უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, მომავალი კვირა რთული იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება, სამხედროები, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამისთვის ემზადებიან.
პოლიტიკოსმა განცხადება „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გააკეთა.
"შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან რთული იყოს. რუსები ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ ენერგეტიკულ ობიექტებზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარის მოლოდინში არიან,- აღნიშნა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა.
ამასთან, არახამიამ მოუწოდა უკრაინელებს, საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის ადეკვატური სიფრთხილის ზომები მიიღონ. კერძოდ, მოიმარაგონ წყალი, საკვები და დატენონ ტელეფონები.
გველია.
ხალხი გაიმეტეთ იმისთვის, რომ თქვენ და თქვენისთანებმა კარგად იცხოვროთ!
მოგეკითხებათ, უფლისგან !