საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მსურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ისთან მიხეილ სააკაშვილზე?
"არ მსურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ისთან მიხეილ სააკაშვილზე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი BBC-ის თოქ-შოუს, Hard Talk-ს სტუმ­რობ­და, სა­დაც სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. პრე­ზი­დენტს, ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა კი­თხვა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა­ზეც და­უს­ვა, რა­ზეც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მტკი­ცე უარი გა­ნა­ცხა­და, მი­ზე­ზად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია და­ა­სა­ხე­ლა.

"ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ მაქვს იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ საქ­მე ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნა მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს, როცა სა­ა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს."

პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­გან გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დე­გაც თავს შე­ი­კა­ვებს, რად­გან ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ოჯა­ხიც კი არ დარ­ჩე­ნი­ლა, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მო­უც­დია, ამი­ტომ არ მინ­და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის კი­დევ ერთი ინ­სტუ­მენ­ტი აღ­მოვ­ჩნდე. ამა­ვე დროს, არ მსურს, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­ში მოკ­ვდეს ან გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბის გამო ეწა­მოს, ამი­ტომ ახ­ლო­დან ვაკ­ვირ­დე­ბი მე­დი­კო­სე­ბის და­საკ­ვნებს. ის 6 თვე­ზე მე­ტია სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჯა­როდ ვა­ცხა­დებ, რომ მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა უნდა მოხ­დეს, რათა და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დეს, მაგ­რამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ უნდა მი­ი­ღოს",- ამ­ბობს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

წყა­რო: bbc.co.uk

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 107 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქარაშვილი-მარქარიანი
1

საქართველოში პრეზიდენტობა(პრეზიდენტის ინსტიტუტი) გასაუქმებელია! საქართველო აუცილებლად და ოფიციალურად უნდა გახდეს საპარლამენტო რესპუბლიკა, ხოლო პარლამენტის უმრავლესობამ უნდა აირჩიოს პრემიერ-მინისტრი! 3 მილიონიანი მოსახლეობის ღარიბსა და ტერიტორიებ დაკარგულ რესპუბლიკას არ ააქვს იმის ფუფუნება , რომ ინახავდეს ქართველი ხალხის ფულით პრეზიდენტს და მის აპარატს, რომელი ინსტიტიტიც და აპარატიც აბსოლუტურად არაფერში არ სჭირდება საქართველოს! ზურაბიშვილს ააქვს დიდი შანსი თვითონ გახდეს და შევიდეს საქართველოს ისტორიაში როგორც საქართველოს ბოლო და უკანასკნელი პრეზიდენტი!

გია
8

რას ბოდავ, ქალო, მართლა არ შეიწყალო ეგ მანიაკი, თორემ ციხიდან ამოგთხრით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არ მსურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ისთან მიხეილ სააკაშვილზე?

"არ მსურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ისთან მიხეილ სააკაშვილზე?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი BBC-ის თოქ-შოუს, Hard Talk-ს სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს, რუსეთსა და უკრაინის ურთიერთობებზე. პრეზიდენტს, ინტერვიუს ბოლოს გადაცემის წამყვანმა კითხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც დაუსვა, რაზეც ზურაბიშვილმა მტკიცე უარი განაცხადა, მიზეზად კი საზოგადოების პოლარიზაცია დაასახელა.

"ამ გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება არ მაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეწყალების მოთხოვნა მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიცეს, როცა საასამართლო განაჩენს გამოიტანს."

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებისგან განაჩენის გამოტანის შემდეგაც თავს შეიკავებს, რადგან ეს საზოგადოების პოლარიზაციას გამოიწვევს:

"საქართველოში ერთი ოჯახიც კი არ დარჩენილა, რომელსაც სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმი საკუთარ თავზე არ გამოუცდია, ამიტომ არ მინდა პოლარიზაციის კიდევ ერთი ინსტუმენტი აღმოვჩნდე. ამავე დროს, არ მსურს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან გამოუსწორებელი შედეგების გამო ეწამოს, ამიტომ ახლოდან ვაკვირდები მედიკოსების დასაკვნებს. ის 6 თვეზე მეტია საავადმყოფოშია. საქართველოში საჯაროდ ვაცხადებ, რომ მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს, რათა დამატებითი მკურნალობა ჩაუტარდეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს",- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

წყარო: bbc.co.uk

მოამზადა: ანა სიბოშვილმა