მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ოჯახში პრობლემები გვქონდა, დედამ ჩუმად გააფორმა საბუთები და ამერიკაში წავიდა" - დათო დარჩია ცნობილ მამობილზე, მძიმე წლებზე, კარიერასა და შვილებზე, რომლებიც მის სფეროს გაყვნენ
"როცა ოჯახში პრობლემები გვქონდა, დედამ ჩუმად გააფორმა საბუთები და ამერიკაში წავიდა" - დათო დარჩია ცნობილ მამობილზე, მძიმე წლებზე, კარიერასა და შვილებზე, რომლებიც მის სფეროს გაყვნენ

"რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი ჩემი სახ­ლია, მის სცე­ნა­ზე ისე ვგრძნობ თავს, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში", - გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა დათო დარ­ჩი­ამ, რო­მე­ლიც თა­ვის ცხოვ­რე­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს:

- თე­ატ­რი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან გა­მიჩ­ნდა: ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა, ვაჟა დარ­ჩია პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი იყო. მარ­თა­ლია, სცე­ნა­ზე ცოტა ხანს თა­მა­შობ­და და მერე სულ სხვა სფე­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, მაგ­რამ ეს მისი პრო­ფე­სია გახ­ლდათ. ხში­რად ვხუმ­რობ, "ჩის­ტაკ­როვ­ნი" გუ­რუ­ლი ვარ-მეთ­ქი, რად­გან დე­და­ჩე­მიც გუ­რუ­ლია, გვა­რად სი­ხა­რუ­ლი­ძე. დედა და მამა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და როცა 8 წლის ვი­ყა­ვი, დე­დამ მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მნა. ის ცო­ლად მსა­ხი­ობ გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვას გაჰ­ყვა. მა­მო­ბილს ჩემ­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, უფრო მე­ტიც - ძმა­კა­ცუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მისი წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რდე­ბო­დი და მე­ო­რე კლა­სი­დან ვი­ცო­დი, რომ მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი.

გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა და თან­გუ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძე (დათო დარ­ჩი­ას დედა)

- ოჯახ­ში თუ გი­წო­ნებ­დნენ ამ არ­ჩე­ვანს?

- ჩემი არ­ჩე­ვა­ნი არც დე­დას გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია და არც გუ­რამს, პი­რი­ქით, ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ­და. 20 წლის ვი­ყა­ვი, როცა ერ­თად ვი­თა­მა­შეთ ფილმში "წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლე­ბი" და სა­ერ­თო საქ­მემ კი­დევ უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. "წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლებ­ში" ისეთ ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან მო­მი­წია ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ: ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, გივი ჩუ­გუ­აშ­ვი­ლი, იმე­და კა­ხი­ა­ნი, გია ლეჟა­ვა, გია ბურ­ჯა­ნა­ძე, ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე და სხვე­ბი... ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი 1991 წელს და­ი­წყო, მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ახა­ლი დან­გრე­უ­ლი იყო და ფილ­მებს ჯერ კი­დევ იღებ­დნენ. ფილმზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი გახ­ლდათ, როცა აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო და ის ძვე­ლი წყო­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ინ­გრა.

- 1990-იანი წლე­ბი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა. თქვენ რო­გორ გა­ი­ა­რეთ ის ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი?

- ის წლე­ბი ჩემ­თვი­საც ურ­თუ­ლე­სი იყო, მაგ­რამ ისევ საქ­მე და­მეხ­მა­რა: "წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლებს" რომ ვი­ღებ­დით, ქვე­ყა­ნა­ში უკვე არე­უ­ლო­ბა გახ­ლდათ, მერე აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო და ჩემი ტო­ლე­ბი ომში მი­დი­ოდ­ნენ, იპა­რე­ბოდ­ნენ. ეს ფილ­მი ჩემ­თვის იმ­დენს ნიშ­ნავ­და, რომ მთლი­ა­ნად მას­ზე და ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი. ამ ფილმმა და ქარ­თუ­ლი სცე­ნის ვარ­სკვლა­ვებ­თან მუ­შა­ო­ბამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი შე­ას­რუ­ლა. ფილ­მს სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დნენ, გა­და­ღე­ბე­ბი 1994 წელს დას­რულ­და. იმ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი: ვი­ცო­დი, რომ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად უნდა მე­თა­მა­შა, რომ ეს ჩემი პირ­ვე­ლი როლი იყო და რო­გორ­მე მა­ყუ­რებ­ლის­თვის თავი უნდა და­მე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა. არ ვიცი, ეს რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ დღემ­დე მახ­სოვს, ჩემს როლს რა გულ­მოდ­გი­ნედ ვე­კი­დე­ბო­დი.

- თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი რო­ლიც ეს არის?

- მარ­თა­ლია, "წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლებ­ში" რომ და­მამ­ტკი­ცეს, მხო­ლოდ 20 წლის ვი­ყა­ვი და ეს ჩემი დე­ბი­უ­ტი იყო, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლი და საყ­ვა­რე­ლი რო­ლე­ბი მა­ინც არ მაქვს. სულ პა­ტა­რა, ეპი­ზო­დუ­რი რო­ლიც რომ იყოს, მას­ში მთელ ჩემს ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას ვდებ. ამი­ტომ ყვე­ლა როლი ერ­თნა­ი­რად მიყ­ვარს, რო­მე­ლიც მი­თა­მა­შია, "წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლე­ბი­დან" დღემ­დე.

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის წლებს?

- ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში 1986 წელს ჩა­ვა­ბა­რე. ერთი წელი გა­მიც­და, რად­გან სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­მი­ვი­და და ატეს­ტა­ტი არ მომ­ცეს, მაგ­რამ ის ერთი წე­ლიც თე­ატ­რში გა­ვა­ტა­რე, კერ­ძოდ, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში, სა­დაც სცე­ნის მე­მან­ქა­ნე ვი­ყა­ვი. მე­ო­რე წელს უკვე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მოვ­ხვდი, სა­დაც ფან­ტას­ტი­კუ­რი გა­რე­მო დამ­ხვდა: ეს არა მხო­ლოდ სას­წავ­ლე­ბე­ლი - ერთი didi ოჯა­ხი იყო. ძა­ლი­ან მა­გარ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი, ჩა­მოთ­ვლაც მი­ჭირს, იმ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და ჩემს კურ­სზე: ნიკო გო­მე­ლა­უ­რი, მალ­ხაზ აბუ­ლა­ძე, მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა და სხვე­ბი... გა­მორ­ჩე­უ­ლი ჯგუ­ფი გვქონ­და და ასე­ვე, გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი გვყავ­და - რეზო მირ­ცხუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც ჩემი პრო­ფე­სია კი­დევ უფრო შე­მაყ­ვა­რა. თე­ატ­რა­ლუ­რის ბუ­ფე­ტიც კი თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა, რად­გან იქ ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ჩაის ან ყა­ვას ვსვამ­დით და ვსა­უბ­რობ­დით. იქვე, თე­ატ­რა­ლურ­ში გა­ვი­ცა­ნი ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე - ვიქ­ტო­რია ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლი.

- რო­დის და­ქორ­წინ­დით?

- "წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლე­ბი" ჯერ კი­დევ არ იყო გა­მო­სუ­ლი, როცა ვიქ­ტო­რია ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე და ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი გვე­ყო­ლა - გუგა და ელე­ნე. გუ­გას და­ბა­დე­ბას ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია უძღო­და წინ: თე­ატ­რში შე­ვე­დი, რო­ბერტ სტუ­რუა სუფ­რას­თან იჯდა და მი­ირ­თმევ­და. მი­ვა­ხა­რე, ჩემი მე­უღ­ლე ორ­სუ­ლად არის-მეთ­ქი. - ბიჭი გაჩ­ნდე­ბა, მე მოვ­ნათ­ლავ და 21-ე სა­უ­კუ­ნის დიდი რე­ჟი­სო­რი იქ­ნე­ბაო, - მი­თხრა. ამას წი­ნათ ვუ­თხა­რი: ბა­ტო­ნო რო­ბერტ, თქვე­ნი ნათ­ქვა­მი ნა­წი­ლობ­რივ ას­რულ­და-მეთ­ქი. - ვნა­ხოთ, ვნა­ხო­თო, - მი­პა­სუ­ხა.

სხვა­თა შო­რის, გუ­გამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­წყვი­ტა რე­ჟი­სო­რო­ბა. ახლა გერ­მა­ნი­ა­ში უნდა სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა. რა­ღაც­ნა­ი­რი იმე­დი მაქვს, რომ ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტის ნათ­ქვა­მი ას­რულ­დე­ბა. მე­ო­რე შვილ­მა - ელე­ნემ მსა­ხი­ო­ბო­ბა აირ­ჩია, თე­ატ­რა­ლუ­რი უკვე და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ თე­ატ­რში არ თა­მა­შობს. მო­მა­ვალ­ში ვნა­ხოთ...

დათო დარ­ჩია შვი­ლებ­თან ერ­თად

- ესე იგი, ორი­ვემ თქვე­ნი სფე­რო აირ­ჩია. მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­გორ შეხ­ვდით?

- როცა ელე­ნემ თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რი გაგ­ვიმ­ხი­ლა, მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი: კარ­გად და­ფიქ­რდი-მეთ­ქი, რად­გან ქალ­მა, ოჯახ­თან ერ­თად, ორ­მა­გი შრო­მა უნდა გას­წი­ოს, რომ ამ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. ვნა­ხოთ, რას შეძ­ლე­ბენ ჩემი შვი­ლე­ბი. ჯერ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვთ. ცხა­დია, ყვე­ლა მამა ნერ­ვი­უ­ლობს, როცა შვი­ლი ასეთ რთულ გზას ირ­ჩევს, მაგ­რამ ჩემს გულ­ში ვნატ­რობ, მათ­ზე კი არ თქვან, რომ დათო დარ­ჩი­ას შვი­ლე­ბი არი­ან, მირ­ჩევ­ნია, პი­რი­ქით იყოს! რო­გორც გი­თხა­რით, თა­ვი­დან ორი­ვე გა­ვაფრ­თხი­ლე, რად­გან ეს ურ­თუ­ლე­სი გზაა. ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი ვიცი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უთა­მა­შია, რაც ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც კი დამ­ღუპ­ვე­ლია.

- რა­ტომ?

- რო­დე­საც მსა­ხი­ობს დიდი პა­უ­ზა აქვს, შე­იძ­ლე­ბა მერე ვე­ღარც ითა­მა­შოს, რაც ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­საძ­ლოა კა­ტას­ტრო­ფად იქ­ცეს. მსა­ხი­ო­ბის­თვის, რაც უნდა ნი­ჭი­ე­რი იყოს, სცე­ნა­ზე დგო­მა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ადრე თე­ატ­რში თუ არ თა­მა­შობ­დი, კი­ნო­ში გი­ღებ­დნენ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მი" მე­სა­მე ად­გილ­ზე იყო "მოს­ფილ­მი­სა" და "ლენ­ფილ­მის" შემ­დეგ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი სა­მუ­შაო ჰქონ­დათ ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებს, ამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვი შემ­თხვე­ვით კი არ გვყო­ლია! სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მსა­ხი­ო­ბებს ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არა აქვთ.

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, თქვენ გა­გი­მარ­თლათ და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­დით...

- გე­თან­ხმე­ბით. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე უკვე 30 წე­ლია ვდგა­ვარ და ეს თე­ატ­რი ჩემს ოჯა­ხად მი­მაჩ­ნია. 30 წე­ლია, ამ თე­ატრს ვემ­სა­ხუ­რე­ბი და ის გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს! ნათ­ქვა­მია: სტუმ­რად კარ­გია, მაგ­რამ შინ ყოფ­ნას არა­ფე­რი ჯობ­სო - ასეა ჩემ­თვის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. უცხო­ეთ­შიც მი­თა­მა­შია, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­შიც, მაგ­რამ აქ რომ ჩა­მოვ­დი­ვართ, ყვე­ლა ერ­თად ვა­ღი­ა­რებთ, რომ ეს ჩვე­ნი სახ­ლია, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა უნი­კა­ლუ­რი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
13

ძალიან კარგი მსახიობი და საყვარელო ადამიანია ჩემი აზრით, წარმატებები დათო! 

გოგია
82

სიფხიზლეში არაუშავს აი მთვრალი სუფთა ნეხ...ა, ვიცი და იმიტომ ვწერ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"როცა ოჯახში პრობლემები გვქონდა, დედამ ჩუმად გააფორმა საბუთები და ამერიკაში წავიდა" - დათო დარჩია ცნობილ მამობილზე, მძიმე წლებზე, კარიერასა და შვილებზე, რომლებიც მის სფეროს გაყვნენ

"როცა ოჯახში პრობლემები გვქონდა, დედამ ჩუმად გააფორმა საბუთები და ამერიკაში წავიდა" - დათო დარჩია ცნობილ მამობილზე, მძიმე წლებზე, კარიერასა და შვილებზე, რომლებიც მის სფეროს გაყვნენ

"რუსთაველის თეატრი ჩემი სახლია, მის სცენაზე ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში", - გვითხრა მსახიობმა დათო დარჩიამ, რომელიც თავის ცხოვრებასა და ხელოვნებაზე საუბრობს:

- თეატრისადმი სიყვარული ბავშვობიდან გამიჩნდა: ჩემი ბიოლოგიური მამა, ვაჟა დარჩია პროფესიით მსახიობი იყო. მართალია, სცენაზე ცოტა ხანს თამაშობდა და მერე სულ სხვა სფეროში გადაინაცვლა, მაგრამ ეს მისი პროფესია გახლდათ. ხშირად ვხუმრობ, "ჩისტაკროვნი" გურული ვარ-მეთქი, რადგან დედაჩემიც გურულია, გვარად სიხარულიძე. დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ და როცა 8 წლის ვიყავი, დედამ მეორე ოჯახი შექმნა. ის ცოლად მსახიობ გურამ ფირცხალავას გაჰყვა. მამობილს ჩემთან ძალიან მეგობრული, უფრო მეტიც - ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა. მისი წყალობით, ყველაზე ცნობილი, პოპულარული მსახიობების გარემოცვაში ვიზრდებოდი და მეორე კლასიდან ვიცოდი, რომ მსახიობი გავხდებოდი.

გურამ ფირცხალავა და თანგული სიხარულიძე (დათო დარჩიას დედა)

- ოჯახში თუ გიწონებდნენ ამ არჩევანს?

- ჩემი არჩევანი არც დედას გაუპროტესტებია და არც გურამს, პირიქით, ის ყველანაირად ხელს მიწყობდა. 20 წლის ვიყავი, როცა ერთად ვითამაშეთ ფილმში "წარსულის აჩრდილები" და საერთო საქმემ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. "წარსულის აჩრდილებში" ისეთ ცნობილ მსახიობებთან მომიწია ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, იმედა კახიანი, გია ლეჟავა, გია ბურჯანაძე, ზურაბ ყიფშიძე და სხვები... ამ ფილმის გადაღებები 1991 წელს დაიწყო, მაშინ საბჭოთა კავშირი ახალი დანგრეული იყო და ფილმებს ჯერ კიდევ იღებდნენ. ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებული გახლდათ, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და ის ძველი წყობა საბოლოოდ დაინგრა.

- 1990-იანი წლები უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა. თქვენ როგორ გაიარეთ ის ურთულესი წლები?

- ის წლები ჩემთვისაც ურთულესი იყო, მაგრამ ისევ საქმე დამეხმარა: "წარსულის აჩრდილებს" რომ ვიღებდით, ქვეყანაში უკვე არეულობა გახლდათ, მერე აფხაზეთის ომი დაიწყო და ჩემი ტოლები ომში მიდიოდნენ, იპარებოდნენ. ეს ფილმი ჩემთვის იმდენს ნიშნავდა, რომ მთლიანად მასზე და ჩემს პროფესიაზე ვიყავი გადართული. ამ ფილმმა და ქართული სცენის ვარსკვლავებთან მუშაობამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. ფილმს სამი წლის განმავლობაში იღებდნენ, გადაღებები 1994 წელს დასრულდა. იმ სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი: ვიცოდი, რომ ვარსკვლავებთან ერთად უნდა მეთამაშა, რომ ეს ჩემი პირველი როლი იყო და როგორმე მაყურებლისთვის თავი უნდა დამემახსოვრებინა. არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე, მაგრამ დღემდე მახსოვს, ჩემს როლს რა გულმოდგინედ ვეკიდებოდი.

- თქვენი საყვარელი როლიც ეს არის?

- მართალია, "წარსულის აჩრდილებში" რომ დამამტკიცეს, მხოლოდ 20 წლის ვიყავი და ეს ჩემი დებიუტი იყო, მაგრამ გამორჩეული და საყვარელი როლები მაინც არ მაქვს. სულ პატარა, ეპიზოდური როლიც რომ იყოს, მასში მთელ ჩემს ძალასა და ენერგიას ვდებ. ამიტომ ყველა როლი ერთნაირად მიყვარს, რომელიც მითამაშია, "წარსულის აჩრდილებიდან" დღემდე.

- როგორ გაიხსენებთ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის წლებს?

- ჩემი სტუდენტობის წლები განსაკუთრებით კარგად მახსენდება. თეატრალურ ინსტიტუტში 1986 წელს ჩავაბარე. ერთი წელი გამიცდა, რადგან სკოლაში მასწავლებელთან კონფლიქტი მომივიდა და ატესტატი არ მომცეს, მაგრამ ის ერთი წელიც თეატრში გავატარე, კერძოდ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც სცენის მემანქანე ვიყავი. მეორე წელს უკვე თეატრალურ ინსტიტუტში მოვხვდი, სადაც ფანტასტიკური გარემო დამხვდა: ეს არა მხოლოდ სასწავლებელი - ერთი didi ოჯახი იყო. ძალიან მაგარ ჯგუფში მოვხვდი, ჩამოთვლაც მიჭირს, იმდენი ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა ჩემს კურსზე: ნიკო გომელაური, მალხაზ აბულაძე, მანანა კოზაკოვა და სხვები... გამორჩეული ჯგუფი გვქონდა და ასევე, გამორჩეული პედაგოგი გვყავდა - რეზო მირცხულავა, რომელმაც ჩემი პროფესია კიდევ უფრო შემაყვარა. თეატრალურის ბუფეტიც კი თბილად მახსენდება, რადგან იქ ვიკრიბებოდით, ჩაის ან ყავას ვსვამდით და ვსაუბრობდით. იქვე, თეატრალურში გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე - ვიქტორია ბუხნიკაშვილი.

- როდის დაქორწინდით?

- "წარსულის აჩრდილები" ჯერ კიდევ არ იყო გამოსული, როცა ვიქტორია ცოლად მოვიყვანე და ორი არაჩვეულებრივი შვილი გვეყოლა - გუგა და ელენე. გუგას დაბადებას ერთი საინტერესო ისტორია უძღოდა წინ: თეატრში შევედი, რობერტ სტურუა სუფრასთან იჯდა და მიირთმევდა. მივახარე, ჩემი მეუღლე ორსულად არის-მეთქი. - ბიჭი გაჩნდება, მე მოვნათლავ და 21-ე საუკუნის დიდი რეჟისორი იქნებაო, - მითხრა. ამას წინათ ვუთხარი: ბატონო რობერტ, თქვენი ნათქვამი ნაწილობრივ ასრულდა-მეთქი. - ვნახოთ, ვნახოთო, - მიპასუხა.

სხვათა შორის, გუგამ მოულოდნელად გადაწყვიტა რეჟისორობა. ახლა გერმანიაში უნდა სასწავლებლად წასვლა. რაღაცნაირი იმედი მაქვს, რომ ბატონი რობერტის ნათქვამი ასრულდება. მეორე შვილმა - ელენემ მსახიობობა აირჩია, თეატრალური უკვე დაამთავრა, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ თეატრში არ თამაშობს. მომავალში ვნახოთ...

დათო დარჩია შვილებთან ერთად

- ესე იგი, ორივემ თქვენი სფერო აირჩია. მათ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდით?

- როცა ელენემ თავისი ჩანაფიქრი გაგვიმხილა, მაშინვე ვუთხარი: კარგად დაფიქრდი-მეთქი, რადგან ქალმა, ოჯახთან ერთად, ორმაგი შრომა უნდა გასწიოს, რომ ამ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს. ვნახოთ, რას შეძლებენ ჩემი შვილები. ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და ყველაფერი წინ აქვთ. ცხადია, ყველა მამა ნერვიულობს, როცა შვილი ასეთ რთულ გზას ირჩევს, მაგრამ ჩემს გულში ვნატრობ, მათზე კი არ თქვან, რომ დათო დარჩიას შვილები არიან, მირჩევნია, პირიქით იყოს! როგორც გითხარით, თავიდან ორივე გავაფრთხილე, რადგან ეს ურთულესი გზაა. ბევრი მსახიობი ვიცი, რომელსაც წლების განმავლობაში არ უთამაშია, რაც ყველაზე ნიჭიერი ადამიანისთვისაც კი დამღუპველია.

- რატომ?

- როდესაც მსახიობს დიდი პაუზა აქვს, შეიძლება მერე ვეღარც ითამაშოს, რაც ნიჭიერი ადამიანისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს. მსახიობისთვის, რაც უნდა ნიჭიერი იყოს, სცენაზე დგომა მაინც აუცილებელია. ადრე თეატრში თუ არ თამაშობდი, კინოში გიღებდნენ. საბჭოთა კავშირის დროს, კინოსტუდია "ქართული ფილმი" მესამე ადგილზე იყო "მოსფილმისა" და "ლენფილმის" შემდეგ. წარმოიდგინეთ, რამდენი სამუშაო ჰქონდათ ქართველ მსახიობებს, ამდენი ვარსკვლავი შემთხვევით კი არ გვყოლია! სამწუხაროდ, თანამედროვე მსახიობებს ამის ფუფუნება არა აქვთ.

- საბედნიეროდ, თქვენ გაგიმართლათ და რუსთაველის თეატრში ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდით...

- გეთანხმებით. რუსთაველის თეატრის სცენაზე უკვე 30 წელია ვდგავარ და ეს თეატრი ჩემს ოჯახად მიმაჩნია. 30 წელია, ამ თეატრს ვემსახურები და ის გამორჩეულად მიყვარს! ნათქვამია: სტუმრად კარგია, მაგრამ შინ ყოფნას არაფერი ჯობსო - ასეა ჩემთვის რუსთაველის თეატრი. უცხოეთშიც მითამაშია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც, მაგრამ აქ რომ ჩამოვდივართ, ყველა ერთად ვაღიარებთ, რომ ეს ჩვენი სახლია, რომ რუსთაველის თეატრის სცენა უნიკალური და განუმეორებელია...წაიკითხეთ სრულად