მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შერიგებას სთხოვდა და არ ურიგდებოდაო. შემაკავებელი ორდერი ჰქონია გამოწერილი" - რას ამბობენ თერჯოლაში მოხდარი ფემიციდის საზარელი ფაქტის შესახებ ადგილობრივები
"შერიგებას სთხოვდა და არ ურიგდებოდაო. შემაკავებელი ორდერი ჰქონია გამოწერილი" - რას ამბობენ თერჯოლაში მოხდარი ფემიციდის საზარელი ფაქტის შესახებ ადგილობრივები

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და. 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა. შემ­თხვე­ვა მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "მაგ­ნი­ტში" მოხ­და, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და.

ქალი ცე­ცხლის ალში ად­გილ­ზე­ვე და­იწ­ვა. ფაქ­ტის შე­ემ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პრო­ცეს­ში ისი­ნიც და­შავ­დნენ, ქა­ლის­თვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა მა­ინც ვერ შეძ­ლეს. სხე­უ­ლის 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაc.

რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "იმერ­მე­დის“ ექიმ­მა, თი­ნა­თინ ჩა­ფი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ის ამ დრო­ის­თვის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, 41 წლის მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლეს ამ ეტაპ­ზე, საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"პა­ცი­ენ­ტი უმ­ძი­მეს შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20:20 სა­ათ­ზე შე­მო­იყ­ვა­ნეს. სხე­უ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით, 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა იყო. ის შეყ­ვა­ნი­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის და დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

რო­გორც ბოლო დროს მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის უმ­რავ­ლე­სო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სცე­ნა­რი აქაც იდენ­ტუ­რი იყო - ყო­ფილ ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბის გამო კაცს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

"წლე­ბი უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ვიდ­რე და­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ არ ვიცი რა მოხ­და, კაცი გა­მუდ­მე­ბით ძა­ლა­დობ­და თურ­მე და და­შორ­დნენ. შე­რი­გე­ბას სთხოვ­და და არ ურიგ­დე­ბო­დაო. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც ჰქო­ნია გა­მო­წე­რი­ლი კაცს, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა და­იც­ვა ეს გოგო. ორი ბავ­შვი და­ობ­ლდა" - უყ­ვე­ბა ambebi.ge -ს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­ზო­ბე­ლი.

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა - 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ხრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკო
0

რას იძიებენ რა საინტერესოა, თავის დროზე რომ მიექციათ ყურადღება იქნებ ასე არ მოხდებოდა, ეხლა გამოძიებას რა აზრი აქვს😡😡😡😡

ქალების ბრალიცაა
3

ისე ფემიციდში დაბოღმილ 50+ ქალებსაც დიდი წვლილი მიგიძღვით. დედამთილებს, მულებს, მეზობლებს, ბიცოლებს და ა.შ. არის ასეთი ისრაელში მცხოვრები ქართველი რეჟისორი დოვერ კოსაშვილი. ნახეთ მისი ფილმები "გვიანი ქორწინება" და "საჩუქარი ციდან", ისრაელშია გადაღებული მარა დიალოგები ძირითადად ქართულადაა. ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შერიგებას სთხოვდა და არ ურიგდებოდაო. შემაკავებელი ორდერი ჰქონია გამოწერილი" - რას ამბობენ თერჯოლაში მოხდარი ფემიციდის საზარელი ფაქტის შესახებ ადგილობრივები

"შერიგებას სთხოვდა და არ ურიგდებოდაო. შემაკავებელი ორდერი ჰქონია გამოწერილი" - რას ამბობენ თერჯოლაში მოხდარი ფემიციდის საზარელი ფაქტის შესახებ ადგილობრივები

რამდენიმე საათის წინ თერჯოლაში შემზარავი ფაქტი მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. შემთხვევა მაღაზიათა ქსელ "მაგნიტში" მოხდა, სადაც გარდაცვლილი მენეჯერად მუშაობდა.

ქალი ცეცხლის ალში ადგილზევე დაიწვა. ფაქტის შეემსწრეები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ისინიც დაშავდნენ, ქალისთვის დახმარების აღმოჩენა მაინც ვერ შეძლეს. სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო თავად მოძალადემაc.

როგორც სამედიცინო ცენტრ "იმერმედის“ ექიმმა, თინათინ ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

"პაციენტი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში დაახლოებით, 20:20 საათზე შემოიყვანეს. სხეულის დაახლოებით, 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ის შეყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის და დაკვირვების მიზნით“, - განაცხადა ექიმმა.

ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც ბოლო დროს მომხდარი ფემიციდის უმრავლესობის შემთხვევაში, სცენარი აქაც იდენტური იყო - ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

"წლები უყვარდათ ერთმანეთი, ვიდრე დაქორწინდებოდნენ. შემდეგ არ ვიცი რა მოხდა, კაცი გამუდმებით ძალადობდა თურმე და დაშორდნენ. შერიგებას სთხოვდა და არ ურიგდებოდაო. შემაკავებელი ორდერიც ჰქონია გამოწერილი კაცს, მაგრამ ვერაფერმა დაიცვა ეს გოგო. ორი ბავშვი დაობლდა" - უყვება ambebi.ge -ს გარდაცვლილი ქალის მეზობელი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.