საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე  შესაძლოა, სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს - რას ამბობს პროკურორი?
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე  შესაძლოა, სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს - რას ამბობს პროკურორი?

ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 9 პი­რის საქ­მის პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სხვა პი­რე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბის გა­მოკ­ვე­თას არ გა­მო­რი­ცხავს.

პრო­კუ­რო­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­კვნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა­საც არ გა­მო­რი­ცხავს.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი 9-ვე პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის გამო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა, რაც სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვადა და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვით გა­ხან­გრძლივ­და.

"ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი იმით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ საქ­მე­ზე არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი­ზაა და­ნიშ­ნუ­ლი, მათ შო­რის, სა­მე­დი­ცი­ნო, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის, სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, დას­კვნე­ბი მი­ღე­ბუ­ლი არ არის, ამ­დე­ნად, ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­რუ­ლე­ბას დრო ესა­ჭი­რო­ე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზე­ბი რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, შე­ე­ხე­ბა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას, მათ შო­რის, რამ­დე­ნად იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა არის და­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი რამ­დე­ნად სწო­რად იყო შედ­გე­ნი­ლი და პრო­ექ­ტის შედ­გე­ნი­სას შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი და­ცუ­ლი, შემ­დეგ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და დამ­ტკი­ცე­ბულ პრო­ექტს. ეს კი­თხვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა­საც პა­სუ­ხე­ბი ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა გას­ცეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის შე­დე­გებ­მა შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს უკვე არ­სე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის დამ­ძი­მე­ბა­ზე, ან შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს", - გა­ნა­ცხა­და ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 18 ოქ­ტომ­ბერს 9 პირი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის პლუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი.

ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს ედა­ვე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვილს, მას ბრა­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია შპს „გრინ­სერ­ვის+“-ის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი - ბექა მურ­ღვლი­ა­ნი და შპს „ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ლ.ჭ. მათ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

„გრინ­სერ­ვის +“-ის კი­დევ ერთ თა­ნამ­შრო­მელს - დევი კა­ხო­ი­ძეს კი, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით ედე­ბა ბრა­ლი, რაც ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ასე­ვე, შპს "მშე­ნექ­სპერ­ტის“ დი­რექ­ტო­რი - ნუგ­ზარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ინ­სპექ­ტო­რი - და­ვით თუ­შიშ­ვი­ლი. მათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბას. ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრა­ლი ედე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პროექტირება, ურთულეს...
0

პროექტირება, ურთულესი და პასუხსაგები ციკლია, მშენებლობისა.

მე მითქვამს და თქვენ, გინდ გაიგეთ და გინდ არა. დეტალურად უნდა გამოიძიონ, ეს შემთხვევა, ვისი ბრალია, პროექტანტის თუ შემსრულებლის. როდესაც შემსრულებელი იხილავს პროექტს, თავისი შენიშვნები უნდა წარუდგინოს პროექტანტს. ამ შემთხვევაში პროექტანტი, თუ მიიღებს, რომ რალურია ეს შენიშვნები, ასწორებს და ამტკიცებს ხელის მოწერით და შესაბამისი ბეჭდით. თუ შენიშვნა არ იქნა მიღებული, შემსრულებელი, პროექტანთთან ერთად აგებს პასუხს შესრულებულ სამუშაოზე. ამის შემდეგ იკვეთება ბრალეულობა, მაგრამ ვაი უბედურებავ, რომ ვერც პროექტანტი და ვერც შემსრულებელი ნახაზებს არ, ან, ვერ ადგენენ და ვერც კითხულობენ. ასევე გასათვალისწინებელია, "გარემოს" შეგნებული ბრალეულობა. ამის გამოძიება კი რთულია. ვატყობ პროექტანტს, საერთოდ არაფერს ეკითხებიან. არადა პროექტიდან უნდა გამოჩნდეს ბრალეულობა. ეს ყველაფერი გამოიწვია, სტანდარტებისა, "სნიპებისა" და ნორმების უგულვებელყოფამ, გლობალურმა უცოდინრობამ. ასეა ყველა სფეროში. ამათ, პროექტების შედგენა, თითზე გად... ჰგონიათ.

ბექა
1

ყველამ პასუხი უნდა აგოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე  შესაძლოა, სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს - რას ამბობს პროკურორი?

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე  შესაძლოა, სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს - რას ამბობს პროკურორი?

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, სხვა პირების ბრალეულობის გამოკვეთას არ გამორიცხავს.

პროკურორი ექსპერტიზების დასკვნის მიღების შემდეგ, დაკავებულების მიმართ ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული 9-ვე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურამ დანიშნული ექსპერტიზების გამო საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. საგამოძიებო ვადა დაახლოებით, 2 თვით გახანგრძლივდა.

"ბრალდების მხარემ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართა. აღნიშნული იმით იყო განპირობებული, რომ საქმეზე არაერთი ექსპერტიზაა დანიშნული, მათ შორის, სამედიცინო, შრომის უსაფრთხოების, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზები დასრულებული არ არის, დასკვნები მიღებული არ არის, ამდენად, ექსპერტიზების დასრულებას დრო ესაჭიროება. ექსპერტიზები როგორც მოგახსენეთ, შეეხება შრომის უსაფრთხოებას, მათ შორის, რამდენად იყო განხორციელებული პროექტის შესაბამისად სამუშაოები, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა არის დანიშნული პროექტი რამდენად სწორად იყო შედგენილი და პროექტის შედგენისას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები დაცული, შემდეგ შესრულებული სამუშაოები რამდენად შეესაბამებოდა დამტკიცებულ პროექტს. ეს კითხვები გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, რასაც პასუხები ექსპერტიზამ უნდა გასცეს. აღნიშნული ექსპერტიზების შედეგებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს უკვე არსებული კვალიფიკაციების დამძიმებაზე, ან შესაძლებელია, სხვა პირების პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.