მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული კალმახი მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის გემოვნური თვისებებით გამოირჩევა“ – როგორ ავარჩიოთ ადგილობრივი და იმპორტირებული თევზი
"ქართული კალმახი მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის გემოვნური თვისებებით გამოირჩევა“ – როგორ ავარჩიოთ ადგილობრივი და იმპორტირებული თევზი

ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით მდი­დარ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს შო­რის თევზს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. იგი მდი­და­რია D ვი­ტა­მი­ნი­თა და ომე­გა 3-ით. თევ­ზი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს უჯერ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბაა. თევ­ზის ცი­ლებს ორ­გა­ნიზ­მი მარ­ტი­ვად და კარ­გად ით­ვი­სებს. მას­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ებ­რძვის დეპ­რე­სი­ას და ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი გა­აჩ­ნია. სწო­რედ ამი­ტომ თევ­ზის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზამ­თარ­ში.

თევ­ზის­გან სარ­გე­ბე­ლი რომ მი­ი­ღოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის სწო­რა­დაც შე­არ­ჩი­ოთ. ამის­თვის კი გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა სა­ჭი­რო. თევ­ზის შერ­ჩე­ვის წე­სებ­ზე დე­ტა­ლუ­რად კომ­პა­ნია “ოკე­ა­ნის“ ტექ­ნო­ლო­გი ლე­ვან თო­მაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

ზო­გა­დად, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­სა­ზღვრავს თევ­ზის ხა­რისხს?

თევ­ზის ხა­რის­ხის გან­მსა­ზღვრე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­დან უმ­თავ­რე­სია ნედ­ლე­უ­ლის წარ­მო­შო­ბა და და­ჭე­რის პე­რი­ო­დი. მა­გა­ლი­თად, სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის სკუმბრია მო­ი­პო­ვე­ბა სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებ­ში, კერ­ძოდ, ნორ­ვე­გი­ა­ში. მი­ზე­ზი ისაა, რომ ოკე­ა­ნე­ში არის ცივი წყლე­ბი. ასეთ წყლებ­ში გვი­ან შე­მოდ­გო­მით და­ჭე­რი­ლი თევ­ზი არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, აქვს მკვრი­ვი სტრუქ­ტუ­რა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, უშუ­ა­ლოდ საკ­ვე­ბად მზა თევ­ზის ხა­რისხზე გავ­ლე­ნას ახ­დენს თევ­ზის ნედ­ლე­უ­ლის სა­წარ­მომ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბის რე­ჟი­მის ზუს­ტი დაც­ვა, ამის შემ­დგომ კი უშუ­ა­ლოდ თევ­ზის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი. ეს, თა­ვის მხრივ, მო­ი­ცავს ფი­ზი­კურ და­მუ­შა­ვე­ბას და მომ­ზა­დე­ბას მის მა­რილ­ში მო­სა­თავ­სებ­ლად, შემ­დგომ უკვე მა­რი­ლის სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­სა და მას­ში თევ­ზის და­ყოვ­ნე­ბის დროს, სა­ბო­ლო­ოდ კი, სწო­რად შერ­ჩე­ულ შე­ბოლ­ვის პრო­ცესს. ეს ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მი­ვი­დეს პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც სა­უ­კე­თე­სო ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი ექ­ნე­ბა.

რას უნდა მი­აქ­ცი­ოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა თევ­ზის ყიდ­ვის დროს? რო­გორ უნდა ამო­იც­ნოს კარ­გია თუ არა ის?

უპირ­ვე­ლე­სად, თევ­ზის ყიდ­ვის დროს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას და პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის თა­რიღს. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ღა­ზი­ებ­ში ჯე­რაც მრავ­ლად არ­სე­ბობს კუს­ტა­რუ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის და­უც­ვე­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რაც ხში­რად ად­ვი­ლი ამო­საც­ნო­ბია კი­დეც. მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია უჩ­ვე­უ­ლოდ მკვეთ­რი ფერი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფოს­ფო­რის­ფე­რი, მუქი სტა­ფი­ლოს­ფე­რი, უჩ­ვე­უ­ლოდ მკვეთ­რი წი­თე­ლი და ამავდრო­უ­ლად, ფერი თევ­ზის ზე­და­პირ­ზე არა­თა­ნაბ­რად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

უხა­რის­ხო თევ­ზის კი­დევ ერთი ნი­შა­ნია მძაფ­რი სუნი. ასე­თი პრო­დუქ­ცია ხში­რად ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საკ­მა­ოდ სა­ზი­ა­ნოა.

რო­გო­რი უნდა იყოს თევ­ზის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი მარ­კე­ტებ­სა და სახ­ლებ­ში?

სხვა­დას­ხვა ტი­პის თევზს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი გა­აჩ­ნია. გა­ყი­ნუ­ლი თევ­ზის კა­ტე­გო­რია უნდა ინა­ხე­ბო­დეს -18 0C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე სა­ბო­ლოო გა­მო­ყე­ნე­ბის და­წყე­ბამ­დე. ცი­ვად/ცხლად შე­ბო­ლი­ლი თევ­ზე­უ­ლის კა­ტე­გო­რია, ასე­ვე და­მა­რი­ლე­ბუ­ლი თევ­ზის კა­ტე­გო­რია სა­სურ­ვე­ლია, ინა­ხე­ბო­დეს 00C +8 0C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათი შე­ნახ­ვი­სას მარ­კე­ტებ­შიც და სახ­ლშიც შე­ნარ­ჩუნ­დეს ერ­თგვა­რო­ვა­ნი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რად­გან ტემ­პე­რა­ტუ­რის ხში­რი და მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხსა და შე­ნახ­ვის ვა­და­ზე. ასე­ვე, სა­ყუ­რა­დღე­ბოა ისიც, რომ თევ­ზე­უ­ლი ინა­ხე­ბო­დეს სხვა ტი­პის პრო­დუქ­ცი­ის­გან (რძის ნა­წარ­მი, ხორ­ცის ნა­წარ­მი) გან­ცალ­კე­ვე­ბით და შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. შე­ფუთ­ვა გუ­ლის­ხმობს მჭიდ­როდ მოკ­რულ ცე­ლო­ფანს, კონ­ტე­ი­ნერს. ამ წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა თევ­ზის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი და­ირ­ღვეს.

თევ­ზის არ­ჩე­ვის დროს, იმ­პორ­ტი­რე­ბულს უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა თუ ად­გი­ლობ­რივ ნა­წარმს?

თევ­ზის არ­ჩე­ვის დროს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ნედ­ლე­უ­ლის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას/ქვე­ყა­ნას. მსოფ­ლი­ო­ში თევ­ზე­უ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოც. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია უპი­რა­ტე­სო­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სკუმბრი­ის შემ­თხვე­ვა­ში ნორ­ვე­გია ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სო ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნაა. ეს ძი­რი­თა­დად და­მო­კი­დე­ბუ­ლია თევ­ზის სა­ხე­ო­ბა­სა და მის სა­ბი­ნად­რო გა­რე­მო პი­რო­ბებ­ზე, თუმ­ცა არის თევ­ზე­უ­ლის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ბევ­რად უკე­თე­სი ხა­რის­ხის იწარ­მო­ე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ორა­გუ­ლის ოჯა­ხის წევ­რი თევ­ზის სა­ხე­ო­ბა კალ­მა­ხია. ჩვენს პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის კალ­მა­ხის მო­შე­ნე­ბა. იგი გა­მო­ირ­ჩე­ვა ხორ­ცის ტექ­სტუ­რის სი­ნა­ზით და უმაღ­ლე­სი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პი­რა­დად ყო­ველ­თვის ად­გი­ლობ­რივ ნა­წარმს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. მაგ. „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში“ შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ად­გი­ლობ­რი­ვი, სო­ფელ ვა­კი­ჯვარ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კალ­მა­ხი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხი­საა.

მოგ­ვი­ყე­ვით "ოკე­ა­ნის" ასორ­ტი­მენტზე, რო­გორ ხდე­ბა კომ­პა­ნი­ა­ში ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი?

ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ასორ­ტი­მენ­ტი მო­ი­ცავს ცხლად და ცი­ვად შე­ბო­ლილ პრო­დუქ­ცი­ას (სკუმბრია, ორა­გუ­ლი, ქა­შა­ყი, ზე­თო­ვა­ნი თევ­ზი და ა. შ.), და­მა­რი­ლე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას და თევ­ზის სა­ლა­თე­ბი­სა და პრე­სერ­ვე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს.

„ოკე­ა­ნე“ ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს ასორ­ტი­მენ­ტის დახ­ვე­წა-გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. ძა­ლი­ან მალე გვექ­ნე­ბა კი­დევ უფრო მეტი სა­ხის პრო­დუქ­ცია. მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ბევრ სი­ახ­ლეს ვამ­ზა­დებთ.

ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის კუ­თხით, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბით ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ. თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში მთლი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი ყვე­ლა ეტაპ­ზე - ნედ­ლე­უ­ლი­დან მზა პრო­დუქ­ცი­ის მა­ღა­ზი­ის დახლზე მოხ­ვედ­რამ­დე - მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ. კომ­პა­ნი­ა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის შიდა სამ­სა­ხუ­რიც. თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვშრო­მობთ, რათა მომ­ხმა­რებ­ლამ­დე ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაც­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია მი­ვი­ტა­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ქართული კალმახი მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის გემოვნური თვისებებით გამოირჩევა“ – როგორ ავარჩიოთ ადგილობრივი და იმპორტირებული თევზი

"ქართული კალმახი მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის გემოვნური თვისებებით გამოირჩევა“ – როგორ ავარჩიოთ ადგილობრივი და იმპორტირებული თევზი

ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებ პროდუქტებს შორის თევზს განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მდიდარია D ვიტამინითა და ომეგა 3-ით. თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა. თევზის ცილებს ორგანიზმი მარტივად და კარგად ითვისებს. მასში შემავალი ნივთიერებებიდან გამომდინარე ებრძვის დეპრესიას და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. სწორედ ამიტომ თევზის რეგულარული მიღება განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ზამთარში.

თევზისგან სარგებელი რომ მიიღოთ, აუცილებელია ის სწორადაც შეარჩიოთ. ამისთვის კი გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო. თევზის შერჩევის წესებზე დეტალურად კომპანია “ოკეანის“ ტექნოლოგი ლევან თომაშვილი გვესაუბრა.

ზოგადად, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს თევზის ხარისხს?

თევზის ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმებიდან უმთავრესია ნედლეულის წარმოშობა და დაჭერის პერიოდი. მაგალითად, საუკეთესო ხარისხის სკუმბრია მოიპოვება სკანდინავიის ქვეყნებში, კერძოდ, ნორვეგიაში. მიზეზი ისაა, რომ ოკეანეში არის ცივი წყლები. ასეთ წყლებში გვიან შემოდგომით დაჭერილი თევზი არის უმაღლესი ხარისხის, აქვს მკვრივი სტრუქტურა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებები.

აღნიშნულის გარდა, უშუალოდ საკვებად მზა თევზის ხარისხზე გავლენას ახდენს თევზის ნედლეულის საწარმომდე ტრანსპორტირების რეჟიმის ზუსტი დაცვა, ამის შემდგომ კი უშუალოდ თევზის ტექნოლოგიური დამუშავების პროცესი. ეს, თავის მხრივ, მოიცავს ფიზიკურ დამუშავებას და მომზადებას მის მარილში მოსათავსებლად, შემდგომ უკვე მარილის სწორად შერჩეული კონცენტრაციასა და მასში თევზის დაყოვნების დროს, საბოლოოდ კი, სწორად შერჩეულ შებოლვის პროცესს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლამდე მივიდეს პროდუქტი, რომელსაც საუკეთესო ორგანოლეპტიკური თვისებები ექნება.

რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება თევზის ყიდვის დროს? როგორ უნდა ამოიცნოს კარგია თუ არა ის?

უპირველესად, თევზის ყიდვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას და პროდუქტის წარმოების თარიღს. სამწუხაროდ, მაღაზიებში ჯერაც მრავლად არსებობს კუსტარულად, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაუცველად დამზადებული პროდუქცია, რაც ხშირად ადვილი ამოსაცნობია კიდეც. მათთვის დამახასიათებელია უჩვეულოდ მკვეთრი ფერი. ეს შეიძლება იყოს ფოსფორისფერი, მუქი სტაფილოსფერი, უჩვეულოდ მკვეთრი წითელი და ამავდროულად, ფერი თევზის ზედაპირზე არათანაბრად არის გადანაწილებული.

უხარისხო თევზის კიდევ ერთი ნიშანია მძაფრი სუნი. ასეთი პროდუქცია ხშირად ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა.

როგორი უნდა იყოს თევზის შენახვის პირობები მარკეტებსა და სახლებში?

სხვადასხვა ტიპის თევზს განსხვავებული შენახვის პირობები გააჩნია. გაყინული თევზის კატეგორია უნდა ინახებოდეს -18 0C ტემპერატურაზე საბოლოო გამოყენების დაწყებამდე. ცივად/ცხლად შებოლილი თევზეულის კატეგორია, ასევე დამარილებული თევზის კატეგორია სასურველია, ინახებოდეს 00C +8 0C ტემპერატურაზე. მნიშვნელოვანია, რომ მათი შენახვისას მარკეტებშიც და სახლშიც შენარჩუნდეს ერთგვაროვანი ტემპერატურა, რადგან ტემპერატურის ხშირი და მკვეთრი ცვლილება უარყოფითად მოქმედებს პროდუქციის ხარისხსა და შენახვის ვადაზე. ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ თევზეული ინახებოდეს სხვა ტიპის პროდუქციისგან (რძის ნაწარმი, ხორცის ნაწარმი) განცალკევებით და შეფუთულ მდგომარეობაში. შეფუთვა გულისხმობს მჭიდროდ მოკრულ ცელოფანს, კონტეინერს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა თევზის ორგანოლეპტიკური თვისებები დაირღვეს.

თევზის არჩევის დროს, იმპორტირებულს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა თუ ადგილობრივ ნაწარმს?

თევზის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ნედლეულის მწარმოებელ კომპანიას/ქვეყანას. მსოფლიოში თევზეულის მწარმოებელი უამრავი ქვეყანა არსებობს, მათ შორის, საქართველოც. ყველა ქვეყანას გააჩნია უპირატესობა გარკვეული სახეობების წარმოებაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკუმბრიის შემთხვევაში ნორვეგია ერთ–ერთი საუკეთესო ექსპორტიორი ქვეყანაა. ეს ძირითადად დამოკიდებულია თევზის სახეობასა და მის საბინადრო გარემო პირობებზე, თუმცა არის თევზეულის კატეგორია, რომელიც ჩვენთან ბევრად უკეთესი ხარისხის იწარმოება. მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორაგულის ოჯახის წევრი თევზის სახეობა კალმახია. ჩვენს პირობებში შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის კალმახის მოშენება. იგი გამოირჩევა ხორცის ტექსტურის სინაზით და უმაღლესი გემოვნური თვისებებით. ასეთ შემთხვევაში პირადად ყოველთვის ადგილობრივ ნაწარმს ვანიჭებ უპირატესობას. მაგ. „ნიკორა სუპერმარკეტებში“ შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი, სოფელ ვაკიჯვარში წარმოებული კალმახი, რომელიც ნამდვილად საუკეთესო ხარისხისაა.

მოგვიყევით "ოკეანის" ასორტიმენტზე, როგორ ხდება კომპანიაში ხარისხის კონტროლი?

ამჟამად ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ცხლად და ცივად შებოლილ პროდუქციას (სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი, ზეთოვანი თევზი და ა. შ.), დამარილებულ პროდუქციას და თევზის სალათებისა და პრესერვების ფართო არჩევანს.

„ოკეანე“ ინტენსიურად მუშაობს ასორტიმენტის დახვეწა-გაფართოებაზე. ძალიან მალე გვექნება კიდევ უფრო მეტი სახის პროდუქცია. მომხმარებლისთვის ბევრ სიახლეს ვამზადებთ.

ხარისხის კონტროლის კუთხით, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ნორმებით ვხელმძღვანელობთ. თითოეული პროდუქტის შემთხვევაში მთლიანი წარმოების პროცესი ყველა ეტაპზე - ნედლეულიდან მზა პროდუქციის მაღაზიის დახლზე მოხვედრამდე - მკაცრად კონტროლდება მრავალი ადამიანის მიერ. კომპანიაში ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის შიდა სამსახურიც. თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა მომხმარებლამდე ყველა სტანდარტის დაცვით დამზადებული პროდუქცია მივიტანოთ.