საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკაში დიდი სახლი ჰქონდა აუზით, მეუღლე ჰოლივუდში მუშაობდა... აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის შვილის დაღუპვა" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ცხოვრება
"ამერიკაში დიდი სახლი ჰქონდა აუზით, მეუღლე ჰოლივუდში მუშაობდა... აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის შვილის დაღუპვა" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ცხოვრება

ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძე მიმ­დი­ნა­რე წლის 20 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. ის 76 წლის იყო, ბოლო წლე­ბი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, მსა­ხი­ო­ბი გუ­ლის უე­ცა­რი შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძე 1946 წლის, 7 მარტს და­ი­ბა­და. 1969 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. მოღ­ვა­წე­ობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში. გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: "გი­ორ­გო­ბის­თვე"(1966), "ფე­რის­ცვა­ლე­ბა"(ეკა, 1968), "სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში"(ტატა, 1969), "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი" (მე­დეა, 1976), "მო­ნა­ნი­ე­ბა"(1984), "ფეს­ვე­ბი"(1987), "და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და"(1988) და სხვ...

ორი წლის გა­ნავ­ლო­ბა­ში იყო მსა­ხი­ობ გოგი ხა­რა­ბა­ძის მე­უღ­ლე, ჰყავ­დათ ვაჟი ხა­რე­ბა (ნი­კუ­შა) ხა­რა­ბა­ძე, რო­მე­ლიც აშშ-ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ერთი ვაჟი - ჯორჯ შატ­ცი. ის ამ­ჟა­მად 19 წლის არის და მას­ზე ბიძა ზრუ­ნავს.

ნანა ღონ­ღა­ძე რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძის მე­გო­ბა­რი:

- რუ­სი­კოს მერ­ვე კლას­ში და­ვუ­მე­გობ­რდი, ორი­ვეს მა­მე­ბი გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა და ამან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მხი­ა­რუ­ლი იყო. მარ­თა­ლია სხვა­დას­ხვა სკო­ლებ­ში ვსწავ­ლობ­დით, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთ­თან სტუმ­რად ხში­რად მივ­დი­ო­დით. რუ­სი­კოს დედა - ნინა დე­ი­და თბი­ლი, ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ლე­ნინ­გრა­დე­ლი იყო, მხაზ­ვე­ლად მუ­შა­ობ­და და ქვრი­ვად დარ­ჩე­ნი­ლი 3 ბავ­შვს მარ­ტო ზრდი­და... შემ­დეგ ჩვე­ნი გზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­დე­ლე­ბის სახ­ლში გა­და­იკ­ვე­თა, ერ­თად გა­მოვ­დი­ო­დით ჩვე­ნე­ბებ­ზე. სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთ­ში ოთახ­ში ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. თურ­ქეთ­ში მე უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი და რუ­სი­კო მივ­ლი­და, დი­ლა­ო­ბით ლო­გინ­ში მაჭ­მევ­და.

ნანა ღონ­ღა­ძე და რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძე

ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში კე-გე-ბეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დაგ­ვყვე­ბო­და და ერთხელ რუ­სი­კომ გა­და­წყვი­ტა ამ კა­ცის­თვის "штук“-ის გა­კე­თე­ბა, ფან­ჯრი­დან გა­დაძ­ვრა მის ოთახ­ში და მის სპორ­ტულ ფორ­მას მკლა­ვე­ბი და შარ­ვლის ტო­ტე­ბი ჩა­უ­კე­რა! არ ვიცი, ის კაცი მიხ­ვდა თუ არა, მაგ­რამ რუ­სი­კოს მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ აღარ უშ­ვებ­დნენ. ის ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი, მა­მა­ცი და უში­შა­რი გოგო იყო.

- თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა ამე­რი­კა­შიც გაგ­რძელ­და?

- ამე­რი­კა­ში მას ორ­ჯერ ვეს­ტუმ­რე. დიდი სახ­ლი ჰქონ­და აუ­ზით. მისი მე­უღ­ლე - მატ­ვეი შატ­ცი ჰო­ლი­ვუდ­ში მუ­შა­ობ­და ტექ­ნი­კურ სფე­რო­ში, ფილ­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სი­კო ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ნი­კუ­შას (ხა­რე­ბას) რო­გორც სა­კუ­თარ შვილს, ისე ექ­ცე­ო­და, მის­თვის არა­ფე­რი ენა­ნე­ბო­და. კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა, სას­წავ­ლე­ბე­ლი კი­ნოს გან­ხრით და­ამ­თავ­რე­ბი­ნა და შემ­დეგ თა­ვი­სი კომ­პა­ნია გა­ახ­სნე­ვი­ნა, სა­დაც ნი­კუ­შა ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და. ნი­კუ­შას პარტნი­ო­რი მგო­ნი შუა აზი­ი­დან იყო, საკ­მა­ოდ მდი­და­რი. მას, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და გარ­კვე­ულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, მათ ჯერ ნი­კუ­შას პარტნი­ო­რი მო­ი­ტა­ცეს და ოჯახს მი­ლი­ონ დო­ლარს სთხოვ­დნენ. მერე 25 წლის ბუ­ღალ­ტე­რი გოგო გა­ი­ტა­ცეს და ბო­ლოს რუ­სი­კოს ვაჟი. ნი­კუ­შამ დე­დას და­უ­რე­კა და უთხრა, მიყ­ვარ­ხა­რო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნი­ო­რის ოჯახ­მა მი­ლი­ო­ნი გა­და­უ­ხა­და, მაგ­რამ რო­გორც მერე გა­ირ­კვა, მათ ყვე­ლა მოკ­ლეს, ცხედ­რე­ბი ერთ - ერთი ტბის ფსკერ­ზე პარ­კე­ბით გა­გუ­დუ­ლი იპო­ვეს. ეს სა­ში­ნე­ლი, ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია იყო მის­თვის!

რუ­სი­კოს მე­ო­რე მე­უღ­ლე ორი წლის წინ მძი­მე ავად­მყო­ფო­ბით გარ­და­ეც­ვა­ლა. რუ­სი­კოს­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი იყო, მაგ­რამ მას მე­ო­რე ვა­ჟიშ­ვი­ლი ჰყავ­და გზა­ზე და­სა­ყე­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ ძალა მო­იკ­რი­ბა და ოჯახს მარ­თავ­და. ბავ­შვმა იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი საკ­ვებს არ იღებ­და... მე­ო­რე ვაჟი პა­ტა­რაა ასა­კით, სკო­ლა და­ამ­თავ­რა და კო­ლე­ჯში გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა, სა­ოც­რად ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის ბი­ჭია. უყ­ვარს სპორ­ტი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია.

- ანუ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის ქალ­ბა­ტო­ნი იყო?

- დიახ... რუ­სი­კოს რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი, - რა ლა­მა­ზი ხარ - მეთ­ქი, არ სჯე­რო­და. ნარ­ცი­სი ხა­სი­ა­თი არ ჰქო­ნია არას­დროს, გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უყ­ვარ­და. თა­ვის სუ­რა­თებს არა­სო­დეს აგ­რო­ვებ­და და უვ­ლი­და. რომ ჩა­ვე­დი, ალ­ბო­მი გა­მო­მი­ტა­ნა (ეს ხდე­ბო­და რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ვიდ­რე შვი­ლი და­ე­ღუ­პე­ბო­და) და მი­თხრა, ნი­კუ­შამ გა­მი­კე­თაო. ყვე­ლა სუ­რა­თი ალ­ბომ­ში ლა­მა­ზად ჩა­ეკ­რა... ნი­კუ­შას სა­ოც­რად უყ­ვარ­და დედა და მისი სი­ლა­მა­ზით ძა­ლი­ან ამა­ყობ­და, დედა-შვი­ლი ახლო მე­გობ­რე­ბიც იყ­ვნენ...

- ახლა ვინ ზრუ­ნავს მის უმ­ცროს ვაჟ­ზე?

- რუ­სუ­და­ნის უმ­ცრო­სი ვაჟი - ჯორ­ჯი ახლა 19 წლი­საა, სწავ­ლობს კო­ლე­ჯში, პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მე­დი­ცი­ნო ოფის­ში მუ­შა­ობს, მედ­მუ­შა­კად... რუ­სუ­და­ნი გა­ირ­კვა, რომ გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, აუზ­თან იჯდა, კი­თხუ­ლობ­და, ძმას ეგო­ნა, რომ ჩა­ე­ძი­ნა და არ გა­აღ­ვი­ძა. მერე რომ მი­ვი­და, გარ­დაც­ვლი­ლი შერ­ჩა ხელ­ში... რუ­სუ­და­ნის ძმა და რუ­სუ­და­ნის ვაჟი ამე­რი­კა­ში ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, ბიძა სა­ოც­რად ზრუ­ნავს ჯორ­ჯზე. ყო­ველ­დღე ვუ­რე­კავ და ხში­რად ამ­ბობს, ახლა სა­ჭეს­თან ვარ, ბავ­შვი მიმ­ყავს აქა და აქო... ჯორ­ჯი უკვე დიდი ბი­ჭია და გა­მე­ცი­ნა ბავ­შვი რომ თქვა... ჯორ­ჯი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი რუ­სუ­და­ნის მე­ო­რე ძმას­თან - ვლა­დი­კას­თან... აქ რუ­სუ­და­ნის საფ­ლავ­ზე ხში­რად გა­დი­ან.

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი, გუ­გლი

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცი
20

ნეტავი ერთი ადამიანი მაჩვენა ,რომელიც ასე მიილტვიდა დასავლეთისკენ ,რომ ბედნიერად წარიმართა მისი ცხოვრება და ყველასგან მიტოვებულები ,არ მიდიოდნენ იმ ქვეყანაში! რას ეძებდნენ ისეთს, რაც თავიაანთ სამობლოში არ იყო ? ან რასაც ეძებდნენ იპოვეს სხვაგან ??

თამარი
24

19 წლის შვილი როგორ ყავს? 57 წლის იყო ანუ შვილი რომ შეეძინა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამერიკაში დიდი სახლი ჰქონდა აუზით, მეუღლე ჰოლივუდში მუშაობდა... აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის შვილის დაღუპვა" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ცხოვრება

"ამერიკაში დიდი სახლი ჰქონდა აუზით, მეუღლე ჰოლივუდში მუშაობდა... აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის შვილის დაღუპვა" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ცხოვრება

ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსუდან კიკნაძე მიმდინარე წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო, ბოლო წლები ამერიკაში ცხოვრობდა. როგორც მისი მეგობარი ჰყვება, მსახიობი გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა.

რუსუდან კიკნაძე 1946 წლის, 7 მარტს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე"(1966), "ფერისცვალება"(ეკა, 1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(ტატა, 1969), "თვალი პატიოსანი" (მედეა, 1976), "მონანიება"(1984), "ფესვები"(1987), "დანაშაული მოხდა"(1988) და სხვ...

ორი წლის განავლობაში იყო მსახიობ გოგი ხარაბაძის მეუღლე, ჰყავდათ ვაჟი ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე, რომელიც აშშ-ში გარდაიცვალა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი - ჯორჯ შატცი. ის ამჟამად 19 წლის არის და მასზე ბიძა ზრუნავს.

ნანა ღონღაძე რუსუდან კიკნაძის მეგობარი:

- რუსიკოს მერვე კლასში დავუმეგობრდი, ორივეს მამები გარდაგვეცვალა და ამან დაგვაახლოვა. ძალიან ლამაზი და მხიარული იყო. მართალია სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობდით, მაგრამ ერთმანეთთან სტუმრად ხშირად მივდიოდით. რუსიკოს დედა - ნინა დეიდა თბილი, ლამაზი ქალბატონი იყო. ლენინგრადელი იყო, მხაზველად მუშაობდა და ქვრივად დარჩენილი 3 ბავშვს მარტო ზრდიდა... შემდეგ ჩვენი გზები საქართველოს მოდელების სახლში გადაიკვეთა, ერთად გამოვდიოდით ჩვენებებზე. საზღვარგარეთ, საერთაშორისო გამოფენებზე ბულგარეთსა და თურქეთში ოთახში ერთად ვცხოვრობდით. თურქეთში მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და რუსიკო მივლიდა, დილაობით ლოგინში მაჭმევდა.

ნანა ღონღაძე და რუსუდან კიკნაძე

ყველა მოგზაურობაში კე-გე-ბეს წარმომადგენელი დაგვყვებოდა და ერთხელ რუსიკომ გადაწყვიტა ამ კაცისთვის "штук“-ის გაკეთება, ფანჯრიდან გადაძვრა მის ოთახში და მის სპორტულ ფორმას მკლავები და შარვლის ტოტები ჩაუკერა! არ ვიცი, ის კაცი მიხვდა თუ არა, მაგრამ რუსიკოს მოგვიანებით რუსთაველის თეატრიდან საზღვარგარეთ აღარ უშვებდნენ. ის ძალიან სამართლიანი, მამაცი და უშიშარი გოგო იყო.

- თქვენი მეგობრობა ამერიკაშიც გაგრძელდა?

- ამერიკაში მას ორჯერ ვესტუმრე. დიდი სახლი ჰქონდა აუზით. მისი მეუღლე - მატვეი შატცი ჰოლივუდში მუშაობდა ტექნიკურ სფეროში, ფილმების განახლებასთან დაკავშირებით. რუსიკო ძალიან უყვარდა, ნიკუშას (ხარებას) როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცეოდა, მისთვის არაფერი ენანებოდა. კარგი განათლება მიაღებინა, სასწავლებელი კინოს განხრით დაამთავრებინა და შემდეგ თავისი კომპანია გაახსნევინა, სადაც ნიკუშა ფილმების გადაღებას აპირებდა. ნიკუშას პარტნიორი მგონი შუა აზიიდან იყო, საკმაოდ მდიდარი. მას, როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ჰქონდა გარკვეულ დაჯგუფებასთან, მათ ჯერ ნიკუშას პარტნიორი მოიტაცეს და ოჯახს მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მერე 25 წლის ბუღალტერი გოგო გაიტაცეს და ბოლოს რუსიკოს ვაჟი. ნიკუშამ დედას დაურეკა და უთხრა, მიყვარხარო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნიორის ოჯახმა მილიონი გადაუხადა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, მათ ყველა მოკლეს, ცხედრები ერთ - ერთი ტბის ფსკერზე პარკებით გაგუდული იპოვეს. ეს საშინელი, ენით აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის!

რუსიკოს მეორე მეუღლე ორი წლის წინ მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. რუსიკოსთვის დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ მას მეორე ვაჟიშვილი ჰყავდა გზაზე დასაყენებელი, ამიტომ ძალა მოიკრიბა და ოჯახს მართავდა. ბავშვმა იმდენად განიცადა მამის გარდაცვალება, გარკვეული პერიოდი საკვებს არ იღებდა... მეორე ვაჟი პატარაა ასაკით, სკოლა დაამთავრა და კოლეჯში გააგრძელა სწავლა, საოცრად ძლიერი ხასიათის ბიჭია. უყვარს სპორტი და ძალიან ნიჭიერია.

- ანუ ძალიან ლამაზი და ტრაგიკული ბედის ქალბატონი იყო?

- დიახ... რუსიკოს რომ ვეუბნებოდი, - რა ლამაზი ხარ - მეთქი, არ სჯეროდა. ნარცისი ხასიათი არ ჰქონია არასდროს, გულწრფელი ადამიანები უყვარდა. თავის სურათებს არასოდეს აგროვებდა და უვლიდა. რომ ჩავედი, ალბომი გამომიტანა (ეს ხდებოდა რამდენიმე წლის წინ, ვიდრე შვილი დაეღუპებოდა) და მითხრა, ნიკუშამ გამიკეთაო. ყველა სურათი ალბომში ლამაზად ჩაეკრა... ნიკუშას საოცრად უყვარდა დედა და მისი სილამაზით ძალიან ამაყობდა, დედა-შვილი ახლო მეგობრებიც იყვნენ...

- ახლა ვინ ზრუნავს მის უმცროს ვაჟზე?

- რუსუდანის უმცროსი ვაჟი - ჯორჯი ახლა 19 წლისაა, სწავლობს კოლეჯში, პარალელურად სამედიცინო ოფისში მუშაობს, მედმუშაკად... რუსუდანი გაირკვა, რომ გულით გარდაიცვალა, აუზთან იჯდა, კითხულობდა, ძმას ეგონა, რომ ჩაეძინა და არ გააღვიძა. მერე რომ მივიდა, გარდაცვლილი შერჩა ხელში... რუსუდანის ძმა და რუსუდანის ვაჟი ამერიკაში ერთად ცხოვრობენ, ბიძა საოცრად ზრუნავს ჯორჯზე. ყოველდღე ვურეკავ და ხშირად ამბობს, ახლა საჭესთან ვარ, ბავშვი მიმყავს აქა და აქო... ჯორჯი უკვე დიდი ბიჭია და გამეცინა ბავშვი რომ თქვა... ჯორჯი იყო საქართველოში ჩამოსული რუსუდანის მეორე ძმასთან - ვლადიკასთან... აქ რუსუდანის საფლავზე ხშირად გადიან.

ფოტოები: ეროვნული არქივი, გუგლი