პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეჩეთში გამოვაცხადე, რომ ჩემი 4 წლის ქალიშვილის გაყიდვა მინდოდა" - საძილე აბები პურის ნაცვლად: ავღანეთში, შიმშილის გამო, ადგილობრივები ბავშვებსა და საკუთარ ორგანოებს ყიდიან
"მეჩეთში გამოვაცხადე, რომ ჩემი 4 წლის ქალიშვილის გაყიდვა მინდოდა" - საძილე აბები პურის ნაცვლად: ავღანეთში, შიმშილის გამო, ადგილობრივები ბავშვებსა და საკუთარ ორგანოებს ყიდიან

ზო­გი­ერ­თი ავ­ღა­ნე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, შიმ­ში­ლის­გან თა­ვის დრო­ე­ბით და­სახ­სნე­ლად, მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს სა­ძი­ლე აბე­ბი მის­ცეს, ზო­გიც სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვი­ლებს ან ორ­გა­ნო­ებს ჰყი­დის, რათა ოჯა­ხი არ­ჩი­ნოს... მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თა­ლი­ბე­ბი მო­ვიდ­ნენ, უცხო­ე­თი­დან ქვე­ყა­ნას არა­ვინ ეხ­მა­რე­ბა. ზამ­თა­რი მო­დის, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს შიმ­ში­ლით ემუქ­რე­ბა.

"ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ტი­რი­ან და ვერ იძი­ნე­ბენ, საჭ­მე­ლი კი არ გვაქვს, - ამ­ბობს აბ­დულ ვა­ჰა­ბი, - იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, მივ­დი­ვართ აფ­თი­აქ­ში, აბებს ვყი­დუ­ლობთ და ბავ­შვებს ასე ვა­ძი­ნებთ".

აბ­დუ­ლი ქვეყ­ნის სი­დი­დით მე­სა­მე ქა­ლაქ ჰე­რა­ტის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობს, ათა­სო­ბით პა­ტა­რა ხის სახ­ლი­დან ერთ-ერ­თში. ეს და­სახ­ლე­ბე­ბი ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჩ­ნდა და სავ­სეა ხალ­ხით, რომ­ლე­ბიც ომსა და სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს გა­ექ­ცნენ.

აბ­დულს და მის ირ­გვლივ შეკ­რე­ბილ ათამ­დე მა­მა­კაცს BBC - ის ჟურ­ნა­ლის­ტი ეკი­თხე­ბა, - მათ­გან ვის მი­უ­ცია ბავ­შვე­ბის­თვის და­სა­ძი­ნებ­ლად და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა? - "ბევ­რი, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი აძ­ლევს", - პა­სუ­ხო­ბენ ისი­ნი.

გუ­ლი­ამ ჰაზ­რატს ხელი ჯი­ბის­კენ მი­აქვს, სა­ი­და­ნაც აბე­ბის შეკ­ვრას ამო­აძ­ვრენს. ეს არის, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ინიშ­ნე­ბა ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის­თვის.

გუ­ლი­ამს ექ­ვსი შვი­ლი ჰყავს, მათ­გან უმ­ცრო­სი მხო­ლოდ ერთი წლი­საა. "მაგ­რამ მე მა­საც ამ აბებს ვაძ­ლევ", - ამ­ბობს ის.

პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცებს ჯი­ბე­ში აქვთ შე­ნა­ხუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დეპ­რე­სი­ი­სა და შფოთვის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ექი­მე­ბის თქმით, არას­რულ­ფა­სო­ვან­მა კვე­ბამ და ბავ­შვე­ბის­თვის წამ­ლის მი­ცე­მამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ღვიძ­ლი და გა­მო­იწ­ვი­ოს მრა­ვა­ლი სხვა პრობ­ლე­მა, ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ძი­ლის დარ­ღვე­ვე­ბი­თა და ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რივ აფ­თი­აქ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­მო­ა­ჩენს, რომ ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რე­ბის 5 აბი, 10 ავ­ღა­ნი (და­ახ­ლო­ე­ბით 10 აშშ ცენ­ტი) ღირს.

ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ხალ­ხი მხო­ლოდ პურ­ზე ცხოვ­რობს. ერთი ქალი ამ­ბობს, რომ სა­უზ­მე­ზე მშრალ პურს მი­ირ­თმე­ვენ, სა­დი­ლად კი წყალ­ში ას­ვე­ლე­ბენ.

რო­გორც გა­ე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ავ­ღა­ნეთ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა...

ჰე­რა­ტის გა­რე­უბ­ნე­ბი­დან მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა საქ­მის მო­ძი­ე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად ცდი­ლობს.

მას მერე, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თა­ლი­ბე­ბი მო­ვიდ­ნენ, უცხო­ე­თი­დან თან­ხე­ბი და­იბ­ლო­კა და ამან ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი გა­მო­იწ­ვია, რა­მაც მა­მა­კაც­თა უმე­ტე­სო­ბა უმუ­შევ­რად და­ტო­ვა.

იმ იშ­ვი­ათ დღე­ებ­შიც კი, რო­დე­საც სა­მუ­შა­ოს პო­უ­ლო­ბენ, მათი ანა­ზღა­უ­რე­ბა დღე­ში 100 ავ­ღა­ნია, დო­ლარ­ზე ცოტა მეტი.

ამა­რის თქმით (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია), მას სამი თვის წინ თირკმე­ლი ამო­უ­ღეს. ის ჟურ­ნა­ლისტს სხე­ულ­ზე ვარ­დის­ფე­რი ნა­წი­ბურს აჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლიც მუც­ლი­დან ზურ­გამ­დე ეშ­ვე­ბა.

"გა­ვი­გე, რომ ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კა­ში შე­იძ­ლე­ბო­და თირკმე­ლის გა­ყიდ­ვა. მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ ამის­თვის მზად ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მი­ბა­რეს. ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, ისე­თი ინექ­ცია გა­მი­კე­თეს, რის შემ­დე­გაც გო­ნე­ბა დავ­კარ­გე, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და", - ამ­ბობს ის.

ამარს 270 000 ავ­ღა­ნი (და­ახ­ლო­ე­ბით 3 100 აშშ დო­ლა­რი) გა­და­უ­ხა­დეს. თან­ხის ნა­წი­ლით ვა­ლე­ბი გა­და­ი­ხა­და, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე შიმ­ში­ლის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად აიღო.

"თირკმლის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. სრუ­ლი უი­მე­დო­ბის გან­ცდა მაქვს... მგო­ნია, რომ მოვ­კვდი“, - აღი­ა­რებს ახალ­გაზ­რდა.

ორ­გა­ნო­ე­ბის გა­ყიდ­ვა ავ­ღა­ნეთ­ში ახა­ლი ამ­ბა­ვი არ არის, ეს თა­ლი­ბე­ბის მოს­ვლამ­დეც ხდე­ბო­და.

ცა­რი­ელ, ცივ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტი ახალ­გაზ­რდა დე­დას ხვდე­ბა, რო­მელ­მაც თირკმე­ლი შვი­დი თვის წინ გა­ყი­და. მას უნ­დო­და ვალი და­ე­ფა­რა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ცხვრის ფა­რის სა­ყიდ­ლად აიღო. ცხვა­რი ორი­ო­დე წლის წინ წყალ­დი­დო­ბი­სას და­ი­ხო­ცა და ოჯახ­მა შე­მო­სავ­ლის წყა­რო და­კარ­გა. 240 000 ავ­ღა­ნი (და­ახ­ლო­ე­ბით 2700 დო­ლა­რი), რო­მე­ლიც ქალ­მა თირკმლის­თვის გა­და­უ­ხა­დეს, არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი ვა­ლის და­სა­ფა­რად.

"ახლა იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ გავ­ყი­დოთ ჩვე­ნი ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­გა­ნაც ფული ვი­სეს­ხეთ, ყო­ველ­დღი­უ­რად გვა­ვიწ­რო­ვე­ბენ და გვთხო­ვენ, რომ ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი მივ­ცეთ, თუ ვა­ლის გა­დახ­დას ვერ შევ­ძლებთ", - ამ­ბობს ქალი. სა­შინ­ლად მრცხვე­ნია, - ამ­ბობს მისი ქმა­რი - ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ასეთ ცხოვ­რე­ბას სიკ­ვდი­ლი სჯო­ბია".

"მე გავ­ყი­დე ჩემი ხუთი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი 100 000 ავ­ღა­ნად", - ამ­ბობს ნი­ზა­მუ­დი­ნი. ეს თირკმლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბია, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ გა­ვი­გეთ. მა­მა­კაცს თვა­ლე­ბი ცრემ­ლით ევ­სე­ბა.

შიმ­ში­ლი ადა­მი­ა­ნებს არ­თმევს იმ ღირ­სე­ბას, რომ­ლი­თაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რეს.

"ჩვენ გვეს­მის, რომ ის­ლა­მის კა­ნო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვმოქ­მე­დებთ, საფრ­თხეს ვუქ­მნით ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი უხუ­ცე­სი, აბ­დულ გა­ფა­რი.

ერთ-ერთ სახ­ლში მხი­ა­რუ­ლი გო­გო­ნა, ოთხი წლის ნა­ზია ცხოვ­რობს, თა­ვის წლი­ნა­ხევ­რის ძმა - შამ­შუ­ლას­თან ერ­თად.

"საჭ­მე­ლის ფული არ გვაქვს, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რივ მე­ჩეთ­ში გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ ჩემი 4 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ყიდ­ვა მინ­დო­და", - ამ­ბობს მისი მამა ჰაზ­რა­ტუ­ლა.

ნა­ზია გა­ი­ყი­და, ის გა­თხოვ­და ბიჭ­ზე, რო­მე­ლიც ყან­და­ჰა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს. მას მო­მა­ვალ ქმარს გა­უგ­ზავ­ნი­ან, რო­დე­საც 14 წლის გახ­დე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (Médecins Sans Frontières (MSF) თა­ნახ­მად, ავ­ღა­ნე­თის ოფი­სებ­მა წელს 47%-ით მეტი პა­ცი­ენ­ტი მი­ი­ღეს არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის სიმპტო­მე­ბით, ვიდ­რე გა­სულ წელს.

ცენ­ტრმა გა­ზარ­და სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­სუ­ლი ბავ­შვე­ბის ნა­კად­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, მაგ­რამ კლი­ნი­კა თით­ქმის ყო­ველ­თვის გა­დატ­ვირ­თუ­ლია.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შიმ­ში­ლის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, თა­ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰე­რატ­ში, ჰა­მი­დუ­ლა მუ­ტა­ვა­ქი­ლი ამ­ბობს:

"ეს ვი­თა­რე­ბა ავ­ღა­ნეთ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის და ავ­ღა­ნე­თის აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვის შე­დე­გია... ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს, რამ­დენ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ბევ­რი იტყუ­ე­ბა მათი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ზე, რად­გან დახ­მა­რე­ბას ელი­ან..."

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ლი­ბა­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას ცდი­ლობს.

"ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ რკი­ნის მად­ნის მა­ღა­რო­ე­ბის გახ­სნას და გაზ­სა­დე­ნის პრო­ექტს“, - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ეს მალე მოხ­დეს.

ავ­ღა­ნე­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტთან ამ­ბო­ბენ, რომ თა­ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან თავს მი­ტო­ვე­ბუ­ლად გრძნო­ბენ. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
8

კუკარაჩა, შენმა საყვარელმა რუსებმა ხომ ააშენეს ავღანეთი?

კუკარაჩა
28

რატომ გიკვირთ ანგელოზი ამერიკელებისგან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მეჩეთში გამოვაცხადე, რომ ჩემი 4 წლის ქალიშვილის გაყიდვა მინდოდა" - საძილე აბები პურის ნაცვლად: ავღანეთში, შიმშილის გამო, ადგილობრივები ბავშვებსა და საკუთარ ორგანოებს ყიდიან

"მეჩეთში გამოვაცხადე, რომ ჩემი 4 წლის ქალიშვილის გაყიდვა მინდოდა" - საძილე აბები პურის ნაცვლად: ავღანეთში, შიმშილის გამო, ადგილობრივები ბავშვებსა და საკუთარ ორგანოებს ყიდიან

ზოგიერთი ავღანელი იძულებულია, შიმშილისგან თავის დროებით დასახსნელად, მცირეწლოვან ბავშვებს საძილე აბები მისცეს, ზოგიც საკუთარ ქალიშვილებს ან ორგანოებს ჰყიდის, რათა ოჯახი არჩინოს... მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, უცხოეთიდან ქვეყანას არავინ ეხმარება. ზამთარი მოდის, რომელიც მილიონობით ადამიანს შიმშილით ემუქრება.

"ჩვენი შვილები განუწყვეტლივ ტირიან და ვერ იძინებენ, საჭმელი კი არ გვაქვს, - ამბობს აბდულ ვაჰაბი, - იძულებული ვართ, მივდივართ აფთიაქში, აბებს ვყიდულობთ და ბავშვებს ასე ვაძინებთ".

აბდული ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ ჰერატის გარეუბანში ცხოვრობს, ათასობით პატარა ხის სახლიდან ერთ-ერთში. ეს დასახლებები ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა და სავსეა ხალხით, რომლებიც ომსა და სტიქიურ უბედურებებს გაექცნენ.

აბდულს და მის ირგვლივ შეკრებილ ათამდე მამაკაცს BBC - ის ჟურნალისტი ეკითხება, - მათგან ვის მიუცია ბავშვებისთვის დასაძინებლად დამამშვიდებელი საშუალება? - "ბევრი, ბევრი ჩვენგანი აძლევს", - პასუხობენ ისინი.

გულიამ ჰაზრატს ხელი ჯიბისკენ მიაქვს, საიდანაც აბების შეკვრას ამოაძვრენს. ეს არის, დამამშვიდებელი, რომელიც ჩვეულებრივ ინიშნება ნერვული აშლილობისთვის.

გულიამს ექვსი შვილი ჰყავს, მათგან უმცროსი მხოლოდ ერთი წლისაა. "მაგრამ მე მასაც ამ აბებს ვაძლევ", - ამბობს ის.

პრეპარატები, რომლებიც მამაკაცებს ჯიბეში აქვთ შენახული, ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ.

ექიმების თქმით, არასრულფასოვანმა კვებამ და ბავშვებისთვის წამლის მიცემამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და გამოიწვიოს მრავალი სხვა პრობლემა, ქრონიკული დაღლილობიდან დაწყებული, ძილის დარღვევებითა და ქცევის პრობლემებით დამთავრებული.

ადგილობრივ აფთიაქში ჟურნალისტი აღმოაჩენს, რომ ტრანკვილიზატორების 5 აბი, 10 ავღანი (დაახლოებით 10 აშშ ცენტი) ღირს.

ოჯახების უმეტესობაში ხალხი მხოლოდ პურზე ცხოვრობს. ერთი ქალი ამბობს, რომ საუზმეზე მშრალ პურს მიირთმევენ, სადილად კი წყალში ასველებენ.

როგორც გაეროს წარმომადგენელი აღნიშნავს, ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფაა...

ჰერატის გარეუბნებიდან მამაკაცების უმეტესობა საქმის მოძიებას ყოველდღიურად ცდილობს.

მას მერე, რაც ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, უცხოეთიდან თანხები დაიბლოკა და ამან ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია, რამაც მამაკაცთა უმეტესობა უმუშევრად დატოვა.

იმ იშვიათ დღეებშიც კი, როდესაც სამუშაოს პოულობენ, მათი ანაზღაურება დღეში 100 ავღანია, დოლარზე ცოტა მეტი.

ამარის თქმით (სახელი შეცვლილია), მას სამი თვის წინ თირკმელი ამოუღეს. ის ჟურნალისტს სხეულზე ვარდისფერი ნაწიბურს აჩვენებს, რომელიც მუცლიდან ზურგამდე ეშვება.

"გავიგე, რომ ადგილობრივ კლინიკაში შეიძლებოდა თირკმელის გაყიდვა. მივედი და ვუთხარი, რომ ამისთვის მზად ვიყავი. რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში დამიბარეს. ანალიზების გაკეთების შემდეგ, ისეთი ინექცია გამიკეთეს, რის შემდეგაც გონება დავკარგე, საშინელება იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ის.

ამარს 270 000 ავღანი (დაახლოებით 3 100 აშშ დოლარი) გადაუხადეს. თანხის ნაწილით ვალები გადაიხადა, რომელიც მანამდე შიმშილისგან თავის დასაღწევად აიღო.

"თირკმლის გაყიდვის შემდეგ მეჩვენება, რომ ნახევარი ადამიანი ვარ. სრული უიმედობის განცდა მაქვს... მგონია, რომ მოვკვდი“, - აღიარებს ახალგაზრდა.

