საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს
მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

ეკ­ლე­სი­ა­ში არის ე.წ. ევ­ქა­რის­ტუ­ლი კავ­ში­რი და ამ კავ­შირ­ში ეკ­ლე­სი­ებს შო­რის არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლის გა­წყვე­ტა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მიერ რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის­თვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვის ფაქ­ტი.

  • ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა­ზე, რომ პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლე ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის პატ­რი­არ­ქია, მე­უ­ფე ამ­ბობს, რომ ის ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის პატ­რი­არ­ქი მა­ში­ნაც იყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და ის, რაც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა.

"სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბი არ­სე­ბობს. ეკ­ლე­სი­ა­ში არის ე.წ. ევ­ქა­რის­ტუ­ლი კავ­ში­რი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ, გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ვე­ზი­ა­რე­ბით ერ­თად, თუ მოვ­ხვდე­ბით წირ­ვა­ზე. თუ არ მოვ­ხვდე­ბით, მა­ინც ერ­თმა­ნეთს ვიხ­სე­ნი­ებთ რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი. ამ ეკ­ლე­სი­ებს შო­რის არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლის გა­წყვე­ტა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა.

რო­დის გახ­და ის [კი­რი­ლე] ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი მამა? - ჩვენ­თა­ნაც იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამი­ტომ პა­რა­ლელს გა­ვავ­ლებთ. ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლი­ლი გვაქვს, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ ეს გა­ი­ა­რა ჯერ 90-იან წლებ­ში, შემ­დეგ 2008 წელს. ეს არ არის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ პატ­რი­არ­ქმა პატ­რი­არ­ქთან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტოს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ „პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლე რუ­სე­თის ომის ღია მხარ­დამ­ჭე­რია", მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ამ­ბობს, რომ ეს ტყუ­ი­ლია.

"ტყუ­ი­ლია. გა­ბუ­ქე­ბუ­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია. რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს და­უს­ვეს შე­კი­თხვა და მან თქვა, არ ვარ მხო­ლოდ მოს­კო­ვის პატ­რი­არ­ქიო. ისაა სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი და ეს ომი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამი­ტომ იმის თქმა, რომ პატ­რი­არ­ქი ყუმ­ბა­რებს მი­რონს სცხებს და ისე აგ­ზავ­ნის სას­რო­ლად, რომ ხალ­ხი და­ხო­ცოს, ტყუ­ი­ლია. რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნი­კუ­რი ტე­რი­ტო­რი­აა. პა­სუხს აგებს პატ­რი­არ­ქი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. უკ­რა­ი­ნა სა­ხელ­მწი­ფოა, მაგ­რამ მისი ეკ­ლე­სია არის რუ­სე­თის კა­ნო­ნი­კუ­რი ტე­რი­ტო­რია",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ამას­თან, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა იმა­ზეც, თუ რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოს­კოვ­ში და გან­მარ­ტა, რომ იქ და­ვით არ­სე­ნიშ­ვი­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე ჩა­ვი­და.

"და­ვით არ­სე­ნიშ­ვილ­მა და­არ­სა მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნი, ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი, თე­ატ­რის და კი­ნოს მუ­ზე­უ­მი თბი­ლის­ში და გა­და­არ­ჩი­ნა ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძა­რი დან­გრე­ვას. შემ­დეგ რუ­სეთ­ში და­არ­სა ან­დრეი რუბ­ლო­ვის მუ­ზე­უ­მი", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რილს და­ბა­დე­ბის დღეს მი­უ­ლო­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცელ­და.

„თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ! ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს! ასეთ რთულ დროს გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და ღვთის წყა­ლო­ბას. ასე­ვე, გი­სურ­ვებთ, რომ თქვე­ნი და სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით რაც შე­იძ­ლე­ბა მალე აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და მშვი­დო­ბა რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის, ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის. უფა­ლი გფა­რავ­დეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით, ილია II, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი”, - წე­რია მი­ლოც­ვის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
5

გუშინ ვუყურე კეზერაშვილის "დამოუკიდებელი" ტელევიზიის ოპუსებს და მანიპულაციებს ამ მილოცვასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად ანგაჟირებული თეოლოგების მოლაპარაკე თავებს მსჯელობა მიჰყავდათ საპატრიარქოს პრორუსულ ორიენტაციისაკენ, თუმც თავადვე აღნიშნეს, რომ ეს ელემენტარული ეტიკეტია ეკლესიის მეთაურების ურთიერთობაში.

#
7

აჩუქეთ ამ კაცს ვინმემ აიფონ -20, რა მადლი გინდათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი.

  • ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პატრიარქი კირილე ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქია, მეუფე ამბობს, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი მაშინაც იყო, როდესაც საქართველოში ხდებოდა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

"საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება.

როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? - ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია", მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია.

"ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა იმაზეც, თუ რატომ იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში და განმარტა, რომ იქ დავით არსენიშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.

"დავით არსენიშვილმა დაარსა მთაწმინდის პანთეონი, ლიტერატურის მუზეუმი, თეატრის და კინოს მუზეუმი თბილისში და გადაარჩინა ანჩისხატის ტაძარი დანგრევას. შემდეგ რუსეთში დაარსა ანდრეი რუბლოვის მუზეუმი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

  • შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე, გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, - წერია მილოცვის წერილში.