საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას "მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი " - თაკო ჩარკვიანი
"მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას "მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი " - თაკო ჩარკვიანი

დიდ­ხანს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის­გან ეს ძილ­ქუ­ში საით იყო მი­მარ­თუ­ლი - ეს არის პარ­ტი­ის გა­ყიდ­ვა, როცა ლი­დე­რი გიკ­ვდე­ბა, ქუ­ჩა­ში არ გა­მო­დი­ხარ, პრო­ცესს აძი­ნებ და ყვე­ლას­თან კონ­ფლიქ­ტი გაქვს პარ­ტი­ა­ში, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ თავ­მჯდო­მა­რე თაკო ჩარ­კვი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

ჩარ­კვი­ან­მა მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გან­მარ­ტა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ "მე­ლი­ამ პარ­ტია ხა­ზა­რა­ძეს მიჰ­ყი­და“ და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სვლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბობს და ხა­ზა­რა­ძის­თვის ეს სა­სარ­გებ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი სვლაა.

"ამ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი სვლე­ბი არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კა­ში, მაგ­რამ არის კი­დევ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა. ხა­ზა­რა­ძის მხრი­დან ეს არის მის­თვის სა­სარ­გებ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი სვლა და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია მისი მხრი­დან, მაგ­რამ და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რის მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის­გან ეს ძილ­ქუ­ში ამ­დე­ნი ხნის, პრო­ცე­სის მი­ძი­ნე­ბა საით იყო მი­მარ­თუ­ლი დიდი ხანი ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. წინა წლის ოქ­ტომ­ბერს როცა და­ვა­ა­ნონ­სე აქ­ცია, მისი "მე­სი­ჯე­ბი“ მი­დი­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­თან, რომ ეს აქ­ცია მი­შას არ სჭირ­დე­ბა და არ მოხ­ვი­დეთ. მე გუ­ში­ნაც ვნა­ხე ასე­თი "მეს­ჯე­ბი“ სხვა­თა შო­რის. არ არ­სე­ბობს პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც არ სჭირ­დე­ბა გა­რეთ მხარ­დამ­ჭერ­თა აქ­ცი­ე­ბი. და­ვი­წყეთ დაკ­ვირ­ვე­ბა და ვნა­ხეთ, რა­ტომ აძი­ნებ­და ასე პრო­ცესს და დიდი ხა­ნია ამა­ზე ვსა­უბ­რობ, ხა­ბე­იშ­ვი­ლის და ხა­ზა­რა­ძის და მე­რა­ბიშ­ვი­ლის თუ კე­ზე­რაშ­ვი­ლის თემა არ არ­სე­ბობ­და, როცა მე ნიკა მე­ლი­ას ვე­ძახ­დი მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხავს, რად­გან მან პრო­ცე­სი და­ა­ძი­ნა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პრო­ცენ­ტუ­ლად გა­ნა­ხევ­რდა, ყვე­ლა კვლე­ვით, ეს მოხ­და ამ თავ­მჯდო­მა­რის პი­რო­ბებ­ში. მე რა ინ­ტე­რე­სი მაქვს? - ის, რაც მქონ­და 2018 წელს, როცა და­სუს­ტე­ბულ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და­ვუ­დე­ქი გვერ­დით გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათი ამომ­რჩევ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რის ამომ­რჩევ­ლე­ბი ვარ. ძა­ლი­ან დიდი შე­დე­გი დავ­დეთ 2018-ში პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და მე­ო­რე ტური და­ი­დო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ბიჭ­მა გა­ა­ნად­გუ­რა.

როცა გა­რი­გე­ბა ხდე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ეგი­დით, სი­ნამ­დვი­ლე­ში შენს პარ­ტი­ას ან­გრევ და სა­უბ­რობ ამ დროს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე და პარ­ტი­ი­დან ყვე­ლა გარ­ბის და­წყე­ბუ­ლი ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლით, ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე... ყვე­ლა გა­იქ­ცა, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძეს­თან კონ­ფლიქ­ტი... როცა შენს პარ­ტი­ას ან­გრევ და სხვა პარ­ტი­ას­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობ და ძალა ერ­თო­ბა­ზე, ეს არის მტკნა­რი სიც­რუე, რად­გან თუ შენს პარ­ტი­ას ან­გრევ, ვერ დაჯ­დე­ბი 1 თუ 2 პრო­ცენ­ტი­ან პარ­ტი­ას­თან სა­სა­უბ­როდ, რა­ღაც ინ­ტე­რე­სია, რად­გან მე­ლი­ას პი­რო­ბებ­ში გა­ნა­ხევ­რდა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის პრო­ცენ­ტი. ეს არის პარ­ტი­ის გა­ყიდ­ვა, როცა ლი­დე­რი გიკ­ვდე­ბა, ქუ­ჩა­ში არ გა­მო­დი­ხარ, პრო­ცესს აძი­ნებ და ყვე­ლას­თან კონ­ფლიქ­ტი გაქვს პარ­ტი­ა­ში და ამ­ხე­ლა და­ფი­ნან­სე­ბა გაქვს და ერთ აქ­ცი­ას არ აკე­თებ, უკ­მა­ყო­ფი­ლოა შენი ამომ­რჩე­ვე­ლი და მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ კონ­კრე­ტუ­ლად ერთ პარ­ტი­ას­თან, რო­მე­ლიც გახ­ლავთ "ლელო“, შენი ინ­ტე­რე­სი რა არის? მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გა­მო­ვი­და გუ­შინ და თქვა, ჩა­მა­ბა­რეთ ქვე­ყა­ნა და მე შვე­ი­ცა­რი­ად ვაქ­ცევ, თუ ვა­შა­ძის პრა­ი­მერ­სი არ მოგ­წონს და მე ეს სი­ტყვა და­ვი­წუ­ნე, რა დროს იმა­ზე სა­უ­ბა­რია, ვის რას ჩა­ვა­ბა­რებთ, როცა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა არ არის რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი... ხა­ზა­რა­ძეს მე ვერ ვამ­ტყუ­ნებ, რად­გან მის­გან ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სვლა, ხოლო მე­ლი­ას­გან ეს არის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­ცი­ე­ლი,“- გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

ისე ამან რომ ჩაუტარანაცხროვას,ერთი ორი თუ დაიტრაბახებს.გახეთქა პარტია ნაკერავზე ,ამისთვის უღრმესი მადლობა პირადად ჩემგან,,ნაცების ერთერთი მესაფლავე თაკო ჩარკვიანია!

