საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა სააკაშვილს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა... როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?" - პრემიერი
"მინდა სააკაშვილს გულწრფელად  ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა... როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?" - პრემიერი

ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე აბა­რია ღმერ­თს, ვერ ვიქ­ნე­ბი ვერ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ყვე­ლას სი­ცო­ცხლე აკის­რია ღმერ­თს, ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე და ბედი აბა­რია უფალს, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­ე­ხე­ბო­და.

მი­სი­ვე თქმით, არა­ვის სურს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უმ­კურ­ნა­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან მისი გა­რე­მოც­ვის მი­ზა­ნია მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"მე არც ექი­მი ვარ და არ ვიცი, ამ ადა­მი­ანს რა სჭირს, გარ­და იმი­სა, რაც თქვენ მო­ის­მი­ნეთ. ერთი ის ვიცი, რომ ჩა­მოს­ვლის დღი­დან გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და აქ რე­ვო­ლუ­ცია და სის­ხლისღვრა მო­ე­წყო. ცი­ხე­ში ჩას­მის დღი­დან, ჯერ უკ­რა­ი­ნა­ში ომი არ იყო და­წყე­ბუ­ლი, ემუქ­რე­ბო­და ყვე­ლას: "თქვენ არ იცით აქ რამ­დე­ნი­მე ხან­ში სის­ხლის ღვრა და­ი­წყე­ბა, აქ უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა", ამის მუ­ქა­რებს აგ­რძე­ლებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი. შემ­დეგ იცით, რომ 60 დღე იშიმ­ში­ლა და ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში, შიმ­ში­ლო­ბის ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა. ვნა­ხეთ ისიც, რომ კად­რე­ბი გავ­რცელ­და, თურ­მე ის ჭამ­და კი­დე­ვაც, ფა­რუ­ლად იღებ­და საკ­ვებს. აღარ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ჩას­მის დღი­დან მისი ილუ­ზი­ე­ბი იყო, რომ ჯერ ერთ კვი­რა­ში უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო გა­რეთ, შემ­დეგ ერთ თვე­ში, ორ თვე­ში, სამ თვე­ში. სა­კუ­თარ თავს აჯე­რებ­და, რომ ისე „კარ­გად თა­მა­შობ­და“ და ატყუ­ებ­და ყვე­ლას, რომ და­ი­ჯე­რებ­დნენ მის შიმ­ში­ლო­ბას, იმას, რომ ცუ­და­დაა და ყვე­ლა გა­უშ­ვებ­და ცი­ხის გა­რეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ მოხ­დე­ბა. ჩვენ ვართ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, ვინც არ უნდა იყოს ის, რომ კა­ნონ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნოს თავი.

მე ბევ­რი მო­ვის­მი­ნე, რომ თურ­მე ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი დეპ­რე­სი­ა­შია და არ მოს­წონს გა­რე­მო. რო­მელ პა­ტი­მარს მოს­წონს ცი­ხის გა­რე­მო? რატი ბრეგ­ვა­ძე გა­მო­ვი­და და სა­ჯა­როდ შეს­თა­ვა­ზა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის, ნე­ბის­მი­ე­რი კლი­ნი­კი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მი და ად­გილ­ზე უმ­კურ­ნა­ლონ. მათ არ უნ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­კურ­ნა­ლონ. ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, მათი ამო­ცა­ნაა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე აბა­რია ღმერ­თს, ვერ ვიქ­ნე­ბი ვერ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ყვე­ლას სი­ცო­ცხლე აკის­რია ღმერ­თს, ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე და ბედი აბა­რია უფალს“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო აკე­თებს და გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ ყვე­ლა პა­ტიმ­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი.

"ომის პარ­ტია, დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბით სავ­სე ლი­დე­რე­ბის­გან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პარ­ტია არის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, ისი­ნი რას იტყვი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს არევს და ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მო­ა­წყობს იმი­ტომ, რომ ყვე­ლას მი­ე­ზღვე­ბა და გა­ე­ცე­მა სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი. ბოლო გა­თა­მა­შე­ბა, ბოლო კარ­ტი გა­მო­ი­ყე­ნეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოყ­ვა­ნით, ეს სი­სუ­ლე­ლე ჩა­ა­დე­ნი­ნეს და ვნა­ხეთ, რო­გორ დას­რულ­და - ფი­ას­კო­თი, სრუ­ლი ფი­ას­კო­თი დას­რულ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვინ­მეს რა­ი­მე ილუ­ზია არ ჰქონ­დეს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ ომის პარ­ტი­ას, ამ­რე­ვებ­სა და “ლუ­ზე­რებს” არ შე­მო­ვა­ტა­ნი­ნებთ რა­ი­მე არე­უ­ლო­ბას, პი­რი­ქით, ჩვენ გვინ­და მშვი­დო­ბა, რო­გო­რიც არის დღეს ჩვენ­თან, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, კე­თილ­დღე­ო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ეს უნდა იყოს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა.

ამას­თან, მე, რო­გორც ადა­მი­ან­მა ადა­მი­ანს, გულ­წრფე­ლად მინ­და სა­ა­კაშ­ვილს ვუ­სურ­ვო დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ვინ­მეს უხა­რო­დეს?! ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო აკე­თებს და გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ ყვე­ლა პა­ტიმ­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BLACK_WOLFS
1

ყველამ პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე

კორონიკო!
12

დღეს რომ ამდენს ბედავთ ზოგიერთი სინდის ნამუს გარეხცილები, ეს პირდაპირ არის ირაკლის და ოცნების დამსახურება!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მინდა სააკაშვილს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა... როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?" - პრემიერი

"მინდა სააკაშვილს გულწრფელად  ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა... როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?" - პრემიერი

ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა.

მისივე თქმით, არავის სურს მიხეილ სააკაშვილს უმკურნალონ საქართველოში, რადგან მისი გარემოცვის მიზანია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება.

"მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი, ამ ადამიანს რა სჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი, რომ ჩამოსვლის დღიდან გადაწყვეტილი ჰქონდა აქ რევოლუცია და სისხლისღვრა მოეწყო. ციხეში ჩასმის დღიდან, ჯერ უკრაინაში ომი არ იყო დაწყებული, ემუქრებოდა ყველას: "თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში სისხლის ღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება", ამის მუქარებს აგრძელებდა სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში, შიმშილობის ყველა რეკორდი მოხსნა. ვნახეთ ისიც, რომ კადრები გავრცელდა, თურმე ის ჭამდა კიდევაც, ფარულად იღებდა საკვებს. აღარ მინდა ამაზე საუბარი. სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან მისი ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო გარეთ, შემდეგ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში. საკუთარ თავს აჯერებდა, რომ ისე „კარგად თამაშობდა“ და ატყუებდა ყველას, რომ დაიჯერებდნენ მის შიმშილობას, იმას, რომ ცუდადაა და ყველა გაუშვებდა ციხის გარეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ მოხდება. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, არავის მივცემთ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი.

მე ბევრი მოვისმინე, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? რატი ბრეგვაძე გამოვიდა და საჯაროდ შესთავაზა, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ. ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული.

"ომის პარტია, დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, ისინი რას იტყვიან. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამრევებსა და “ლუზერებს” არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა.

ამასთან, მე, როგორც ადამიანმა ადამიანს, გულწრფელად მინდა სააკაშვილს ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.