მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი მეტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა - რა სიახლეზე საუბრობს კახა კალაძე?
ოთხი მეტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა - რა სიახლეზე საუბრობს კახა კალაძე?

გარ­და ამი­სა, რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, და­გეგ­მი­ლია მი­წის­ზე­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც 12 მეტ­რო­სად­გუ­რის­თვის. ესე­ნია: "ღრმა­ღე­ლე“, "ნა­ძა­ლა­დე­ვი“, „სად­გუ­რის მო­ე­და­ნი“, "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი“, „რუს­თა­ვე­ლი“, „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი“, "300 არაგ­ვე­ლი“, "ისა­ნი“, „ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, "დე­ლი­სი“, "დი­დუ­ბე“ და "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი“.

კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის - "ქა­ლაქ თბი­ლი­სის მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა და გარე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა“ ფარ­გლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 16 მლნ აშშ დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

"აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (ADB) და­ფი­ნან­სე­ბით, ქა­ლა­ქე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტი „ქა­ლაქ თბი­ლი­სის მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა და გარე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა“, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 16 მლნ აშშ დო­ლა­რია. პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს თბი­ლი­სის ოთხ მეტ­რო­სად­გურ­ზე - „ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი“, „დი­დუ­ბე“, „დე­ლი­სი“, „ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას; კერ­ძოდ, და­მა­ტე­ბი­თი ამო­სას­ვლე­ლე­ბის მო­წყო­ბას, ხოლო მი­წის­ზე­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას 12 მეტ­რო­სად­გუ­რის­თვის. ესე­ნია: „ღრმა­ღე­ლე“, „ნა­ძა­ლა­დე­ვი“, „სად­გუ­რის მო­ე­და­ნი“, „მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი“, „რუს­თა­ვე­ლი“, „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი“, „300 არაგ­ვე­ლი“, „ისა­ნი“, „ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, „დე­ლი­სი“, „დი­დუ­ბე“ და „ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი“. ამას­თა­ნა­ვე, შერ­ჩე­უ­ლი სად­გუ­რე­ბის სრულ მე­ქა­ნი­ზა­ცია-აღ­ჭურ­ვას შშმ პი­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვი­სა და დე­ტა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის მომ­ზა­დე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­ტენ­დერო პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ტენ­დერო პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე. აღ­ნიშ­ნულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვა და დე­ტა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის მომ­ზა­დე­ბა. სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა გა­მო­ცხად­და 2022 წლის 6 ოქ­ტომ­ბერს, ხოლო ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვის ეტა­პი დას­რულ­და 2022 წლის 11 ნო­ემ­ბერს. ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ კომ­პა­ნი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა, რომ­ლებ­მაც ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტეს. გა­დარ­ჩე­ულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ჩა­ტარ­დე­ბა კონ­კურ­სი. ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი წი­ნა­და­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან კონ­ტრაქ­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ის­ში გა­ფორმ­დე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი და­ვა­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის ვადა 10 თვეა, რის შემ­დე­გაც გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

ამას­თან, თბი­ლი­სის მერ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nn
0

ახალი მატარებლებიც გვინდა მააააშ ?!

ბესარიონ დარჯანია
1

ბატონო კახი,უმორჩილესად გთხოვთ უშველოთ თბილის მოსახლეობას.მაწანწალა ძაღლები ატერორებენ მთელ თბილისს.გაიყვანეთ თავშესაფრებში სანამ ტრაგედიები არ დაწყებულა.მოსახლეობის 30%-ს დიაბეტი ჭირს,15-20% ინსულტი და ინფარქტი აქვს გადატანილი.მათთვის ძაღლის კბენისგან მიღებული სტრესი საიკვდილოა.შეიძლება კომაში ჩავარდეს,ან ტრომბმა მოკლას.შებინდების მერე სახლიდან ვერ გავდივართ,ძალიან აგრესიულები არიან.ხროვებად დარბიან.ამას გარდა ღამით და დილას ადრე ეფით იკლებენიქაურობას.არავინ ითხოვს მათ დახოცვას.გაიყვანეთ ქალაქიდან.თუნდაც დააწესეთ სანიტარული,ან რაღაც გადასახადი,რაც დაეხმარება ახალი თავშესაფრის აშენებას.ვერ შეხავალ ვაკის პარკში,კუს ტბაზე და ლისზე ფეხით ვერ გაისეირნებ.მეტროებთან და ბაზრობებზე ხროვებად დარბიან.ძაღლების უფლებები უფრო მეტადაა დაცული,ვიდრე თქვენი მხარდამჭერი მოქალაქეების.უმორჩილესად გთხოვთ გვიშველეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ოთხი მეტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა - რა სიახლეზე საუბრობს კახა კალაძე?

ოთხი მეტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა - რა სიახლეზე საუბრობს კახა კალაძე?

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: "ღრმაღელე“, "ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, "მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, "300 არაგველი“, "ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, "დელისი“, "დიდუბე“ და "ახმეტელის თეატრი“.

კალაძის ინფორმაციით, პროექტის - "ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში, დაახლოებით, 16 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.

"აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 მლნ აშშ დოლარია. პროექტი მოიცავს თბილისის ოთხ მეტროსადგურზე - „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მისაწვდომობის გაზრდას; კერძოდ, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“. ამასთანავე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად, მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადებაზე შესაბამისი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

"ამჟამად, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნულ მომსახურებაში იგულისხმება მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური დიზაინის მომზადება. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამოცხადდა 2022 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ინტერესთა გამოხატვის ეტაპი დასრულდა 2022 წლის 11 ნოემბერს. ამჟამად, მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს. გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი სავარაუდოდ, მაისში გაფორმდება. ტექნიკური დავალების თანახმად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა 10 თვეა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, თბილისის მერმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.