"კალმარის თამაშის" 78 წლის მსახიობს, ო იონგ სუს, სექსუალურ შევიწროვებაში სდებენ ბრალს. მომჩივანის თქმით, 2017 წელს, მსახიობი მას არასათანადოდ შეეხო, რის გამოც "ოქროს გლობუსის" მფლობელს ბრალი დაკავების გარეშე წაუყენეს.
როგორც სამხრეთ კორეული მედია იტყობინება, დაზარალებულმა საჩივარი 2021 წლის დეკემბერში შეიტანა, თუმცა იმ დროისთვის მსახიობმა უარყო ბრალდება და პოლიციამ საქმე აპრილში ბრალის წარდგენის გარეშე დახურა. ამჯერად, დაზარალებულის მოთხოვნით, პროკურატურამ საქმე ხელახლა გახსნა.
ო იონგ სუმ კორეულ სამაუწყებლო არხ JTBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, - ერთადერთი კონტაქტი, რაც კი მომჩივანთან მქონდა, მისთვის ხელის ჩაკიდება იყო, რათა ქალს გზაზე წინ გავძღოლოდიო... მსახიობის თქმით, მან ქალბატონს ბოდიში მხოლოდ იმიტომ მოუხადა, რომ "ის შეპირდა, თუ მოუბოდიშებდა, საქმეს აღარ გაართულებდა". ო იონგ სუ ამბობს, რომ მისი მხრიდან პატიების თხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ ამით დანაშაულს აღიარებს.
"კალმარის თამაშში" 78 წლის მსახიობმა ყველაზე ხნიერი მონაწილის როლი ითამაშა. იონგ სუს ამ როლმა ოქროს გლობუსიც არგუნა.
წყარო: variety
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
4 წელი ფიქრობდა, სათანადოდ შეეხო თუ არასათანადოდ??? გულისამრევი ფულზე დახარბებული არსებები