საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოება ჩემგან ელის შლაპიან ზურიუსს"- ცნობილი ტელესახის ჩაცმულობის ყველასგან გამორჩეული სტილი: რატომ იმოსება მე-19 საუკუნის ადამიანივით ზურიუს ბალანჩივაძე
"საზოგადოება ჩემგან ელის შლაპიან ზურიუსს"- ცნობილი ტელესახის ჩაცმულობის ყველასგან გამორჩეული სტილი: რატომ იმოსება მე-19 საუკუნის ადამიანივით ზურიუს ბალანჩივაძე

ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი, გა­ლობს, ხა­ტავს, გი­დია, მოს­წონთ მისი შე­მეც­ნე­ბი­თი ვი­დე­ობ­ლო­გე­ბი. ადა­მი­ა­ნებს კი თავი მა­სობ­რი­ვად სტვე­ნით გა­აც­ნო, როცა "ნი­ჭი­ე­რი“ კონ­კურ­სან­ტი იყო.

ზურა, ზუ­რი­უს ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს ჩაც­მის სტი­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს. როცა მას ვუ­ყუ­რებ, XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, ან XX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ადა­მი­ა­ნი მგო­ნია, ანუ ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა შლა­პა­ში, ფრაკ­ში, ჟი­ლეტ­სა და ჰალ­სტუხ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი. ეს ტან­საც­მე­ლი მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია...

რა­ტომ მო­ირ­გო ზუ­რი­უს­მა ასე­თი სა­მო­სი, რა ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს ამას მის­თვის, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან მიხ­ვდე­ბით...

ზურა, ზუ­რი­უს ბა­ლან­ჩი­ვა­ძე:

- პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თავი ვიგ­რძნო ბუ­ნებ­რი­ვად და კომ­ფორ­ტუ­ლად. მე კი არ უნდა ვერ­გე­ბო­დე ამ ტან­საც­მელს, არა­მედ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე უნდა მერ­გე­ბო­დეს. სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზეც მი­ნა­ხავს მსგავ­სი შე­სა­მო­სე­ლი, მაგ­რამ მათ ის კონ­კრე­ტულ დროს - წვე­უ­ლე­ბა­ზე, ან დღის რა­ღაც მო­ნაკ­ვეთ­სა თუ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აც­ვი­ათ და ის მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი არ არის. ჩემ­თვის ამ ყვე­ლაფ­რის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ის იყო, რომ მსგავ­სი ჩაც­მუ­ლო­ბა სა­ერ­თოდ მიყ­ვარს და ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და. თან, მინ­დო­და, ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი ყო­ფი­ლი­ყო. ეს სტი­ლი და სა­მო­სიც ნელ-ნელა იქ­მნე­ბო­და. ვი­ძენ­დი იმას, რის სა­შუ­ა­ლე­ბაც მქონ­და და ქვე­ყა­ნა­ში რაც იყო, რისი გა­მო­წე­რაც შე­მეძ­ლო, რა­საც მე­ო­რა­დებ­ში აღ­მო­ვა­ჩენ­დი. მოკ­ლედ, თან­და­თან ვხდე­ბო­დი, რა მინ­დო­და. ახ­ლაც მაქვს რამ­დე­ნი­მე იდეა და ვცდი­ლობ, ის სა­მო­სი გა­მო­ვი­წე­რო, ან შე­ვა­კე­რი­ნო, მე­ო­რა­დებ­ში ვი­ყი­დო, ან ბრენ­დი­რე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში. მოკ­ლედ ასეა - გა­აჩ­ნია, სად რას წა­ვა­წყდე­ბი და რო­გორ ავე­წყო­ბი.

- ფრა­კი, ცი­ლინ­დრი, შლა­პა, სა­ხა­სი­ა­თო პე­რან­გი, ჟი­ლე­ტი - ეს შენი ტან­საც­მლის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ანუ ის, რაც ზუ­რი­უ­სის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­თვის კარ­გა ხა­ნია და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გახ­და...

- კი და იმა­საც და­ვაკ­ვირ­დი, რომ თბი­ლი­სის და სა­ქარ­თვე­ლოს ჰავა მთლად ერთი-ერ­თზე ვერ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ გა­რე­მოს, სა­დაც ამ ხა­სი­ა­თის ტან­საც­მე­ლი შე­იქ­მნა. იქ უფრო ცივი კლი­მა­ტია და ეს სა­მო­სი უფრო დიდ­ხანს იქ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ჩვენ­თან ზამ­თა­რი მე­ტად მოკ­ლეა, იმ­დენ ხანს არ გრძელ­დე­ბა, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ გერ­მა­ნი­ა­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში, ბელ­გი­ა­ში. ამი­ტომ სქელ შა­ლის პი­ჯა­კის შიგ­ნით ჩაც­მულ პუ­ლო­ვერ­ზე და იმის შიგ­ნით სქელ პე­რანგზე ზე­მო­დან პალ­ტოს ოქ­ტომ­ბერ­ში ვერ ჩა­იც­ვამ, დაგ­ცხე­ბა, ბრი­ტა­ნეთ­ში კი ოქ­ტომ­ბერ­ში ამის ამინ­დი ნამ­დვი­ლად არის. ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე მას მერე მო­დის და გა­სათ­ვა­ლი­წი­ნე­ბე­ლი ხდე­ბა, რო­დე­საც შე­სა­ბა­მის ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას და­აგ­რო­ვებ.

- შენი კა­რა­დი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ი­დევ­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე კოს­ტი­უ­მე­ბი?

- ჩემს კა­რა­და­ში სა­კი­დებ­ზე ძი­რი­თა­დად კი­დია, - პი­ჯა­კე­ბი, პე­რან­გე­ბი, ჟი­ლე­ტე­ბი, შარ­ვლე­ბი. ცალ­კეა ჰალ­სტუ­ხე­ბის და ბაფ­თე­ბის სექ­ცი­აა. ბაფ­თე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ხე­ლით არის შე­საბ­ნე­ვი. ამი­ტომ ხე­ლით ვიკ­რავ. უფრო ბუ­ნებ­რი­ვი ჩანს, ვიდ­რე გამ­ზა­დე­ბუ­ლი ბაფ­თა, რო­მელ­საც უცებ მო­ირ­გებ. თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მო­სი, ბო­ტა­სი, კა­პი­უ­შო­ნი, მა­ი­სუ­რი, რა თქმა უნდა, მაქვს, ასე­ვე "დუ­ტის“ ქურ­თუ­კიც, რად­გან მცი­ვა­ნა ვარ. როცა ზამ­თარ­ში ქა­რია და ცივა, მეც კრი­ტი­კუ­ლად მცი­ვა. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით ცივი ზამ­თრის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მო­სი მაქვს. ოღონდ, "დუ­ტის“ ქურ­თუ­კიც გრძე­ლი პალ­ტო­სა­ვი­თა. ბევ­რი ვე­ძე­ბე და ბო­ლოს ქა­ლე­ბის სექ­ცი­ი­დან ვი­ყი­დე.

- რომ გი­ყუ­რებ, ხან XIX სა­უ­კუ­ნის ბოლო წლე­ბის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, პო­ე­ტი, მეც­ნი­ე­რი, თუ სა­ერ­თო­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი მგო­ნი­ხარ...

- არის ამა­ში გარ­კვე­უ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბი. ხან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ფილ­მის გავ­ლე­ნაც იყოს... გან­წყო­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. თან, ამით ადა­მი­ა­ნი რა­ღაც­ნა­ი­რად თავს ირ­თობ, თა­მა­შობ და რის სა­ნა­ხა­ვა­დაც უცხო ქვე­ყა­ნა­ში წახ­ვი­დო­დი, ის პერ­სო­ნა­ჟი თა­ვად ხდე­ბი...

- და ხა­სი­ათ­ზეც მოქ­მე­დებს?

- კი და ზოგ­ჯერ პი­რი­ქით, მე ვკარ­ნა­ხობ ჩემს ხა­სი­ათს. გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას. ორი­ვე ამ­ბა­ვია. ლა­ბა­და მო­მიც­ვამს და XX სა­უ­კუ­ნის­კენ წავ­სულ­ვარ, პალ­ტოს ჩაც­მიცვმას და XIX სა­უ­კუ­ნე­ში მოვ­ხვედ­რილ­ვარ. ხან­და­ხან მოძ­რა­ო­ბა­საც მიც­ვლის, სულ გახ­სე­ნებს, იმ წუ­თას ვინ ხარ.

- მგო­ნი, ამ სა­მო­სით, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პე­ლი ხარ...

- ევ­რო­პა­საც გა­აჩ­ნია, პალ­ტო, რო­მე­ლიც ფრი­ა­ლებს, ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მი­ტო­ვებს, რომ ჩქა­რა უნდა ვი­ა­რო, არის რა­ღაც, რა­საც ნელი სი­ა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა, ზოგ ტან­საც­მე­ლი სის­ხარ­ტეს მო­ი­თხოვს...

- ჩვენს სტრე­სულ, ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბით გა­დატ­ვირ­თულ ცხოვ­რე­ბა­ში XIX სა­უ­კუ­ნის სა­მო­სი ხელს არ გიშ­ლის? რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ შენ­გან ის მუდ­მი­ვად სი­დინ­ჯეს, სი­დარ­ბა­ის­ლეს, რა­ღა­ცის მოთ­მე­ნას, ატა­ნას მო­ი­თხოვს...

- მო­ი­თხოვს, ვი­საც ასე­თი ტან­საც­მე­ლი ბევ­რი წლის წინ ეც­ვათ, ისი­ნიც დინ­ჯე­ბი იყ­ვნენ. ფო­ტო­კა­მე­რის წი­ნაც ალ­ბათ დიდ­ხანს ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, რად­გან ფო­ტოგ­რა­ფია მა­შინ ახა­ლი ხილი იყო, მაგ­რამ თუ ლუ­დის, ან ღვი­ნის და­სა­ლე­ვად წა­ვი­დოდ­ნენ, მა­შინ რა, სხვა რამე ეც­ვათ? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ო­ბაც ზუს­ტად ეგ არის. რო­გორც XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მო­ე­წო­ნე­ბო­დათ, ეწყი­ნე­ბო­დათ, ვცდი­ლობ, ისე­ვე ბუ­ნებ­რი­ვად მი­ვი­ღო ის ყვე­ლა­ფე­რი და იმის ნა­წი­ლი გავ­ხდე.

- შენ ცდი­ლობ, მი­ი­ღო, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია. ადა­მი­ა­ნე­ბი ამას შენ­გან ბუ­ნებ­რი­ვად იღე­ბენ?

- იღე­ბენ, მაგ­რამ მქო­ნია ცოტა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბიც და არა ერთხელ. სხვა­თა შო­რის, ეგ დღემ­დე არის. მა­გა­ლი­თად, როცა ქუ­ჩა­ში მო­დის ადა­მი­ა­ნი და ვუ­ყუ­რებ, არ მი­ყუ­რებს, მაგ­რამ გამ­ცდე­ბა თუ არა, გა­მომ­ხე­დავს. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, - გი­ყუ­რე­ბე­ნო... მო­ძა­ხე­ბე­ბიც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში ეჩ­ვე­ვი და ეს გარ­კვე­ულ ძა­ლა­საც გმა­ტებს. არა­და, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფერს აშა­ვებ. რა­საც გინ­და, იმას ჩა­იც­ვამ. იმა­საც ვერ გე­ტყვი­ან, - რას გავ­ხარ? ვერც იმას, - შიშ­ვე­ლი ხარ, ან არას­წო­რად გაც­ვი­აო... მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის უცენ­ზუ­რო­ბა­საც სა­ზღვა­რი არ აქვს და ბევ­რი სხვა­დას­ხვა რა­მეც მსმე­ნია... მაგ­რამ მე მხო­ლოდ ჩემი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩაც­მის სტი­ლით ხომ არ მიც­ნო­ბენ, უამ­რავ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, რაც ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის.

- ამი­ტო­მაც არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას "გპა­ტი­ობს", რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის რა­ღაც სა­სარ­გებ­ლოს აკე­თებ...

- კი. ჯერ იყო "ნი­ჭი­ე­რი,“ მერე ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი­კა, ჩემი შე­მეც­ნე­ბი­თი ვი­დე­ო­ე­ბი, კი­დევ სხვა რა­ღა­ცე­ბიც და ესეც რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემ მი­მართ ნდო­ბას იწ­ვევს.

- ნდო­ბის "მან­და­ტი“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამის ფონ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს რა­ღა­ცებს პა­ტი­ო­ბენ.

- ასე თუ ისე პა­ტი­ო­ბენ... ეს არ არის ჩაც­მუ­ლო­ბა ჩაც­მუ­ლო­ბის­თვის. ისიც მე ვარ, რაც მაც­ვია და ისიც, მე ვარ, რა­საც ვაკ­თებ. ისე არ არის, რომ მე ასე მაც­ვია და იმის იქით არა­ფე­რია. ერთი მე­ო­რეს ავ­სებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში რა­ღაც დო­ნემ­დე მივ­დი­ვართ.

- და­მო­უ­კი­დებ­ლად წყვეტ პალ­ტო­სა თუ ფრა­კის მო­დე­ლებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა?

- კი, მა­გა­ლი­თად, პალ­ტოს­გან ფრა­კი მკე­რა­ვის დახ­მა­რე­ბით შევ­ქმე­ნი. ამ შემ­თხვე­ვა­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მკე­რავს ზუს­ტად ვუ­თხა­რი, რა და რო­გორ მინ­დო­და. უკ­ვირ­და, - ეს რო­გო­რო? მერე წა­მომ­ყვა იდე­ე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა­ში. რო­დე­საც ყი­დუ­ლობ, ზოგ­ჯერ ტან­საც­მე­ლი გკარ­ნა­ხობს და ზოგ­ჯერ თვი­თონ კარ­ნა­ხობ. უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, რაზე იც­ვამ, რის­თვის გინ­და. ცი­ლინ­დრი რომ ვი­ყი­დე, იმა­ზეც ვფიქ­რობ­დი, რო­გო­რი სათ­ვა­ლე მო­უხ­დე­ბო­და. კო­ნი­უნ­ქტუ­რა­ში ბო­ლომ­დე რომ ჩამ­ჯდა­რი­ყო, რა­ღაც ეტაპ­ზე იქამ­დე მი­ვე­დი, რომ ულ­ვა­შე­ბიც კი ავიპ­რი­ხე. ქა­ო­ტუ­რად რა­ღა­ცე­ბის ყიდ­ვა არც ამ სფე­როს უხ­დე­ბა.

- რო­გო­რია ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შენი ამ ჩაც­მუ­ლო­ბის მი­მართ?

- იყო მი­ნი­მა­ლუ­რი "რა­ღა­ცე­ბი", მაგ­რამ მერე ნელ-ნელა და­ლაგ­და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას. ოჯა­ხის წევ­რი ყო­ველ­თვის ფიქ­რობს და გა­ფა­სებს ჯერ სა­კუ­თა­რი თვა­ლით, მერე სხვი­სი გად­მო­სა­ხე­დი­დან, სხვა რას იფიქ­რებს. რო­დე­საც ხე­დავს, რომ ამა­ზე სხვა ცუდს არ ფიქ­რობს, ისიც ეჩ­ვე­ვა.

- და მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც მუდ­მი­ვად რა­ღაც ახალს გთხოვს...

- კი, სი­ახ­ლეს ელის, გთხოვს და რაც რა­ღაც მო­მენ­ტში ამას ბე­ნე­ფი­ტე­ბიც აქვს. ისეთ ტან­საც­მელს, რო­მე­ლიც ყვე­ლას აც­ვია, ისეთ პე­რი­ოდ­ში ვიც­ვამ, როცა მინ­და, რომ არა­ვინ და­მი­ნა­ხოს და მიც­ნოს. ზოგ­ჯერ მაქვს ასე­თი მო­მენ­ტე­ბი და ეს ამა­ში მეხ­მა­რე­ბა. ძი­რი­თა­დად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემ­გან ელის შლა­პი­ან ზუ­რი­უსს. თუ შლა­პა ახუ­რავს, ე.ი. ზუ­რი­უ­სია, თუ არა, ე.ი. უბ­რა­ლოდ ჰგავ­და.

- რო­გორც ვიცი, ხა­ტავ და დიდი ალ­ბა­თო­ბით, რაც სა­მო­სის ასე შერ­ჩე­ვა­ში გეხ­მა­რე­ბა...

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, აქე­დან მო­დი­ო­დეს. ბავ­შვო­ბა­ში მე­ფე­ებს და დე­დოფ­ლებს ვხა­ტავ­დი, ანუ ზედ­მე­ტი ნა­ჭე­რი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო... ჩემი მან­ტი­აც ალ­ბათ იქე­დან მო­დის.

- ხატ­ვის­თვის დროს გვრჩე­ბა?

- მრჩე­ბა, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო კი­თხვას მო­ვახ­მა­რო, ცოტა რა­ღაც შე­ვის­რუ­ტო, რომ მერე გა­და­ვა­მუ­შა­ვე. ზამ­თა­რი მო­დის, ამ დროს გას­ვლა და ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბა არ მა­ხა­სი­ა­თებს და ხატ­ვა­საც და­ვი­წყებ. მინ­და, ეს პე­რი­ო­დი ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნო და კი­თხვას ხატ­ვაც შე­ვუ­თავ­სო. ამას­თან, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­აც არ უნდა და­მა­ვი­წყდეს და თან, ამ სა­მოსს მხო­ლოდ სახ­ლშიც ვერ ჩა­ვიც­ვამ.

- ჩო­ხა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- მიყ­ვარს ჩოხა, მინ­და, ერთხე­ლაც შე­ვი­კე­რო, ოღონდ, მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი. ეს სა­მო­სიც უცებ არ მო­სუ­ლა, ნელ-ნელა მი­ვი­ღე ყვე­ლა­ფე­რი. ნე­ბის­მი­ე­რი რა­ღა­ცის­თვის ში­ნა­გა­ნად მზად უნდა იყო. უცებ რომ გა­მო­ე­წყო­ბა ადა­მი­ა­ნი ჩო­ხა­ში, შე­იძ­ლე­ბა პრო­ტეს­ტი გაჩ­ნდეს. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მიხვრა-მოხვრა, ჩოხა უნდა გა­ი­ში­ნა­უ­რო და შენი ბუ­ნებ­რი­ო­ბის ნა­წი­ლი გა­ხა­დო. თუ ეს არ გაქვს, ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ. ამ პო­ზი­ცი­ამ­დე უნდა მი­ვი­დე. თავს ძა­ლას არ ვა­ტან, მოვა, მოვა, არ მოვა, იყოს ისე, რო­გორც იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
3

"კაცი უნდა კაცსა ჰგავდეს არა მუხის ხესაო". ძალიან კარგი მომწონს ,აბა პაპუასივით ხომ არ ივლის, როგორც ზოგიერთი კადრულობთ და შარვლიდან შიშველ ფეხებს აჩენთ. რატომ ბაძავთ თურქული სერიალის მსახიობებს, მამაკაცები ფეხსაცმელში შიშველი ფეხებით ამაზრზენია

ნიაკო
3

ძალიან საინტერესო სტილია და საერთოდ არ არის 19 20 საუკინის უბრალოდ კლასიკური სტილია რაც ძალიან მომწონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საზოგადოება ჩემგან ელის შლაპიან ზურიუსს"- ცნობილი ტელესახის ჩაცმულობის ყველასგან გამორჩეული სტილი: რატომ იმოსება მე-19 საუკუნის ადამიანივით ზურიუს ბალანჩივაძე

"საზოგადოება ჩემგან ელის შლაპიან ზურიუსს"- ცნობილი ტელესახის ჩაცმულობის ყველასგან გამორჩეული სტილი: რატომ იმოსება მე-19 საუკუნის ადამიანივით ზურიუს ბალანჩივაძე

ნიჭიერი ადამიანია, პროფესიით ჟურნალისტი, გალობს, ხატავს, გიდია, მოსწონთ მისი შემეცნებითი ვიდეობლოგები. ადამიანებს კი თავი მასობრივად სტვენით გააცნო, როცა "ნიჭიერი“ კონკურსანტი იყო.

ზურა, ზურიუს ბალანჩივაძეს ჩაცმის სტილიც განსხვავებული აქვს. როცა მას ვუყურებ, XIX საუკუნის ბოლოს, ან XX საუკუნის პირველი ნახევრის ადამიანი მგონია, ანუ ისტორიული პიროვნება შლაპაში, ფრაკში, ჟილეტსა და ჰალსტუხში გამოწყობილი. ეს ტანსაცმელი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია...

რატომ მოირგო ზურიუსმა ასეთი სამოსი, რა ემოციური დატვირთვა აქვს ამას მისთვის, ყოველდღიურობაში რამდენად კომფორტულია ეს ყველაფერი, ამას ინტერვიუდან მიხვდებით...

ზურა, ზურიუს ბალანჩივაძე:

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ თავი ვიგრძნო ბუნებრივად და კომფორტულად. მე კი არ უნდა ვერგებოდე ამ ტანსაცმელს, არამედ ეს ყველაფერი მე უნდა მერგებოდეს. სხვა ადამიანებზეც მინახავს მსგავსი შესამოსელი, მაგრამ მათ ის კონკრეტულ დროს - წვეულებაზე, ან დღის რაღაც მონაკვეთსა თუ სიტუაციაში აცვიათ და ის მათი ყოველდღიურობის ნაწილი არ არის. ჩემთვის ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ მსგავსი ჩაცმულობა საერთოდ მიყვარს და ბავშვობიდან მიზიდავდა. თან, მინდოდა, ჩემთვის კომფორტული, ბუნებრივი ყოფილიყო. ეს სტილი და სამოსიც ნელ-ნელა იქმნებოდა. ვიძენდი იმას, რის საშუალებაც მქონდა და ქვეყანაში რაც იყო, რისი გამოწერაც შემეძლო, რასაც მეორადებში აღმოვაჩენდი. მოკლედ, თანდათან ვხდებოდი, რა მინდოდა. ახლაც მაქვს რამდენიმე იდეა და ვცდილობ, ის სამოსი გამოვიწერო, ან შევაკერინო, მეორადებში ვიყიდო, ან ბრენდირებულ მაღაზიაში. მოკლედ ასეა - გააჩნია, სად რას წავაწყდები და როგორ ავეწყობი.

- ფრაკი, ცილინდრი, შლაპა, სახასიათო პერანგი, ჟილეტი - ეს შენი ტანსაცმლის არასრული ჩამონათვალია, ანუ ის, რაც ზურიუსის ყოველდღიურობისთვის კარგა ხანია დამახასიათებელი გახდა...

- კი და იმასაც დავაკვირდი, რომ თბილისის და საქართველოს ჰავა მთლად ერთი-ერთზე ვერ შეესაბამება იმ გარემოს, სადაც ამ ხასიათის ტანსაცმელი შეიქმნა. იქ უფრო ცივი კლიმატია და ეს სამოსი უფრო დიდხანს იქ არის აქტუალური. ჩვენთან ზამთარი მეტად მოკლეა, იმდენ ხანს არ გრძელდება, როგორც მაგალითად, ჩრდილოეთ გერმანიაში, ბრიტანეთში, ბელგიაში. ამიტომ სქელ შალის პიჯაკის შიგნით ჩაცმულ პულოვერზე და იმის შიგნით სქელ პერანგზე ზემოდან პალტოს ოქტომბერში ვერ ჩაიცვამ, დაგცხება, ბრიტანეთში კი ოქტომბერში ამის ამინდი ნამდვილად არის. ეს ყველაფერი უკვე მას მერე მოდის და გასათვალიწინებელი ხდება, როდესაც შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას დააგროვებ.

- შენი კარადიდან აბსოლუტურად გაიდევნა თანამედროვე კოსტიუმები?

- ჩემს კარადაში საკიდებზე ძირითადად კიდია, - პიჯაკები, პერანგები, ჟილეტები, შარვლები. ცალკეა ჰალსტუხების და ბაფთების სექციაა. ბაფთების უმრავლესობა ხელით არის შესაბნევი. ამიტომ ხელით ვიკრავ. უფრო ბუნებრივი ჩანს, ვიდრე გამზადებული ბაფთა, რომელსაც უცებ მოირგებ. თუმცა თანამედროვე სამოსი, ბოტასი, კაპიუშონი, მაისური, რა თქმა უნდა, მაქვს, ასევე "დუტის“ ქურთუკიც, რადგან მცივანა ვარ. როცა ზამთარში ქარია და ცივა, მეც კრიტიკულად მცივა. ამიტომ განსაკუთრებით ცივი ზამთრისთვის შესაბამისი სამოსი მაქვს. ოღონდ, "დუტის“ ქურთუკიც გრძელი პალტოსავითა. ბევრი ვეძებე და ბოლოს ქალების სექციიდან ვიყიდე.

- რომ გიყურებ, ხან XIX საუკუნის ბოლო წლების საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მეცნიერი, თუ საერთოდაც ლიტერატურული პერსონაჟი მგონიხარ...

- არის ამაში გარკვეული სიმბოლოები. ხან შეიძლება რაღაც ფილმის გავლენაც იყოს... განწყობა სხვადასხვანაირია. თან, ამით ადამიანი რაღაცნაირად თავს ირთობ, თამაშობ და რის სანახავადაც უცხო ქვეყანაში წახვიდოდი, ის პერსონაჟი თავად ხდები...

- და ხასიათზეც მოქმედებს?

- კი და ზოგჯერ პირიქით, მე ვკარნახობ ჩემს ხასიათს. გააჩნია სიტუაციას. ორივე ამბავია. ლაბადა მომიცვამს და XX საუკუნისკენ წავსულვარ, პალტოს ჩაცმიცვმას და XIX საუკუნეში მოვხვედრილვარ. ხანდახან მოძრაობასაც მიცვლის, სულ გახსენებს, იმ წუთას ვინ ხარ.

- მგონი, ამ სამოსით, ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპელი ხარ...

- ევროპასაც გააჩნია, პალტო, რომელიც ფრიალებს, ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ ჩქარა უნდა ვიარო, არის რაღაც, რასაც ნელი სიარული სჭირდება, ზოგ ტანსაცმელი სისხარტეს მოითხოვს...

- ჩვენს სტრესულ, ყოფითი პრობლემებით გადატვირთულ ცხოვრებაში XIX საუკუნის სამოსი ხელს არ გიშლის? რატომღაც მგონია, რომ შენგან ის მუდმივად სიდინჯეს, სიდარბაისლეს, რაღაცის მოთმენას, ატანას მოითხოვს...

- მოითხოვს, ვისაც ასეთი ტანსაცმელი ბევრი წლის წინ ეცვათ, ისინიც დინჯები იყვნენ. ფოტოკამერის წინაც ალბათ დიდხანს ემზადებოდნენ, რადგან ფოტოგრაფია მაშინ ახალი ხილი იყო, მაგრამ თუ ლუდის, ან ღვინის დასალევად წავიდოდნენ, მაშინ რა, სხვა რამე ეცვათ? აქედან გამომდინარე, ბუნებრიობაც ზუსტად ეგ არის. როგორც XIX საუკუნის ბოლოს მოეწონებოდათ, ეწყინებოდათ, ვცდილობ, ისევე ბუნებრივად მივიღო ის ყველაფერი და იმის ნაწილი გავხდე.

- შენ ცდილობ, მიიღო, მაგრამ საინტერესოა, საზოგადოების რეაქცია. ადამიანები ამას შენგან ბუნებრივად იღებენ?

- იღებენ, მაგრამ მქონია ცოტა არაერთგვაროვანი შეფასებებიც და არა ერთხელ. სხვათა შორის, ეგ დღემდე არის. მაგალითად, როცა ქუჩაში მოდის ადამიანი და ვუყურებ, არ მიყურებს, მაგრამ გამცდება თუ არა, გამომხედავს. ყველა მეუბნება, - გიყურებენო... მოძახებებიც ყოფილა, მაგრამ რაღაც მომენტში ეჩვევი და ეს გარკვეულ ძალასაც გმატებს. არადა, არავითარ შემთხვევაში არაფერს აშავებ. რასაც გინდა, იმას ჩაიცვამ. იმასაც ვერ გეტყვიან, - რას გავხარ? ვერც იმას, - შიშველი ხარ, ან არასწორად გაცვიაო... მაგრამ ადამიანის უცენზურობასაც საზღვარი არ აქვს და ბევრი სხვადასხვა რამეც მსმენია... მაგრამ მე მხოლოდ ჩემი განსხვავებული ჩაცმის სტილით ხომ არ მიცნობენ, უამრავ რაღაცას ვაკეთებ, რაც ჩემს ჩაცმულობასთან კავშირში არ არის.

- ამიტომაც არის, რომ საზოგადოება ამ განსხვავებულობას ''გპატიობს'', რადგანაც ადამიანებისთვის რაღაც სასარგებლოს აკეთებ...

- კი. ჯერ იყო "ნიჭიერი,“ მერე ტელეჟურნალისტიკა, ჩემი შემეცნებითი ვიდეოები, კიდევ სხვა რაღაცებიც და ესეც რაღაცნაირად ჩემ მიმართ ნდობას იწვევს.

- ნდობის "მანდატი“ მნიშვნელოვანია, ამის ფონზე ადამიანები ერთმანეთს რაღაცებს პატიობენ.

- ასე თუ ისე პატიობენ... ეს არ არის ჩაცმულობა ჩაცმულობისთვის. ისიც მე ვარ, რაც მაცვია და ისიც, მე ვარ, რასაც ვაკთებ. ისე არ არის, რომ მე ასე მაცვია და იმის იქით არაფერია. ერთი მეორეს ავსებს და საბოლოო ჯამში რაღაც დონემდე მივდივართ.

- დამოუკიდებლად წყვეტ პალტოსა თუ ფრაკის მოდელებს, როგორი იქნება?

- კი, მაგალითად, პალტოსგან ფრაკი მკერავის დახმარებით შევქმენი. ამ შემთხვევაში თავდაჯერებულობა აუცილებელია. მკერავს ზუსტად ვუთხარი, რა და როგორ მინდოდა. უკვირდა, - ეს როგორო? მერე წამომყვა იდეების ბოლომდე მიყვანაში. როდესაც ყიდულობ, ზოგჯერ ტანსაცმელი გკარნახობს და ზოგჯერ თვითონ კარნახობ. უნდა გაითვალისწინო, რაზე იცვამ, რისთვის გინდა. ცილინდრი რომ ვიყიდე, იმაზეც ვფიქრობდი, როგორი სათვალე მოუხდებოდა. კონიუნქტურაში ბოლომდე რომ ჩამჯდარიყო, რაღაც ეტაპზე იქამდე მივედი, რომ ულვაშებიც კი ავიპრიხე. ქაოტურად რაღაცების ყიდვა არც ამ სფეროს უხდება.

- როგორია ოჯახის წევრების დამოკიდებულება შენი ამ ჩაცმულობის მიმართ?

- იყო მინიმალური ''რაღაცები'', მაგრამ მერე ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი თავის ადგილას. ოჯახის წევრი ყოველთვის ფიქრობს და გაფასებს ჯერ საკუთარი თვალით, მერე სხვისი გადმოსახედიდან, სხვა რას იფიქრებს. როდესაც ხედავს, რომ ამაზე სხვა ცუდს არ ფიქრობს, ისიც ეჩვევა.

- და მერე საზოგადოებაც მუდმივად რაღაც ახალს გთხოვს...

- კი, სიახლეს ელის, გთხოვს და რაც რაღაც მომენტში ამას ბენეფიტებიც აქვს. ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ყველას აცვია, ისეთ პერიოდში ვიცვამ, როცა მინდა, რომ არავინ დამინახოს და მიცნოს. ზოგჯერ მაქვს ასეთი მომენტები და ეს ამაში მეხმარება. ძირითადად კი საზოგადოება ჩემგან ელის შლაპიან ზურიუსს. თუ შლაპა ახურავს, ე.ი. ზურიუსია, თუ არა, ე.ი. უბრალოდ ჰგავდა.

- როგორც ვიცი, ხატავ და დიდი ალბათობით, რაც სამოსის ასე შერჩევაში გეხმარება...

- არ არის გამორიცხული, აქედან მოდიოდეს. ბავშვობაში მეფეებს და დედოფლებს ვხატავდი, ანუ ზედმეტი ნაჭერი ჩემთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო... ჩემი მანტიაც ალბათ იქედან მოდის.

- ხატვისთვის დროს გვრჩება?

- მრჩება, მაგრამ მირჩევნია, თავისუფალი დრო კითხვას მოვახმარო, ცოტა რაღაც შევისრუტო, რომ მერე გადავამუშავე. ზამთარი მოდის, ამ დროს გასვლა და ზედმეტი მოძრაობა არ მახასიათებს და ხატვასაც დავიწყებ. მინდა, ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენო და კითხვას ხატვაც შევუთავსო. ამასთან, სოციალიზაციაც არ უნდა დამავიწყდეს და თან, ამ სამოსს მხოლოდ სახლშიც ვერ ჩავიცვამ.

- ჩოხაზე არ გიფიქრია?

- მიყვარს ჩოხა, მინდა, ერთხელაც შევიკერო, ოღონდ, მოდიფიცირებული ვარიანტი. ეს სამოსიც უცებ არ მოსულა, ნელ-ნელა მივიღე ყველაფერი. ნებისმიერი რაღაცისთვის შინაგანად მზად უნდა იყო. უცებ რომ გამოეწყობა ადამიანი ჩოხაში, შეიძლება პროტესტი გაჩნდეს. აქ მნიშვნელოვანია მიხვრა-მოხვრა, ჩოხა უნდა გაიშინაურო და შენი ბუნებრიობის ნაწილი გახადო. თუ ეს არ გაქვს, ვერაფერს გავაკეთებ. ამ პოზიციამდე უნდა მივიდე. თავს ძალას არ ვატან, მოვა, მოვა, არ მოვა, იყოს ისე, როგორც იქნება.