სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფავორიტების წინსვლა გრძელდება: ემანუელ მაკრონის მიერ გამოცნობილი ანგარიში და უიმედოდ დამარცხებული პოლონეთი და სენეგალი
ფავორიტების წინსვლა გრძელდება: ემანუელ მაკრონის მიერ გამოცნობილი ანგარიში და უიმედოდ დამარცხებული პოლონეთი და სენეგალი

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფა­ვო­რი­ტე­ბის წინსვლა გრძელ­დე­ბა. ნი­დერ­ლან­დე­ბის და არ­გენ­ტი­ნის შემ­დეგ, მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვეს საფ­რან­გეთ­მა და ინ­გლის­მა. აქვე გა­ვიხ­სე­ნოთ, 3 დე­კემ­ბერს, ნი­დერ­ლან­დებ­მა მერ­ვე­დფი­ნალ­ში აშშ და­ჯაბ­ნა, ან­გა­რი­შით: 3:1, არ­გენ­ტი­ნამ კი ავ­სტრა­ლია, ან­გა­რი­შით: 2:1 და­ა­მარ­ცხა.

გუ­შინ, 4 დე­კემ­ბერს კი ჯერ საფ­რან­გე­თი და პო­ლო­ნე­თი და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მატ­ჩი ფრან­გე­ბის დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, შე­დე­გად პო­ლო­ნე­ლე­ბი და­მარ­ცხდნენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა და პო­ლო­ნე­თის ნაკ­რე­ბე­ბის მატ­ჩის შე­დე­გი გა­მო­იც­ნო.

"ვფიქ­რობ, ჩვენ მო­ვი­გებთ - 3:1! ლე­ვან­დოვ­სკი ერთს გა­ი­ტანს, ისე­ვე რო­გორც მბა­პე, შე­საძ­ლოა, ჟი­რუც, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა სურს. საფ­რან­გე­თის მე­სა­მე გო­ლის გა­ტა­ნა ჯო­კერს შე­უძ­ლია", - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა შეხ­ვედ­რის წინ "პა­რი­ზი­ენ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში. ჟი­რუმ და მბა­პემ მარ­თლაც გა­ი­ტა­ნეს, თა­ნაც ამ უკა­ნას­კნელ­მა დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა და 5 გო­ლით მიმ­დი­ნა­რე ტურ­ნი­რის ბომ­ბარ­დირ­თა და­ვა­ში და­წი­ნა­ურ­და. გა­ტა­ნის შან­სი მი­ე­ცა ლე­ვან­დოვ­სკი­საც, პო­ლო­ნელ­მა პე­ნალ­ტით ერთი გოლი გაქ­ვი­თა.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის კი­დევ ერთ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ მატჩში ინ­გლის­მა სე­ნე­გა­ლი 3:0 და­ა­მარ­ცხა და 10 დე­კემ­ბერს, გა­თა­მა­შე­ბის შემ­დეგ ეტაპ­ზე, საფ­რან­გეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

გუნ­დე­ბი თა­ვი­დან ძა­ლი­ან ფრთხი­ლობ­დნენ, რბი­ლად რომ ვთქვათ, თა­მა­ში ვერ იყო ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვი. პირ­ვე­ლი მო­მენ­ტი აფ­რი­კე­ლებ­მა შექ­მნეს, რო­დე­საც სარ­მა ახლო მან­ძი­ლი­დან ვერ გა­ი­ტა­ნა. იქამ­დე ბურ­თი ბრი­ტა­ნელ სტო­უნზს სა­ჯა­რი­მო­ში ხელ­ზე მოხ­ვდა, თუმ­ცა მსაჯ­მა პე­ნალ­ტის და­ნიშ­ვნა სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნია. შემ­დე­გი შან­სი ისევ სე­ნე­გალს ჰქონ­და, მაგ­რამ დიას დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­კა­რე პი­კ­ფორდმა მო­ი­გე­რია.

ინ­გლი­სი 39-ე წუთ­ზე ჰენ­დერ­სო­ნის გო­ლით და­წი­ნა­ურ­და, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის და­სას­რულს კი მენ­დის ჰარი კე­ინ­მაც და­ლაშ­ქრა და სა­უთ­გე­ი­თის გუნ­დმა სე­რი­ო­ზუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სე­ნე­გალ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შე­წყვი­ტა, სა­კამ ან­გა­რი­ში გა­ზარ­და და ინ­გლის­მა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

  • მომ­ზა­დე­ბუ­ლია sportall.ge -ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ფავორიტების წინსვლა გრძელდება: ემანუელ მაკრონის მიერ გამოცნობილი ანგარიში და უიმედოდ დამარცხებული პოლონეთი და სენეგალი

ფავორიტების წინსვლა გრძელდება: ემანუელ მაკრონის მიერ გამოცნობილი ანგარიში და უიმედოდ დამარცხებული პოლონეთი და სენეგალი

მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტების წინსვლა გრძელდება. ნიდერლანდების და არგენტინის შემდეგ, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს საფრანგეთმა და ინგლისმა. აქვე გავიხსენოთ, 3 დეკემბერს, ნიდერლანდებმა მერვედფინალში აშშ დაჯაბნა, ანგარიშით: 3:1, არგენტინამ კი ავსტრალია, ანგარიშით: 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 4 დეკემბერს კი ჯერ საფრანგეთი და პოლონეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი ფრანგების დიდი უპირატესობით წარიმართა, შედეგად პოლონელები დამარცხდნენ. როგორც ირკვევა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ქვეყნისა და პოლონეთის ნაკრებების მატჩის შედეგი გამოიცნო.

"ვფიქრობ, ჩვენ მოვიგებთ - 3:1! ლევანდოვსკი ერთს გაიტანს, ისევე როგორც მბაპე, შესაძლოა, ჟირუც, რომელსაც ისტორიაში შესვლა სურს. საფრანგეთის მესამე გოლის გატანა ჯოკერს შეუძლია", - განაცხადა მაკრონმა შეხვედრის წინ "პარიზიენთან" ინტერვიუში. ჟირუმ და მბაპემ მართლაც გაიტანეს, თანაც ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და 5 გოლით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. გატანის შანსი მიეცა ლევანდოვსკისაც, პოლონელმა პენალტით ერთი გოლი გაქვითა.

მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთ მერვედფინალურ მატჩში ინგლისმა სენეგალი 3:0 დაამარცხა და 10 დეკემბერს, გათამაშების შემდეგ ეტაპზე, საფრანგეთს დაუპირისპირდება.

გუნდები თავიდან ძალიან ფრთხილობდნენ, რბილად რომ ვთქვათ, თამაში ვერ იყო ლამაზი სანახავი. პირველი მომენტი აფრიკელებმა შექმნეს, როდესაც სარმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. იქამდე ბურთი ბრიტანელ სტოუნზს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგი შანსი ისევ სენეგალს ჰქონდა, მაგრამ დიას დარტყმული ბურთი მეკარე პიკფორდმა მოიგერია.

ინგლისი 39-ე წუთზე ჰენდერსონის გოლით დაწინაურდა, პირველი ტაიმის დასასრულს კი მენდის ჰარი კეინმაც დალაშქრა და საუთგეითის გუნდმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. შესვენების შემდეგ სენეგალმა, ფაქტობრივად, წინააღმდეგობა შეწყვიტა, საკამ ანგარიში გაზარდა და ინგლისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

  • მომზადებულია sportall.ge -ს მასალების მიხედვით

იხილეთ ასევე: