მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ასეთი ოჯახისშვილობა დიდი იღბალი და პასუხისმგებლობაა” - ბიჭი ცნობილი სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობიდან: გაიცანით მხატვარი, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატები გაოცებას იწვევს
“ასეთი ოჯახისშვილობა დიდი იღბალი და პასუხისმგებლობაა” - ბიჭი ცნობილი სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობიდან: გაიცანით მხატვარი, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატები გაოცებას იწვევს

"მე­გო­ნა სერ­ვი­ზი გა­მო­ი­ტა­ნა ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის ჯგუფ­ში ვინ­მემ, ეს ხომ ფო­ტოა,“ "ვე­რაფ­რით ვი­ჯე­რებ თუ ეს მოკ­ვდავ­მა შექ­მნა...“ - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­თი ათა­სო­ბით კო­მენ­ტა­რი ახ­ლავს ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, ბრუ­ნო ვე­ფხვა­ძის ნა­მუ­შევ­რებს... აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი ბრუ­ნო ვე­ფხვა­ძე თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა...

- ბა­ტო­ნო ბრუ­ნო, რას ეტყო­დით იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც თქვენს ნა­მუ­შევ­რებ­ზე წე­რენ - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტუ­რი მხატ­ვა­რი, ამას მოკ­ვდა­ვი ვერ შექ­მნის და ასე შემ­დეგ...

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ხალ­ხი გა­ო­ცე­ბუ­ლი კი­თხუ­ლობს ეს ნა­ხა­ტია თუ ფოტო, უკ­ვირთ რო­გორ არის და­ხა­ტუ­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ზანს მი­ვაღ­წიე, რად­გან ამას ამ­ბო­ბენ კომ­პი­უ­ტერ­ში ან ტე­ლე­ფონ­ში ყუ­რე­ბი­სას. რო­დე­საც ნა­ხა­ტებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ცო­ცხლად, გა­მო­ფე­ნა­ზე ან გა­ლე­რე­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ნამ­დვი­ლი­ვი­თაა. "მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე“ ეს რა თქმა უნდა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია, უამ­რა­ვი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მხატ­ვა­რია, მაგ­რამ მეც ვცდი­ლობ ყო­ველ­თვის წინ წა­ვი­დე, და­ვიხ­ვე­წო და განვვი­თარ­დე, ამ პრო­ცესს მხატ­ვა­რი უნდა გა­ნიც­დი­დეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, წინსვლა და სწავ­ლა ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა.

- და­ვი­წყოთ ათ­ვლის წერ­ტი­ლი­დან... ვე­ფხვა­ძე­ე­ბის სამ­ხატ­ვრო დი­ნას­ტი­ის მე­ო­თხე თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ. ბა­ბუა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო მხატ­ვა­რი ივა­ნე ალექ­სის ძე ვე­ფხვა­ძე (1888-1971). მისი საქ­მი­ა­ნო­ბა შემ­დგომ­ში გა­აგ­რძე­ლეს მი­სი­ვე შთა­მო­მავ­ლებ­მა: სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა მხატ­ვარ­მა ალექ­სი ვე­ფხვა­ძემ (1921-1982) და მის­მა ვაჟ­მა ჯო­ვა­ნი ვე­ფხვა­ძემ (1949-2016)... გვი­ამ­ბეთ, რას ნიშ­ნავს ასე­თი ოჯა­ხის შვი­ლო­ბა?

- ასე­თი ოჯა­ხის შვი­ლო­ბა, მი­თუ­მე­ტეს თუ შენც ხარ მხატ­ვა­რი არის დიდი იღ­ბა­ლი, თა­ო­ბებ­ში დაგ­რო­ვი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნა და ნიჭი ძა­ლი­ან გეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ასე­ვე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც მე ვი­ტყო­დი ასე­ვე დიდი პლი­უ­სია, რად­გან უზარ­მა­ზარ სტი­მულს გაძ­ლევს, მთა­ვა­რია გიყ­ვარ­დეს ეს საქ­მე.

- დიდი წი­ნაპ­რე­ბის კვალს გაჰ­ყე­ვით, 1993 წელს ჩა­ი­რი­ცხეთ ბავ­შვთა სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში, შემ­დეგ ია­კობ ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში... შექ­მე­ნით სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მი", სას­წავ­ლებ­ლებ­ზე, გა­მო­ფე­ნებ­ზე, ამ ნა­ხატ­ზე გვი­ამ­ბეთ...

- ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ვხა­ტავ­დი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ხატ­ვა, 1993 წელს ჩა­ვი­რი­ცხე ბავ­შვთა სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში სა­დაც გა­ვა­ტა­რე 3 წელი, წლის ბო­ლოს მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე მი­სუ­ლი მა­მა­ჩე­მის შე­კი­თხვას თუ რა­ტომ არ ჰქო­ნია 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვს არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი ხატ­ვა­ში და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ხატ­ვის სურ­ვი­ლიც და სიყ­ვა­რუ­ლიც და­კარ­გა, პა­სუ­ხი იყო შემ­დე­გი - ყვე­ლა ბავ­შვს ხომ ვერ ექ­ნე­ბა ხატ­ვის ნი­ჭიო... შემ­დგომ წლებ­ში ბავ­შვო­ბას მიშ­ხა­მავ­და მხო­ლოდ მუ­სი­კა­ზე და ცურ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში, მაგ პე­რი­ოდ­ში და­მიბ­რუნ­და ხატ­ვის სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი, კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლით და ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვით. ნი­კო­ლა­ძე­ში სწავ­ლის დროს და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სტუ­დენ­ტურ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნებ­ში. სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შევ­რად დავ­ხა­ტე კომ­პო­ზი­ცია ჯვა­როს­ნულ თე­მა­ზე სა­ხე­ლად "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მი“, შთა­გო­ნე­ბუ­ლი რე­ნე­სან­სის ეპო­ქის იტა­ლი­ე­ლი პო­ე­ტის ტორ­კვა­ტო ტა­სოს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პო­ე­მით.

- 2006 წელს გახ­დით სა­ქარ­თვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რი. 2009 წელს და­ამ­თავ­რეთ ა. ქუ­თა­თე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, სპე­ცი­ა­ლო­ბით ფერ­წე­რის რეს­ტავ­რა­ტო­რი... გვი­ამ­ბეთ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ზე...

- ოჯახ­ში სა­დაც ოთხი თა­ო­ბა მხატ­ვა­რია, ბევ­რი ძვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია ზო­გის ასა­კი 100 წელ­ზე მე­ტია, პა­ტა­რა მუ­ზე­უ­მი­ვი­თაა, ყო­ველ მუ­ზე­უმს კი სჭირ­დე­ბა რეს­ტავ­რა­ტო­რი, ეს როლი მე მხვდა წი­ლად, ამით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ჩემი ჩა­ბა­რე­ბა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში რეს­ტავ­რა­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. შე­დე­გად აკა­დე­მი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა მომ­ცა გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა დაზ­გუ­რი ფერ­წე­რის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ში და ბევ­რი ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რი.

- ის­ტო­რი­უ­ლი ტი­ლო­ე­ბის შე­მოქ­მე­დი ფერმ­წე­რი ხართ...

- ის­ტო­რია ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო... ვფიქ­რობ ეს თემა მხატ­ვრო­ბა­ში არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ვე დროს რთუ­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ას, დროს, რეკ­ვი­ზიტს და რა თქმა უნდა ოს­ტა­ტო­ბას. ამის გამო დღეს­დღე­ო­ბით ის­ტო­რი­ულ თე­მა­ზე შექ­მნი­ლი სუ­რა­თი იშ­ვი­ა­თო­ბა გახ­და და მისი შექ­მნა ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გეს გან­სა­კუთ­რე­ბით მხატ­ვრის­თვის. ჩემი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ცნო­ბი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი სწო­რედ ის­ტო­რი­ულ თე­მას უკავ­შირ­დე­ბა: - "მარ­სის სა­კურ­თვე­ხე­ლი“, "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მი“, "ლე­ვან II და­დი­ა­ნის პორ­ტრე­ტი“. მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი მაქვს რა­მო­დე­ნი­მე ამ თე­მის ნა­მუ­შევ­რის შექ­მნა.

- გვი­ამ­ბეთ, აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის პორ­ტრე­ტი რა­ტომ არის თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

- აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის პორ­ტრე­ტი წარ­მო­ად­გენს ე.წ. სა­სახ­ლის პორ­ტრეტს რაც ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო იშ­ვი­ა­თო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­დე­საც მთელ და­სავ­ლეთ­ში იხა­ტე­ბო­და ამ ტი­პის პორ­ტრე­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ სხვა ვი­თა­რე­ბა იყო. მსგავ­სი პორ­ტრე­ტე­ბი ჩვენ­თან შე­მო­დის მხო­ლოდ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში, ისიც უმე­ტეს­წი­ლად ევ­რო­პე­ლი და რუსი მხატ­ვრე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც ფრანც ვინ­ტერ­ჰალ­ტე­რის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის პორ­ტრე­ტი... აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის პორ­ტრე­ტის შექ­მნა იყო ჩემი და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას ერ­თობ­ლი­ვი იდეა, რა­მო­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ამ ტი­ლომ და­ი­დო ბინა ამ ულა­მა­ზეს მუ­ზე­უმ­ში და დღემ­დე არის მის მუდ­მივ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში.

- "ორი­ვე ჩემი ნა­ტურ­მორ­ტი - რო­მა­უ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი და ჰარი პო­ტე­რი გა­ვი­და რე­ა­ლის­ტუ­რი ფერ­წე­რის ამე­რი­კის მე-16 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის (16th international ARC Salon) ფი­ნალ­ში... მხო­ლოდ ეს ორი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო წარ­დგე­ნი­ლი არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­დან არა­მედ მთე­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­დან... კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის გა­ი­მარ­თე­ბა ზუს­ტად ორ თვე­ში...“ - წერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, უფრო ვრცლად რომ გვი­ამ­ბოთ ამ თე­მა­ზე?

- ARC Salon ეს არის ყო­ფელ­წლი­უ­რი წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლის­ტურ ფერ­წე­რა­ში რო­მე­ლის ტარ­დე­ბა აშშ-ში, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფერმ­წე­რე­ბი, გრა­ფი­კო­სე­ბი და მო­ქან­და­კე­ე­ბი. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა იძ­ლე­ვა ფუ­ლად ჯილ­დოს და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში. სა­უ­კე­თე­სო 75-100 ნა­მუ­შე­ვა­რი წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა 2023 წელს სოთ­ბი­ზე ნიუ-იორკში და შემ­დეგ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში. წელს იყო წარ­დგე­ნი­ლი 5400 ნა­მუ­შე­ვა­რი 75 ქვეყ­ნი­დან, ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ჩემი ორი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ვი­და მთე­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­დან. კონ­კურ­სი მო­ი­ცავს რა­მო­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ას, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ნა­ტურ­მორ­ტის კა­ტე­გო­რი­ა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ფე­ნე­ბი გქონ­დათ, თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბი რომ მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­შია და­ცუ­ლი...

- 2016 წელს ჩემი ნა­ტურ­მორ­ტი "მარ­სის სა­კურ­თხე­ვე­ლი“ გახ­და რე­ა­ლის­ტუ­რი ფერ­წე­რის ამე­რი­კის მე-12 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის (12th international ARC Salon) ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი, ნა­ხა­ტი სხვა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ გა­ლე­რე­ა­ში, რის შემ­დე­გაც გა­მო­ფე­ნამ გა­და­ი­ნაც­ვლა ეს­პა­ნეთ­ში, ბარ­სე­ლო­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში MEAM. 2019 წელს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წყო ვე­ფხვა­ძე­ე­ბის 4 თა­ო­ბის გა­მო­ფე­ნა, სა­დაც გა­მო­ფე­ნი­ლი იყო 30-მდე სხვა­დას­ხვა წლე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი და ასე­ვე თბი­ლი­სის მე­რი­ის ხელ­შე­წყო­ბით გა­მო­ი­ცა ალ­ბო­მი "ვე­ფხვა­ძე­ე­ბი“. ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ცუ­ლია ამე­რი­კის აზი­ის და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს რა­მო­დე­ნი­მე მუ­ზე­უმ­ში.

- რო­გო­რი გა­რე­მო და პი­რო­ბე­ბია დღეს მხატ­ვრის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ვფიქ­რობ, მხატ­ვრის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კურ ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოა, ძა­ლი­ან ხე­ლის­შემ­შლე­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი არე­უ­ლო­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი ნა­ხა­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას მი­წევს შე­სა­ბა­მი­სი დრო­ის შერ­ჩე­ვა, რომ არ და­ემ­თხვეს რამე არ­ჩევ­ნებს, გა­მოს­ვლებს, ტრა­გე­დი­ას, ცემა-ტყე­პას, და ა.შ. რომ ხალ­ხს "ეცა­ლოს“ ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის, უკვე არა­ფერს ვი­ძა­ხი გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა­ზე და რა­ი­მე სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგმმე­ბი...

- ჩემი ყვე­ლა­ზე ახლო გეგ­მე­ბი­დან რაც ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა არის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა, ბოლო ასე­თი გა­მო­ფე­ნი­დან უკვე 13 წე­ლია გა­სუ­ლი და ამა­სო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, ვერ ვი­ტყვი რომ ეს იქ­ნე­ბა ხვალ ან ზეგ, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ ამ სა­კი­თხზე.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.........
0

დიდებული ქართველი ხარ.ყოჩაღ.ნამდვილი დიდოსტატი............ვისაც შენიშვნები აქვს ,ალბათ უკეთესს თვითონ ხატავს.

ნუნუკა
0

საოცარია, გთხოვთ მალე გააკეთოდ გამოფენა. წარმატებები.......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“ასეთი ოჯახისშვილობა დიდი იღბალი და პასუხისმგებლობაა” - ბიჭი ცნობილი სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობიდან: გაიცანით მხატვარი, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატები გაოცებას იწვევს

“ასეთი ოჯახისშვილობა დიდი იღბალი და პასუხისმგებლობაა” - ბიჭი ცნობილი სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობიდან: გაიცანით მხატვარი, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატები გაოცებას იწვევს

"მეგონა სერვიზი გამოიტანა ანტიკვარიატის ჯგუფში ვინმემ, ეს ხომ ფოტოა,“ "ვერაფრით ვიჯერებ თუ ეს მოკვდავმა შექმნა...“ - სოციალურ ქსელში ასეთი ათასობით კომენტარი ახლავს ქართველი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევრებს... აღიარებული მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე თავის საინტერესო შემოქმედებაზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა...

- ბატონო ბრუნო, რას ეტყოდით იმ ხალხს, რომლებიც თქვენს ნამუშევრებზე წერენ - მსოფლიოში ყველაზე ჰიპერრეალისტური მხატვარი, ამას მოკვდავი ვერ შექმნის და ასე შემდეგ...

- ყველაზე ხშირად ხალხი გაოცებული კითხულობს ეს ნახატია თუ ფოტო, უკვირთ როგორ არის დახატული, ეს ნიშნავს, რომ მიზანს მივაღწიე, რადგან ამას ამბობენ კომპიუტერში ან ტელეფონში ყურებისას. როდესაც ნახატებს ათვალიერებენ ცოცხლად, გამოფენაზე ან გალერეაში ამბობენ, რომ ნამდვილივითაა. "მსოფლიოში ყველაზე“ ეს რა თქმა უნდა გაზვიადებულია, უამრავი ძალიან ძლიერი მხატვარია, მაგრამ მეც ვცდილობ ყოველთვის წინ წავიდე, დავიხვეწო და განვვითარდე, ამ პროცესს მხატვარი უნდა განიცდიდეს მთელი ცხოვრება, წინსვლა და სწავლა ყოველთვის შეიძლება.

- დავიწყოთ ათვლის წერტილიდან... ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელი ხართ. ბაბუა საქართველოს სახალხო მხატვარი ივანე ალექსის ძე ვეფხვაძე (1888-1971). მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს მისივე შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) და მისმა ვაჟმა ჯოვანი ვეფხვაძემ (1949-2016)... გვიამბეთ, რას ნიშნავს ასეთი ოჯახის შვილობა?

- ასეთი ოჯახის შვილობა, მითუმეტეს თუ შენც ხარ მხატვარი არის დიდი იღბალი, თაობებში დაგროვილი პროფესიული გამოცდილება, ცოდნა და ნიჭი ძალიან გეხმარება, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც მე ვიტყოდი ასევე დიდი პლიუსია, რადგან უზარმაზარ სტიმულს გაძლევს, მთავარია გიყვარდეს ეს საქმე.

