საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა მისი კოცნის შანსი?!" - მარგო რობის თქმით, "ბაბილონში" ბრედ პიტს ისე აკოცა, რომ ეს სცენარით გათვალისწინებული არ იყო
"ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა მისი კოცნის შანსი?!" - მარგო რობის თქმით, "ბაბილონში" ბრედ პიტს ისე აკოცა, რომ ეს სცენარით გათვალისწინებული არ იყო

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, მარ­გო რობი ამ­ბობს, რომ ფილმ Babylon-ის გა­და­ღე­ბებ­ზე მან "შან­სი გა­მო­ი­ყე­ნა" და ბრედ პიტს აკო­ცა, მა­შინ როცა კოც­ნის სცე­ნა სცე­ნა­რით არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

E! News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, მარ­გო ყვე­ბა, რომ მისი და ბრედ პი­ტის კოც­ნა სცე­ნარ­ში სა­ერ­თოდ არ იყო და ეს სცე­ნა მისი (მარ­გოს) ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­ი­ღეს. 32 წლის მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მან იმპრო­ვი­ზა­ცია რე­ჟი­სო­რის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლო.

"ვი­ფიქ­რე, კი­დევ რო­დის მო­მე­ცე­მო­და ბრედ პი­ტის კოც­ნის შან­სი?! გა­დავ­წყვი­ტე, უბ­რა­ლოდ, ავ­მდგა­რი­ყა­ვი და გა­მე­კე­თე­ბი­ნა ეს“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მან დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა ფილ­მის რე­ჟი­სორ­თან დი­ა­ლო­გი: "და­მი­ენ, მგო­ნია, რომ ნელი ჯეკ­თან მი­ვი­დო­და და აკო­ცებ­და“, - უთხრა მსა­ხი­ობ­მა რე­ჟი­სორ და­ნი­ელ შა­ზელს.

"კი,შე­საძ­ლე­ბე­ლია... მო­ი­ცა­დე, შენ უბ­რა­ლოდ გინ­და, რომ ბრედ პიტს აკო­ცო“,- უპა­სუ­ხა მას რე­ჟი­სორ­მა.

"ოჰ, მი­ჩივ­ლე მა­შინ. ამის შან­სი შე­იძ­ლე­ბა აღა­რა­სო­დეს მქონ­დეს“, - მი­უ­გო მარ­გომ.

ამის შემ­დეგ რე­ჟი­სო­რი და­თან­ხმდა მსა­ხი­ობს.

"ბა­ბი­ლონ­ში“ მარ­გო დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბის, ნელი ლე­რე­ის როლს ას­რუ­ლებს. ფილმში მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა 1920-იანი წლე­ბის ჰო­ლი­ვუდ­ში, რო­დე­საც კი­ნო­ინ­დუსტრია მუნ­ჯი კი­ნოს ეპო­ქი­დან ახალ ეტაპ­ზე გა­და­დი­ო­და. სამ­სა­ა­თი­ა­ნი ფილ­მი, რო­გორც კრი­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, ოს­კარ­ზეც იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი. "ბა­ბი­ლო­ნი" კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 23 დე­კემ­ბრი­დან გა­მო­ვა.

წყა­რო: independent

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა მისი კოცნის შანსი?!" - მარგო რობის თქმით, "ბაბილონში" ბრედ პიტს ისე აკოცა, რომ ეს სცენარით გათვალისწინებული არ იყო

"ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა მისი კოცნის შანსი?!" - მარგო რობის თქმით, "ბაბილონში" ბრედ პიტს ისე აკოცა, რომ ეს სცენარით გათვალისწინებული არ იყო

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მარგო რობი ამბობს, რომ ფილმ Babylon-ის გადაღებებზე მან "შანსი გამოიყენა" და ბრედ პიტს აკოცა, მაშინ როცა კოცნის სცენა სცენარით არ იყო გათვალისწინებული.

E! News-თან ინტერვიუში, მარგო ყვება, რომ მისი და ბრედ პიტის კოცნა სცენარში საერთოდ არ იყო და ეს სცენა მისი (მარგოს) ინიციატივით გადაიღეს. 32 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ მან იმპროვიზაცია რეჟისორის დახმარებით შეძლო.

"ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა ბრედ პიტის კოცნის შანსი?! გადავწყვიტე, უბრალოდ, ავმდგარიყავი და გამეკეთებინა ეს“, - ამბობს მსახიობი.

მან დეტალურად გაიხსენა ფილმის რეჟისორთან დიალოგი: "დამიენ, მგონია, რომ ნელი ჯეკთან მივიდოდა და აკოცებდა“, - უთხრა მსახიობმა რეჟისორ დანიელ შაზელს.

"კი,შესაძლებელია... მოიცადე, შენ უბრალოდ გინდა, რომ ბრედ პიტს აკოცო“,- უპასუხა მას რეჟისორმა.

"ოჰ, მიჩივლე მაშინ. ამის შანსი შეიძლება აღარასოდეს მქონდეს“, - მიუგო მარგომ.

ამის შემდეგ რეჟისორი დათანხმდა მსახიობს.

"ბაბილონში“ მარგო დამწყები მსახიობის, ნელი ლერეის როლს ასრულებს. ფილმში მოქმედება ვითარდება 1920-იანი წლების ჰოლივუდში, როდესაც კინოინდუსტრია მუნჯი კინოს ეპოქიდან ახალ ეტაპზე გადადიოდა. სამსაათიანი ფილმი, როგორც კრიტიკოსები ვარაუდობენ, ოსკარზეც იქნება წარდგენილი. "ბაბილონი" კინოთეატრებში 23 დეკემბრიდან გამოვა.

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა