სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადამიანობისგან სრულად ცარიელია, მაგრამ არაგასაკვირი... " - რას წერს დათო გორგილაძე სააკაშვილის კადრებზე
"ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადამიანობისგან სრულად ცარიელია, მაგრამ არაგასაკვირი... " - რას წერს დათო გორგილაძე სააკაშვილის კადრებზე

მწე­რა­ლი დათო გორ­გი­ლა­ძე, რო­მე­ლიც ახლა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" მუ­შა­ობს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო, მთავ­რო­ბას აკ­რი­ტი­კებს.

ამის შე­სა­ხებ მან პოს­ტი გუ­შინ და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. თუმ­ცა დღეს გორ­გი­ლა­ძემ იგი­ვე პოს­ტი ისევ და­წე­რა და წაშ­ლა იმით ახ­სნა, რომ პოს­ტში მოყ­ვა­ნი­ლი იტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის წყა­რო არ ახ­სოვ­და.

"საბ­ჭო­თა რე­ჟიმს ჰქონ­და სას­ტი­კი მე­თო­დი, რო­მელ­შიც მისი დამ­ხმა­რე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო იყო - პო­ლი­ტი­კუ­რად მი­უ­ღე­ბელ ადა­მი­ა­ნებს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით გა­ამ­წე­სებ­დნენ ხოლ­მე იქ და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­დაჰ­ყავ­დათ ჭკუ­ი­დან. ბროდსკი ამის მა­გა­ლი­თია. შუ­ა­ღა­მი­სას, ღრმა ძილ­ში მყოფს უცა­ბე­დად აღ­ვი­ძებ­დნენ და ყი­ნუ­ლი­ვით ცივ აბა­ზა­ნა­ში აგ­დებ­ნენ. მერე ზე­წარს შე­მო­ახ­ვევ­დნენ და ცხელ გა­მათ­ბო­ბელ­თან აწ­ვენ­დნენ (ვი­თომ­და მზრუნ­ვე­ლო­ბის მიზ­ნით). ზე­წა­რი შრე­ბო­და და პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ეზ­რდე­ბო­და კანს. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ძილ­ში მყოფს დე­კო­რა­ცი­ას უც­ვლიდ­ნენ პა­ლა­ტა­ში, სა­დაც გან­გებ არ­ღვევ­დნენ ავე­ჯის პრო­პორ­ცი­ებს - სკა­მი მა­გი­და­ზე დიდი იყო, კა­რა­და სა­წოლ­ზე პა­ტა­რა [ეს წა­კი­თხუ­ლი მაქვს, მაგ­რამ ახლა ვერ მი­ვა­გე­ნი სან­დო წყა­როს. პ.ს ეს იყო გუ­შინ­დე­ლი პოს­ტის წაშ­ლის მი­ზე­ზი].

"ეს იყო ყვე­ლა­ზე ცუდი რამ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში" - ამ­ბობს ბროდსკი. ბროდსკი გა­და­ურ­ჩა რე­ჟიმს. მაგ­რამ ბევ­რი ვერ და­უძ­ვრა ხე­ლი­დან და ჩარ­ჩა სა­მუ­და­მოდ იმ წი­აღ­ში. ლე­გი­ო­ნია მათი სა­ხე­ლი.

ახლა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე: ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს ნა­ბი­ჯი ადა­მი­ა­ნო­ბის­გან რომ სრუ­ლად ცა­რი­ე­ლია მა­თე­მა­ტი­კუ­რი სი­ზუს­ტით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ. არაჰუ­მა­ნუ­რია, მაგ­რამ არა­გა­საკ­ვი­რი. გვი­ნა­ხავს აქამ­დეც. შემ­ზა­რა­ვი ის არის, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, თვალ­სა და ხელ შუა ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლი­თი შოუს თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სო­ცი­ა­ლურ ექ­სპე­რი­მენტს და­ემ­სგავ­სა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ჩვენც ვართ. რა თქვს გუ­შინ­დე­ლი კად­რე­ბით? სხვა­დას­ხვა აუ­დი­ტო­რი­ის­თვის სხვა­დას­ხვა რამ:

1. სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ებს უთხრეს: "ხე­დავთ, რას და­ვამ­სგავ­სეთ თქვე­ნი ლი­დე­რი? - გა­ვა­გი­ჟეთ, შევ­შა­ლეთ, მაგ­რამ ჯერ სად ხართ";

2. სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ძუ­ლე­ებს მი­უ­გეს: "აჰა თქვენ შუ­რის­ძი­ე­ბა - მი­ი­ღეთ ხონ­ჩით, გა­და­ი­ღეთ, მი­ირ­თვით, შე­გარ­გოთ";

3. პო­ლი­ტი­კო­სებს აჩ­ვე­ნეს, რომ ყვე­ლას­თვის შე­უძ­ლი­ათ იმა­ვეს გა­კე­თე­ბა;

4. სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებს მი­ა­ნიშ­ნეს, ეს ყო­ველ­თვის ასე­თი იყო და ხე­დავთ რის­გან გიხ­სე­ნი­თო?! ცოტა დაყ­ვედ­რე­ბა­საც ჰგავ­და.

5. ნე­იტ­რა­ლურ ამომ­რჩე­ველს უჩ­ვე­ნეს: "ცო­ცხა­ლია აგერ. ხელ-ფეხ­საც რა მარ­დად იქ­ნევს. რა ეტყო­ბა ამას ცუ­დად მყო­ფის". მოკ­ლედ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა კერძს ჰყავს თა­ვის მუშ­ტა­რი. სა­წყე­ნი ისაა, რომ ეს "ჯანქ ფუდი" გა­ხა­დეს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნი.

აი, ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ხი­ფა­თო გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის არა­თუ მომ­ღი­მა­რი, არა­მედ ახარ­ხა­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბია. ჟი­ნი­თა და დორ­ბლით აღ­სავ­სე. "ახია", "მე­ტის ღირ­სია", "აბა რა ეგო­ნა"...

ადა­მი­ა­ნი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი არ­სე­ბაა, მაგ­რამ როცა შუ­რის­ძი­ე­ბა ეროვ­ნუ­ლი სპორ­ტი ხდე­ბა, იმ ერის მო­მა­ვა­ლი ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია."რა მოხ­და მერე, ცოტა ხნით მი­ი­ძი­ნოს დე­მოკ­რა­ტი­ამ, ადა­მი­ა­ნო­ბამ. ქრის­ტე­მაც მი­ი­ძი­ნოს. ამ ერთხელ არა­ფე­რი უშავს". არა­და, პირ­ველ რიგ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ძუ­ლე­ე­ბის­თვის უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს სუ­რა­თი სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლი. თუ მათ ამ ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი ეჯავ­რე­ბათ (მათ შო­რის მისი მმარ­თვე­ლო­ბი­სას პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო), რა გა­მო­დის? უა­რესს აკე­თე­ბენ? ჰგო­ნი­ათ ტა­შის დაკ­ვრა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ არის? იქ­ნებ უა­რე­სი­ცაა. ქვე­ყა­ნას, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რო­ბენ, აშე­ნებს ჰუ­მა­ნუ­რი და კა­ნონ­მორ­ჩი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. და არა სა­სიკ­ვდი­ლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ა­ლი­თი შოუს შემ­ყუ­რე, სიკ­ვდი­ლით მო­სე­ი­რე ხალ­ხი." - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" გორ­გი­ლა­ძე.

სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია ა.წ. აგ­ვის­ტო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე. ბოლო კად­რე­ბი თა­რიღ­დე­ბა 12 დე­კემ­ბრით და მას­ში ჩანს, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს დამ­ხმა­რე გა­და­სა­ად­გი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თამარი
1

ეს კაცი საქართველოში ცხოვრობს?

კიდევ ერთხელ კარგად წაიკითხეთ
0

 წერს: რასაც ნაცები აკეთებდნენ იგივეს ნუ აკეთებთო!... და აქ ნუ ატეხეთ ქოც-ქოცი!!!

ვისაც კანონიერებაზე გაქვთ პრეტენზია და თვლით რომ სამართლიანები ხართ,გამაგებინეთ რატომ იწონებთ და გამოძრავებთ შურისძიება უკანონო მეთოდებით?! 

 ადამიანი რაღაცით ხომ უნდა განსხვავდებოდეს იმ არასწორი ხალხისგან ვინც პატიმრებს აწამებდა და სიამოვნებდა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადამიანობისგან სრულად ცარიელია, მაგრამ არაგასაკვირი... " - რას წერს დათო გორგილაძე სააკაშვილის კადრებზე

"ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადამიანობისგან სრულად ცარიელია, მაგრამ არაგასაკვირი... " - რას წერს დათო გორგილაძე სააკაშვილის კადრებზე

მწერალი დათო გორგილაძე, რომელიც ახლა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მუშაობს, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო, მთავრობას აკრიტიკებს.

ამის შესახებ მან პოსტი გუშინ დაწერა სოციალურ ქსელში, მაგრამ მოგვიანებით წაშალა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა დღეს გორგილაძემ იგივე პოსტი ისევ დაწერა და წაშლა იმით ახსნა, რომ პოსტში მოყვანილი იტორიული მაგალითების წყარო არ ახსოვდა.

"საბჭოთა რეჟიმს ჰქონდა სასტიკი მეთოდი, რომელშიც მისი დამხმარე ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო - პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანებს სასამართლოს განჩინებით გაამწესებდნენ ხოლმე იქ და ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად გადაჰყავდათ ჭკუიდან. ბროდსკი ამის მაგალითია. შუაღამისას, ღრმა ძილში მყოფს უცაბედად აღვიძებდნენ და ყინულივით ცივ აბაზანაში აგდებნენ. მერე ზეწარს შემოახვევდნენ და ცხელ გამათბობელთან აწვენდნენ (ვითომდა მზრუნველობის მიზნით). ზეწარი შრებოდა და პირდაპირი მნიშვნელობით ეზრდებოდა კანს. არსებობს ვერსია, რომ ძილში მყოფს დეკორაციას უცვლიდნენ პალატაში, სადაც განგებ არღვევდნენ ავეჯის პროპორციებს - სკამი მაგიდაზე დიდი იყო, კარადა საწოლზე პატარა [ეს წაკითხული მაქვს, მაგრამ ახლა ვერ მივაგენი სანდო წყაროს. პ.ს ეს იყო გუშინდელი პოსტის წაშლის მიზეზი].

"ეს იყო ყველაზე ცუდი რამ, ჩემს ცხოვრებაში" - ამბობს ბროდსკი. ბროდსკი გადაურჩა რეჟიმს. მაგრამ ბევრი ვერ დაუძვრა ხელიდან და ჩარჩა სამუდამოდ იმ წიაღში. ლეგიონია მათი სახელი.

ახლა გუშინ გავრცელებულ კადრებზე: ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადამიანობისგან რომ სრულად ცარიელია მათემატიკური სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ. არაჰუმანურია, მაგრამ არაგასაკვირი. გვინახავს აქამდეც. შემზარავი ის არის, რომ დროთა განმავლობაში, თვალსა და ხელ შუა ეს ყველაფერი რეალითი შოუს თუ სატელევიზიო სოციალურ ექსპერიმენტს დაემსგავსა, რომლის მონაწილეებიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩვენც ვართ. რა თქვს გუშინდელი კადრებით? სხვადასხვა აუდიტორიისთვის სხვადასხვა რამ:

1. სააკაშვილის მომხრეებს უთხრეს: "ხედავთ, რას დავამსგავსეთ თქვენი ლიდერი? - გავაგიჟეთ, შევშალეთ, მაგრამ ჯერ სად ხართ";

2. სააკაშვილის მოძულეებს მიუგეს: "აჰა თქვენ შურისძიება - მიიღეთ ხონჩით, გადაიღეთ, მიირთვით, შეგარგოთ";

3. პოლიტიკოსებს აჩვენეს, რომ ყველასთვის შეუძლიათ იმავეს გაკეთება;

4. საკუთარ მხარდამჭერებს მიანიშნეს, ეს ყოველთვის ასეთი იყო და ხედავთ რისგან გიხსენითო?! ცოტა დაყვედრებასაც ჰგავდა.

5. ნეიტრალურ ამომრჩეველს უჩვენეს: "ცოცხალია აგერ. ხელ-ფეხსაც რა მარდად იქნევს. რა ეტყობა ამას ცუდად მყოფის". მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა კერძს ჰყავს თავის მუშტარი. საწყენი ისაა, რომ ეს "ჯანქ ფუდი" გახადეს ჩვენი ყოველდღიური რაციონი.

აი, ყველაზე მეტად სახიფათო გავრცელებულ კადრებზე ადამიანების არათუ მომღიმარი, არამედ ახარხარებული რეაქციებია. ჟინითა და დორბლით აღსავსე. "ახია", "მეტის ღირსია", "აბა რა ეგონა"...

ადამიანი შურისმაძიებელი არსებაა, მაგრამ როცა შურისძიება ეროვნული სპორტი ხდება, იმ ერის მომავალი ძალიან ბუნდოვანია."რა მოხდა მერე, ცოტა ხნით მიიძინოს დემოკრატიამ, ადამიანობამ. ქრისტემაც მიიძინოს. ამ ერთხელ არაფერი უშავს". არადა, პირველ რიგში სააკაშვილის მოძულეებისთვის უნდა ყოფილიყო ეს სურათი საგანგაშო სიგნალი. თუ მათ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ეჯავრებათ (მათ შორის მისი მმართველობისას პენიტენციურ სისტემაში მომხდარი დანაშაულების გამო), რა გამოდის? უარესს აკეთებენ? ჰგონიათ ტაშის დაკვრა და ხელისუფლების წახალისება მონაწილეობა არ არის? იქნებ უარესიცაა. ქვეყანას, სადაც ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ, აშენებს ჰუმანური და კანონმორჩილი საზოგადოება. და არა სასიკვდილო სატელევიზიო რეალითი შოუს შემყურე, სიკვდილით მოსეირე ხალხი." - წერს "ფეისბუქში" გორგილაძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, ეს კადრები გადაღებულია ა.წ. აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. ბოლო კადრები თარიღდება 12 დეკემბრით და მასში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს დამხმარე გადასაადგილებელი საშუალების გარეშე გადაადგილება უჭირს.

ასევე იხილეთ: