სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2022 წელს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა 75% შეადგინა - "პალიტრის პრაქტიკული აკადემიის" დირექტორი
2022 წელს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა 75% შეადგინა - "პალიტრის პრაქტიკული აკადემიის" დირექტორი

ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზო­გი­ერთ სას­წავ­ლო კურ­სზე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზეც კი, პრაქ­ტი­კის დაგ­რო­ვე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისევ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს, მათ შო­რის მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ 2014 წელს და­ფუძნ­და „პა­ლიტ­რის პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“, რომ­ლის მი­ზა­ნიც დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის და­ნერგვით პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იყო. აკა­დე­მია უკვე 8 წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა კურსს და ყო­ველ­წლი­უ­რად გვაც­ნობს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბას.

რა მიღ­წე­ვე­ბი აქვს აკა­დე­მი­ას წელს და სად საქმდე­ბი­ან შემ­დეგ მისი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ამის შე­სა­ხებ „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტორ­სა და „პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გის“ ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს თე­ო­ნა კუ­პა­ტა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

რო­გორ შე­ა­ჯა­მებთ „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­სულ წელს? რო­გო­რი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეთ? რო­გო­რი უკუ­კავ­ში­რი გაქვთ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის­გან?

„მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პროგ­რა­მა“ „პა­ლიტ­რა აკა­დე­მი­ის“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი პროგ­რა­მაა, პროგ­რა­მის მი­ზა­ნი მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი გუნ­დის წევ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, მათი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ბა­მი­სად მე­დი­ის კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა და ამ გზით გან­ვი­თა­რე­ბაა.

პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­ზანს წარ­მო­ად­გენს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბა. ამ­ჟა­მად საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს (75 % მეტი).

ბოლო პე­რი­ოდ­ში პროგ­რა­მა და­იხ­ვე­წა და უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის. პროგ­რა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და მენ­ტო­რე­ბის გა­მო­კი­თხვას, აქ­ტი­უ­რად ვსა­უბ­რობთ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ვცდი­ლობთ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად პრაქ­ტი­კუ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მას­ტერკლა­სებს ეთ­მო­ბა და მას უძღვე­ბი­ან თა­ვი­ანთ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რი პრაქ­ტი­კის მქო­ნე სპი­კე­რე­ბი.

პროგ­რა­მის პირ­ველ ნა­წილ­ში გვაქვს შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გიც და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბა, მა­გა­ლი­თად, ბოლო ნა­კად­ზე გვქონ­და Drum მას­ტერკლა­სი.

პროგ­რა­მის მე­ო­რე ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­დი­ის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით (ტე­ლე­ვი­ზია, რა­დიო, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო, ვებ­მე­დია) მო­ნაც­ვლე­ო­ბით გა­დი­ან პრაქ­ტი­კას, ასე­ვე, მათ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­ან­თი ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯონ კონ­ტენტ მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პროგ­რა­მის ბო­ლოს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით ამ­ზა­დე­ბენ პრო­ექტს და აჯა­მე­ბენ სწავ­ლის პე­რი­ოდს, რომ­ლის შემ­დგო­მაც ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლა პრო­ექ­ტმა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი? არის თუ არა ეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სი იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, რომ შემ­დეგ მო­ნა­წი­ლემ თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში თა­ვის სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მო­ჩე­ნა შეძ­ლოს?

პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნია, ამა­ზე დას­ტუ­რი კი უკვე არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბაა. მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად იმუ­შა­ონ და მხო­ლოდ მცი­რე­დით სა­ჭი­რო­ე­ბენ მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მას.

პროგ­რა­მა არის პირ­ვე­ლი ძი­რი­თა­დი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლეს მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბას სძენს და ეხ­მა­რე­ბა იპო­ვოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი მე­დი­ის სფე­რო­ში.

აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას და ხდე­ბა თუ არა ეს ძი­რი­თა­დად „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ პლატ­ფორ­მებ­ზე?

კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა იპო­ვა სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა შექ­მნა მე­დი­ის სფე­რო­ში. კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი, მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აკა­დე­მი­ის ზო­გი­ერ­თი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც მუ­შა­ო­ბენ.

და­ბო­ლოს, რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ას“?

ჩვენ მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ გა­ვი­აზ­როთ მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი და გან­ვა­ვი­თა­როთ პროგ­რა­მა, გავ­ხა­დოთ შე­დეგ­ზე და მე­დი­ის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ ახალ კურსს 2023 იან­ვრი­დან ვი­წყებთ. ვი­საც აინ­ტე­რე­სებს მე­დი­ის სფე­რო და სურს, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯოს, შე­უძ­ლია, გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია და შე­მო­უ­ერ­თდეს ჩვენს გუნდს.

რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

2022 წელს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა 75% შეადგინა - "პალიტრის პრაქტიკული აკადემიის" დირექტორი

2022 წელს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა 75% შეადგინა - "პალიტრის პრაქტიკული აკადემიის" დირექტორი

ნებისმიერ სფეროში თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები და გამოცდილება პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია. ზოგიერთ სასწავლო კურსზე უმაღლესი განათლების საფეხურებზეც კი, პრაქტიკის დაგროვება ჩვენს ქვეყანაში ისევ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის მედიის მიმართულებითაც.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ 2014 წელს დაფუძნდა „პალიტრის პრაქტიკული აკადემია“, რომლის მიზანიც დუალური სწავლების დანერგვით პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება იყო. აკადემია უკვე 8 წელია, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა კურსს და ყოველწლიურად გვაცნობს კურსდამთავრებულების წარმატებას.

რა მიღწევები აქვს აკადემიას წელს და სად საქმდებიან შემდეგ მისი კურსდამთავრებულები, ამის შესახებ „პრაქტიკული აკადემიის“ დირექტორსა და „პალიტრა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თეონა კუპატაძეს ვესაუბრეთ:

როგორ შეაჯამებთ „პრაქტიკული აკადემიის“ საქმიანობას გასულ წელს? როგორი შედეგები მიიღეთ? როგორი უკუკავშირი გაქვთ კურსდამთავრებულებისგან?

„მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამა“ „პალიტრა აკადემიის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა, პროგრამის მიზანი მედიის მიმართულებით ახალი გუნდის წევრების მოძიება, მათი პოტენციალის შესაბამისად მედიის კონკრეტული მიმართულების შერჩევა და ამ გზით განვითარებაა.

პროგრამის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს კურსდამთავრებულების დასაქმება. ამჟამად საკმაოდ მაღალი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს (75 % მეტი).

ბოლო პერიოდში პროგრამა დაიხვეწა და უფრო საინტერესო გახდა მონაწილეებისთვის. პროგრამის განმავლობაში ვახორციელებთ კურსდამთავრებულების და მენტორების გამოკითხვას, აქტიურად ვსაუბრობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ვცდილობთ სწავლების პროცესი იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული.

პროგრამის პირველი ნაწილი მასტერკლასებს ეთმობა და მას უძღვებიან თავიანთ სფეროში აქტიური პრაქტიკის მქონე სპიკერები.

პროგრამის პირველ ნაწილში გვაქვს შემოქმედებითობის განვითარების ტრენინგიც და შესაბამისი აქტივობა, მაგალითად, ბოლო ნაკადზე გვქონდა Drum მასტერკლასი.

პროგრამის მეორე ეტაპზე მონაწილეები მედიის ყველა მიმართულებით (ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ვებმედია) მონაცვლეობით გადიან პრაქტიკას, ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ძალები მოსინჯონ კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით.

პროგრამის ბოლოს მონაწილეები მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით ამზადებენ პროექტს და აჯამებენ სწავლის პერიოდს, რომლის შემდგომაც ვიღებთ გადაწყვეტილებას დასაქმებასთან დაკავშირებით.

რამდენად გაამართლა პროექტმა თქვენი მოლოდინი? არის თუ არა ეს მოკლევადიანი კურსი იმდენად ყოვლისმომცველი, რომ შემდეგ მონაწილემ თავის პროფესიაში თავის სრულფასოვნად წარმოჩენა შეძლოს?

პროგრამა საკმაოდ ეფექტიანია, ამაზე დასტური კი უკვე არსებული გამოცდილება და ბიზნესის წარმომადგენლების კმაყოფილებაა. მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ და მხოლოდ მცირედით საჭიროებენ მიმართულების მიცემას.

პროგრამა არის პირველი ძირითადი ნაბიჯი, რომელიც მონაწილეს მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს და ეხმარება იპოვოს საკუთარი ადგილი მედიის სფეროში.

აგრძელებენ თუ არა კურსდამთავრებულები თავიანთ პროფესიაში საქმიანობას და ხდება თუ არა ეს ძირითადად „პალიტრა მედიის“ პლატფორმებზე?

კურსდამთავრებულების დიდმა ნაწილმა იპოვა საკუთარი ადგილი და წარმატებული კარიერა შექმნა მედიის სფეროში. კურსდამთავრებულებს შორის არიან „პალიტრანიუსის“ დილის გადაცემის წამყვანები, მულტიმედია ჟურნალისტები. აღსანიშნავია, რომ აკადემიის ზოგიერთი კურსდამთავრებული სხვა ტელევიზიებშიც მუშაობენ.

დაბოლოს, რა სამომავლო გეგმები აქვს „პრაქტიკულ აკადემიას“?

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავიაზროთ მონაწილეებს საჭიროებები, ინტერესები და განვავითაროთ პროგრამა, გავხადოთ შედეგზე და მედიის საჭიროებებზე ორიენტირებული, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

აღსანიშნავია, რომ „პრაქტიკული აკადემიის“ ახალ კურსს 2023 იანვრიდან ვიწყებთ. ვისაც აინტერესებს მედიის სფერო და სურს, საკუთარი ძალები მოსინჯოს, შეუძლია, გაიაროს რეგისტრაცია და შემოუერთდეს ჩვენს გუნდს.

რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით ბმულს.