2023 წლის 1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება.
აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულია და ის 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
"ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ. აქამდე ნორმა იყო 0.6%, ეს მკაცრდება და ხდება 0.55%, როგორც მაღალ ბრუნზე, ასევე უქმ სვლაზე“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
ჯერ ბენზინებს მიხედონ აზერბაიჯანულ რეგულარს რომ ამდიდრებენ ეთილის სპირტით და მერე გამონაბოლქვი თუნდაც ნულამდე დაწიონ ან 0.55 ნაცვლად 0.3 დააწესონ....ჯერ ბენზინებს მიხედონ....რატო დავიწყებ იმით რომ ზაფხულში ძრავს ხმა არ ამოუღია პრემიუმ ბენზინზე და დღეს იგივე პრემიუმ ბენზიზე გაზზე ფეხი ვერ დამიდგია....სუპერზეც კი.ბენზინებს მიხედონ
ნაცნობობით გატარებას მიხედონ და ბევრი მანქანა გაჩერდება.