ელგუჯა
0

მაგან, ხვრინვაც იცის და ძილში წამოტირებაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას "მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი " - თაკო ჩარკვიანი

"მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას "მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი " - თაკო ჩარკვიანი

დიდხანს ვაკვირდებოდი, მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისგან ეს ძილქუში საით იყო მიმართული - ეს არის პარტიის გაყიდვა, როცა ლიდერი გიკვდება, ქუჩაში არ გამოდიხარ, პროცესს აძინებ და ყველასთან კონფლიქტი გაქვს პარტიაში, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანმა მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა იმის თაობაზე, რომ "მელიამ პარტია ხაზარაძეს მიჰყიდა“ და როგორც აღნიშნა, მსგავსი პოლიტიკური სვლები პოლიტიკაში არსებობს და ხაზარაძისთვის ეს სასარგებლო პოლიტიკური სვლაა.

"ამ ტიპის პოლიტიკური სვლები არსებობს პოლიტიკაში, მაგრამ არის კიდევ კეთილსინდისიერება. ხაზარაძის მხრიდან ეს არის მისთვის სასარგებლო პოლიტიკური სვლა და ეს აბსოლუტურად ნორმალურია მისი მხრიდან, მაგრამ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისგან ეს ძილქუში ამდენი ხნის, პროცესის მიძინება საით იყო მიმართული დიდი ხანი ვაკვირდებოდი. წინა წლის ოქტომბერს როცა დავაანონსე აქცია, მისი "მესიჯები“ მიდიოდა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან, რომ ეს აქცია მიშას არ სჭირდება და არ მოხვიდეთ. მე გუშინაც ვნახე ასეთი "მესჯები“ სხვათა შორის. არ არსებობს პოლიტპატიმარი, რომელსაც არ სჭირდება გარეთ მხარდამჭერთა აქციები. დავიწყეთ დაკვირვება და ვნახეთ, რატომ აძინებდა ასე პროცესს და დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ, ხაბეიშვილის და ხაზარაძის და მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არ არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას ვეძახდი მძინარე მზეთუნახავს, რადგან მან პროცესი დააძინა და "ნაციონალური მოძრაობა“ პროცენტულად განახევრდა, ყველა კვლევით, ეს მოხდა ამ თავმჯდომარის პირობებში. მე რა ინტერესი მაქვს? - ის, რაც მქონდა 2018 წელს, როცა დასუსტებულ "ნაციონალურ მოძრაობას“ დავუდექი გვერდით გარკვეული ადამიანები, რომლებიც მათი ამომრჩევლები არ ვიყავით, მაგრამ დასავლური ვექტორის ამომრჩევლები ვარ. ძალიან დიდი შედეგი დავდეთ 2018-ში პრაქტიკულად გამარჯვებული საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე ტური დაიდო, ეს ყველაფერი ამ ბიჭმა გაანადგურა.

როცა გარიგება ხდება გაერთიანების ეგიდით, სინამდვილეში შენს პარტიას ანგრევ და საუბრობ ამ დროს გაერთიანებაზე და პარტიიდან ყველა გარბის დაწყებული ნონა მამულაშვილით, ზაზა ბიბილაშვილით დასრულებული, გიორგი ჩალაძე... ყველა გაიქცა, გიორგი მუმლაძესთან კონფლიქტი... როცა შენს პარტიას ანგრევ და სხვა პარტიასთან გაერთიანებაზე საუბრობ და ძალა ერთობაზე, ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან თუ შენს პარტიას ანგრევ, ვერ დაჯდები 1 თუ 2 პროცენტიან პარტიასთან სასაუბროდ, რაღაც ინტერესია, რადგან მელიას პირობებში განახევრდა მთავარი ოპოზიციური პარტიის პროცენტი. ეს არის პარტიის გაყიდვა, როცა ლიდერი გიკვდება, ქუჩაში არ გამოდიხარ, პროცესს აძინებ და ყველასთან კონფლიქტი გაქვს პარტიაში და ამხელა დაფინანსება გაქვს და ერთ აქციას არ აკეთებ, უკმაყოფილოა შენი ამომრჩეველი და მოლაპარაკებას აწარმოებ კონკრეტულად ერთ პარტიასთან, რომელიც გახლავთ "ლელო“, შენი ინტერესი რა არის? მამუკა ხაზარაძე გამოვიდა გუშინ და თქვა, ჩამაბარეთ ქვეყანა და მე შვეიცარიად ვაქცევ, თუ ვაშაძის პრაიმერსი არ მოგწონს და მე ეს სიტყვა დავიწუნე, რა დროს იმაზე საუბარია, ვის რას ჩავაბარებთ, როცა საარჩევნო სისტემა არ არის რეფორმირებული... ხაზარაძეს მე ვერ ვამტყუნებ, რადგან მისგან ეს არის პოლიტიკური სვლა, ხოლო მელიასგან ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი,“- განაცხადა ჩარკვიანმა.