- დიდი წინაპრების კვალს გაჰყევით, 1993 წელს ჩაირიცხეთ ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, შემდეგ იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში... შექმენით სადიპლომო ნამუშევარი "გათავისუფლებული იერუსალიმი", სასწავლებლებზე, გამოფენებზე, ამ ნახატზე გვიამბეთ...

- ბავშვობაში ხშირად ვხატავდი, ძალიან მიყვარდა ხატვა, 1993 წელს ჩავირიცხე ბავშვთა სამხატვრო სკოლაში სადაც გავატარე 3 წელი, წლის ბოლოს მშობელთა კრებაზე მისული მამაჩემის შეკითხვას თუ რატომ არ ჰქონია 3 წლის განმავლობაში ბავშვს არანაირი პროგრესი ხატვაში და ყველაფერთან ერთად ხატვის სურვილიც და სიყვარულიც დაკარგა, პასუხი იყო შემდეგი - ყველა ბავშვს ხომ ვერ ექნება ხატვის ნიჭიო... შემდგომ წლებში ბავშვობას მიშხამავდა მხოლოდ მუსიკაზე და ცურვაზე სიარული. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, მაგ პერიოდში დამიბრუნდა ხატვის სურვილი და ინტერესი, კმაყოფილი ვიყავი ამ სასწავლებელში სწავლით და ამ პროფესიის არჩევით. ნიკოლაძეში სწავლის დროს დავიწყე აქტიური მონაწილეობა სტუდენტურ და პროფესიონალურ გამოფენებში. სადიპლომო ნამუშევრად დავხატე კომპოზიცია ჯვაროსნულ თემაზე სახელად "გათავისუფლებული იერუსალიმი“, შთაგონებული რენესანსის ეპოქის იტალიელი პოეტის ტორკვატო ტასოს ამავე სახელწოდების პოემით.

- 2006 წელს გახდით საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2009 წელს დაამთავრეთ ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი... გვიამბეთ სამხატვრო აკადემიის პერიოდზე...

- ოჯახში სადაც ოთხი თაობა მხატვარია, ბევრი ძველი ნამუშევარია ზოგის ასაკი 100 წელზე მეტია, პატარა მუზეუმივითაა, ყოველ მუზეუმს კი სჭირდება რესტავრატორი, ეს როლი მე მხვდა წილად, ამით იყო განპირობებული ჩემი ჩაბარება თბილისის სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტზე. შედეგად აკადემიაში გატარებულმა წლებმა მომცა გარკვეული ცოდნა დაზგური ფერწერის რესტავრაციაში და ბევრი ძვირფასი მეგობარი.

- ისტორიული ტილოების შემოქმედი ფერმწერი ხართ...

- ისტორია ბავშვობიდან მიყვარს, შუასაუკუნეები, ანტიკური სამყარო... ვფიქრობ ეს თემა მხატვრობაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და ამავე დროს რთული, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას, დროს, რეკვიზიტს და რა თქმა უნდა ოსტატობას. ამის გამო დღესდღეობით ისტორიულ თემაზე შექმნილი სურათი იშვიათობა გახდა და მისი შექმნა ფუფუნებას წარმოადგეს განსაკუთრებით მხატვრისთვის. ჩემი ყველაზე წარმატებული, ცნობილი და მნიშვნელოვანი ნამუშევრები სწორედ ისტორიულ თემას უკავშირდება: - "მარსის საკურთვეხელი“, "დავით აღმაშენებელი“, "გათავისუფლებული იერუსალიმი“, "ლევან II დადიანის პორტრეტი“. მომავალში დაგეგმილი მაქვს რამოდენიმე ამ თემის ნამუშევრის შექმნა.

- გვიამბეთ, აგრაფინა ჯაფარიძის პორტრეტი რატომ არის თქვენთვის განსაკუთრებული?

- აგრაფინა ჯაფარიძის პორტრეტი წარმოადგენს ე.წ. სასახლის პორტრეტს რაც ისტორიული მოვლენების გამო იშვიათობაა საქართველოსთვის, როდესაც მთელ დასავლეთში იხატებოდა ამ ტიპის პორტრეტები საქართველოში სულ სხვა ვითარება იყო. მსგავსი პორტრეტები ჩვენთან შემოდის მხოლოდ მე-19 საუკუნეში, ისიც უმეტესწილად ევროპელი და რუსი მხატვრების მიერ შესრულებული, გავიხსენოთ თუნდაც ფრანც ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი... აგრაფინა ჯაფარიძის პორტრეტის შექმნა იყო ჩემი და ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას ერთობლივი იდეა, რამოდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ამ ტილომ დაიდო ბინა ამ ულამაზეს მუზეუმში და დღემდე არის მის მუდმივ ექსპოზიციაში.

- "ორივე ჩემი ნატურმორტი - რომაული გაზაფხული და ჰარი პოტერი გავიდა რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-16 საერთაშორისო კონკურსის (16th international ARC Salon) ფინალში... მხოლოდ ეს ორი ნამუშევარი იყო წარდგენილი არამხოლოდ საქართველოდან არამედ მთელი ამიერკავკასიიდან... კონკურსის ფინალის გაიმართება ზუსტად ორ თვეში...“ - წერთ სოციალურ ქსელში, უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ ამ თემაზე?

- ARC Salon ეს არის ყოფელწლიური წამყვანი საერთაშორისო კონკურსი, თანამედროვე რეალისტურ ფერწერაში რომელის ტარდება აშშ-ში, სადაც მონაწილეობს მთელი მსოფლიოს პროფესიონალი ფერმწერები, გრაფიკოსები და მოქანდაკეები. კონკურსში გამარჯვება იძლევა ფულად ჯილდოს და საერთაშორისო აღიარებას ხელოვნების სამყაროში. საუკეთესო 75-100 ნამუშევარი წარდგენილი იქნება 2023 წელს სოთბიზე ნიუ-იორკში და შემდეგ ლოს-ანჯელესში. წელს იყო წარდგენილი 5400 ნამუშევარი 75 ქვეყნიდან, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჩემი ორი ნამუშევარი გავიდა მთელი ამიერკავკასიიდან. კონკურსი მოიცავს რამოდენიმე კატეგორიას, ჩემი ნამუშევრები ნატურმორტის კატეგორიაში იღებს მონაწილეობას.

- მნიშვნელოვანი გამოფენები გქონდათ, თქვენი ნახატები რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია დაცული...

- 2016 წელს ჩემი ნატურმორტი "მარსის საკურთხეველი“ გახდა რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-12 საერთაშორისო კონკურსის (12th international ARC Salon) ერთ-ერთი გამორჩეული, ნახატი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოფენილი იყო ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში, რის შემდეგაც გამოფენამ გადაინაცვლა ესპანეთში, ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MEAM. 2019 წელს ხელოვნების სასახლეში მოეწყო ვეფხვაძეების 4 თაობის გამოფენა, სადაც გამოფენილი იყო 30-მდე სხვადასხვა წლების ნამუშევარი და ასევე თბილისის მერიის ხელშეწყობით გამოიცა ალბომი "ვეფხვაძეები“. ჩემი ნამუშევრები დაცულია ამერიკის აზიის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში და საქართველოს რამოდენიმე მუზეუმში.

- როგორი გარემო და პირობებია დღეს მხატვრისთვის საქართველოში?

- ვფიქრობ, მხატვრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკურ ეკონომიკური გარემოა, ძალიან ხელისშემშლელია ყველანაირი არეულობა და ცვლილებები. მაგალითად სოციალურ ქსელში ახალი ნახატის გამოქვეყნებისას მიწევს შესაბამისი დროის შერჩევა, რომ არ დაემთხვეს რამე არჩევნებს, გამოსვლებს, ტრაგედიას, ცემა-ტყეპას, და ა.შ. რომ ხალხს "ეცალოს“ ხელოვნებისთვის, უკვე არაფერს ვიძახი გამოფენის მოწყობაზე და რაიმე სხვა ღონისძიებაზე.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმმები...

- ჩემი ყველაზე ახლო გეგმებიდან რაც ჩემს საქმიანობას უკავშირდება არის პერსონალური გამოფენის მოწყობა, ბოლო ასეთი გამოფენიდან უკვე 13 წელია გასული და ამასობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ვერ ვიტყვი რომ ეს იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე.