და ომის და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის კონ­ტექ­სტში 2008 წლის 1 -ლი ივ­ლი­სი­დან 10 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში იქნა ჩა­დე­ნი­ლი. ამას წინ უძღო­და აღ­ნიშ­ნულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2008 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­წყე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის დღი­დან ჩემ­მა ოფის­მა შე­ის­წავ­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ყვე­ლა მხა­რის მიერ სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს უკავ­შირ­დე­ბო­და. პრო­კუ­რო­რის ოფი­სი თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და. იგი თა­ნამ­შრომ­ლობ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 2022 წლის 30 ივ­ნისს პირ­ველ­მა წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პა­ლა­ტამ სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი გა­მოს­ცა. ესე­ნია: ბ-ნი მი­ხა­ილ მა­ი­რა­მო­ვიჩ მინ­ძა­ე­ვი, ბ-ნი გამ­ლეტ გუჩ­მა­ზო­ვი და ბ-ნი და­ვიდ გე­ორ­გი­ე­ვიჩ სა­ნა­კოევი. ჩემ მიერ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თე­ბა­შიც გა­ი­ცა და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი, შე­ე­ხე­ბა, კერ­ძოდ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის კონ­ტექ­სტში ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, წა­მე­ბას, სას­ტიკ მო­პყრო­ბას, მძევ­ლად აყ­ვა­ნა­სა და, შემ­დგომ­ში, მათ უკა­ნო­ნო გა­და­ად­გი­ლე­ბას. რო­გორც ამ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის წარ­დგე­ნი­სას აღ­ვნიშ­ნე, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის უფრო ფარ­თო ხა­სი­ათ­ზე მი­უ­თი­თებს, რო­გო­რიც იყო, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი სახ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი ძარ­ცვა და გა­ნად­გუ­რე­ბა, ასე­ვე, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის თით­ქმის მთე­ლი ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბი არი­ან მათ შო­რის, ვი­საც ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მი­უ­ძღვის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნა­ში. გა­მო­ძი­ე­ბი­სას ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის, ამ­ჟა­მად გარ­დაც­ვლი­ლი ბ-ნი ვი­ა­ჩეს­ლავ ბო­რი­სო­ვის, სა­ვა­რა­უ­დო რო­ლიც, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა და რო­მელ­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გან­ზრახ შე­უ­წყო ხელი ზო­გი­ერ­თი ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას.

დღეს შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გარ­და, ჩემი ოფი­სი აღარ გა­აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სხვა პირ­თა სა­ვა­რა­უ­დო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან ან სხვა ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ნა­ი­დან გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ­სე­ბი­თად არ შეც­ვლი­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის ეტა­პი დას­რულ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მე უკვე ვაც­ნო­ბე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს და­არ­სე­ბი­დან ოცი წლის შემ­დეგ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ჩემ­მა ოფის­მა გა­და­წყვი­ტა სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის ეტა­პი და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა პრო­კუ­რო­რის ოფი­სის ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ის ფორ­მუ­ლი­რე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს.

სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ხილ­ველ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­თა მას­შტა­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მე ვი­სარ­გებ­ლო რო­მის სტა­ტუ­ტით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი დის­კრე­ცი­ით, რათა ეფექ­ტუ­რად ვმარ­თო ჩემი, რო­გორც პრო­კუ­რო­რის, მან­და­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე ცალ­სა­ხად გან­ვა­ცხა­დე: არ მსურს გა­ვაგ­რძე­ლო და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის და მსხვერ­პლთა ოჯა­ხე­ბის­თვის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის მი­ცე­მა და შემ­დეგ მათი ვერ შეს­რუ­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, ჩვენ ზედ­მი­წევ­ნით უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რე­სურ­სე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა იმგვა­რად, რომ მი­ვაღ­წი­ოთ მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგს მათ­თვის, ვინც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჩვენს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბით და­ზა­რალ­და.

სი­ტუ­ა­ცი­უ­რი და­გეგ­მვი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დას­რუ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ასე­ვე ასა­ხავს იმ მზარდ, სა­მარ­თლი­ან მო­ლო­დინს, რომ სა­სა­მარ­თლო გა­მო­ძებ­ნის გზებს და სა­შუ­ა­ლე­ბებს, რათა რე­ა­ლუ­რად იმუ­შა­ოს რამ­დე­ნი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის პი­რო­ბებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ასე­ვე აი­სა­ხა წევრ სა­ხელ­მწი­ფო­თა ასამ­ბლე­ის დაკ­ვე­თით ახ­ლა­ხან ჩა­ტა­რე­ბულ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში.

ჩემ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ას არ შე­ე­ხე­ბა. მას მოჰ­ყვე­ბა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბის სტა­დი­ა­ში მყოფ სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ებს შე­ე­ხე­ბა, მათ შო­რის, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბის ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ვა­ცხა­დებ.

თუმ­ცა, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ჩემი ოფი­სი აგ­რძე­ლებს და გა­აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი ძა­ლის­ხმე­ვის მი­მარ­თვას და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის ად­რე­სა­ტე­ბის სა­მარ­თალ­ში მი­სა­ცე­მად. ამ მუ­შა­ო­ბამ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია ჩვენს ოფის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვცდი­ლობთ, წი­ნას­წარ მო­ვემ­ზა­დოთ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის­თვის და უზ­რუნ­ველ­ვყოთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა დაც­ვა-შე­ნახ­ვა.

მო­მა­ვალ­ში კვლა­ვაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემი ოფი­სი­სა და მისი პარტნი­ო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა, რათა მოხ­დეს ჯერ კი­დევ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მყო­ფი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა და მათი და­კა­ვე­ბა, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა, რომ­ლებ­მაც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის და­წყე­ბი­დან სა­ბო­ლოო სა­ა­პე­ლა­ციო წარ­მო­ე­ბის ჩათ­ვლით ყვე­ლა ეტა­პი უნდა გა­ი­ა­რონ, მათ შო­რის, ბრალ­დე­ბუ­ლის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­პა­რა­ცი­ე­ბის ეტა­პიც. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბი სა­სა­მარ­თლო პა­ლა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში დარ­ჩე­ბა, ხოლო სა­სა­მარ­თლოს კან­ცე­ლა­რია თა­ვის მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მან­და­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

ასე­ვე, მი­მაჩ­ნია, რომ რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის გარ­და, დას­რუ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კომ­პლე­მენ­ტა­რო­ბის იმ სა­ბა­ზი­სო პრინ­ცი­პე­ბის ნა­თელ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად იქ­ცეს, რომ­ლე­ბიც რო­მის სტა­ტუ­ტის სის­ტე­მას უდევს სა­ფუძ­ვლად. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ე­ბის ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი მო­ცუ­ლო­ბის ფარ­გლებ­ზე მი­უ­თი­თებს, იგი, ასე­ვე, იძ­ლე­ვა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ კომ­პე­ტენ­ტურ ეროვ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის იუ­რის­დიქ­ცი­ებ­თან, რათა და­ვეხ­მა­როთ მათ და­უს­ჯე­ლო­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა­ში და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხელი შე­ვუ­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბას რომ­ლე­ბიც, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის წყა­ლო­ბით, შე­საძ­ლოა ად­გი­ლობ­რივ სა­სა­მარ­თლო­ე­ბამ­დეც მი­ვი­დეს.

ამ სა­კითხს ცენ­ტრა­ლუ­რი ადი­ლი უკა­ვია ჩემს ხედ­ვა­ში, რო­მე­ლიც სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს კომ­პლე­მენ­ტა­რულ როლ­სა და ეროვ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის იუ­რის­დიქ­ცი­ებ­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე უკვე ვაც­ნო­ბე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებს, რომ ჩემი ოფი­სი მზა­დაა, გა­აგ­რძე­ლოს კომ­პლე­მენ­ტა­რო­ბის პრინ­ცი­პი­სად­მი დი­ნა­მი­კუ­რი მიდ­გო­მის კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბე­ბად გარ­დაქ­მნის გზე­ბის ძი­ე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მეშ­ვე­ო­ბით.

აღ­ნიშ­ნულს წინ უს­წრებ­და ამა წლის სექ­ტემ­ბერ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლის ნა­ზატ შა­მიმ ხა­ნის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ნა­ყო­ფი­ე­რი სა­უ­ბა­რი შედ­გა ჩვენს მიმ­დი­ნა­რე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე პრო­კუ­რო­რის ოფი­სის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის ეტა­პის მო­სა­ლოდ­ნე­ლი დას­რუ­ლე­ბის ჭრილ­ში.

გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს ჩემი ოფი­სის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და ცოდ­ნის გა­და­ცე­მის ხელ­შე­წყო­ბას, ტექ­ნი­კუ­რი და სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ასე­ვე, ბრალ­დე­ბის სტრა­ტე­გი­ის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­თვი­სა და მოწ­მე­თა დაც­ვის სა­კი­თხებ­ში სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თა­ნაც. ამ მიზ­ნით, ჩემი ოფი­სი და­უ­კავ­შირ­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, რათა მათ­თვის დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის ეტა­პის დას­რუ­ლე­ბას ეხე­ბა, ასე­ვე, გა­ეც­ნო სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და ჩვე­ნი მტკი­ცე გან­ზრახ­ვა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვამ­დე მიყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კომ­პლე­მენ­ტა­რო­ბის პრინ­ცი­პი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი, თუ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო და წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ ერ­თად, რათა ერ­თობ­ლი­ვად იტ­ვირ­თონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ის მძი­მე ტვირ­თი, რო­მე­ლიც რო­მის სტა­ტუ­ტით არის გან­სა­ზღვრუ­ლი და რო­მელ­საც და­ზა­რა­ლე­ბულ­ნი მო­ი­თხო­ვენ. ჩემი ოფი­სი მზა­დაა, გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან, მსხვერ­პლთა ოჯა­ხებ­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არ­სე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, 2016 წლის 27 იან­ვარს, ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს (ICC) წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პა­ლა­ტამ ჩათ­ვა­ლა, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის წინ, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და შემ­დეგ შე­საძ­ლოა მომ­ხდა­რი­ყო ომი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლე­ბი.

ეს წი­ნა­პი­რო­ბა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმი­სათ­ვის, რომ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პა­ლა­ტის სამ მო­სა­მარ­თლეს პრო­კუ­რორ ფატუ ბენ­სუ­დას­თვის და­ერ­თო ნება, და­ე­წყო რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა.

ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ შე­სას­წავ­ლად 2008 წლის 1 ივ­ლი­სი­დან 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ო­დი გან­სა­ზღვრა. დრო­ის ეს მო­ნაკ­ვე­თი ემ­თხვე­ო­და მსხვერ­პლთა ის­ტო­რი­ებ­ში ნახ­სე­ნებ დრო­ებს. იმ­თა­ვი­თე ით­ქვა, რომ გა­მო­ძი­ებს რამ­დე­ნი­მე წელი დას­ჭირ­დებ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში არა­რე­თხელ ჩა­მო­ვი­და საქ­მის პრო­კუ­რო­რი ფატუ ბენ­სუ­და, რო­მელ­საც ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 2021 წლის 15 ივ­ნისს ამო­ე­წუ­რა.

სა­სა­მარ­თლოს ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი კა­რიმ ხანი გახ­და.

ბრი­ტა­ნე­ლი იუ­რის­ტი მა­ნამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და გა­ე­როს გუნდს, რო­მე­ლიც ერაყ­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ ჩა­დე­ნილ გე­ნო­ციდს, ომის და­ნა­შა­ულ­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს იძი­ებს. მას ჰქონ­და გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის წო­დე­ბა. იგი ასე­ვე მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რო­რად იმ ტრი­ბუ­ნალ­ში, რო­მე­ლიც ყო­ფილ იუ­გოს­ლა­ვი­ა­სა და რუ­ან­და­ში ჩა­დე­ნილ გე­ნო­ციდ­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს იძი­ებ­და.

პირ­ვე­ლი სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ჰა­ა­გა­დან ა.წ. 11 მარტს მო­ვი­და, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს ქარ­თვე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ტყვე­ე­ბის წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ეპი­ზოდ­ზე სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბე­ბი გა­მოს­ცა 3 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ: მი­ხა­ილ მინ­ძა­ე­ვი (მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი); ჰამ­ლეტ გუჩ­მა­ზო­ვი (მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რის უფ­რო­სი); და­ვით სა­ნა­კო­ე­ვი (მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში ე.წ. ომ­ბუდსმე­ნი).

სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აგ­რეთ­ვე, გა­მო­იკ­ვე­თა აწ გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ ბო­რი­სო­ვის (მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი და სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე) როლი, რო­მელ­მაც, გა­მო­ძი­ე­ბის ვა­რა­უ­დით, გან­ზრახ ხელი შე­უ­წყო ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოციკო
28

ომი დაიწყო საქართველომ!

მორჩა და გათავდა!

წყარო: ბატონი ბიძინას ეპისტოლე.

რუსულ ოცნებას
17

ომი წინა ხელიაუფლებამ დაიწყო მაგრამ ოცნებამ ჰააგაში საქმე ,, ჩაბლატა " ეგრე არ არი . ნუ მოკლედ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში ომი საქართვომ ნუ მიშამ დაიწყოო ესე ნელა ნელა ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი .

ავტორი:

ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა - რა განცხადებას ავრცელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი

ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა - რა განცხადებას ავრცელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება ჰააგაში დასრულდა. ამის შესახებ საქმეზე მომუშავე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა განაცხადა და შესაბამისი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

როგორც კარიმ ხანი განმარტავს, კვლავაც აუცილებელი იქნება მისი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება.

  • კარიმ ხანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 27 იანვარს ჩემმა ოფისმა დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 -ლი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება.

გამოძიების დაწყების დღიდან ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. იგი თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი. ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, შეეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა.

აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.

დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებათა მასშტაბის გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მე ვისარგებლო რომის სტატუტით მონიჭებული დისკრეციით, რათა ეფექტურად ვმართო ჩემი, როგორც პროკურორის, მანდატის განხორციელება. თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერ შესრულება. რეალური შედეგების მისაღწევად, ჩვენ ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა.

სიტუაციური დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული დასრულების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ასევე ასახავს იმ მზარდ, სამართლიან მოლოდინს, რომ სასამართლო გამოძებნის გზებს და საშუალებებს, რათა რეალურად იმუშაოს რამდენიმე სიტუაციაზე შეზღუდული რესურსების პირობებში. აღნიშნულის აუცილებლობა ასევე აისახა წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის დაკვეთით ახლახან ჩატარებულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების პროცესში.

ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ შეეხება. მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებაშიც ასევე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ ვაცხადებ.

თუმცა, ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა.

მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს.

ასევე, მიმაჩნია, რომ რესურსების ეფექტიანი მართვის გარდა, დასრულების სტრატეგიების განხორციელება, შესაძლოა, თანამშრომლობისა და კომპლემენტარობის იმ საბაზისო პრინციპების ნათელ გამოხატულებად იქცეს, რომლებიც რომის სტატუტის სისტემას უდევს საფუძვლად. იმდენად, რამდენადაც ჩემი გადაწყვეტილება საქმეების ჩვენთვის სასურველი მოცულობის ფარგლებზე მიუთითებს, იგი, ასევე, იძლევა ახალ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ კომპეტენტურ ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან, რათა დავეხმაროთ მათ დაუსჯელობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში და, საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ ახალი საქმეების წარმოებას რომლებიც, ერთობლივი მუშაობის წყალობით, შესაძლოა ადგილობრივ სასამართლოებამდეც მივიდეს.

ამ საკითხს ცენტრალური ადილი უკავია ჩემს ხედვაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპლემენტარულ როლსა და ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან მის ურთიერთობას ეხება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მე უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით.

აღნიშნულს წინ უსწრებდა ამა წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილის ნაზატ შამიმ ხანის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის მოსალოდნელი დასრულების ჭრილში.

გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ამ მიზნით, ჩემი ოფისი დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა და ჩვენი მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით.

კომპლემენტარობის პრინციპი და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და წევრი სახელმწიფოები იმუშავებენ ერთად, რათა ერთობლივად იტვირთონ პასუხისმგებლობის ის მძიმე ტვირთი, რომელიც რომის სტატუტით არის განსაზღვრული და რომელსაც დაზარალებულნი მოითხოვენ. ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, დაზარალებულებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამოცანების გადასაჭრელად“, - აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ცნობისთვის, 2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები.

ეს წინაპირობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წინასასამართლო პალატის სამ მოსამართლეს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის დაერთო ნება, დაეწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. დროის ეს მონაკვეთი ემთხვეოდა მსხვერპლთა ისტორიებში ნახსენებ დროებს. იმთავითე ითქვა, რომ გამოძიებს რამდენიმე წელი დასჭირდებდა. საქართველოში ამ გამოძიების ფარგლებში არარეთხელ ჩამოვიდა საქმის პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელსაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 15 ივნისს ამოეწურა.

სასამართლოს ახალი მთავარი პროკურორი კარიმ ხანი გახდა.

ბრიტანელი იურისტი მანამდე ხელმძღვანელობდა გაეროს გუნდს, რომელიც ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილ გენოციდს, ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იძიებს. მას ჰქონდა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის წოდება. იგი ასევე მუშაობდა პროკურორად იმ ტრიბუნალში, რომელიც ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში ჩადენილ გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა.

პირველი სასიხარულო ინფორმაცია ჰააგადან ა.წ. 11 მარტს მოვიდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი).

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოიკვეთა აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.