საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩარლზის რომანი დაიანას უფროს დასთან და "სამნი ერთ ქორწინებაში" - ბზარებით დაწყებული ურთიერთობა: ყველაზე სკანდალური სამეფო წყვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები
ჩარლზის რომანი დაიანას უფროს დასთან და "სამნი ერთ ქორწინებაში" - ბზარებით დაწყებული ურთიერთობა: ყველაზე სკანდალური სამეფო წყვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები

სა­მე­ფო ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა ზღა­პა­რუ­ლი რომ არ არის, ეს 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს. თუმ­ცა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-ია­ნებ­ში, სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბა ნამ­დვი­ლად ზღაპ­რის ასო­ცი­ა­ცი­ას ქმნი­და. მაგ­რამ მა­ში­ნაც, ისე­ვე, რო­გორც დღეს, რე­ა­ლო­ბა შორს იყო ნამ­დვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან.

პრინ­ცი ჩარლ­ზი­სა და პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას წყვილს მსოფ­ლი­ო­ში დღემ­დე ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი ქორ­წი­ნე­ბა 20 წელ­ზე მეტი ხნის წინ დას­რულ­და. მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათი ის­ტო­რია არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რო­გორც დღეს. ეს ერ­თის მხრივ, Netflix-ის სე­რი­ა­ლის, The Crown-ის ახა­ლი სე­რი­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მე­ო­რეს მხრივ კი, მე­გან მარ­კლის ბოლო დრო­ინ­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის, რო­მელ­შიც ის სა­მე­ფო ოჯახ­ში არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და.

  • თა­ვი­დან­ვე გან­წი­რუ­ლი

1992 წელს ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლემ ამ ქორ­წი­ნე­ბის ზღაპ­რის წიგ­ნის ბოლო თავი და­წე­რა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე არას­წო­რი იყო. სა­სახ­ლემ გა­მო­ა­ცხა­და, რომ უელ­სის პრინ­ცი­სა და პრინ­ცე­სას ქორ­წი­ნე­ბა 11 წლის შემ­დეგ და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ დროს არა­ვინ აც­ნო­ბი­ე­რებ­და ამას, ახლა ვი­ცით, რომ მათ ურ­თი­ერ­თო­ბას შან­სი თა­ვი­დან­ვე არ ჰქონ­და.

რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე არას­წო­რად? და­ი­ა­ნა სი­ნამ­დვი­ლე­ში არ იყო პირ­ვე­ლი სპენ­სე­რი, რო­მელ­საც ჩარლზ­მა თვა­ლი და­ად­გა...

  • დას­თან შეხ­ვედ­რა

ჩარლ­ზი­სა და და­ი­ა­ნას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ იწყე­ბა ჩარლ­ზი­თა და და­ი­ა­ნა­თი. ის იწყე­ბა ჩარლ­ზი­თა და ლედი სარა სპენ­სე­რით, და­ი­ა­ნას უფ­რო­სი დით. ისი­ნი მა­ნამ ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, ვიდ­რე ლედი სარა ზედ­მე­ტად გულ­წრფე­ლად არ მო­იქ­ცა პრე­სას­თან. გარ­და იმი­სა, რომ თა­ვი­სი პი­რა­დი ზრახ­ვე­ბი გა­ამ­ხი­ლა, მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ჩემ­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვის გავ­ყვე­ბი ცო­ლად, მე­ნაგ­ვეს თუ პრინცს, მთა­ვა­რია ჩვენ შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი იყოს".

ჩარლ­ზი და და­ი­ა­ნას და ლედი სარა

ასე­თი შე­და­რე­ბით გან­რის­ხე­ბულ­მა ჩარლზ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ლე­ვე და­ას­რუ­ლა. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ ერ­თად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ის ეწ­ვია Althorp House-ს, სპენ­სე­რე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ას. სწო­რედ იქ შეხ­ვდა პირ­ვე­ლად 16 წლის და­ი­ა­ნას.

  • ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­თე­ბის ჩამ­რთვე­ლე­ბით და­ი­წყო

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო: ჩარლ­ზი ჯერ და­ი­ა­ნას დას ხვდე­ბო­და, თან 1977 წელს პრინ­ცი 29 წლის იყო, და­ი­ა­ნა კი ჯერ კი­დევ მო­ზარ­დი. მო­მა­ვა­ლი მეფე ალ­ტორ­პის სახ­ლში შა­ბათ-კვი­რას სა­ნა­დი­როდ მი­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­იხ­სე­ნა "რა მხი­ა­რუ­ლი იყო“ და­ი­ა­ნა.

და­ი­ა­ნამ თა­ვის ფორ­ტე­პი­ა­ნოს მას­წავ­ლე­ბელს მო­უყ­ვა, რომ პრინცს ალ­ტორ­პის სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რეა და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და ისიც და­ა­მა­ტა, რომ ას­წავ­ლა სად მდე­ბა­რე­ობ­და ბუნ­დო­ვა­ნი შუ­ქის ჩამ­რთვე­ლე­ბი და სად - არა. ამის გამო კი უფ­რო­სი დის გან­რის­ხე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

  • უც­ნა­უ­რი შეყ­ვა­რე­ბა

სწო­რედ აქ და­ი­წყო წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩა­ნა­წე­რე­ბი აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ აფა­სებ­და უელ­სის მო­მა­ვა­ლი პრინ­ცე­სა ჩარლ­ზის თა­ვა­ზი­ა­ნო­ბას. იყო პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც ის გო­გო­ნას ყო­ველ­დღე ურე­კავ­და, შემ­დეგ კი შე­საძ­ლოა, სამი კვი­რით გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი­ყო. უც­ნა­უ­რი იყო, მაგ­რამ და­ი­ა­ნას ყო­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი სი­ა­მოვ­ნებ­და.

