სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალი პედაგოგების წახალისებით მიზნით სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება
მომავალი პედაგოგების წახალისებით მიზნით სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება

მიმ­დი­ნა­რე კვი­რას, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი, ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს მე­რაბ ხალ­ვაშს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტებს შეხ­ვდა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ფონ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით წა­მო­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის - „მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი“ - ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა და მას ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნო გპფ-ს საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და ის პრო­ექ­ტე­ბი, რა­საც ფონ­დი აფი­ნან­სებ. ასე­ვე, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ირი­ნა ხან­თა­ძემ, ჯილ­დოს მფლო­ბელ­მა რო­ლანდ შა­ვა­ძემ, ათე­უ­ლის წევ­რებ­მა - ინგა მო­სი­ძემ და მა­ნა­ნა მე­ნაბ­დემ ვორ­ქშო­ფი გა­მარ­თეს მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

პრო­ექ­ტი “მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი” ფონ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბის სას­ტი­პენ­დიო პრო­ექ­ტია. იგი 2020 წლი­დან პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და თითო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­დან 10 წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენტს აერ­თი­ა­ნებს. მისი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს და პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შექ­მნას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სტი­პენ­დი­ის თვი­უ­რი ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 150 ₾-ს. მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის სტი­პენ­დი­ან­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად არ­ჩე­ვენ.

სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ფონდს 70-მდე სტი­პენ­დი­ან­ტი ჰყავს 7 სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში: გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სახ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ზუგ­დი­დის შოთა მეს­ხი­ას სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თე­ლა­ვის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და აკა­კი წე­რეთ­ლის სახ. ქუ­თა­ი­სის სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი 2017 წელს შე­იქ­მნა და მისი მი­სი­აა ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. იგი მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას. სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით "გპფ" მო­წო­დე­ბუ­ლია, შე­იქ­მნას სა­ჯა­რო და კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონ­დის მიერ და­ფი­ნანსდა 30-მდე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი. "გპფ-ს" ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში თით­ქმის 4 მლნ. ლარს შე­ად­გენს.ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი - სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი, USAID, UNDP, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, Konrad Adenauer Stiftung, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მომავალი პედაგოგების წახალისებით მიზნით სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება

მომავალი პედაგოგების წახალისებით მიზნით სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება

მიმდინარე კვირას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი, უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და ფონდის სტიპენდიანტებს შეხვდა. ღონისძიება ფონდის ინიციატივით წამოწყებული პროექტის - „მომავალი პედაგოგი“ - ფარგლებში გაიმართა და მას ამავე უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სტუდენტები და ფონდის სტიპენდიანტები ესწრებოდნენ.

ფონდის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გპფ-ს საქმიანობა განათლების სფეროში და ის პროექტები, რასაც ფონდი აფინანსებ. ასევე, სტუდენტებისთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელმა ირინა ხანთაძემ, ჯილდოს მფლობელმა როლანდ შავაძემ, ათეულის წევრებმა - ინგა მოსიძემ და მანანა მენაბდემ ვორქშოფი გამართეს მასწავლებლის როლისა და თანამედროვე პედაგოგის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტი “მომავალი პედაგოგი” ფონდის მიერ ინიცირებული წახალისების სასტიპენდიო პროექტია. იგი 2020 წლიდან პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხორციელდება და თითო უმაღლესი სასწავლებლიდან 10 წარმატებულ სტუდენტს აერთიანებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ₾-ს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდს 70-მდე სტიპენდიანტი ჰყავს 7 სახელმწიფო უნივერსიტეტში: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით "გპფ" მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 30-მდე საგანმანათლებლო პროექტი. "გპფ-ს" ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 4 მლნ. ლარს შეადგენს.ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა ორგანიზაციები.

NS