მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქაოსი მთელ მსოფლიოში: ეკონომისტები გარდაუვალი კრიზისის თაობაზე გვაფრთხილებენ, უმსხვილესი კომპანიები ზარალს ვერ აუდიან - რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში?
ქაოსი მთელ მსოფლიოში: ეკონომისტები გარდაუვალი კრიზისის თაობაზე გვაფრთხილებენ, უმსხვილესი კომპანიები ზარალს ვერ აუდიან - რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში?

მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კას სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად არ უდ­გას, მე­ტიც - დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმამ და შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში გა­ჩა­ღე­ბულ­მა ომმა ისე­დაც გაბ­ზა­რუ­ლი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის ზღვარ­ზე მი­იყ­ვა­ნა. სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლე­ბი სულ უფრო ხში­რად ის­მის.

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ეკო­ნი­მი­კას სამი მთა­ვა­რი ძრა­ვი ჰყავს - აშშ, ევ­რო­პა და ჩი­ნე­თი. რად­გა­ნაც ამ სა­მე­ულ­ზეა აგე­ბუ­ლი მსოფ­ლიო წარ­მო­ე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის ორი მე­სა­მე­დი, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ მათ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი პლა­ნე­ტის და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა.

"ევ­რო­ზო­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია რუ­სე­თის მხრი­დან გა­ზის მი­წო­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო, ჩი­ნე­თი კო­ვი­დის კა­რან­ტი­ნის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის გამო წუხს. აშშ-ში კი მკვეთ­რად შემ­ცირ­და შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბა და გა­ი­ზარ­და ინფლა­ცია", - ასე აღ­წე­რა ზო­გა­დი სი­ტუ­ა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა, კრის­ტა­ლი­ნა გე­ორ­გი­ე­ვამ და დას­ძი­ნა: "ეს ყვე­ლა­ფე­რი ღა­რიბ ან გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ზე აი­სა­ხე­ბა. ისი­ნი სულ უფრო და უფრო ნაკ­ლებს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, რად­გან მო­თხოვ­ნა მათ სა­ექ­სპორ­ტო სა­ქო­ნელ­ზე მცირ­დე­ბა, გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­სა და ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის გამო კი მეტს ხარ­ჯა­ვენ“.

"ჯერ კვლავ უც­ნო­ბია, და­უბ­რუნ­დე­ბა თუ არა აშშ-ის ეკო­ნო­მი­კა ოდეს­მე პან­დე­მი­ამ­დელ სტა­ტუსს“, - გა­ნა­ცხა­და ფე­დე­რა­ლუ­რი სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მის თავ­მჯდო­მა­რემ, ჯე­რომ პა­უ­ელ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში გა­მარ­თულ ფო­რუმ­ზე.

ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ერ­თობ­ლი­ვად და­ახ­ლო­ე­ბით 20 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ბა­ლანსს ფლო­ბენ, გა­ნი­ხი­ლეს, რო­გორ შეც­ვა­ლეს "ახალ­მა ძა­ლებ­მა“ ინფლა­ცი­უ­რი დი­ნა­მი­კა და გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ლან­დშაფ­ტი - შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მო­დაც კი.

"მე არ ვფიქ­რობ, რომ ჩვენ არ და­ვუბ­რუნ­დე­ბით კო­ვი­დამ­დე არ­სე­ბულ და­ბა­ლი ინფლა­ცი­ის პე­რი­ოდს”, - თქვა ლა­გარ­დმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­გად ეკო­ნო­მი­კურ სუ­რათს ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლის რუ­სე­თის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი ომი უკ­რა­ი­ნა­ში.

  • ამ ცოტა ხნის წინ, CNN-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მელ­შიც მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის დაშ­ლის 4 მთა­ვა­რი მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა:

ფე­დე­რა­ლურ­მა სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მამ (Fed) რე­ა­გი­რე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა

პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ Fed-მა ზედ­მე­ტად და­აგ­ვი­ა­ნა გა­ნაკ­ვე­თე­ბის გაზ­რდა. ინფლა­ცია საკ­მა­ოდ საზ­რუ­ნა­ვი იყო 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა მხო­ლოდ 2022 წლის მარ­ტში და­ი­წყო გა­ნაკ­ვე­თე­ბის აწე­ვა. ასე რომ, ფედ­რე­ზერვს უნდა ეთა­მა­შა - და ბევ­რად უფრო მკვეთ­რი ზო­მე­ბი მი­ე­ღო.

სა­ფონ­დო ბირ­ჟა არის ყვე­ლაფ­რის გა­ყიდ­ვის რე­ჟიმ­ში

წელს, უოლ-სტრიტ­ზე ექ­სტრე­მა­ლუ­რი შიში მე­ფობს. სა­ფონ­დო ბირ­ჟი­დან 7 ტრი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი "გაქ­რა“. იან­ვრის და­სა­წყის­ში, რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ, სა­ფონ­დო ბირ­ჟამ თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბის თით­ქმის მე­ხუ­თე­დი და­კარ­გა. ინ­ვეს­ტო­რე­ბი შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან, რომ უფრო მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი შე­ა­ფერ­ხებს კომ­პა­ნი­ე­ბის მო­გე­ბას. მა­ის­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა გან­წყო­ბა ბოლო 11 წლის ყვე­ლა­ზე და­ბალ დო­ნემ­დე და­ე­ცა. ეს პო­ტენ­ცი­უ­რად ცუდი ამ­ბა­ვია ეკო­ნო­მი­კის­თვის, რად­გან სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯე­ბი შე­ად­გენს ამე­რი­კის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ორ მე­სა­მედ­ზე მეტს.

ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ბა­ზა­რი

რო­დე­საც ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ფა­სე­ბი ეცე­მა, შე­მო­სა­ვა­ლი იზ­რდე­ბა - და 10-წლი­ა­ნი სა­ხა­ზი­ნო შე­მო­სავ­ლე­ბი ამ თვე­ში 2018 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად აღე­მა­ტე­ბა 3%-ს. რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ინფლა­ცია? პა­სუ­ხი წარ­სულ­შია. ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც Fed-ი ზრდის გა­ნაკ­ვე­თებს - სეს­ხის აღე­ბის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ობ­ლი­გა­ცი­ებს ნაკ­ლე­ბად ღი­რე­ბულს ხდის.

ქა­ო­სი მთელ მსოფ­ლი­ო­ში

რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს ომს უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­მაც ჩა­ახ­შო მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვე­ბი და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფა­სე­ბი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. ჩი­ნე­თი აგ­რძე­ლებს ზო­გი­ერ­თი უდი­დე­სი ქა­ლა­ქის ჩა­კეტ­ვას, რად­გან Covid-ის შემ­თხვე­ვე­ბი კვლავ მა­ღა­ლია. მუ­შა­ხე­ლის დე­ფი­ციტ­მა გა­მო­იწ­ვია ხელ­ფა­სე­ბის ზრდა და შე­ა­ფერ­ხა სა­ქონ­ლის ნორ­მა­ლუ­რი ნა­კა­დი მთელს მსოფ­ლი­ო­ში. რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მუ­ქა­რას მათი ენერ­გე­ტი­კუ­ლი მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტით, რა­მაც შე­საძ­ლოა ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კა რე­ცე­სი­ა­ში ჩა­აგ­დოს. ის, რაც სხვა­გან ხდე­ბა, შე­საძ­ლოა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც გა­და­ვი­დეს, რაც ყვე­ლა­ზე ცუდ დროს და­ა­ზა­რა­ლებს ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კას. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ცე­სია შე­იძ­ლე­ბა მალე დად­გეს.

  • ცნო­ბის­თვის:

რე­ცე­სია (ინ­გლი­სუ­რად Recession) არის ეკო­ნო­მი­კის (მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის) მკვეთ­რი კლე­ბა. რე­ცე­სი­ად რომ შე­ფას­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნა, მი­ნი­მუმ ორი კვარ­ტა­ლი უნდა გრძელ­დე­ბო­დეს ვარ­დნა და და სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბაც უნდა იკ­ვე­თე­ბო­დეს - პირ­ველ რიგ­ში, და­საქ­მე­ბის დო­ნის, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის კლე­ბა. რე­ცე­სი­ის დროს ეცე­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სე­ბი.

ბო­ლოს რე­ცე­სი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და 2008-2009 წლე­ბის მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს. რე­ცე­სი­ას იწ­ვევს ომე­ბი, ეპი­დე­მი­ე­ბი, სა­ვა­ლო კრი­ზი­სე­ბი, სა­ფონ­დო ბირ­ჟე­ბის კრა­ხი, მი­წო­დე­ბის შო­კე­ბი, მა­ღა­ლი ინფლა­ცია და ა.შ.

  • რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია Cebr იუ­წყე­ბა, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბა მო­მა­ვალ წელს პირ­ვე­ლად გა­და­ა­ჭარ­ბებს 100 ტრი­ლი­ონ დო­ლარს.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ჩი­ნეთს და­გეგ­მილ­ზე ოდ­ნავ მეტი დრო დას­ჭირ­დე­ბა, რომ აშშ-ს, რო­გორც ნო­მერ პირ­ველ ეკო­ნო­მი­კას, გა­და­უს­წროს. Cebr-ის პროგ­ნო­ზით, ჩი­ნე­თი დო­ლარ­ში გა­მო­ხა­ტულ წამ­ყვან ეკო­ნო­მი­კად მსოფ­ლი­ო­ში 2030 წელს გახ­დე­ბა, ანუ ორი წლით გვი­ან, ვიდ­რე შარ­შან მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ლიგა (World Economic League) პროგ­ნო­ზი­რებ­და.

ინ­დო­ე­თი მო­მა­ვალ წელს საფ­რან­გეთს, 2023 წელს კი ბრი­ტა­ნეთს გა­უს­წრებს, რათა მსოფ­ლი­ოს მე­ექ­ვსე უდი­დე­სი ეკო­ნო­მი­კის ად­გი­ლი და­იბ­რუ­ნოს.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, გერ­მა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ია­პო­ნი­ას 2033 წელს გა­უს­წრებს. რუ­სე­თი უდი­დე­სი ეკო­ნო­მი­კის ტოპ ათე­ულ­ში შე­საძ­ლოა, 2036 წლის­თვის შე­ვი­დეს. ამ სი­ა­ში მე­ცხრე ად­გილს ინ­დო­ნე­ზია 2034 წელს და­ი­კა­ვებს.

სა­ნამ ეკო­ნო­მის­ტე­ბის პროგ­ნო­ზე­ბი და­ი­წყებს ახ­დე­ნას, მსოფ­ლი­ო­ში შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რაც მთა­ვა­რია, ეს სია ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა:

  • ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Meta Platforms Inc თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 13%-ს და­ი­თხოვს, რაც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად 11 ათა­სი და­საქ­მე­ბუ­ლია. მი­ზე­ზი კი გახ­ლავთ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით ამოქ­მე­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მა. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს­თვის Meta-ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 87 ათა­სი იყო. 2020-2021 წლებ­ში კომ­პა­ნი­ამ 27 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა, იან­ვარ-სექ­ტე­მებრში კი მისი შტა­ტი კი­დევ 15,3 ათა­სით გა­ი­ზარ­და. და­თხოვ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად Meta-მ ხარ­ჯე­ბის პროგ­ნო­ზიც შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც 2023 წელს შე­ად­გენს 94-100 მი­ლი­არდს, მა­შინ როცა მა­ნამ­დე ნა­ვა­რა­უ­დე­ვი იყო 96-101 მლრდ. კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის პროგ­ნო­ზი შემ­ცი­რე­ბუ­ლია 34-39 მი­ლი­არ­დი­დან 34-37 მი­ლი­არ­დამ­დე.

  • კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის ბირ­ჟამ FTX გა­კოტ­რე­ბის შე­სა­ხებ ამე­რი­კის კო­დექ­სის 11 მუხ­ლის ინი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სემ ბან­კმან-ფრიდ­მა კი პოს­ტი უკვე და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას FTX-ი Twitter-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.
  • FTX ბირ­ჟის გა­კოტ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფონ­ზე კი, ბოლო 2 წლის მი­ნი­მუ­მამ­დე გა­უ­ფა­სურ­და მთა­ვა­რი ციფ­რუ­ლი ვა­ლუ­ტა - ბიტ­კო­ი­ნი. გუ­შინ, თბი­ლი­სის დრო­ით 19:30 წუ­თის­თვის მან ღი­რე­ბუ­ლე­ბის 3,8% და­კარ­გა და 16 803 დო­ლა­რად ივაჭ­რე­ბო­და. 1 255 დო­ლა­რამ­დე გა­უ­ფა­სურ­და ეთე­რი­უ­მიც, Binance Coin კი 285 დო­ლა­რამ­დე.
  • ალუ­მი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი აზი­უ­რი გი­გან­ტი, China Zhongwang გა­კოტ­რდა. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ამ სექ­ტორ­ში ჩი­ნეთ­ში უმ­სხვი­ლე­სია, მსოფ­ლი­ო­ში კი მე­ო­რე ად­გილ­ზე, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვე­ღარ იხ­დის. ჩი­ნე­თის სა­სა­მარ­თლომ ჰოლ­დინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ სექ­ტემ­ბერ­ში შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ექ­სპერ­ტე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 64 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, თუმ­ცა ამ­ჟა­მად მისი აქ­ტი­ვე­ბი ამ თან­ხის ნა­ხე­ვარ­საც ვერ აღ­წევს.

2022 წელი ევ­რო­პე­ლი ფერ­მე­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია. კრემ­ლის მიერ გა­ზის თით­ქმის სრუ­ლად შე­წყვე­ტი­ლი მი­წო­დე­ბა მთლი­ა­ნად აგ­რო­სექ­ტო­რის­თვი­საა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თუმ­ცა ზო­გი­ერთ სექ­ტორ­ზე მას უფრო მეტი გავ­ლე­ნა აქვს, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნებ­ზე.

ენერ­გი­ის ფა­სე­ბის ზრდამ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­ა­ჩი­ნა ზამ­თარ­ში ენერ­გი­ის რა­ცი­ო­ნი­რე­ბის რის­კე­ბი. ასე მა­გა­ლი­თად, ენერ­გი­ის მა­ღა­ლი მოხ­მა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან პას­ტე­რი­ზა­ცია და რძის ფხვნი­ლის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც, თა­ვის­თა­ვად, სხვა პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სებ­ზეც მოქ­მე­დე­ბენ, იქ­ნე­ბა ეს რძის ნა­წარ­მი თუ პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლი. ივ­ლის­თან შე­და­რე­ბით ევ­რო­პა­ში უკვე 80%-ით გაძ­ვირ­და კა­რა­ქი, 28%-ით სა­ქონ­ლის ხორ­ცი და ფერ­მე­რე­ბის თქმით, ფა­სე­ბი კი­დევ უფრო სწრა­ფი ტემ­პით მო­ი­მა­ტებს ზამ­თარ­ში.

გარ­და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა, ენერ­გი­ის ფა­სებ­ზე მიბ­მუ­ლია სა­სუ­ქის წარ­მო­ე­ბის ხარ­ჯე­ბიც. ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, და­ნა­ხარ­ჯე­ბის ზრდის გამო, ინ­დუსტრი­ის თით­ქმის 70% გა­ჩერ­და, რა­საც უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტი აქვს მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა­ზეც.

ფერ­მე­რე­ბი უკვე ამ­ცი­რე­ბენ ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის ნა­თე­სებს შემ­დე­გი წლის­თვის, რად­გან, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, სათ­ბუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის ხარ­ჯებ­მა მათ შე­მო­სა­ვალს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­და­ა­ჭარ­ბა.

გა­ე­როს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა 2022 წელს 4%-ით, 2023 წელს კი - 3.5%-ით გა­იზ­რდე­ბა, რაც გა­სუ­ლი წლის 5.5%-იან ზრდას­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"პან­დე­მი­ას­თან ერ­თად, მზარ­დი ინფლა­ცი­უ­რი ზე­წო­ლა ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­სა და მთელ რიგ გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის­თვის და­მა­ტე­ბით რის­კებს წარ­მო­ად­გენს”, - ნათ­ქვა­მია გა­ე­რო-ს ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და პერ­სპექ­ტი­ვე­ბის 2022 წლის ან­გა­რიშ­ში.

გა­ე­რო-ს პროგ­ნო­ზით, გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კებ­ში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის მო­ცუ­ლო­ბა პან­დე­მი­ამ­დელ პროგ­ნო­ზებს თით­ქმის სრუ­ლად 2023 წლის­თვის და­უბ­რუნ­დე­ბა.

"ყვე­ლა წლე­ვან­დე­ლი პრობ­ლე­მა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში თავს მო­მა­ვალ წელს იჩენს. ორი სი­ტყვით რომ ვთქვათ - უა­რე­სი წი­ა­ნაა“, - აცხა­დე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ეკო­ნო­მის­ტე­ბი. ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­ზეც მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის მე­სა­მე­დი მო­დის, მათ ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი რე­ცე­სია იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს.

კვლე­ვი­თი ცენ­ტრის, Oxford Economics-ის წამ­ყვა­ნი ეკო­ნო­მის­ტის ადამ სლა­ტე­რის ვა­რა­უ­დით, გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი ტექ­ნო­ლო­გი­ურ რე­ვო­ლუ­ცი­ა­შია. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი - ჩი­ნე­თის გახ­სნაა. ამის­თვის კი მხო­ლოდ კომ­პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე კვალვ უარ­ყო­ფი­თია. სლა­ტე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ამით პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა - ინფლა­ცია გა­და­იჭ­რე­ბა.

  • ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს გვირ­ჩე­ვენ:

და­საქმდით: უმუ­შევ­რო­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ვა­კან­სი­ე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა რე­ცე­სი­ას შეც­ვლის.

ნაღ­დი ფუ­ლით შე­ი­ძი­ნეთ ბინა: შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სახ­ლე­ბის ფა­სე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად, თით­ქმის 20%-ით იზ­რდე­ბა, მაგ­რამ იპო­თე­კუ­რი გა­ნაკ­ვე­თე­ბი ასე­ვე იზ­რდე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ მო­თხოვ­ნას ზღუ­დავს.

გა­ნა­თავ­სეთ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა: ყო­ველ­თვის კარ­გი იდე­აა, გქონ­დეთ ლიკ­ვი­დუ­რი აქ­ტი­ვე­ბი - ნაღ­დი ფული, ფუ­ლის ბაზ­რის ფონ­დე­ბი და ა.შ. - გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­სა­ფა­რად.

ეკო­ნო­მის­ტე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ კრი­ზი­სი გარ­და­უ­ვა­ლია, კი­თხვა კი მხო­ლოდ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რამ­დე­ნად ღრმა და ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა ის?

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -70
1

საკითხავი ისაა, რომ ეს ეკონომიური კრიზისი სპეციალურადაა მოწყობილი თუ შემთხვევითი გარემოებების გამო, რომელიც დღეს დადგა მსოფლიოში.

გამომდინარე ადამიანთა საარსებო შეზღუდული რესურსებიდან (მაგალითად წყალი, ენერგო რესურსები, საკვები და ა.შ.) რომლებიც არსებობს პლანეტა დედამიწაზე ადრე თუ გვიან დადგება პერიოდი, როდესაც ის ამოიწურება.

თურმე არსებობს ე.წ. „ოქროს წესი“, რომლის თანახმადაც მსოფლიოს მომავალი განვითარებიდან გამომდინარე ამ სამყაროში რვა მილიარდი ადამიანიდან უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი მილიარდი, რომლებიც შეძლებენ შემდგომ უზრუნველყოფილ ცხოვრებას...

აქედან გამომდინარე გაჩაღებული ომები, ასევე ხელოვნურად შექმნილი შიმშილი (მაგალითად აფრიკა, აზია და ა.შ.), რის შედეგადაც დაიღუპება რამოდენიმე მილიარდი ადამიანი, ან სხვადასხვაგვარი ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობენ შობადობის შემცირებას (მაგალითად ერთსქესიანთა ქორწილი და ა.შ.) - წახალისებული უნდა იყოს...

ალექს
0

მსოფლიოს აღარ მართავენ პოლიტიკის ტიტანები, მას მართვაენ პოლიტიკური ტიკინები !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ქაოსი მთელ მსოფლიოში: ეკონომისტები გარდაუვალი კრიზისის თაობაზე გვაფრთხილებენ, უმსხვილესი კომპანიები ზარალს ვერ აუდიან - რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში?

ქაოსი მთელ მსოფლიოში: ეკონომისტები გარდაუვალი კრიზისის თაობაზე გვაფრთხილებენ, უმსხვილესი კომპანიები ზარალს ვერ აუდიან - რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში?

მსოფლიო ეკონომიკას საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, მეტიც - დღევანდელი მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ და შუაგულ ევროპაში გაჩაღებულმა ომმა ისედაც გაბზარული მსოფლიო ეკონომიკა ფინანსური კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. საგანგაშო სიგნალები სულ უფრო ხშირად ისმის.

თანამედროვე მსოფლიო ეკონიმიკას სამი მთავარი ძრავი ჰყავს - აშშ, ევროპა და ჩინეთი. რადგანაც ამ სამეულზეა აგებული მსოფლიო წარმოებისა და მოხმარების ორი მესამედი, შესაბამისად, სწორედ მათ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული პლანეტის დანარჩენი ქვეყნების კეთილდღეობა.

"ევროზონაში სერიოზული პრობლემებია რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო, ჩინეთი კოვიდის კარანტინისგან მიყენებული ზიანისა და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო წუხს. აშშ-ში კი მკვეთრად შემცირდა შემოსავლის მქონე მოსახლეობა და გაიზარდა ინფლაცია", - ასე აღწერა ზოგადი სიტუაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ და დასძინა: "ეს ყველაფერი ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებზე აისახება. ისინი სულ უფრო და უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, რადგან მოთხოვნა მათ საექსპორტო საქონელზე მცირდება, გაძვირებული ფასებისა და ენერგორესურსების გამო კი მეტს ხარჯავენ“.

"ჯერ კვლავ უცნობია, დაუბრუნდება თუ არა აშშ-ის ეკონომიკა ოდესმე პანდემიამდელ სტატუსს“, - განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარის ბალანსს ფლობენ, განიხილეს, როგორ შეცვალეს "ახალმა ძალებმა“ ინფლაციური დინამიკა და გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტი - შესაძლოა, სამუდამოდაც კი.

"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით კოვიდამდე არსებულ დაბალი ინფლაციის პერიოდს”, - თქვა ლაგარდმა და აღნიშნა, რომ ზოგად ეკონომიკურ სურათს ასევე აუცილებლად შეცვლის რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში.

  • ამ ცოტა ხნის წინ, CNN-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსოფლიო ეკონომიკის დაშლის 4 მთავარი მიზეზი დაასახელა:

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) რეაგირება დააგვიანა

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Fed-მა ზედმეტად დააგვიანა განაკვეთების გაზრდა. ინფლაცია საკმაოდ საზრუნავი იყო 2021 წლის განმავლობაში, მაგრამ ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ 2022 წლის მარტში დაიწყო განაკვეთების აწევა. ასე რომ, ფედრეზერვს უნდა ეთამაშა - და ბევრად უფრო მკვეთრი ზომები მიეღო.

საფონდო ბირჟა არის ყველაფრის გაყიდვის რეჟიმში

წელს, უოლ-სტრიტზე ექსტრემალური შიში მეფობს. საფონდო ბირჟიდან 7 ტრილიონ დოლარზე მეტი "გაქრა“. იანვრის დასაწყისში, რეკორდული მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ, საფონდო ბირჟამ თავისი ღირებულების თითქმის მეხუთედი დაკარგა. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან, რომ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეაფერხებს კომპანიების მოგებას. მაისში მომხმარებელთა განწყობა ბოლო 11 წლის ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ეს პოტენციურად ცუდი ამბავია ეკონომიკისთვის, რადგან სამომხმარებლო ხარჯები შეადგენს ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ მესამედზე მეტს.

ობლიგაციების ბაზარი

როდესაც ობლიგაციების ფასები ეცემა, შემოსავალი იზრდება - და 10-წლიანი სახაზინო შემოსავლები ამ თვეში 2018 წლის შემდეგ, პირველად აღემატება 3%-ს. რამდენ ხანს გაგრძელდება ინფლაცია? პასუხი წარსულშია. ეს ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც Fed-ი ზრდის განაკვეთებს - სესხის აღების მაღალი ღირებულება ობლიგაციებს ნაკლებად ღირებულს ხდის.

ქაოსი მთელ მსოფლიოში

რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში, რომელმაც ჩაახშო მიწოდების ჯაჭვები და ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთი აგრძელებს ზოგიერთი უდიდესი ქალაქის ჩაკეტვას, რადგან Covid-ის შემთხვევები კვლავ მაღალია. მუშახელის დეფიციტმა გამოიწვია ხელფასების ზრდა და შეაფერხა საქონლის ნორმალური ნაკადი მთელს მსოფლიოში. რუსეთი აგრძელებს ევროპის ქვეყნების მუქარას მათი ენერგეტიკული მიწოდების შეწყვეტით, რამაც შესაძლოა ევროკავშირის ეკონომიკა რეცესიაში ჩააგდოს. ის, რაც სხვაგან ხდება, შესაძლოა შეერთებულ შტატებშიც გადავიდეს, რაც ყველაზე ცუდ დროს დააზარალებს ამერიკის ეკონომიკას. შესაბამისად, რეცესია შეიძლება მალე დადგეს.

  • ცნობისთვის:

რეცესია (ინგლისურად Recession) არის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მკვეთრი კლება. რეცესიად რომ შეფასდეს ეკონომიკური ვარდნა, მინიმუმ ორი კვარტალი უნდა გრძელდებოდეს ვარდნა და და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებაც უნდა იკვეთებოდეს - პირველ რიგში, დასაქმების დონის, ასევე მოსახლეობის შემოსავლებისა და ვაჭრობის კლება. რეცესიის დროს ეცემა უძრავი ქონების ფასები.

ბოლოს რეცესიული პროცესები განვითარდა 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს. რეცესიას იწვევს ომები, ეპიდემიები, სავალო კრიზისები, საფონდო ბირჟების კრახი, მიწოდების შოკები, მაღალი ინფლაცია და ა.შ.

  • როგორც ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Cebr იუწყება, მსოფლიო ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს პირველად გადააჭარბებს 100 ტრილიონ დოლარს.

ანგარიშის მიხედვით, ჩინეთს დაგეგმილზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდება, რომ აშშ-ს, როგორც ნომერ პირველ ეკონომიკას, გადაუსწროს. Cebr-ის პროგნოზით, ჩინეთი დოლარში გამოხატულ წამყვან ეკონომიკად მსოფლიოში 2030 წელს გახდება, ანუ ორი წლით გვიან, ვიდრე შარშან მსოფლიო ეკონომიკური ლიგა (World Economic League) პროგნოზირებდა.

ინდოეთი მომავალ წელს საფრანგეთს, 2023 წელს კი ბრიტანეთს გაუსწრებს, რათა მსოფლიოს მეექვსე უდიდესი ეკონომიკის ადგილი დაიბრუნოს.

ანგარიშის მიხედვით, გერმანია ეკონომიკური წარმოების მოცულობის თვალსაზრისით, იაპონიას 2033 წელს გაუსწრებს. რუსეთი უდიდესი ეკონომიკის ტოპ ათეულში შესაძლოა, 2036 წლისთვის შევიდეს. ამ სიაში მეცხრე ადგილს ინდონეზია 2034 წელს დაიკავებს.

სანამ ეკონომისტების პროგნოზები დაიწყებს ახდენას, მსოფლიოში შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს და რაც მთავარია, ეს სია ყოველდღიურად იზრდება:

  • ამერიკული კომპანია Meta Platforms Inc თანამშრომლების 13%-ს დაითხოვს, რაც რაოდენობრივად 11 ათასი დასაქმებულია. მიზეზი კი გახლავთ ხარჯების შემცირების მიზნით ამოქმედებული პროგრამა. სექტემბრის ბოლოსთვის Meta-ში დასაქმებულთა რაოდენობა 87 ათასი იყო. 2020-2021 წლებში კომპანიამ 27 ათასზე მეტი ადამიანი დაასაქმა, იანვარ-სექტემებრში კი მისი შტატი კიდევ 15,3 ათასით გაიზარდა. დათხოვნის გამოცხადებასთან ერთად Meta-მ ხარჯების პროგნოზიც შეცვალა, რომელიც 2023 წელს შეადგენს 94-100 მილიარდს, მაშინ როცა მანამდე ნავარაუდევი იყო 96-101 მლრდ. კაპიტალური ხარჯების პროგნოზი შემცირებულია 34-39 მილიარდიდან 34-37 მილიარდამდე.

  • კრიპტოვალუტების ბირჟამ FTX გაკოტრების შესახებ ამერიკის კოდექსის 11 მუხლის ინიცირება მოახდინა. კომპანიის ხელმძღვანელმა, სემ ბანკმან-ფრიდმა კი პოსტი უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას FTX-ი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
  • FTX ბირჟის გაკოტრების შესახებ ინფორმაციის ფონზე კი, ბოლო 2 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა მთავარი ციფრული ვალუტა - ბიტკოინი. გუშინ, თბილისის დროით 19:30 წუთისთვის მან ღირებულების 3,8% დაკარგა და 16 803 დოლარად ივაჭრებოდა. 1 255 დოლარამდე გაუფასურდა ეთერიუმიც, Binance Coin კი 285 დოლარამდე.
  • ალუმინის მწარმოებელი აზიური გიგანტი, China Zhongwang გაკოტრდა. კომპანია, რომელიც ამ სექტორში ჩინეთში უმსხვილესია, მსოფლიოში კი მეორე ადგილზე, ვალდებულებებს ვეღარ იხდის. ჩინეთის სასამართლომ ჰოლდინგის წინააღმდეგ სექტემბერში შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა. ექსპერტების თანახმად, კომპანიის ვალდებულებების საერთო რაოდენობა 64 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ამჟამად მისი აქტივები ამ თანხის ნახევარსაც ვერ აღწევს.

2022 წელი ევროპელი ფერმერებისთვის განსაკუთრებით რთულია. კრემლის მიერ გაზის თითქმის სრულად შეწყვეტილი მიწოდება მთლიანად აგროსექტორისთვისაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუმცა ზოგიერთ სექტორზე მას უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დანარჩენებზე.

ენერგიის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გააჩინა ზამთარში ენერგიის რაციონირების რისკები. ასე მაგალითად, ენერგიის მაღალი მოხმარებით გამოირჩევიან პასტერიზაცია და რძის ფხვნილის დამზადების პროცესები, რომლებიც, თავისთავად, სხვა პროდუქტების ფასებზეც მოქმედებენ, იქნება ეს რძის ნაწარმი თუ პურ-ფუნთუშეული. ივლისთან შედარებით ევროპაში უკვე 80%-ით გაძვირდა კარაქი, 28%-ით საქონლის ხორცი და ფერმერების თქმით, ფასები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მოიმატებს ზამთარში.

გარდა საკვები პროდუქტებისა, ენერგიის ფასებზე მიბმულია სასუქის წარმოების ხარჯებიც. ომის დაწყების შემდეგ, დანახარჯების ზრდის გამო, ინდუსტრიის თითქმის 70% გაჩერდა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს მოსავლიანობაზეც.

ფერმერები უკვე ამცირებენ ხილისა და ბოსტნეულის ნათესებს შემდეგი წლისთვის, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, სათბურების მუშაობის ხარჯებმა მათ შემოსავალს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს 4%-ით, 2023 წელს კი - 3.5%-ით გაიზრდება, რაც გასული წლის 5.5%-იან ზრდასთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

"პანდემიასთან ერთად, მზარდი ინფლაციური ზეწოლა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებსა და მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური აღდგენისთვის დამატებით რისკებს წარმოადგენს”, - ნათქვამია გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობისა და პერსპექტივების 2022 წლის ანგარიშში.

გაერო-ს პროგნოზით, განვითარებადი ქვეყნებისგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პანდემიამდელ პროგნოზებს თითქმის სრულად 2023 წლისთვის დაუბრუნდება.

"ყველა წლევანდელი პრობლემა მსოფლიო ეკონომიკაში თავს მომავალ წელს იჩენს. ორი სიტყვით რომ ვთქვათ - უარესი წიანაა“, - აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები. ქვეყნებში, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის მესამედი მოდის, მათ ნახევარწლიანი რეცესია იწინასწარმეტყველეს.

კვლევითი ცენტრის, Oxford Economics-ის წამყვანი ეკონომისტის ადამ სლატერის ვარაუდით, გადარჩენის ერთადერთი შანსი ტექნოლოგიურ რევოლუციაშია. ყველაზე მარტივი - ჩინეთის გახსნაა. ამისთვის კი მხოლოდ კომპარტიის გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე კვალვ უარყოფითია. სლატერი მიიჩნევს, რომ ამით პირველი პრობლემა - ინფლაცია გადაიჭრება.

  • ფინანსური მრჩეველები სიტუაციის გამოსასწორებლად რამდენიმე ვარიანტს გვირჩევენ:

დასაქმდით: უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი და ვაკანსიების დიდი რაოდენობა რეცესიას შეცვლის.

ნაღდი ფულით შეიძინეთ ბინა: შეერთებულ შტატებში სახლების ფასები ყოველწლიურად, თითქმის 20%-ით იზრდება, მაგრამ იპოთეკური განაკვეთები ასევე იზრდება, რაც საბოლოოდ მოთხოვნას ზღუდავს.

განათავსეთ გარკვეული თანხა: ყოველთვის კარგი იდეაა, გქონდეთ ლიკვიდური აქტივები - ნაღდი ფული, ფულის ბაზრის ფონდები და ა.შ. - გადაუდებელი საჭიროებების ან მოულოდნელი გადაუდებელი შემთხვევების დასაფარად.

ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ კრიზისი გარდაუვალია, კითხვა კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენად ღრმა და ხანგრძლივი იქნება ის?

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი