სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახს ჩემამდეც ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც წაართვეს - მომისმენია, როგორ ეუბნებოდა მამა დედას, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ" - ქართველი ჟურნალისტის გულახდილი ინტერვიუ
"ოჯახს ჩემამდეც ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც წაართვეს - მომისმენია, როგორ ეუბნებოდა მამა დედას, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ" - ქართველი ჟურნალისტის გულახდილი ინტერვიუ

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოჯახს ჩე­მამ­დე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ წა­არ­თვეს, რად­გა­ნაც მის ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჰქონ­დათ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­ღა­ცამ უფრო მეტი გა­და­ი­ხა­და. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ აუქ­ცი­ო­ნე­ბი ეწყო­ბო­და ბავ­შვებ­ზე... ამის შემ­დეგ ამიყ­ვა­ნეს მე და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა დე­დას სი­ტყვე­ბი: "მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის ხმა რომ მეს­მო­და სულ მე­გო­ნა, რომ ბავ­შვი უნდა წა­მარ­თვა­ნო" - ამ სი­ტყვებს გვე­უბ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი გიგა გელხვი­ძე, რო­მე­ლიც მის ულა­მა­ზეს ბავ­შვო­ბა­ზე და შემ­დეგ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილ­ზე გვი­ამ­ბობს...

- ძა­ლი­ან დიდი სევ­და გაქვთ დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­ლის რო­მე­ლიც თქვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა არ იყო... რო­გო­რი იყო თქვე­ნი დედა-შვი­ლო­ბა?

- ალ­ბათ ღრმა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მახ­სოვს, რო­დე­საც ოჯა­ხი, გარ­კვე­უ­ლი ხნით სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ომ­სკში გა­და­ვე­დით... დედა იქ იმა­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო ჩემს მი­მართ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გა­ნაც ეს ორი­ვეს­თვის უცხო გა­რე­მო იყო და ადაპ­ტა­ცი­ას გავ­დი­ო­დით. მახ­სოვს რო­გორ ფა­ქი­ზად დავ­დი­ო­დით მოყი­ნულ ქუ­ჩებ­ში, რო­დე­საც რა­ი­მე გვქონ­და შე­სა­ძე­ნი და გა­რეთ გავ­დი­ო­დით. შემ­დეგ იყო, და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, სკო­ლა­ში შეს­ვლის დრო ახ­ლოვ­დე­ბო­და და მას არ სურ­და, უცხო გა­რე­მო­ში მეს­წავ­ლა. ამი­ტო­მაც ჩა­მო­ვე­დით ისევ აქ... ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ ბნე­ლო­და, ბნე­ლო­და რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის და ცხოვ­რე­ბის სტი­ლის კუ­თხით, ასე­ვე ბნე­ლო­და ოჯა­ხებ­შიც, რად­გა­ნაც ე.წ. ვოლფ­რა­მის ნა­თუ­რა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თით ინ­თე­ბო­და. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა დაგ­ვხვდა და ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­მენ­ტი ის იყო, რომ დე­დამ და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი, რად­გა­ნაც მისი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი სკო­ლა­ში (ის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო), აღარ და­უთ­მეს, ამის შემ­დგომ იყო საკ­მა­ოდ რთუ­ლი, გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ო­დიც, რაც ალ­ბათ 90-ია­ნებ­ში თით­ქმის ყვე­ლას გა­უვ­ლია...

სა­ბო­ლო­ოდ, მან სამ­სა­ხუ­რი და­იბ­რუ­ნა, მეც უკვე სკო­ლა­ში შე­ვე­დი და აქე­დან და­ი­წყო დე­დას, უფრო მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. სკო­ლა, სა­დაც ის ას­წავ­ლი­და მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში იყო, რო­მელ­საც ჩვე­ნი სახ­ლი­დან ყვე­ლა­ზე მცი­რე სამი კი­ლო­მეტ­რი აშო­რებ­და და კვი­რა­ში ოთხი დღე ის ამ მან­ძილს ფე­ხით გა­დი­ო­და, რად­გა­ნაც გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მო­იჩ­ქა­რო­და შინ... მე მას რო­მე­ლი­მე მე­ზო­ბელ­თან ვე­ლო­დე­ბო­დი სკო­ლის შემ­დგომ და არ სურ­და, რომ ვინ­მე დიდი ხნით შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა... სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, რო­დე­საც ოჯა­ხის საქ­მე­ებს მორ­ჩე­ბო­და, უკვე ჩემ­თან ერ­თად მი­უჯ­დე­ბო­და სა­წერ მა­გი­დას და იმას რაც ბევ­რი წლის წინ სკო­ლა­ში, მოს­წავ­ლის რან­გში გა­ი­ა­რა, ისევ ახ­ლი­დან იხ­სე­ნებ­და, თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ სკო­ლა მე­ო­რედ და­ამ­თავ­რა, რად­გა­ნაც ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­და, ყო­ველ­თვის გა­ე­გო, რამ­დე­ნად კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მივ­დი­ო­დი სკო­ლა­ში. საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო... არა­სო­დეს და­მით­მობ­და რა­ი­მეს თუ თვლი­და, რომ ჩემ­თვის ასე სჯობ­და. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან კი ვხვდე­ბი, რომ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მზრდი­და, არც მიკ­ვირს მან სკო­ლა­ში თით­ქმის 52 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი თა­ო­ბის აღ­მზრდელს, ნამ­დვი­ლად არ ეს­წავ­ლე­ბო­და რო­გორ აღე­ზარ­და სა­კუ­თა­რი შვი­ლი, ასე­ვე არა­სო­დეს ჰქონ­და მიმ­ღებ­ლო­ბის პრობ­ლე­მა და ყო­ველ­თვის მის­მენ­და, თუ რა­ი­მეს სხვაგ­ვა­რად ვუ­ყუ­რებ­დი, ბევ­რჯერ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც, სხვებ­თან მიდ­გო­მებ­ში...

- რო­დის და რო­გორ გა­ი­გეთ, ნაშ­ვი­ლე­ბი რომ ხართ?

- უჰ... რო­გორ გი­თხრათ, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი თუ სწო­რად მახ­სოვს მე­ხუ­თე კლას­ში ალ­ბათ, მე­ზო­ბელ­მა რა­ღაც უთხრა დე­დას, რა­მაც ძა­ლი­ან მწვა­ვე კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ერ­თოდ ვერ ჩავ­წვდი, რა ხდე­ბო­და და რა­ტომ უნდა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­ყო დედა ასე. შემ­დეგ გა­ი­ა­რა რა­ღაც პე­რი­ოდ­მა, მამა უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და რო­დე­საც დაბ­რუნ­და, იმ პი­როვ­ნე­ბის მე­უღ­ლეს და­ე­ლა­პა­რა­კა, საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი სა­უ­ბა­რი იყო, რა დრო­საც გა­ვი­გო­ნე, რომ მე ვი­ყა­ვი ნაშ­ვი­ლე­ბი. ალ­ბათ გა­გიჩ­ნდე­ბათ ლო­გი­კუ­რი შე­კი­თხვა - რა ვიგ­რძე­ნი იმ მო­მენ­ტში? ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი დაბ­ნე­უ­ლო­ბა, შემ­დეგ უბ­რა­ლოდ გან­ვმარ­ტოვ­დი და და­ვი­წყე ფიქ­რი. არც ისე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა ვერ გა­მე­გო. ჰოდა, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე რას­თა­ნაც მქონ­და საქ­მე და ალ­ბათ არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი რომ ვთქვა, რომ თუნ­დაც წა­მით მი­ფიქ­რია სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

რამ­დენ­ჯერ­მე მო­მის­მე­ნია, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და მამა დედა, რომ ვუ­თხრათ სი­მარ­თლეო, თუმ­ცა დე­დას ამა­ზე უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და. არა იმი­ტომ, რომ ამას გან­გებ აკე­თებ­და, არა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეში­ნო­და ჩემი რე­აქ­ცი­ის, რად­გა­ნაც შე­საძ­ლო იყო მისი შე­ხე­დუ­ლე­ბით, რომ ეს ძა­ლი­ან ცუ­დად აღ­მექ­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დი­ო­და წლე­ბი და მე ეს "სა­ი­დუმ­ლო“ დამ­ქონ­და გო­ნე­ბით, სა­ნამ 23 წლის არ გავ­ხდი. რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად დე­დამ გა­და­წყვი­ტა ჩემ­თვის სი­მარ­თლის თქმა, ძა­ლი­ან მძი­მე სა­უ­ბა­რი იყო, იმ მხრივ, რომ ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ვი­აზ­რე, ყვე­ლა ტკი­ვი­ლი, ყვე­ლა სირ­თუ­ლე რაც გა­ი­ა­რა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოჯახს ჩე­მამ­დე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ წა­არ­თვეს, რად­გა­ნაც მის ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჰქონ­დათ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­ღა­ცამ უფრო მეტი გა­და­ი­ხა­და.

ამის შემ­დგომ ამიყ­ვა­ნეს მე და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა დე­დას სი­ტყვე­ბი: "მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის ხმა რომ მეს­მო­და სულ მე­გო­ნა, რომ ბავ­შვი უნდა წა­მარ­თვა­ნო". ახლა თქვე­ნით გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კვნა, რას გრძნობ­და ის მთე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ამას მიყ­ვე­ბო­და. მა­შინ მახ­სოვს ვუ­თხა­რი, რომ ეს ბევ­რი წე­ლია ვიცი და ამის შემ­დგომ მე ისი­ნი (დედა და მამა) ბევ­რად უფრო მე­ტად მიყ­ვარს, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა შვილს მშო­ბე­ლი უყ­ვარ­დეს,

- თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი გაქვთ, დედა ყო­ველ­თვის გა­გე­ბით ხვდე­ბო­და თქვენს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას?

- იცით, თა­ვი­დან არც ისე, თუმ­ცა შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ხვდე­ბო­და, რომ ეპო­ქა შე­იც­ვა­ლა, სხვა დრო იყო, სხვა მის­წრა­ფე­ბე­ბი და ვერ ვიქ­ნე­ბო­დი მე გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს გვერდს აუვ­ლი­და, ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ ჩემი მე იყო ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და უნდა მო­ე­ცა გა­სა­ქა­ნი, თუმ­ცა მცი­რე­დი ჩა­რე­ვე­ბი მა­ინც იყო... მახ­სოვს, რო­დე­საც ყური გა­ვიხვრი­ტე, მა­შინ უკვე დიდი ბიჭი ვი­ყა­ვი, ირი­ბუ­ლად გა­ი­ღი­მა და მი­თხრა - მთლად გა­აფ­რი­ნეო... არა­სო­დეს მოს­წონ­და რო­დე­საც და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბი მეც­ვა, ეს იყო ალ­ბათ ის, რა­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად აპ­რო­ტეს­ტებ­და, მახ­სოვს ერთხელ, რო­დე­საც მო­რი­გი შარ­ვა­ლი შე­ვი­ძი­ნე, დი­ლით შე­მო­ვი­და ოთახ­ში, ხელ­ში რა­ღაც ეჭი­რა და მე­უბ­ნე­ბა: ამ ორ­მოც­და­ათ ლარს მოგ­ცემ, მხო­ლოდ ეგ შარ­ვა­ლი არ ჩა­იც­ვაო, ასე ასე ხდე­ბო­და...

დღემ­დე მაქვს მო­მენ­ტი, რო­დე­საც რა­ი­მე ახა­ლი ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ტე­ლე­ფონს ვი­ღებ და მინ­და და­ვურ­ე­კო, მერე უცებ ვიხ­სე­ნებ, რომ ის აღარ არის... ყო­ველ­თვის სურ­და, რომ ექი­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შემ­დეგ შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ მხატ­ვა­რი ვიქ­ნე­ბო­დი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, თავი მე­დი­ა­ში ამოვ­ყა­ვი, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობ­და და მოს­წონ­და. მე მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის...

რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა 72 წლის იყო, და­ბა­დე­ბის დღე 9 მა­ისს ჰქონ­და, 13-ში კი გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე სამი წელი გა­ვი­და, ტკი­ვი­ლი იგი­ვეა, არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა, ალ­ბათ არც გა­ნელ­დე­ბა. ეს არის ის, რო­დე­საც სხე­უ­ლის ნა­წი­ლი გეგლი­ჯე­ბა და ის არ და­გიბ­რუნ­დე­ბა. ავად­მყო­ფო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში მე და მამა ვზრუ­ნავ­დით მას­ზე... იცით ეს პრო­ცე­სი რა­ღაც­ნა­ი­რი შვე­ბაც კი იყო ჩემ­თვის, რომ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა მას­ზე მეზ­რუ­ნა და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ მე გა­აზ­რე­ბუ­ლი მქონ­და ის ამა­გი, რაც მას ჰქონ­და ჩემ­ზე და ეს არ იყო ფუ­ჭად გავ­ლი­ლი დრო, რო­მე­ლიც მან ჩემ­ზე ზრუნ­ვა­ში გა­ა­ტა­რა...

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
fijh
1

ძალიან კარგი ბიჭი ხარ ზოგი ღვიძლი შვილი არ ექცევა ასე თავის ბიოლოგიურ მშობლებს, მე ძალიან ადრე დავკარგე მშობლები და მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ყოველთვის ყველას ვეობნები რომ ბევრი უნდა მოეფეროთ მშობლებს სანამ ცოცხლები არიან ........

თინიკო
0

სამაგალითო ვაჟკაცი გაუზრდიხარ, ნათელში იყოს შენი დედიკოს სული, დიდხანს იცოცხლე , წარმატებული და ბედნიერი გამყოფოს უფალმა,დედის ასე თი დაფასებისთვის... მარტო გაჩენა არ არის , მთავარი გაზრდაა.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ოჯახს ჩემამდეც ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც წაართვეს - მომისმენია, როგორ ეუბნებოდა მამა დედას, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ" - ქართველი ჟურნალისტის გულახდილი ინტერვიუ

"ოჯახს ჩემამდეც ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც წაართვეს - მომისმენია, როგორ ეუბნებოდა მამა დედას, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ" - ქართველი ჟურნალისტის გულახდილი ინტერვიუ

"წარმოიდგინეთ, ოჯახს ჩემამდე ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ წაართვეს, რადგანაც მის ბიოლოგიურ მშობლებს ორმხრივი მოლაპარაკებები ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უფრო მეტი გადაიხადა. ხანდახან მგონია, რომ აუქციონები ეწყობოდა ბავშვებზე... ამის შემდეგ ამიყვანეს მე და არასოდეს დამავიწყდება დედას სიტყვები: "მანქანის საბურავების ხმა რომ მესმოდა სულ მეგონა, რომ ბავშვი უნდა წამართვანო" - ამ სიტყვებს გვეუბნება ჟურნალისტი გიგა გელხვიძე, რომელიც მის ულამაზეს ბავშვობაზე და შემდეგ დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე გვიამბობს...

- ძალიან დიდი სევდა გაქვთ დედას გარდაცვალების შემდეგ, ქალის რომელიც თქვენი ბიოლოგიური დედა არ იყო... როგორი იყო თქვენი დედა-შვილობა?

- ალბათ ღრმა ბავშვობიდანვე მახსოვს, როდესაც ოჯახი, გარკვეული ხნით საცხოვრებლად რუსეთში, ქალაქ ომსკში გადავედით... დედა იქ იმაზე მეტად ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ, ვიდრე საქართველოში, რადგანაც ეს ორივესთვის უცხო გარემო იყო და ადაპტაციას გავდიოდით. მახსოვს როგორ ფაქიზად დავდიოდით მოყინულ ქუჩებში, როდესაც რაიმე გვქონდა შესაძენი და გარეთ გავდიოდით. შემდეგ იყო, დაჟინებული მოთხოვნა საქართველოში დავბრუნებულიყავით, სკოლაში შესვლის დრო ახლოვდებოდა და მას არ სურდა, უცხო გარემოში მესწავლა. ამიტომაც ჩამოვედით ისევ აქ... ქვეყანაში ჯერ კიდევ ბნელოდა, ბნელოდა როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების და ცხოვრების სტილის კუთხით, ასევე ბნელოდა ოჯახებშიც, რადგანაც ე.წ. ვოლფრამის ნათურა მხოლოდ რამდენიმე წუთით ინთებოდა. სამშობლოში დაბრუნებულებს ბევრად განსხვავებული რეალობა დაგვხვდა და ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის იყო, რომ დედამ დაკარგა სამსახური, რადგანაც მისი კუთვნილი ადგილი სკოლაში (ის ფიზიკის მასწავლებელი იყო), აღარ დაუთმეს, ამის შემდგომ იყო საკმაოდ რთული, გაჭირვების პერიოდიც, რაც ალბათ 90-იანებში თითქმის ყველას გაუვლია...

საბოლოოდ, მან სამსახური დაიბრუნა, მეც უკვე სკოლაში შევედი და აქედან დაიწყო დედას, უფრო მეტად დატვირთული ყოველდღიურობა. სკოლა, სადაც ის ასწავლიდა მეზობელ სოფელში იყო, რომელსაც ჩვენი სახლიდან ყველაზე მცირე სამი კილომეტრი აშორებდა და კვირაში ოთხი დღე ის ამ მანძილს ფეხით გადიოდა, რადგანაც გაკვეთილების დასრულებისთანავე მოიჩქაროდა შინ... მე მას რომელიმე მეზობელთან ველოდებოდი სკოლის შემდგომ და არ სურდა, რომ ვინმე დიდი ხნით შეეწუხებინა... სახლში დაბრუნებული, როდესაც ოჯახის საქმეებს მორჩებოდა, უკვე ჩემთან ერთად მიუჯდებოდა საწერ მაგიდას და იმას რაც ბევრი წლის წინ სკოლაში, მოსწავლის რანგში გაიარა, ისევ ახლიდან იხსენებდა, თამამად ვიტყვი, რომ სკოლა მეორედ დაამთავრა, რადგანაც ვალდებულად მიიჩნევდა, ყოველთვის გაეგო, რამდენად კარგად მომზადებული მივდიოდი სკოლაში. საკმაოდ მკაცრი იყო... არასოდეს დამითმობდა რაიმეს თუ თვლიდა, რომ ჩემთვის ასე სჯობდა. დღევანდელი გადასახედიდან კი ვხვდები, რომ სწორი მიმართულებით მზრდიდა, არც მიკვირს მან სკოლაში თითქმის 52 წლის განმავლობაში ასწავლა, შესაბამისად, უამრავი თაობის აღმზრდელს, ნამდვილად არ ესწავლებოდა როგორ აღეზარდა საკუთარი შვილი, ასევე არასოდეს ჰქონდა მიმღებლობის პრობლემა და ყოველთვის მისმენდა, თუ რაიმეს სხვაგვარად ვუყურებდი, ბევრჯერ გაუთვალისწინებია ჩემი შეხედულებებიც, სხვებთან მიდგომებში...

- როდის და როგორ გაიგეთ, ნაშვილები რომ ხართ?

- უჰ... როგორ გითხრათ, პატარა ვიყავი თუ სწორად მახსოვს მეხუთე კლასში ალბათ, მეზობელმა რაღაც უთხრა დედას, რამაც ძალიან მწვავე კონფლიქტი გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ ჩავწვდი, რა ხდებოდა და რატომ უნდა გაბრაზებულიყო დედა ასე. შემდეგ გაიარა რაღაც პერიოდმა, მამა უცხოეთში იმყოფებოდა და როდესაც დაბრუნდა, იმ პიროვნების მეუღლეს დაელაპარაკა, საკმაოდ ხმაურიანი საუბარი იყო, რა დროსაც გავიგონე, რომ მე ვიყავი ნაშვილები. ალბათ გაგიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა - რა ვიგრძენი იმ მომენტში? ძალიან გულწრფელი ვიყავი, რამდენიმე წუთიანი დაბნეულობა, შემდეგ უბრალოდ განვმარტოვდი და დავიწყე ფიქრი. არც ისე პატარა ვიყავი, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა ვერ გამეგო. ჰოდა, გავაანალიზე რასთანაც მქონდა საქმე და ალბათ არ ვიქნები მართალი რომ ვთქვა, რომ თუნდაც წამით მიფიქრია სადმე წავსულიყავი.

რამდენჯერმე მომისმენია, როგორ ეუბნებოდა მამა დედა, რომ ვუთხრათ სიმართლეო, თუმცა დედას ამაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. არა იმიტომ, რომ ამას განგებ აკეთებდა, არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდა ჩემი რეაქციის, რადგანაც შესაძლო იყო მისი შეხედულებით, რომ ეს ძალიან ცუდად აღმექვა. აქედან გამომდინარე გადიოდა წლები და მე ეს "საიდუმლო“ დამქონდა გონებით, სანამ 23 წლის არ გავხდი. როდესაც რეალურად დედამ გადაწყვიტა ჩემთვის სიმართლის თქმა, ძალიან მძიმე საუბარი იყო, იმ მხრივ, რომ ყველა დეტალი გავიაზრე, ყველა ტკივილი, ყველა სირთულე რაც გაიარა. წარმოიდგინეთ, ოჯახს ჩემამდე ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ წაართვეს, რადგანაც მის ბიოლოგიურ მშობლებს ორმხრივი მოლაპარაკებები ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უფრო მეტი გადაიხადა.

ამის შემდგომ ამიყვანეს მე და არასოდეს დამავიწყდება დედას სიტყვები: "მანქანის საბურავების ხმა რომ მესმოდა სულ მეგონა, რომ ბავშვი უნდა წამართვანო". ახლა თქვენით გამოიტანეთ დასკვნა, რას გრძნობდა ის მთელი წლების მანძილზე და განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ამას მიყვებოდა. მაშინ მახსოვს ვუთხარი, რომ ეს ბევრი წელია ვიცი და ამის შემდგომ მე ისინი (დედა და მამა) ბევრად უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე შეიძლება შვილს მშობელი უყვარდეს,

- თანამედროვე სტილი გაქვთ, დედა ყოველთვის გაგებით ხვდებოდა თქვენს თანამედროვეობას?

- იცით, თავიდან არც ისე, თუმცა შეგნებული ადამიანი იყო და ხვდებოდა, რომ ეპოქა შეიცვალა, სხვა დრო იყო, სხვა მისწრაფებები და ვერ ვიქნებოდი მე გამონაკლისი, რომელიც ამ ყველაფერს გვერდს აუვლიდა, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ჩემი მე იყო ხელშეუხებელი და უნდა მოეცა გასაქანი, თუმცა მცირედი ჩარევები მაინც იყო... მახსოვს, როდესაც ყური გავიხვრიტე, მაშინ უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, ირიბულად გაიღიმა და მითხრა - მთლად გააფრინეო... არასოდეს მოსწონდა როდესაც დახეული ჯინსები მეცვა, ეს იყო ალბათ ის, რასაც ყველაზე მეტად აპროტესტებდა, მახსოვს ერთხელ, როდესაც მორიგი შარვალი შევიძინე, დილით შემოვიდა ოთახში, ხელში რაღაც ეჭირა და მეუბნება: ამ ორმოცდაათ ლარს მოგცემ, მხოლოდ ეგ შარვალი არ ჩაიცვაო, ასე ასე ხდებოდა...

დღემდე მაქვს მომენტი, როდესაც რაიმე ახალი ხდება ჩემს ცხოვრებაში, ტელეფონს ვიღებ და მინდა დავურეკო, მერე უცებ ვიხსენებ, რომ ის აღარ არის... ყოველთვის სურდა, რომ ექიმი ვყოფილიყავი, შემდეგ შევთანხმდით იმაზე, რომ მხატვარი ვიქნებოდი, თუმცა საბოლოოდ, თავი მედიაში ამოვყავი, რითაც ძალიან ამაყობდა და მოსწონდა. მე მაქსიმუმს ვაკეთებდი საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის...

როდესაც გარდაიცვალა 72 წლის იყო, დაბადების დღე 9 მაისს ჰქონდა, 13-ში კი გარდაიცვალა. ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის და მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი წელი გავიდა, ტკივილი იგივეა, არ განელებულა, ალბათ არც განელდება. ეს არის ის, როდესაც სხეულის ნაწილი გეგლიჯება და ის არ დაგიბრუნდება. ავადმყოფობის ბოლო პერიოდში მე და მამა ვზრუნავდით მასზე... იცით ეს პროცესი რაღაცნაირი შვებაც კი იყო ჩემთვის, რომ მქონდა საშუალება მასზე მეზრუნა და მაქსიმალურად დამენახებინა, რომ მე გააზრებული მქონდა ის ამაგი, რაც მას ჰქონდა ჩემზე და ეს არ იყო ფუჭად გავლილი დრო, რომელიც მან ჩემზე ზრუნვაში გაატარა...