რო­დე­საც პრინცმა ჩარლზ­მა, 1981 წელს და­ი­ა­ნა სპენ­სერ­თან ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და, არა მხო­ლოდ ქვე­ყა­ნამ, არა­მედ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­ხა­რა. და­ი­ა­ნა, რო­მე­ლიც მა­შინ ჯერ კი­დევ 19 წლის იყო, ჩან­და, რომ სუფ­თა ჰა­ე­რი იქ­ნე­ბო­და "ტან­ჯულ" სა­მე­ფო ოჯახ­ში. მას­ში ყვე­ლამ მო­მა­ვა­ლი დე­დო­ფა­ლი და­ი­ნა­ხა. ყვე­ლამ - შე­საძ­ლოა, თა­ვად ჩარლ­ზის გარ­და.

  • გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ნიშ­ნო­ბის ინ­ტერ­ვიუ მო­ი­ცავ­და კი­დევ ერთ წვრილ­მანს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მა­შინ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გა­მოჩ­ნდა. ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ, სა­მე­ფო ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა იცის, რომ ნიშ­ნო­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, რო­გორც წესი, ცოტა უხერ­ხუ­ლო­ბით გა­მო­ი­ჩე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იყო ერთი კი­თხვა-პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც სრუ­ლად აჩ­ვე­ნებ­და უფსკრულს ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის. მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ კი­თხვა­ზე, და­ი­ა­ნამ თქვა, რომ ჩარლ­ზი "სა­ო­ცა­რი იყო".

ჩარლზ­მა კი მი­იჩ­ნია, რომ და­ი­ა­ნა იყო "მხი­ა­რუ­ლი და .... მხი­ა­რუ­ლი". ცოტა მეტი ფიქ­რი­სას კი მან და­ა­მა­ტა, რომ ის იყო "დიდი მხი­ა­რუ­ლი, სი­ცო­ცხლით და ყვე­ლაფ­რით სავ­სე ადა­მი­ა­ნი".

არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არც ისე რთუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ი­ა­ნა­ზე სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბის მო­ფიქ­რე­ბა...

თუ პრინ­ცი ჩარლზს და­ი­ა­ნას მი­მართ არ ჰქონ­და ჩა­მო­ყა­ლილ­ბე­ბუ­ლი გრძნო­ბა, რა­ტომ შეს­თა­ვა­ზა ცო­ლო­ბა? ამ კი­თხვა­ზე ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი სა­მე­ფო ექ­სპერტ რო­ბერტ ჯობ­სონს ჰქონ­და. მისი თქმით, ჩარლზ­მა უთხრა მე­გო­ბარს, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა "კა­ტაკ­ლიზ­მუ­რი“ პრო­ცე­სი იქ­ნე­ბო­და.

ბო­ლოს და ბო­ლოს, ის 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და ჯერ კი­დევ მარ­ტო­ხე­ლა იყო. იყო ზე­წო­ლა ოჯა­ხის­გან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩარლ­ზის ბე­ბია, მორ­ცხვ და­ი­ა­ნა­ში იდე­ა­ლურ ცოლს ხე­დავ­და, ხოლო მა­მა­მი­სი, პრინ­ცი ფი­ლი­პი "აი­ძუ­ლებ­და“ მას ან ცო­ლო­ბა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, ან და­შო­რე­ბო­და.

  • ჩარლზ­მა და­ი­ა­ნას ქორ­წი­ლის დღეს უთხრა, რომ არ უყ­ვარ­და

წყვი­ლის ქორ­წი­ლის წინა ღამე ჯა­დოს­ნუ­რი უნდა იყოს. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის, სიმ­შვი­დის, მღელ­ვა­რე­ბის ბოლო მო­მენ­ტი. ერთ-ერთი ახლო მე­გობ­რის თქმით, ჩარლ­ზი­სა და და­ი­ა­ნას­თვის ეს სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო იყო.

2020 წლის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში სა­უბ­რი­სას, და­ი­ა­ნას მე­გო­ბა­რი და პი­რა­დი ას­ტრო­ლო­გი პენი თორნ­ტო­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჩარლზ­მა და­ი­ა­ნას ქორ­წი­ლის წინა დღეს უთხრა, რომ არ უყ­ვარ­და.

ცე­რე­მო­ნი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ჩარლზ­მა ასე­ვე გა­ნუ­ცხა­და მე­გობ­რებს, რომ და­ი­ა­ნა იყო "ბავ­შვი“, რო­მე­ლიც არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და მის შე­სა­ფე­რი­სად.

კა­მი­ლა პარ­კერ ბო­ულ­ზი, რომ­ლის სა­ხელ­საც კი­დევ ბევ­რჯერ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, თავ­და­პირ­ვე­ლად და­ი­ა­ნას მე­გო­ბა­რი იყო. მა­ნამ, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ეჭვი არ გაჩ­ნდა.

ქორ­წი­ლამ­დე ორი კვი­რით ადრე, ჩარლზ­მა კა­მი­ლას აჩუ­ქა სა­მა­ჯუ­რი, რო­მელ­ზეც G და F ასო­ე­ბი იყო ამოტვიფ­რუ­ლი. გლე­დი­სი­სა და ფრე­დის­თვის, ეს მათი მეტ­სა­ხე­ლე­ბი იყო. და­ი­ა­ნა ამ ამ­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო... ამ­ბო­ბენ, რომ ის ქორ­წი­ლის გა­და­ტა­ნა­ზე ალა­პა­რაკ­და, თუმ­ცა მას უთხრეს, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვინ მის­ცემ­და...

  • ჩარლ­ზის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის მოს­მე­ნა

რო­დე­საც ჩარლ­ზი და და­ი­ა­ნა და­ი­ნიშ­ნენ, და­ი­ა­ნამ და­ტო­ვა თა­ვი­სი პა­ტა­რა ბინა და გა­და­ვი­და ჩარლ­ზის სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, კლა­რენს ჰა­უს­ში. სა­ბო­ლო­ოდ, მან ეს ად­გი­ლიც და­ტო­ვა, რათა ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში გა­და­სუ­ლი­ყო. "ეს იყო მკვდა­რი ენერ­გი­ის ად­გი­ლი“ - იგი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ იქ თავს სა­სო­წარ­კვე­თი­ლად მარ­ტოდ გრძნობ­და.

ეს მარ­ტო­ო­ბა კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა, რო­დე­საც მან შემ­თხვე­ვით გა­ი­გო ჩარლ­ზის სა­უ­ბა­რი კა­მი­ლას­თან ტე­ლე­ფონ­ზე, რო­დე­საც ის აბა­ზა­ნა­ში იყო.

"რაც არ უნდა მოხ­დეს, მე ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი", - უთხრა მან კა­მი­ლას.

1981 წლის 29 ივ­ლისს სა­ბო­ლო­ოდ დად­გა დიდი დღე. 3 500 დამ­სწრე და 750 მი­ლი­ო­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, და­ი­ა­ნა სპენ­სე­რი უელ­სის პრინ­ცე­სა და ჩარლ­ზის ცოლი გახ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით 600 000 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც შე­იკ­რი­ბა წმინ­და პავ­ლეს ტაძ­რის წინ, იმ იმე­დით, რომ თვა­ლი მო­ეკ­რათ ამ ზღაპ­რუ­ლი წყვი­ლის­თვის, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თო­ბაც სავ­სე იყო ბზა­რე­ბით. თუმ­ცა, ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იყო.

  • კა­მი­ლას ვერ გა­ექ­ცე­ვა

კა­მი­ლა ქორ­წილ­ში მი­იწ­ვი­ეს.

წლე­ბის შემ­დე­გაც კი სა­უბ­რი­სას, და­ი­ა­ნამ ნათ­ლად გა­იხ­სე­ნა, რომ და­ი­ნა­ხა კა­მი­ლა, რო­მე­ლიც ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ნაც­რის­ფერ კა­ბა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. შე­საძ­ლოა, კონ­კუ­რენ­ტის ნახ­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ და­ი­ა­ნამ ჩარლ­ზის სა­ხე­ლე­ბი შეც­დო­მით წარ­მოთ­ქვა და "ჩარლზ ფი­ლი­პის“ ნაც­ვლად მას "ფი­ლიპ ჩარლზ არ­ტურ ჯორ­ჯი“ უწო­და...

  • და­ცე­მა უი­ლი­ა­მზე ორ­სუ­ლო­ბის დროს

და­ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთ წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ხნის შემ­დეგ, ჩარლზ­სა და და­ი­ა­ნას პირ­ვე­ლი შვი­ლი, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი შე­ე­ძი­ნათ. პირ­ველ შვილ­ზე ორ­სუ­ლო­ბა წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი პე­რი­ო­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში, და­ი­ა­ნას მე­გო­ბარ­მა, პოლ ბუ­რელ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ერთ დღეს ხმა გა­ი­გო­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ოთხი თვის ორ­სუ­ლი და­ი­ა­ნა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხის კი­ბე­ზე იპო­ვა. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მან ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ა­კე­თა… რო­გორც ჩანს, ის კი­ბე­ე­ბი­დან ჩარლ­ზის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბის მიზ­ნით და­ე­ცა...

  • მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სია

მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ მშო­ბი­ა­რო­ბამ დი­დად ვერ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და­ი­ა­ნას გან­წყო­ბა. და­ი­წყო მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სია. თა­ვად უელ­სის პრინ­ცე­სა­მაც კი ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი მხო­ლოდ 13 წლის შემ­დეგ შეძ­ლო...

ის ყვე­ბო­და, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დი დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბულს სა­წო­ლი­დან ად­გო­მა არ სურ­და და თავს უც­ნა­უ­რად გრძნობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მის ახალ ოჯახს, ის გრძნობ­და, რომ ის სტუმ­რის ამ­პლუ­ა­ში უფრო მოს­წონ­დათ, ვიდ­რე რძლის. და­ი­ა­ნა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო...

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის ზე­წო­ლის და ქმრის კა­მი­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე, მას გა­ნუ­ვი­თარ­და კვე­ბის დარ­ღვე­ვა, რის და­საძ­ლე­ვად მას თით­ქმის ათი წელი დას­ჭირ­დე­ბა.

  • ტურ­ნე, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა

1983 წელს, 21 წლის ასაკ­ში, უელ­სის პრინ­ცე­სამ, სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუ­სით და­ი­წყო თა­ვი­სი პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ტური. ეს იყო 40-დღი­ა­ნი ტური ავ­სტრა­ლი­ა­სა და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო რო­გორც წყვი­ლის­თვის, ასე­ვე სა­მე­ფო ოჯა­ხის­თვის.

ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი სა­მე­ფო მოგ­ზა­უ­რო­ბა დე­დო­ფალ ელი­ზა­ბე­თის ვი­ზი­ტის შემ­დეგ 1954 წელს და 40 000-მდე ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბო­და მათ სა­ნა­ხა­ვად ყო­ველ გას­ვლა­ზე. თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბა სხვა იყო...

ტუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე ცხა­დი იყო, რომ და­ი­ა­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლე­ბის­კენ.... ერ­თმა ექ­სპერ­ტმა შე­ა­ფა­სა, რომ 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ი­ა­ნამ სულ ცოტა 6000 ადა­მი­ანს ჩა­მო­არ­თვა ხელი... ეს სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო.

  • ურ­თი­ერ­თო­ბის მო­მავ­ლის იმე­დი

1984 წლის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც და­ი­ა­ნა კვლავ და­ორ­სულ­და, ჩან­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად იყო - ამ ერთხე­ლაც. ჰა­რის და­ბა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე ჩარლ­ზი და და­ი­ა­ნა საკ­მა­ოდ და­უ­ახ­ლოვ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

და­ი­ა­ნამ იცო­და, რომ მემ­კვიდ­რის შემ­დეგ, ჩარლზს სურ­და ქა­ლიშ­ვი­ლი. პრინ­ცე­სამ არ­ჩია და­მალ­ვა, რომ ბიჭი ჰყავ­და, რათა არ გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. გარ­და ამი­სა, იგი იმე­დოვ­ნებ­და, რომ ჯან­მრთე­ლი ვაჟი ჩარლზს ისე გა­ა­ხა­რებ­და, რომ ის და­ი­ვი­წყებ­და თა­ვის სურ­ვილს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ასე არ მოხ­და.

  • ჩარლ­ზის უად­გი­ლო ხუმ­რო­ბე­ბი ჰა­რის და­ბა­დე­ბი­სას

თა­ვად და­ი­ა­ნას თქმით, მათი ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხუ­რი ნე­ტა­რე­ბა ზუს­ტად პრინც ჰა­რის და­ბა­დე­ბამ­დე გაგ­რძელ­და. პირ­ვე­ლი­ვე და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, პრინ­ცის კო­მენ­ტა­რი ასე­თი იყო: "ღმერ­თო, ეს ბი­ჭია და მას თმაც კი წი­თე­ლი აქვს".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან თქვა, რომ ხუმ­რობ­და, მის­მა კო­მენ­ტა­რებ­მა და­ი­ა­ნას თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­უ­ლა­ხა. ჯერ ერთი, მან გა­ა­ჩი­ნა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ბიჭი ცხრა­სა­ა­თი­ა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ. მე­ო­რეც, მისი ოჯა­ხი სავ­სე იყო წი­თუ­რე­ბით, ამი­ტომ მან ეს კო­მენ­ტა­რი და­მა­ტე­ბით პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღო.

  • მარ­ტო ტაჯ მა­ჰალ­ში

1992 წლის და­სა­წყის­ში მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო, რომ უელ­სის პრინ­ცი­სა და პრინ­ცე­სას ქორ­წი­ნე­ბა დაშ­ლის პი­რას იყოს. ჩარლზ­თან ერ­თად ინ­დო­ეთ­ში სა­მე­ფო ტურ­ნე­ში ყოფ­ნი­სას და­ი­ა­ნა გა­და­ი­ღეს მარ­ტო მჯდო­მა­რე სკამ­ზე ტაჯ მა­ჰა­ლის წინ.

კი­დევ უფრო სიმ­ბო­ლუ­რი კი ამ ამ­ბავ­ში ის იყო, რომ 12 წლით ადრე, სწო­რედ ამ ად­გილს ჩარლ­ზი ეწ­ვია და იმა­ვე ძეგლის წინ მდე­ბა­რე სკამ­ზე მარ­ტომ იპო­ზი­ო­რა. მა­შინ მან პი­რო­ბა დადო, რომ ერთ დღეს ამ ად­გილ­ზე საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად დაბ­რუნ­დე­ბო­და. ეს პი­რო­ბა მას არა­სო­დეს შე­უს­რუ­ლე­ბია.

  • კოც­ნა, რო­მე­ლიც არ შედ­გა

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­გა­მო­ფე­ნო პო­ლოს მატჩში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ჩარლ­ზი წა­ვი­და პრი­ზის მი­სა­ღე­ბად.

ამ დროს ტრა­დი­ცი­ულ კოც­ნა­ზე მან უარი თქვა. თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­აც­ნო­ბი­ე­რა საქ­ცი­ე­ლი, დაბ­რუნ­და და მე­უღ­ლის კოც­ნა ლო­ყა­ზე სცა­და, თუმ­ცა და­ი­ა­ნამ ამი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­ა­ნამ აღი­ა­რა, რომ გან­ზრახ და­ამ­ცი­რა ჩარლ­ზი.

  • ჩარლ­ზი ხუმ­რობს ორი ცო­ლის ყო­ლა­ზე

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ვი­ზი­ტი­სას, ჩარლზ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და მის­თვის, ორი ცოლი რომ ჰყავ­დეს. ხალ­ხმა გა­ი­ცი­ნა, თუმ­ცა და­ი­ა­ნამ - არა. კა­მი­ლას­თან ჩარლ­ზის მიმ­დი­ნა­რე რო­მა­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც იმ მო­მენ­ტში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იყო ცნო­ბი­ლი, ის უკი­დუ­რე­სად ცუდ ხა­სი­ათ­ზე დად­გა.

  • სამ­ნი ერთ ქორ­წი­ნე­ბა­ში

1995 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რი­სას და­ი­ა­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ გრძნობ­და "ღრმა, ღრმა მწუ­ხა­რე­ბას" გან­ქორ­წი­ნე­ბის გამო. მისი თქმით, ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ენერ­გია უბ­რა­ლოდ ამო­ი­წუ­რა.

სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის­თვის მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო ასე გუ­ლახ­დი­ლად სა­უ­ბა­რი მათ გან­საც­დე­ლებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე.

და­ი­ა­ნა ლა­პა­რა­კობ­და ყვე­ლა­ფერ­ზე, და­წყე­ბუ­ლი კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბით - ან "სა­ი­დუმ­ლო და­ა­ვა­დე­ბით", რო­გორც თა­ვად უწო­დებ­და - დამ­თავ­რე­ბუ­ლი ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. კი­თხვა­ზე, იყო თუ არა კა­მი­ლა მისი ქორ­წი­ნე­ბის დაშ­ლის მი­ზე­ზი, და­ი­ა­ნამ უპა­სუ­ხა: ”კარ­გი, ჩვენ სამი ვი­ყა­ვით ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში, ამი­ტომ ცოტა ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო”.

1992 წელს გან­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩარლ­ზი და და­ი­ა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გან­ქორ­წინ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ ეს 1996 წელს მოხ­და.

მა­შინ ჩარლზ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აღარ გა­და­იხ­დის და­ი­ა­ნას გა­და­სა­ხა­დებს. ამის ნაც­ვლად, მან მი­ი­ღო გან­ქორ­წი­ნე­ბის ერთჯე­რა­დი გა­და­სა­ხა­დი, სულ მცი­რე 22,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის.

და­ი­ა­ნას 40 საყ­ვა­რელ მა­ღა­ზი­ას და­ე­ვა­ლა და­ე­წყო გა­და­სა­ხა­დე­ბის გაგ­ზავ­ნა და­ი­ა­ნას­თან და არა ჩარლზ­თან. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იყო.

და­ი­ა­ნას უფ­ლე­ბა მი­ე­ცა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა უელ­სის პრინ­ცე­სას ტი­ტუ­ლი, რად­გან ის ჯერ კი­დევ მო­მა­ვა­ლი მე­ფის დედა იყო.

  • სა­ბო­ლო­ოდ ჩარლ­ზი იღებს იმას, რაც სურს

1997 წელს, პა­რიზ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას სი­ცო­ცხლე დას­რულ­და.

დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ, პრინცმა გა­ნა­ცხა­და, რომ არ აპი­რებ­და ხე­ლახ­ლა და­ქორ­წი­ნე­ბას. ჩარლზ­მა ეს გა­ა­კე­თა 2005 წელს და და­ქორ­წინ­და კა­მი­ლა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვად გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო.

15 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ჩარლზ­მა და კა­მი­ლამ თა­ვი­ან­თი რო­მა­ნი ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნეს და ამ დროს ორი­ვემ გა­ნი­ცა­და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრანსფორ­მა­ცია. წარ­სულ­ში ეს ორი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი მტრე­ბი, რომ­ლებ­საც მსოფ­ლიო ლან­ძღავ­და და­ი­ა­ნას ხან­მოკ­ლე და სევ­დი­ან ცხოვ­რე­ბა­ში მათი სა­ვა­რა­უ­დო რო­ლის­თვის.

ჩარლზ­თან გაყ­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მან დოდი ალ­ფა­ე­დი გა­იც­ნო, და­ი­ა­ნას დოდი შე­უყ­ვარ­და, დო­დის კი - და­ი­ა­ნა. ის ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ გვერ­დით ჰყავ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და სწო­რედ ეს იყო, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ლდა.

არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ და­ი­ა­ნა­სა და დო­დის სიკ­ვდი­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი არ იყო. ადა­მი­ან­თა ნა­წილს დღემ­დე სჯე­რა, რომ და­ი­ა­ნას ეს მო­უ­წყეს. ამას­თა­ნა­ვე, ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ექიმს, რომ მან არ მო­ახ­დი­ნა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით დოდი ალ­ფა­ე­დის მა­მამ ფილ­მიც გა­და­ა­ღე­ბი­ნა სა­ხე­ლად "კრი­მი­ნა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა“, რო­მე­ლიც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დღე­საც აკ­რძა­ლუ­ლია.

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
6

რა ვეღარ გაქექეთ ამ საცოდავის ცხოვრება? გეყოთ...

რეზო
5

მთავარი მიზეზი დაიანაზე ქორწინების იყო სისხლის გაკეთილშობილება. ანუ კეთილშობილ გვართან დანათესავება უბადრუკი ვინძორების

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჩარლზის რომანი დაიანას უფროს დასთან და "სამნი ერთ ქორწინებაში" - ბზარებით დაწყებული ურთიერთობა: ყველაზე სკანდალური სამეფო წყვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები

ჩარლზის რომანი დაიანას უფროს დასთან და "სამნი ერთ ქორწინებაში" - ბზარებით დაწყებული ურთიერთობა: ყველაზე სკანდალური სამეფო წყვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები

სამეფო ოჯახის ცხოვრება ზღაპარული რომ არ არის, ეს 21-ე საუკუნეში ყველაზე კარგად ჩანს. თუმცა, გასული საუკუნის 80-იანებში, სამეფო სასახლეში ცხოვრება ნამდვილად ზღაპრის ასოციაციას ქმნიდა. მაგრამ მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, რეალობა შორს იყო ნამდვილი ბედნიერებისგან.

პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას წყვილს მსოფლიოში დღემდე ყველაზე მეტად განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება 20 წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მათი ისტორია არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც დღეს. ეს ერთის მხრივ, Netflix-ის სერიალის, The Crown-ის ახალი სერიების დამსახურებაა, მეორეს მხრივ კი, მეგან მარკლის ბოლო დროინდელი ინტერვიუების, რომელშიც ის სამეფო ოჯახში არსებულ დაძაბულობაზე საუბრობდა.

  • თავიდანვე განწირული

1992 წელს ბუკინგემის სასახლემ ამ ქორწინების ზღაპრის წიგნის ბოლო თავი დაწერა, რომელიც თავიდანვე არასწორი იყო. სასახლემ გამოაცხადა, რომ უელსის პრინცისა და პრინცესას ქორწინება 11 წლის შემდეგ დასასრულს უახლოვდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არავინ აცნობიერებდა ამას, ახლა ვიცით, რომ მათ ურთიერთობას შანსი თავიდანვე არ ჰქონდა.

როგორ მოხდა ეს ყველაფერი ასე არასწორად? დაიანა სინამდვილეში არ იყო პირველი სპენსერი, რომელსაც ჩარლზმა თვალი დაადგა...

  • დასთან შეხვედრა

ჩარლზისა და დაიანას სასიყვარულო ურთიერთობა არ იწყება ჩარლზითა და დაიანათი. ის იწყება ჩარლზითა და ლედი სარა სპენსერით, დაიანას უფროსი დით. ისინი მანამ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ლედი სარა ზედმეტად გულწრფელად არ მოიქცა პრესასთან. გარდა იმისა, რომ თავისი პირადი ზრახვები გაამხილა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის გავყვები ცოლად, მენაგვეს თუ პრინცს, მთავარია ჩვენ შორის სიყვარული იყოს".

ჩარლზი და დაიანას და ლედი სარა

ასეთი შედარებით განრისხებულმა ჩარლზმა ურთიერთობა მალევე დაასრულა. თუმცა, ჯერ კიდევ ერთად ყოფნის პერიოდში, ის ეწვია Althorp House-ს, სპენსერების რეზიდენციას. სწორედ იქ შეხვდა პირველად 16 წლის დაიანას.

  • ყველაფერი განათების ჩამრთველებით დაიწყო

ყველაფერი ასე დაიწყო: ჩარლზი ჯერ დაიანას დას ხვდებოდა, თან 1977 წელს პრინცი 29 წლის იყო, დაიანა კი ჯერ კიდევ მოზარდი. მომავალი მეფე ალტორპის სახლში შაბათ-კვირას სანადიროდ მივიდა. მოგვიანებით კი გაიხსენა "რა მხიარული იყო“ დაიანა.

დაიანამ თავის ფორტეპიანოს მასწავლებელს მოუყვა, რომ პრინცს ალტორპის სამხატვრო გალერეა დაათვალიერებინა და ისიც დაამატა, რომ ასწავლა სად მდებარეობდა ბუნდოვანი შუქის ჩამრთველები და სად - არა. ამის გამო კი უფროსი დის განრისხება დაიმსახურა.

  • უცნაური შეყვარება

სწორედ აქ დაიწყო წყვილის ურთიერთობა. ჩანაწერები აჩვენებს, თუ როგორ აფასებდა უელსის მომავალი პრინცესა ჩარლზის თავაზიანობას. იყო პერიოდები, როდესაც ის გოგონას ყოველდღე ურეკავდა, შემდეგ კი შესაძლოა, სამი კვირით გაუჩინარებულიყო. უცნაური იყო, მაგრამ დაიანას ყოველი სატელეფონო ზარი სიამოვნებდა.

როდესაც პრინცმა ჩარლზმა, 1981 წელს დაიანა სპენსერთან ნიშნობის შესახებ გამოაცხადა, არა მხოლოდ ქვეყანამ, არამედ მთელმა მსოფლიომ გაიხარა. დაიანა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ 19 წლის იყო, ჩანდა, რომ სუფთა ჰაერი იქნებოდა "ტანჯულ" სამეფო ოჯახში. მასში ყველამ მომავალი დედოფალი დაინახა. ყველამ - შესაძლოა, თავად ჩარლზის გარდა.

  • განსხვავებული შეხედულებები პირველ შეხვედრაზე

სინამდვილეში, ნიშნობის ინტერვიუ მოიცავდა კიდევ ერთ წვრილმანს, რომელიც შესაძლოა მაშინ უმნიშვნელოდ გამოჩნდა. ყოველივე ამის შემდეგ, სამეფო ოჯახის ნებისმიერმა გულშემატკივარმა იცის, რომ ნიშნობის ინტერვიუები, როგორც წესი, ცოტა უხერხულობით გამოიჩევა. მიუხედავად ამისა, იყო ერთი კითხვა-პასუხი, რომელიც სრულად აჩვენებდა უფსკრულს ამ ორ ადამიანს შორის. მათი პირველი შეხვედრის შესახებ კითხვაზე, დაიანამ თქვა, რომ ჩარლზი "საოცარი იყო".

ჩარლზმა კი მიიჩნია, რომ დაიანა იყო "მხიარული და .... მხიარული". ცოტა მეტი ფიქრისას კი მან დაამატა, რომ ის იყო "დიდი მხიარული, სიცოცხლით და ყველაფრით სავსე ადამიანი".

არადა, სინამდვილეში, არც ისე რთული უნდა ყოფილიყო დაიანაზე საუკეთესო შეფასების მოფიქრება...

თუ პრინცი ჩარლზს დაიანას მიმართ არ ჰქონდა ჩამოყალილბებული გრძნობა, რატომ შესთავაზა ცოლობა? ამ კითხვაზე ყველაზე ადეკვატური პასუხი სამეფო ექსპერტ რობერტ ჯობსონს ჰქონდა. მისი თქმით, ჩარლზმა უთხრა მეგობარს, რომ ამ ურთიერთობისგან თავის დაღწევა "კატაკლიზმური“ პროცესი იქნებოდა.

ბოლოს და ბოლოს, ის 30 წელს გადაცილებული და ჯერ კიდევ მარტოხელა იყო. იყო ზეწოლა ოჯახისგან. გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზის ბებია, მორცხვ დაიანაში იდეალურ ცოლს ხედავდა, ხოლო მამამისი, პრინცი ფილიპი "აიძულებდა“ მას ან ცოლობა შეეთავაზებინა, ან დაშორებოდა.

  • ჩარლზმა დაიანას ქორწილის დღეს უთხრა, რომ არ უყვარდა

წყვილის ქორწილის წინა ღამე ჯადოსნური უნდა იყოს. ეს არის სიყვარულის, სიმშვიდის, მღელვარების ბოლო მომენტი. ერთ-ერთი ახლო მეგობრის თქმით, ჩარლზისა და დაიანასთვის ეს სრულიად საპირისპირო იყო.

2020 წლის დოკუმენტურ ფილმში საუბრისას, დაიანას მეგობარი და პირადი ასტროლოგი პენი თორნტონი ამტკიცებდა, რომ ჩარლზმა დაიანას ქორწილის წინა დღეს უთხრა, რომ არ უყვარდა.

ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩარლზმა ასევე განუცხადა მეგობრებს, რომ დაიანა იყო "ბავშვი“, რომელიც არ გამოიყურებოდა მის შესაფერისად.

კამილა პარკერ ბოულზი, რომლის სახელსაც კიდევ ბევრჯერ მოვიხსენიებთ, თავდაპირველად დაიანას მეგობარი იყო. მანამ, ვიდრე რამდენიმე შემთხვევის შედეგად ეჭვი არ გაჩნდა.

ქორწილამდე ორი კვირით ადრე, ჩარლზმა კამილას აჩუქა სამაჯური, რომელზეც G და F ასოები იყო ამოტვიფრული. გლედისისა და ფრედისთვის, ეს მათი მეტსახელები იყო. დაიანა ამ ამბით გაოგნებული იყო... ამბობენ, რომ ის ქორწილის გადატანაზე ალაპარაკდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ამის საშუალებას არავინ მისცემდა...

  • ჩარლზის სატელეფონო საუბრის მოსმენა

როდესაც ჩარლზი და დაიანა დაინიშნენ, დაიანამ დატოვა თავისი პატარა ბინა და გადავიდა ჩარლზის სამეფო რეზიდენციაში, კლარენს ჰაუსში. საბოლოოდ, მან ეს ადგილიც დატოვა, რათა ბუკინგემის სასახლეში გადასულიყო. "ეს იყო მკვდარი ენერგიის ადგილი“ - იგი აღნიშნავდა, რომ იქ თავს სასოწარკვეთილად მარტოდ გრძნობდა.

ეს მარტოობა კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც მან შემთხვევით გაიგო ჩარლზის საუბარი კამილასთან ტელეფონზე, როდესაც ის აბაზანაში იყო.

"რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მეყვარები", - უთხრა მან კამილას.

1981 წლის 29 ივლისს საბოლოოდ დადგა დიდი დღე. 3 500 დამსწრე და 750 მილიონი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, დაიანა სპენსერი უელსის პრინცესა და ჩარლზის ცოლი გახდა.

დაახლოებით 600 000 ადამიანი, რომლებიც შეიკრიბა წმინდა პავლეს ტაძრის წინ, იმ იმედით, რომ თვალი მოეკრათ ამ ზღაპრული წყვილისთვის, რომელთა ურთიერთობაც სავსე იყო ბზარებით. თუმცა, ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად იყო.

  • კამილას ვერ გაექცევა

კამილა ქორწილში მიიწვიეს.

წლების შემდეგაც კი საუბრისას, დაიანამ ნათლად გაიხსენა, რომ დაინახა კამილა, რომელიც ცერემონიაზე ნაცრისფერ კაბაში იყო გამოწყობილი. შესაძლოა, კონკურენტის ნახვამ განაპირობა ის, რომ დაიანამ ჩარლზის სახელები შეცდომით წარმოთქვა და "ჩარლზ ფილიპის“ ნაცვლად მას "ფილიპ ჩარლზ არტურ ჯორჯი“ უწოდა...

  • დაცემა უილიამზე ორსულობის დროს

დაქორწინებიდან ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, ჩარლზსა და დაიანას პირველი შვილი, პრინცი უილიამი შეეძინათ. პირველ შვილზე ორსულობა წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი უნდა ყოფილიყო.

მოგვიანებით ინტერვიუში, დაიანას მეგობარმა, პოლ ბურელმა გაიხსენა, რომ ერთ დღეს ხმა გაიგონა. მოგვიანებით კი, ოთხი თვის ორსული დაიანა უგონო მდგომარეობაში ხის კიბეზე იპოვა. ის დარწმუნებული იყო, რომ მან ეს მიზანმიმართულად გააკეთა… როგორც ჩანს, ის კიბეებიდან ჩარლზის ყურადღების მიპყრობის მიზნით დაეცა...

  • მშობიარობის შემდგომი დეპრესია

მალევე გაირკვა, რომ მშობიარობამ დიდად ვერ გააუმჯობესა დაიანას განწყობა. დაიწყო მშობიარობის შემდგომი დეპრესია. თავად უელსის პრინცესამაც კი ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი მხოლოდ 13 წლის შემდეგ შეძლო...

ის ყვებოდა, რომ რაღაც პერიოდი დილით გაღვიძებულს საწოლიდან ადგომა არ სურდა და თავს უცნაურად გრძნობდა. რაც შეეხება მის ახალ ოჯახს, ის გრძნობდა, რომ ის სტუმრის ამპლუაში უფრო მოსწონდათ, ვიდრე რძლის. დაიანა განადგურებული იყო...

საზოგადოებრივი კონტროლის ზეწოლის და ქმრის კამილასთან ურთიერთობის ფონზე, მას განუვითარდა კვების დარღვევა, რის დასაძლევად მას თითქმის ათი წელი დასჭირდება.

  • ტურნე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

1983 წელს, 21 წლის ასაკში, უელსის პრინცესამ, სამეფო ოჯახის წევრის სტატუსით დაიწყო თავისი პირველი უცხოური ტური. ეს იყო 40-დღიანი ტური ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როგორც წყვილისთვის, ასევე სამეფო ოჯახისთვის.

ეს იყო ყველაზე დიდი სამეფო მოგზაურობა დედოფალ ელიზაბეთის ვიზიტის შემდეგ 1954 წელს და 40 000-მდე ადამიანი იკრიბებოდა მათ სანახავად ყოველ გასვლაზე. თუმცა, რეალობა სხვა იყო...

ტურის დასრულებამდე ცხადი იყო, რომ დაიანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ადამიანების გულებისკენ.... ერთმა ექსპერტმა შეაფასა, რომ 40 დღის განმავლობაში, დაიანამ სულ ცოტა 6000 ადამიანს ჩამოართვა ხელი... ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო.

  • ურთიერთობის მომავლის იმედი

1984 წლის დასაწყისში, როდესაც დაიანა კვლავ დაორსულდა, ჩანდა, რომ ურთიერთობის გადარჩენის სურვილი ნამდვილად იყო - ამ ერთხელაც. ჰარის დაბადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩარლზი და დაიანა საკმაოდ დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

დაიანამ იცოდა, რომ მემკვიდრის შემდეგ, ჩარლზს სურდა ქალიშვილი. პრინცესამ არჩია დამალვა, რომ ბიჭი ჰყავდა, რათა არ გაეფუჭებინა გაუმჯობესებული ურთიერთობა. გარდა ამისა, იგი იმედოვნებდა, რომ ჯანმრთელი ვაჟი ჩარლზს ისე გაახარებდა, რომ ის დაივიწყებდა თავის სურვილს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

  • ჩარლზის უადგილო ხუმრობები ჰარის დაბადებისას

თავად დაიანას თქმით, მათი ახლად აღმოჩენილი ოჯახური ნეტარება ზუსტად პრინც ჰარის დაბადებამდე გაგრძელდა. პირველივე დანახვისთანავე, პრინცის კომენტარი ასეთი იყო: "ღმერთო, ეს ბიჭია და მას თმაც კი წითელი აქვს".

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მან თქვა, რომ ხუმრობდა, მისმა კომენტარებმა დაიანას თავმოყვარეობა შეულახა. ჯერ ერთი, მან გააჩინა სრულიად ჯანმრთელი ბიჭი ცხრასაათიანი ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ. მეორეც, მისი ოჯახი სავსე იყო წითურებით, ამიტომ მან ეს კომენტარი დამატებით პირად შეურაცხყოფად მიიღო.

  • მარტო ტაჯ მაჰალში

1992 წლის დასაწყისში მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ უელსის პრინცისა და პრინცესას ქორწინება დაშლის პირას იყოს. ჩარლზთან ერთად ინდოეთში სამეფო ტურნეში ყოფნისას დაიანა გადაიღეს მარტო მჯდომარე სკამზე ტაჯ მაჰალის წინ.

კიდევ უფრო სიმბოლური კი ამ ამბავში ის იყო, რომ 12 წლით ადრე, სწორედ ამ ადგილს ჩარლზი ეწვია და იმავე ძეგლის წინ მდებარე სკამზე მარტომ იპოზიორა. მაშინ მან პირობა დადო, რომ ერთ დღეს ამ ადგილზე საყვარელ ქალთან ერთად დაბრუნდებოდა. ეს პირობა მას არასოდეს შეუსრულებია.

  • კოცნა, რომელიც არ შედგა

მოგვიანებით, ტურის განმავლობაში, საგამოფენო პოლოს მატჩში გამარჯვების შემდეგ ჩარლზი წავიდა პრიზის მისაღებად.

ამ დროს ტრადიციულ კოცნაზე მან უარი თქვა. თუმცა, მალევე გააცნობიერა საქციელი, დაბრუნდა და მეუღლის კოცნა ლოყაზე სცადა, თუმცა დაიანამ ამისი საშუალება არ მისცა.

მოგვიანებით დაიანამ აღიარა, რომ განზრახ დაამცირა ჩარლზი.

  • ჩარლზი ხუმრობს ორი ცოლის ყოლაზე

სამხრეთ კორეაში ვიზიტისას, ჩარლზმა რამდენჯერმე ახსენა, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა მისთვის, ორი ცოლი რომ ჰყავდეს. ხალხმა გაიცინა, თუმცა დაიანამ - არა. კამილასთან ჩარლზის მიმდინარე რომანის გათვალისწინებით, რაც იმ მომენტში საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, ის უკიდურესად ცუდ ხასიათზე დადგა.

  • სამნი ერთ ქორწინებაში

1995 წლის ინტერვიუში საუბრისას დაიანამ განაცხადა, რომ გრძნობდა "ღრმა, ღრმა მწუხარებას" განქორწინების გამო. მისი თქმით, ისინი იბრძოდნენ მის შესანარჩუნებლად, მაგრამ საბოლოოდ ენერგია უბრალოდ ამოიწურა.

სამეფო ოჯახის წევრისთვის მართლაც უპრეცედენტო იყო ასე გულახდილად საუბარი მათ განსაცდელებსა და პრობლემებზე.

დაიანა ლაპარაკობდა ყველაფერზე, დაწყებული კვებითი აშლილობით - ან "საიდუმლო დაავადებით", როგორც თავად უწოდებდა - დამთავრებული ქმართან ურთიერთობით. კითხვაზე, იყო თუ არა კამილა მისი ქორწინების დაშლის მიზეზი, დაიანამ უპასუხა: ”კარგი, ჩვენ სამი ვიყავით ამ ქორწინებაში, ამიტომ ცოტა ხალხმრავლობა იყო”.

1992 წელს განშორების მიუხედავად, ჩარლზი და დაიანა ოფიციალურად არ განქორწინდნენ. საბოლოოდ ეს 1996 წელს მოხდა.

მაშინ ჩარლზმა განაცხადა, რომ აღარ გადაიხდის დაიანას გადასახადებს. ამის ნაცვლად, მან მიიღო განქორწინების ერთჯერადი გადასახადი, სულ მცირე 22,5 მილიონი დოლარის ღირებულების.

დაიანას 40 საყვარელ მაღაზიას დაევალა დაეწყო გადასახადების გაგზავნა დაიანასთან და არა ჩარლზთან. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო.

დაიანას უფლება მიეცა შეენარჩუნებინა უელსის პრინცესას ტიტული, რადგან ის ჯერ კიდევ მომავალი მეფის დედა იყო.

  • საბოლოოდ ჩარლზი იღებს იმას, რაც სურს

1997 წელს, პარიზში ავტოკატასტროფაში პრინცესა დაიანას სიცოცხლე დასრულდა.

დაკრძალვის შემდეგ, პრინცმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ხელახლა დაქორწინებას. ჩარლზმა ეს გააკეთა 2005 წელს და დაქორწინდა კამილაზე, რომელიც თავად განქორწინებული იყო.

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩარლზმა და კამილამ თავიანთი რომანი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და ამ დროს ორივემ განიცადა ინტენსიური საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია. წარსულში ეს ორი იყო საზოგადოების ნომერ პირველი მტრები, რომლებსაც მსოფლიო ლანძღავდა დაიანას ხანმოკლე და სევდიან ცხოვრებაში მათი სავარაუდო როლისთვის.

ჩარლზთან გაყრიდან რამდენიმე თვეში მან დოდი ალფაედი გაიცნო, დაიანას დოდი შეუყვარდა, დოდის კი - დაიანა. ის ბედნიერი იყო, რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა და სწორედ ეს იყო, რაც წლების განმავლობაში აკლდა.

არსებობს ვერსია, რომ დაიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით გამოწვეული არ იყო. ადამიანთა ნაწილს დღემდე სჯერა, რომ დაიანას ეს მოუწყეს. ამასთანავე, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ამ თემასთან დაკავშირებით დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად "კრიმინალური მკვლელობა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში დღესაც აკრძალულია.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა