საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება

პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით, 77 ხმით მი­ი­ღო კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს შე­ე­ხე­ბა.

მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ წა­რად­გი­ნა.

მისი თქმით, მე­ო­რე მოს­მე­ნის შემ­დეგ „სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტში მხო­ლოდ რე­დაქ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის შე­ნიშ­ვნე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და.

„ცვლი­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ზრდას შე­ე­ხე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა ხმა­უ­რის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხსაც. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი დონე და ისე­თი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ხმა­უ­რი აღე­მა­ტე­ბა დად­გე­ნილ ნორ­მებს, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას და მარ­თვის მოწ­მო­ბის ქუ­ლე­ბის დაკ­ლე­ბას.

და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს ასე­ვე გან­ზრახ მო­ცუ­რე­ბა/მოს­რი­ა­ლე­ბა ან/და მო­ცუ­რე­ბით წრი­უ­ლი ბრუნ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ე.წ. დრიფ­ტი, გარ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას. კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­მუ­ქე­ბუ­ლი მი­ნე­ბის და ციმ­ცი­მა სიგ­ნა­ლე­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით გა­მო­ყე­ნე­ბა­საც შე­ე­ხე­ბა.

კა­ნო­ნი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მე-15 დღეს ამოქ­მედ­დე­ბა, ხოლო ხმა­ურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ძა­ლა­ში 2024 წლის 1-ელი იან­ვრი­დან შევა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eeeeeex
0

ჯარიმა და დასჯა მხოლოდ საცოდავ ხალხს შეეხება,კანონი ამათთვის იწერება მხოლოდ.

!!!!!!!!!!!!!!
0

მასე რესტორნებსაც აუკრძალეს 12 საათის მერე ბრაგა ბრუგი, მაგრამ ბათუმში რესტირანია პირდაპირ იუსტიციის სახლის წინ. ახლოს ცხოვრობს მეგობარი და ერთი ღამე ძლივს გავჩერდი. საწყლები ვინც იქ ცხოვრობენ...დილის 3 საათამდე აბაგუნებენ, მერე იქიდან გამოსულები აგრიხინებენ მანქანებს და მოტოებს....ვის გაუგია საცხოვრებელ კვარტალში ღამის კლუბი???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო კანონპროექტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები განხორციელდა.

„ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. ცვლილებები შეეხება ხმაურის რეგულირების საკითხსაც. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ხმაურის დასაშვები დონე და ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას.

დაჯარიმებას გამოიწვევს ასევე განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას. კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება.

კანონი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.