მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“ - რას გეგმავს შსს ქალების ძალადობისგან დასაცავად?
"სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“ - რას გეგმავს შსს ქალების ძალადობისგან დასაცავად?

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გეგ­მავს რის­კის შე­ფა­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის წეს­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას და ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­ხედ­ვას იმი­სათ­ვის, რომ უფრო მეტ­მა ქალ­მა თავი იგ­რძნოს და­ცუ­ლად და მე­ქა­ნიზ­მმა ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ოს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 16-დღი­ა­ნი მსოფ­ლიო კამ­პა­ნი­ი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მის ხელთ არ­სე­ბულ პრე­ვენ­ცი­ულ ბერ­კეტს, რო­გო­რიც არის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, წლი­დან წლამ­დე მა­ღალ ნიშ­ნულს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ მსგავ­სი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მის, ასე­ვე სხვა უწყე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რით, სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით არის უმ­კაც­რე­სი. ასე­ვე, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა არის მსხვერ­პლის ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვხე­დავთ რომ ეს ძა­ლის­ხმე­ვა რიგ შემ­თხვე­ვებ­ში საკ­მა­რი­სი არ არის.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გეგ­მავს რის­კის შე­ფა­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის წეს­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას და ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­ხედ­ვას იმი­სათ­ვის, რომ უფრო მეტ­მა ქალ­მა თავი იგ­რძნოს და­ცუ­ლად და მე­ქა­ნიზ­მმა იმუ­შა­ოს ეფექ­ტუ­რად.

გარ­და ამი­სა, ჩვენს უწყე­ბა­ში უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­დამ­ზა­დე­ბა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის იმი­სათ­ვის რომ, თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩეს, თი­თო­ე­ულ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მოხ­დეს ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა. ვცდი­ლობთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყოთ მსხვერ­პლზე და გა­მო­ვი­ყე­ნოთ გენ­დერუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რე მიდ­გო­მე­ბი. ჩვენ მზად ვართ, რომ მი­ვი­ღოთ ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბა, კრი­ტი­კა თუ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­საზ­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პროგ­რე­სი­სა, მი­უ­ხე­და­ვად მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა, სამ­წუ­ხა­როდ ხდე­ბა მძი­მე ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­თლი­ან აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 16-დღი­ან გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თდნენ. მსოფ­ლიო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო სა­ინ­ფორ­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სლო­გა­ნით - "არა ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბას!“

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ - ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ - თა­მი­ლა ბარ­კა­ლა­ი­ამ და პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ - მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანასტასია
1

არიქა დაფაცურდით სანამ მოადგნენ თქვენი აგარაკების ალაყაფებს! გაგახსენდათ ქალები თქვენც,რომ გყავთ ოჯახებში?! მეტი გამოუშვით,მეტი შეიწყალეთ საარჩევნოდ ხმების მოსატანად და საზოგადოების მხარდაჭერა და კმაყოფილება მერე ნახეთ! მაგრამ,ვინ მოგცათ ამდენის წინასწარ ხედვის უნარი, გადაემზადეთ მაინც უნარებში!

ვა
2

ამაზე სწრაფად რეაგირებთ და გამოსახლების კანონზე რატომ ვერა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“ - რას გეგმავს შსს ქალების ძალადობისგან დასაცავად?

"სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“ - რას გეგმავს შსს ქალების ძალადობისგან დასაცავად?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა ეფექტურად იმუშაოს.

აღნიშნულის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებულ პრევენციულ ბერკეტს, როგორიც არის შემაკავებელი ორდერი, წლიდან წლამდე მაღალ ნიშნულს ვინარჩუნებთ მსგავსი ორდერების გამოცემის, ასევე სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.

გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში უწყვეტად მიმდინარეობს გადამზადება ჩვენი თანამშრომლების იმისათვის რომ, თითოეული შემთხვევა ყურადღების მიღმა არ დარჩეს, თითოეულ ძალადობის ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება, მიუხედავად პროგრესისა, მიუხედავად მაქსიმალური მობილიზებისა, სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით - "არა ქალზე ძალადობას!“

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ.