მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია ექიმების მორიგი დასკვნა: სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია დაუდგინდა - "მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება"
ცნობილია ექიმების მორიგი დასკვნა: სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია დაუდგინდა - "მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება"

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ეგი­დით შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მე­ო­თხე ხა­რის­ხის კა­ხექ­სია აქვს, რა­საც სი­ცო­ცხლის­თვის მძი­მე პროგ­ნო­ზი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა­ზე სა­უბ­რი­სას კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა, ექიმ­მა თენ­გიზ წუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია, რომ ძი­რე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, "მო­ცი­ლე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას ამ გა­რე­მოს და სხვა­გან იქ­ნას გა­დაყ­ვა­ნი­ლი".

"პა­ცი­ენ­ტი გავ­სინ­ჯეთ 4 დე­კემ­ბერს. წინა გა­სინ­ჯვას­თან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყო გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი, შე­ვა­ფა­სეთ რო­გორც მძი­მედ. გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წო­ნის კლე­ბა­ში, პა­ცი­ენ­ტის კოგ­ნი­ტუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში, გა­მო­ი­ხა­ტა ასე­ვე კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, პა­ცი­ენ­ტი ვერ დგე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, დახ­მა­რე­ბით დგე­ბა, კონ­ტაქ­ტში შე­მოს­ვლა უჭირს. შე­ფას­და მისი კოგ­ნი­ტუ­რი სფე­როც და ისიც დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია, აქვს ცხე­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერ­მა ამან მოგ­ვცა უფ­ლე­ბა, რომ გვე­სა­უბ­რა შიმ­ში­ლო­ბის ისეთ მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა­ზე, რო­გო­რიც არის კა­ხექ­სია. მაგ­რამ უფრო ანე­რო­ქ­სია იყო, ვიდ­რე შიმ­ში­ლო­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტი აცხა­დებს, რომ არ შიმ­ში­ლობს, მას აქვს გუ­ლის რევა და ვერ იღებს საკ­ვებს.

  • კა­ხექ­სი­ის დროს ხდე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის კი­დევ უფრო აჩ­ქა­რე­ბა და მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი დამ­ძი­მე­ბა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ის ახლა შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს მე­ო­თხე ხა­რის­ხის კა­ხექ­სი­ით, რა­საც სი­ცო­ცხლის­თვის მძი­მე პროგ­ნო­ზი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობ­და სხვა­დას­ხვა მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში, უკეთ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც სწრა­ფად გა­უ­ა­რეს­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ვთვლით, რომ ძი­რე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი ამ ეტაპ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ წუ­ლა­ძემ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
4

სტატისტიკა დადეთ ვინმემ თუ არსებობს რამდენი პატიმარი გარდაიცვალა საპატიმროში ავადმყოფობის გამო, იმათთვის შეიძლებოდა და ამისთვის არ შეიძლება სიკვდილი? ნულოვანი ტოლერანტობა ხომ მიშას ლოზუნგია?! ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის ფაქტია რომ არ ახდენენ ქონების კონფისკაციას, არც მიშასი და არც მისი ნათესავების! რატომ გარიგებაში ხართ???

civi
22

სასამართლოვ დიდი გონიერება გმართებს არ გაბედოთ და არ გაუშვათ ვითომ სამკურნალოდ თორემ აქციები და გამოსვლები მერე ნახეთ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ცნობილია ექიმების მორიგი დასკვნა: სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია დაუდგინდა - "მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება"

ცნობილია ექიმების მორიგი დასკვნა: სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია დაუდგინდა - "მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება"

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია აქვს, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კონსილიუმის დასკვნაზე საუბრისას კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, მნიშნველოვანია, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, "მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი".

"პაციენტი გავსინჯეთ 4 დეკემბერს. წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული, შევაფასეთ როგორც მძიმედ. გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტური ფუნქციების გაუარესებაში, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, პაციენტი ვერ დგება დამოუკიდებლად, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს. შეფასდა მისი კოგნიტური სფეროც და ისიც დაქვეითებულია, აქვს ცხელება, ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა შიმშილობის ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიც არის კახექსია. მაგრამ უფრო ანეროქსია იყო, ვიდრე შიმშილობა. ყოველ შემთხვევაში, პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს, მას აქვს გულის რევა და ვერ იღებს საკვებს.

  • კახექსიის დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება და მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება არის მოსალოდნელი. ის ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, უკეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები და მკურნალობა, მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ამ ეტაპზე“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"