მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანქციები გამკაცრდება: კონკრეტულ ადგილებში ცივი იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით - რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
სანქციები გამკაცრდება: კონკრეტულ ადგილებში ცივი იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით - რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სან­ქცი­ე­ბი გამ­კაცრ­დე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ქუ­ჩა­ში, ეზო­ში, სტა­დი­ონ­ზე, სკვერ­ში, პარკში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­სა­მარ­თლო­ში, აე­რო­პორ­ტში, კი­ნო­თე­ატ­რში, თე­ატ­რში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, კა­ფე­ში, რეს­ტო­რან­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ავ­ტო­სად­გურ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას, ნაც­ვლად 200 ლა­რი­სა, 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და ცივი ია­რა­ღის კონ­ფის­კა­ცი­ას. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მისი გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს პი­რის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნაც­ვლად.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, „ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა“ გუ­ლის­ხმობს, ასე­ვე, ისე­თი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას, რო­დე­საც პირი იმგვა­რად ფლობს ცივ ია­რაღს, რომ მოხ­დეს მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა.

კო­დექ­სის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით „ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა“ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ ისე­თი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას, რო­დე­საც პირს ცივი ია­რა­ღი უჭი­რავს ხელ­ში, მი­მაგ­რე­ბუ­ლი აქვს სხე­ულ­ზე ან ინა­ხავს ტან­საც­მელ­ში.

მომხსე­ნებ­ლის, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დერ და­რახვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ მოქ­მედ ნორ­მას აქვს ხარ­ვე­ზე­ბი, ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რია და ამი­ტომ სა­ჭი­რო გახ­და კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

„2022 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბრის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მოხ­და მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის 147 შემ­თხვე­ვა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის 166 და ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის 130 შემ­თხვე­ვა. თუ ყვე­ლა ამ და­ნა­შა­ულს და­ვა­ჯა­მებთ, 35% შემ­თხვე­ვა­ში იყო ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დანა და მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ მკვლე­ლო­ბე­ბის 53% მოხ­და და­ნით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვხე­დავთ, რომ მოქ­მედ რე­გუ­ლი­რე­ბას არ გა­აჩ­ნია პრე­ვენ­ცი­უ­ლი ეფექ­ტი იმი­სათ­ვის, რომ სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი ავი­რი­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

პურის ან ხორცის საჭრელი დანა ვიყიდე და მიმაქვს სახლში, მაჩერებს პოლიცმეისტერი და მაჯარიმებს თავის ხოშზე 500 ლარით, ამ შემთხვევაში რა ხდება? უნდა ვირბინო სასამართლოებში მეორე 500 ლარის დასახარჯათ რომ ავიცილო პირველი 500 ლარი? იდიოტიზმის უმაღლესი მწვერვალია, უაზროთაა განმარტებული.

Status quo
0

რა იარაღი ან როგორი დანა ითვლება ცივ იარაღად, მოხდა კლასიფიკაცია? ან მანქანაში თუ მაქვს დანა, არ ჩაითვლება დასჯადად?სადგურის ბაზრობაზე ტიპი რომ ჰყიდის დანებს, თუნდაც საოჯახოს, არ არის დარღვევა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სანქციები გამკაცრდება: კონკრეტულ ადგილებში ცივი იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით - რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

სანქციები გამკაცრდება: კონკრეტულ ადგილებში ცივი იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით - რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება.

კოდექსის მოქმედი რედაქციით „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდერ დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზები, ნაკლებეფექტურია და ამიტომ საჭირო გახდა კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება.

„2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა. თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"