მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას, დავაყენებთ შუამდგომლობას, სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით... " - ადვოკატი
"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას, დავაყენებთ შუამდგომლობას, სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით... " - ადვოკატი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხვა­ლინ­დელ პრო­ცეს­ზე რამ­დე­ნი­მე შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნე­ბენ. რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძემ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბას ვერ შეძ­ლებს, შე­საძ­ლოა, და­ა­ყე­ნონ სა­კი­თხი, რომ დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თოს ან პრო­ცე­სი კლი­ნი­კა­ში გა­ი­მარ­თოს, თუმ­ცა პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს.

"მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მოწ­მე­თა სია არ ჩა­იხ­სნე­ბა, მაგ­რამ საქ­მის მსვლე­ლო­ბის დროს არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რამ­დე­ნი­მე მოწ­მე მოვხსნათ. ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტი­კის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, და­ვაკ­ვირ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცია რო­გორ იქ­ნე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის მძი­მედ და მე­ეჭ­ვე­ბა, მოწ­მე­თა საკ­მა­ოდ ვრცე­ლი სია სრუ­ლად და­ი­კი­თხოს. რაც შე­ე­ხე­ბა ხვა­ლინ­დელ პრო­ცესს, ამ პრო­ცე­სის გა­და­დე­ბას ჩვენ არ ვა­პი­რებთ, პი­რი­ქით, რამ­დე­ნი­მე შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას ვა­პი­რებთ. პირ­ვე­ლი, ეს არის სას­ჯე­ლის მოხ­დის ან გა­და­ვა­დე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა, მე­ო­რე, ჩვენ მიერ რო­გორც "ვი­ვა­მე­დი­დან", ისე სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხე­ბი არ მიგ­ვი­ღია. მე­სა­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა იქ­ნე­ბა, რომ თუ მოს­ვლას ვერ შეძ­ლებს, ან ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩა­ერ­თოს ან კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" ჩა­ტარ­დეს პრო­ცე­სი",-გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ კლი­ნი­კა­ში სა­სა­მარ­თლოს ჩა­ტა­რე­ბის პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს.

"თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ შეძ­ლებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბას ან "ვი­ვა­მე­დი­დან" არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო ცნო­ბა, მა­შინ ჩვენ და­ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რომ სა­სა­მარ­თლო თა­ვად მო­ვი­დეს კლი­ნი­კა­ში, ოღონდ ერთი პი­რო­ბით, მოხ­დეს პრო­ცე­სის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის.

"ამ საქ­მე­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იღებს. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, მი­თუ­მე­ტეს ამ პრო­ცე­სის და­წყე­ბის წინ, თავი შე­ი­კა­ვონ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, ეს პრო­ცესს მხო­ლოდ ავ­ნებს",-გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1232134
0

ცოტა აკლია სანტა კლაუსამდე ,ფენოვან დაგეწვა როლინგსტონი

m
1

სამეფო ტახტრევანი მიართვით,ხომ ამბობდა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ვაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას, დავაყენებთ შუამდგომლობას, სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით... " - ადვოკატი

"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას, დავაყენებთ შუამდგომლობას, სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით... " - ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალინდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, შესაძლოა, დააყენონ საკითხი, რომ დისტანციურად ჩაერთოს ან პროცესი კლინიკაში გაიმართოს, თუმცა პირდაპირი ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს.

"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოწმეთა სია არ ჩაიხსნება, მაგრამ საქმის მსვლელობის დროს არ არის გამორიცხული, რამდენიმე მოწმე მოვხსნათ. ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, დავაკვირდებით სიტუაცია როგორ იქნება. მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ და მეეჭვება, მოწმეთა საკმაოდ ვრცელი სია სრულად დაიკითხოს. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, ამ პროცესის გადადებას ჩვენ არ ვაპირებთ, პირიქით, რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ. პირველი, ეს არის სასჯელის მოხდის ან გადავადების დასაბუთება, მეორე, ჩვენ მიერ როგორც "ვივამედიდან", ისე სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, რომელზეც პასუხები არ მიგვიღია. მესამე ინიციატივა იქნება, რომ თუ მოსვლას ვერ შეძლებს, ან ვიზუალურად ჩაერთოს ან კლინიკა "ვივამედში" ჩატარდეს პროცესი",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მან აღნიშნა, რომ კლინიკაში სასამართლოს ჩატარების პრაქტიკა არსებობს.

"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ან "ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო ხელისუფლება არ არის.

"ამ საქმეში გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლება იღებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მითუმეტეს ამ პროცესის დაწყების წინ, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, ეს პროცესს მხოლოდ ავნებს",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.