მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა - ჩვენი შუქი ანათებს" - ოლენა ზელენსკა
"რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა - ჩვენი შუქი ანათებს" - ოლენა ზელენსკა

თქვენ ხართ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­ზღვრავთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებს და ეძებთ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავ­ლე­ნა და როცა გავ­ლე­ნა გვაქვს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გვე­კის­რე­ბა, - ამ სი­ტყვე­ბით უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ, ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ ბუ­ქა­რეს­ტის ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა.

მან რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­ზე ისა­უბ­რა, რის გა­მოც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და გათ­ბო­ბის გა­რე­შე რჩე­ბა.

"რა­ტომ აკე­თებს ამას რუ­სე­თი? ჩემი აზ­რით, იმი­ტომ, რომ ეს ქვე­ყა­ნა თა­ვად არის ტე­რო­რის­ტი. ის იმ­დენ ხანს იყო ჩა­ძი­რუ­ლი სიბ­ნე­ლე­ში, რომ ცდი­ლობს მის სხვებ­ზე გავ­რცე­ლე­ბას. მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვა. ჩვე­ნი შუქი ანა­თებს. მთელ უკ­რა­ი­ნა­ში იქ­მნე­ბა ისე­თი ცენ­ტრე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ გათბ­ნენ, და­ტე­ნონ თა­ვი­ან­თი გა­ჯე­ტე­ბი და იგ­რძნონ, რომ მარ­ტო არ არი­ან და არ არი­ან მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ასეთ ცენ­ტრებს ვუ­წო­დებთ "უძ­ლე­ვე­ლო­ბის ცენ­ტრებს“. მათ უნ­დათ ჩვე­ნი გა­ტე­ხა, მაგ­რამ ჩვენ კი­დევ უფრო ერ­თად ვდგა­ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ.

მისი თქმით, დღე, რო­დე­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რუ­სე­თი ტე­რო­რიზ­მის სპონ­სორ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­მო­ა­ცხა­და, ამ რე­ჟიმ­მა ხერ­სონ­სა და ვიშ­გო­როდ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა.

"ამი­ტომ, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა, სა­ჰა­ე­რო და სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნა ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაი რაა!
5

უფრო მეტი სიბნელე ვიდრე უკრაინაში იყო და არის ძნელად წარმოსადგენია! რუსეთიც ვიცი და უკრაინაც, ორივე კორუფციაშია ჩაძირული თუმცა უკრაინა ბევრად "წინ იყო და არის" ამ მხრივ. დასავლეთი კი ცდილობს თქვენ მოწინავე დემოკრატიად წარმოდგენას მაგრამ მაგას მხოლოდ ისინი იჯერებენ ვინც თქვენთან არ ყოფილა და თქვენ არ გიცნობთ!

ჯემო
3

ვაი თქვენს პატრონს ასე ერთი ერთში მიშას და სანდრას კლონირება კი გაუმჯესებული ვარიანტია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა - ჩვენი შუქი ანათებს" - ოლენა ზელენსკა

"რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა - ჩვენი შუქი ანათებს" - ოლენა ზელენსკა

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავთ მოვლენების განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს და ეძებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავლენა და როცა გავლენა გვაქვს, პასუხისმგებლობაც გვეკისრება, - ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

მან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება.

"რატომ აკეთებს ამას რუსეთი? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თავად არის ტერორისტი. ის იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას. მაგრამ არ გამოუვა. ჩვენი შუქი ანათებს. მთელ უკრაინაში იქმნება ისეთი ცენტრები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გათბნენ, დატენონ თავიანთი გაჯეტები და იგრძნონ, რომ მარტო არ არიან და არ არიან მიტოვებული. ასეთ ცენტრებს ვუწოდებთ "უძლეველობის ცენტრებს“. მათ უნდათ ჩვენი გატეხა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ერთად ვდგავართ“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

მისი თქმით, დღე, როდესაც ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ამ რეჟიმმა ხერსონსა და ვიშგოროდში საცხოვრებელი შენობების განადგურებით აღნიშნა.

"ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. მოვუწოდებთ ყველას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია ამ მიზნით“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.