ორგანოების გაყიდვა ავღანეთში ახალი ამბავი არ არის, ეს თალიბების მოსვლამდეც ხდებოდა.

ცარიელ, ცივ სახლში ჟურნალისტი ახალგაზრდა დედას ხვდება, რომელმაც თირკმელი შვიდი თვის წინ გაყიდა. მას უნდოდა ვალი დაეფარა, რომელიც მანამდე ცხვრის ფარის საყიდლად აიღო. ცხვარი ორიოდე წლის წინ წყალდიდობისას დაიხოცა და ოჯახმა შემოსავლის წყარო დაკარგა. 240 000 ავღანი (დაახლოებით 2700 დოლარი), რომელიც ქალმა თირკმლისთვის გადაუხადეს, არ აღმოჩნდა საკმარისი ვალის დასაფარად.

"ახლა იძულებულები ვართ გავყიდოთ ჩვენი ორი წლის ქალიშვილი. ადამიანები, ვისგანაც ფული ვისესხეთ, ყოველდღიურად გვავიწროვებენ და გვთხოვენ, რომ ჩვენი ქალიშვილი მივცეთ, თუ ვალის გადახდას ვერ შევძლებთ", - ამბობს ქალი. საშინლად მრცხვენია, - ამბობს მისი ქმარი - ხანდახან მეჩვენება, რომ ასეთ ცხოვრებას სიკვდილი სჯობია".

"მე გავყიდე ჩემი ხუთი წლის ქალიშვილი 100 000 ავღანად", - ამბობს ნიზამუდინი. ეს თირკმლის ღირებულების ნახევარზე ნაკლებია, რამდენადაც ჩვენ გავიგეთ. მამაკაცს თვალები ცრემლით ევსება.

შიმშილი ადამიანებს ართმევს იმ ღირსებას, რომლითაც მთელი ცხოვრება გაატარეს.

"ჩვენ გვესმის, რომ ისლამის კანონების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, საფრთხეს ვუქმნით ჩვენი შვილების სიცოცხლეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი უხუცესი, აბდულ გაფარი.

ერთ-ერთ სახლში მხიარული გოგონა, ოთხი წლის ნაზია ცხოვრობს, თავის წლინახევრის ძმა - შამშულასთან ერთად.

"საჭმელის ფული არ გვაქვს, ამიტომ ადგილობრივ მეჩეთში გამოვაცხადე, რომ ჩემი 4 წლის ქალიშვილის გაყიდვა მინდოდა", - ამბობს მისი მამა ჰაზრატულა.

ნაზია გაიყიდა, ის გათხოვდა ბიჭზე, რომელიც ყანდაჰარის პროვინციაში ცხოვრობს. მას მომავალ ქმარს გაუგზავნიან, როდესაც 14 წლის გახდება.

საერთაშორისო დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის (Médecins Sans Frontières (MSF) თანახმად, ავღანეთის ოფისებმა წელს 47%-ით მეტი პაციენტი მიიღეს არასრულფასოვანი კვების სიმპტომებით, ვიდრე გასულ წელს.

ცენტრმა გაზარდა საწოლების რაოდენობა სამკურნალოდ ჩამოსული ბავშვების ნაკადთან გასამკლავებლად, მაგრამ კლინიკა თითქმის ყოველთვის გადატვირთულია.

ჟურნალისტის კითხვაზე რას აკეთებს ხელისუფლება შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად, თალიბანის მთავრობის წარმომადგენელი ჰერატში, ჰამიდულა მუტავაქილი ამბობს:

"ეს ვითარება ავღანეთზე საერთაშორისო სანქციების და ავღანეთის აქტივების გაყინვის შედეგია... ჩვენი მთავრობა ცდილობს გაარკვიოს, რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება, მაგრამ ბევრი იტყუება მათი ცხოვრების პირობებზე, რადგან დახმარებას ელიან..."

მან ასევე განაცხადა, რომ თალიბანი სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობს.

"ჩვენ განვიხილავთ რკინის მადნის მაღაროების გახსნას და გაზსადენის პროექტს“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მალე მოხდეს.

ავღანელები ჟურნალისტთან ამბობენ, რომ თალიბანის მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან თავს მიტოვებულად გრძნობენ. წყარო

იხილეთ ასევე: