საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა დავაში მართალია" - რატი ბრეგაძე
"საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა დავაში მართალია" - რატი ბრეგაძე

სა­ქარ­თვე­ლო მარ­თა­ლი არის ყვე­ლა და­ვა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში "მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფარ­გლებ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მო­პო­ვე­ბუ­ლი დიდი გა­მარ­ჯვე­ბე­ბია რო­გორც დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ზე, ისე 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის საქ­მე­ზე.

"თუმ­ცა, აქვე მინ­და, კი­დევ გა­გა­ხა­როთ და კარ­გი სი­ახ­ლე­ე­ბი გამ­ცნოთ, რომ ჩვენ პირ­ვე­ლად მოგ­ვი­წია 2008 წლის ომის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ერ­თო ბა­ზის შექ­მნამ, რო­მელ­თა მო­ნა­ცე­მე­ბიც კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით იან­ვარ­ში წა­რედ­გი­ნა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს (ჯამ­ში, 35 000-მდე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი). ასე­ვე, მყა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ გან­გრძო­ბა­დი ოკუ­პა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ზე, რო­მე­ლიც სხვებს შო­რის მო­ი­ცავს ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის, ოთხო­ზო­რი­ას და ბა­შა­რუ­ლის საქ­მე­ებს. მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბო­ლო­ოდ მო­ი­გო მის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ორ­კესტრი­რე­ბით აგ­ვის­ტოს ომის თა­ო­ბა­ზე შე­ტა­ნი­ლი ყვე­ლა სა­ჩი­ვა­რი. ვფიქ­რობ, ყოვ­ლისმთქმე­ლია რი­ცხვე­ბი – სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი იყო 3 300-მდე სა­ჩი­ვა­რი და ჩვენ მო­ვი­გეთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა საქ­მე, რაც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო მარ­თა­ლი არის ყვე­ლა და­ვა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვი­ტყვი, რომ ეს არის სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო უწყე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა და ამის­თვის, ვფიქ­რობ, მათ ეკუთ­ვნით ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჰა­ა­გის მი­მარ­თუ­ლე­ბაც და წელს პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცა და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბი 3 პირ­ზე, რომ­ლებ­მაც 2008 წელს ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ“, – გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ბრე­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სტრას­ბურ­გში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლია მხო­ლოდ 138 საქ­მე, რაც ის­ტო­რი­უ­ლი მი­ნი­მუ­მია.

"სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს სტა­ტის­ტი­კა არის ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რი ქვეყ­ნის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბი­სა. ხაზ­გას­მით მინ­და, გი­თხრათ, რომ დღე­ი­სათ­ვის გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი მხო­ლოდ 138 საქ­მე, რაც ის­ტო­რი­უ­ლი მი­ნი­მუ­მია. და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის ხოლ­მე შე­და­რე­ბის გა­კე­თე­ბა იმი­სათ­ვის, რომ არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ის­ტო­რია. 2011-2012 წლებ­ში სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­ში ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი 3000-დან 4000-მდე საქ­მე, დღეს კი, არის მხო­ლოდ 138. ეს არის ის სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. და მარ­თლაც პა­რა­დოქ­სია, რო­დე­საც ეს ხალ­ხი, რო­მე­ლიც დარ­ბა­ზი­დან გარ­ბის, იმი­ტომ, რომ სათ­ქმე­ლიც კი არა­ფე­რი და ვე­რა­ფე­რი აქვთ, გარ­და უნი­ჭო, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და წყევ­ლა-კრულ­ვით აღ­სავ­სე პერ­ფორ­მან­სე­ბი­სა, სხვა სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აქვთ და, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­ბის დარ­ბა­ზი­დან. მე­დი­ას შე­უძ­ლია აჩ­ვე­ნოს ცა­რი­ე­ლი სკა­მე­ბი ამ ძა­ლით ვაჟ­კა­ცი და ვი­თომ ქვეყ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ და ეს ცა­რი­ე­ლი სკა­მე­ბიც ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს მათ მიდ­გო­მებ­ზე, ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ“, – გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში“ მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფარ­გლებ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი
0

აბა ომი საქართველომ არ დაიწყო? ახლა ის ქართველები, ვინც საქართველომ დაიწყო ომიო ამბობდნენ, გამოვლენ და იტყვიან ბოდიში ვცდებოდიო? ოღონდაც სააკაშვილი ყოფილიყო დამნაშავე და ბევრს ალბათ ერჩივნა დასკვნა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. არადა, მოღალატის იარლიყს ყველა უკადრისობს.

ლევანი
4

ამან ეხლა ახალი აღმოაჩინა რაღაც,რა რუსეთი და სამართალი,რა რუსეთის მიმართ სამართალი.ცოტა ხო არ გაკლიათ თქვენ,ბანდა ხართ რა ,,ააა თუმცა თქვენთვის რუსეთის ომი ხო გაპრავებულია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა დავაში მართალია" - რატი ბრეგაძე

"საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა დავაში მართალია" - რატი ბრეგაძე

საქართველო მართალი არის ყველა დავაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული დიდი გამარჯვებებია როგორც დეპორტირებულების საქმეზე, ისე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე.

"თუმცა, აქვე მინდა, კიდევ გაგახაროთ და კარგი სიახლეები გამცნოთ, რომ ჩვენ პირველად მოგვიწია 2008 წლის ომის დროს დაზარალებული პირების საერთო ბაზის შექმნამ, რომელთა მონაცემებიც კომპენსაციის მიღების მიზნით იანვარში წარედგინა სტრასბურგის სასამართლოს (ჯამში, 35 000-მდე დაზარალებული). ასევე, მყარი სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები წარვადგინეთ განგრძობადი ოკუპაციის მიმდინარე დავაზე, რომელიც სხვებს შორის მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს. მიმდინარე წელს საქართველომ საბოლოოდ მოიგო მის წინააღმდეგ რუსეთის ორკესტრირებით აგვისტოს ომის თაობაზე შეტანილი ყველა საჩივარი. ვფიქრობ, ყოვლისმთქმელია რიცხვები – საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი იყო 3 300-მდე საჩივარი და ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა საქმე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო მართალი არის ყველა დავაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არის სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის დამსახურება და ამისთვის, ვფიქრობ, მათ ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. წარმატებული იყო ჰააგის მიმართულებაც და წელს პირველად გამოიცა დაკავების ორდერები 3 პირზე, რომლებმაც 2008 წელს ომის დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გარდა ამისა, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილია მხოლოდ 138 საქმე, რაც ისტორიული მინიმუმია.

"სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკა არის ყველაზე კარგი ინდიკატორი ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებისა. ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ დღეისათვის განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 138 საქმე, რაც ისტორიული მინიმუმია. და აუცილებელი არის ხოლმე შედარების გაკეთება იმისათვის, რომ არ დაგვავიწყდეს ისტორია. 2011-2012 წლებში სასამართლოს წარმოებაში ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000-დან 4000-მდე საქმე, დღეს კი, არის მხოლოდ 138. ეს არის ის სტატისტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ მეტყველებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში. და მართლაც პარადოქსია, როდესაც ეს ხალხი, რომელიც დარბაზიდან გარბის, იმიტომ, რომ სათქმელიც კი არაფერი და ვერაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი და წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსებისა, სხვა სათქმელი არაფერი აქვთ და, შესაბამისად, გარბის დარბაზიდან. მედიას შეუძლია აჩვენოს ცარიელი სკამები ამ ძალით ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხისა, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ეს ცარიელი სკამებიც ნათლად მეტყველებს მათ მიდგომებზე, ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში“ მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.