სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს - ვეცდები, ვადის ამოწურვამდე, 8 დეკემბრამდე "სასამართლო მეგობრის" მოსაზრება გავგზავნოთ" - ლომჯარია
"სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს - ვეცდები, ვადის ამოწურვამდე, 8 დეკემბრამდე "სასამართლო მეგობრის" მოსაზრება გავგზავნოთ" - ლომჯარია

არ ვა­პი­რებ მივ­მარ­თო სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ვა­პი­რებ, მივ­მარ­თო სა­სა­მარ­თლო მე­გობ­რის მო­საზ­რე­ბას, რად­გან ერთი დღე დამ­რჩა პო­ზი­ცი­ა­ზე და ვა­პი­რებ ამ პო­ზი­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით , - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ექიმ­თა ჯგუ­ფის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა გა­სა­ჯა­როვ­და.

რო­გორც ომ­ბუდსმენ­მა გან­მარ­ტა, სა­ხალ­დო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის ვადა 2022 წლის 8 დე­კემ­ბერს ეწუ­რე­ბა, მა­ნამ­დე კი აპი­რებს სა­სა­მარ­თლო მე­გობ­რის მო­საზ­რე­ბით ისარ­გებ­ლოს, რად­გა­ნაც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან გა­და­ვა­დე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ლომ­ჯა­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცია სა­სა­მარ­თლოს მი­მართ იქ­ნე­ბა ის, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს პა­ცი­ენ­ტის, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლი, პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში გა­ნი­ხი­ლოს და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

“პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა სა­სა­მარ­თლო მე­გობ­რის მო­საზ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი და უნი­კა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის პრაქ­ტი­კის თა­ო­ბა­ზე, ასე­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ანა­ლი­ზიც. ამ კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ჩვენ ისე­დაც ვა­პი­რებ­დით, ბოლო ხუთი წლის კვლე­ვის შე­დე­გე­ბია, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ ვა­და­ში ეს ვერ მო­ეს­წრე­ბა, მაგ­რამ ამ კვლე­ვის მიგ­ნე­ბებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რაც ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა ერთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ცალ­სა­ხაა, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი, რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სსკ-ის 283-ე მუხ­ლის მო­თხოვ­ნას, რო­მე­ლიც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სულ მცი­რე, ით­ვა­ლის­წი­ნებს მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან გა­და­ვა­დე­ბას. ამი­ტომ, სა­მარ­თლებ­რი­ვად თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მე, ეს დას­კვნა მე­უბ­ნე­ბა იმას, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე. სსკ-ის 283-ე მუხ­ლი ამ­ბობს, რომ მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან გა­და­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს თუ მისი და­ა­ვა­დე­ბა მძი­მეა, რაც ხელს უშ­ლის სას­ჯე­ლის მოხ­დას. ამი­ტომ, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა მძი­მედ და საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბა გვაქვს, ვფიქ­რობ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან გა­და­ვა­დე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ჩემ­მა კონ­სი­ლი­უმ­მა ვერ შეძ­ლო მისი მდგო­მა­რე­ო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი შე­ფა­სე­ბა იმი­ტომ, რომ ჩვენ არ გვყავს უფრო მეტი სპე­ცი­ა­ლო­ბის ექ­სპერ­ტე­ბი და სრულ­ყო­ფი­ლი კვლე­ვა არ გვი­წარ­მო­ე­ბია, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლიც იყო, შე­საძ­ლოა იყოს კი­დევ სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი, მხა­რე ამას წარ­მო­ად­გენს. შე­საძ­ლოა მხა­რის მიერ შედ­გე­ნი­ლი ექ­სპერ­ტი­ზით სა­ერ­თოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­საც აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, მაგ­რამ მე ვსა­უბ­რობ ჩემი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, ვეც­დე­ბი, რომ ჩემი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე, ანუ 8 დე­კემ­ბრამ­დე სა­სა­მარ­თლო მე­გობ­რის მო­საზ­რე­ბა გავ­გზავ­ნოთ“, - აცხა­დებს ლომ­ჯა­რია.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

კითხონ ხალხს, უნდათ სახალხო ვითომდამცველი? ნაცებს ოხრად ჰყავთ დამცველები შიგნით თუ გარეთ და ხალხის სახელით. რატომ გინდათ კიდევ მიუმატოთ?

კუდი
0

ამ ქალს უნდა კუდის მოქნევა, არ მიირთვას.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს - ვეცდები, ვადის ამოწურვამდე, 8 დეკემბრამდე "სასამართლო მეგობრის" მოსაზრება გავგზავნოთ" - ლომჯარია

"სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს - ვეცდები, ვადის ამოწურვამდე, 8 დეკემბრამდე "სასამართლო მეგობრის" მოსაზრება გავგზავნოთ" - ლომჯარია

არ ვაპირებ მივმართო სალომე ზურაბიშვილს, ვაპირებ, მივმართო სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, რადგან ერთი დღე დამრჩა პოზიციაზე და ვაპირებ ამ პოზიციის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ექიმთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გასაჯაროვდა.

როგორც ომბუდსმენმა განმარტა, სახალდო დამცველის პოზიციაზე მუშაობის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება, მანამდე კი აპირებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ისარგებლოს, რადგანაც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს.

ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასამართლოს მიმართ იქნება ის, რომ გაითვალისწინოს პაციენტის, მსჯავრდადებული, ბრალდებული, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

“პარალელურ რეჟიმში ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სასამართლო მეგობრის მოსაზრების მომზადებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ მოცულობითი და უნიკალური კვლევა ჩაატარა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების პრაქტიკის თაობაზე, ასევე საკანონმდებლო ანალიზიც. ამ კვლევის გამოქვეყნებას ჩვენ ისედაც ვაპირებდით, ბოლო ხუთი წლის კვლევის შედეგებია, თუმცა სამწუხაროდ, ჩემ ვადაში ეს ვერ მოესწრება, მაგრამ ამ კვლევის მიგნებებს გამოვიყენებთ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

რაც ალბათ, ყველაზე მთავარია, კონსილიუმის დასკვნა ერთ საკითხთან დაკავშირებით ცალსახაა, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება სსკ-ის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც ასეთ სიტუაციაში, სულ მცირე, ითვალისწინებს მსჯავრდადებულის სასჯელის მოხდისგან გადავადებას. ამიტომ, სამართლებრივად თუ ვიმსჯელებთ, მე, ეს დასკვნა მეუბნება იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. სსკ-ის 283-ე მუხლი ამბობს, რომ მსჯავრდადებულის სასჯელის მოხდისგან გადავადება შეიძლება მოხდეს თუ მისი დაავადება მძიმეა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამიტომ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება მძიმედ და საკმაოდ დეტალური მსჯელობა გვაქვს, ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს. თუმცა, ვინაიდან ჩემმა კონსილიუმმა ვერ შეძლო მისი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს უფრო მეტი სპეციალობის ექსპერტები და სრულყოფილი კვლევა არ გვიწარმოებია, რაც შეუძლებელიც იყო, შესაძლოა იყოს კიდევ სხვა გარემოებები, მხარე ამას წარმოადგენს. შესაძლოა მხარის მიერ შედგენილი ექსპერტიზით საერთოდ გათავისუფლების საფუძველსაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ ჩემი ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე, ვეცდები, რომ ჩემი ვადის ამოწურვამდე, ანუ 8 დეკემბრამდე სასამართლო მეგობრის მოსაზრება გავგზავნოთ“, - აცხადებს ლომჯარია.