სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც 20 წელია 4 შვილის მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაშია, შესაძლოა, უდანაშაულო აღმოჩნდეს - სკანდალური საქმის დეტალები
ქალი, რომელიც 20 წელია 4 შვილის მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაშია, შესაძლოა, უდანაშაულო აღმოჩნდეს - სკანდალური საქმის დეტალები

2003 წელს სა­სა­მარ­თლომ ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქალი კეტ­ლინ ფოლ­ბი­გი დამ­ნა­შა­ვედ ცნო, სხვა­დას­ხვა დროს, თა­ვი­სი ოთხი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში. მსხვერ­პლთა­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ორი წლი­საც არ იყო.

ფოლ­ბიგს 40 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა ახ­ლა­ხან ჩა­ტა­რე­ბულ­მა გე­ნე­ტი­კურ­მა კვლე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლოს და სას­ჯე­ლი გა­და­ი­ხე­დოს.

  • Ambebi.ge აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ Nature-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას გა­გაც­ნობთ.

1999 წლის მარ­ტის თბილ დღეს, ლან­ჩის დროს, კეტ­ლინ ფოლ­ბი­გი ოთახ­ში გა­ვი­და, რათა 18 თვის მძი­ნა­რე ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის, ლო­რას­თვის და­ე­ხე­და. ბავ­შვი ფერ­მკრთა­ლი იყო და არ რე­ა­გი­რებ­და. ფოლ­ბი­გი ამ დროს სინ­გლ­ტონ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში სა­კუ­თარ სახ­ლში მარ­ტო იყო. ქალ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხა, ამა­ვე დროს ის ცდი­ლობ­და ბავ­შვის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას. ”ჩემი ბავ­შვი არ სუნ­თქავს”, - ეუბ­ნე­ბო­და სას­წრა­ფოს ოპე­რა­ტორს და ევედ­რე­ბო­და, რომ ეჩ­ქა­რათ.

ოპე­რა­ტორ­თან სა­უბ­რი­სას ფოლ­ბიგ­მა თქვა, რომ ამ შემ­თხვე­ვამ­დე სამი შვი­ლი უკვე გარ­და­იც­ვა­ლა ჩვილ ბავ­შვთა უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის სინ­დრო­მით (SIDS). ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ერთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის აღ­სა­ნიშ­ნად, რო­დე­საც ექი­მე­ბი ვერ ად­გე­ნენ სიკ­ვდი­ლის მი­ზეზს. ყვე­ლა­ზე ხში­რად SIDS-ის სინ­დრო­მით ერთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, SIDS-ი ერთი თვი­დან ერთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში სიკ­ვდი­ლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია.

რო­დე­საც სას­წრა­ფო მი­ვი­და, ბავ­შვი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, გაკ­ვე­თი­სას ბავ­შვის სხე­ულ­ში არ აღ­მოჩ­ნდა უცხო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კვა­ლი. მოხ­სე­ნე­ბა­ში ექიმ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვს გულ­ში ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ვირუ­სით, თუმ­ცა გო­გო­ნას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ეს არ ყო­ფი­ლა.

მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტის თქმით, არას­წო­რი იყო SIDS-ით ერთ ოჯახ­ში ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ახ­სნა. მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ ბავ­შვე­ბი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლნი გახ­დნენ.

ამ ამ­ბი­დან ოთხი წლის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლომ კეტ­ლინ ფოლ­ბი­გი დამ­ნა­შა­ვედ ცნო ოთხი შვი­ლის - კა­ლე­ბის, პატ­რი­კის, სა­რას და ლო­რას მკვლე­ლო­ბა­ში. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მომ­ძი­ებ­ლებს არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი. პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ბავ­შვე­ბი გარე ჩა­რე­ვის გა­რე­შე ვერ და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ."

ჩვილ ბავ­შვთა მკვლე­ლო­ბის საქ­მემ ფოლ­ბი­გი გა­და­აქ­ცია ავ­სტრა­ლი­ის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ სე­რი­ულ მკვლელ ქა­ლად.

თუმ­ცა 2018 წელს მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა და­ი­წყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და აღ­მოჩ­ნდა, რომ სიკ­ვდი­ლის ოთხი შემ­თხვე­ვი­დან მი­ნი­მუმ ორი შე­იძ­ლე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მუ­ტა­ცი­ას­თან, რომ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­გორც გა­ირ­კვა, თა­ვად ფოლ­ბი­გი და მისი ორი ქა­ლიშ­ვე­ლი იყ­ვნენ, თუმ­ცა ვა­ჟებ­ში ის არ აღ­მოჩ­ნდა.

ნო­ემ­ბერ­ში მკვლევ­რე­ბი კო­მი­სი­ას წა­რუდ­გე­ნენ ახალ არ­გუ­მენ­ტებს, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ფოლ­ბი­გი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ თით­ქმის 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან.

  • 2021 წლის მარ­ტში 90-ზე მეტ­მა მეც­ნი­ერ­მა ხელი მო­ა­წე­რა პე­ტი­ცი­ას, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვ­და ქა­ლის უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო­ბას ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რის, ჯე­ი­სონ ჩი­ნის თქმით, ფოლ­ბი­გის საქ­მემ შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას შო­რის.

რა­ტომ ვერ და­არ­წმუ­ნა SIDS-მა, რო­გორც სიკ­ვდი­ლის მი­ზეზ­მა ექი­მე­ბი ან მსა­ჯუ­ლე­ბი? - ფოლ­ბი­გის ოთხი ბავ­შვი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პირ­ვე­ლი ვაჟი სიკ­ვდი­ლის დროს მხო­ლოდ 19 დღის იყო, პატ­რი­კი და სარა რვა და 10 თვის. ლო­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, ბავ­შვე­ბის დედა გახ­და მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­კა­ვეს შვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში SIDS-ი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გარ­დაც­ვა­ლე­ბის არა­და­მა­ჯე­რე­ბელ მი­ზე­ზად მი­იჩ­ნე­ო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, თუ მას ერთ ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას უკავ­ში­რებ­დნენ. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხელი შე­უ­წყო ბრი­ტა­ნე­ლი პე­დი­ატ­რის როი მე­დო­უს კვლე­ვამ, რო­მელ­მაც შე­ის­წავ­ლა ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და თქვა: "ერთი ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი ტრა­გე­დი­აა, ორი ეჭ­ვის მი­ზე­ზი, სა­მის მკვლე­ლო­ბა, სა­ნამ სა­პი­რის­პი­რო არ დამ­ტკიც­დე­ბა“.

ფოლ­ბი­გის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ზო­გი­ერ­თმა ექ­სპერ­ტმა და­ი­ვი­წყა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია, ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ SIDS-ის ოთხი შემ­თხვე­ვა ერთ ოჯახ­ში, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ზო­გი­ერ­თი ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ფოლ­ბი­გის და­ნა­შა­ულ­ზე მი­უ­თი­თებ­და. პრო­კუ­რორ­მა წარ­მო­ად­გი­ნა ქა­ლის დღი­უ­რი, სა­დაც იგი სი­ნა­ნუ­ლით წერ­და სა­კუ­თა­რი დე­დობ­რი­ვი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კეტ­ლინს პირ­და­პირ არა­სო­დეს უთ­ქვამს თა­ვის ჩა­ნა­წე­რებ­ში, რომ მან ჩა­ი­დი­ნა მი­ნი­მუმ ერთი მკვლე­ლო­ბა.

ფოლ­ბი­გის ქმა­რი კრე­ი­გი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე აღ­მოჩ­ნდა. მან პირ­ველ­მა წა­ი­კი­თხა ცო­ლის დღი­უ­რი, რის შემ­დე­გაც ჩათ­ვა­ლა, რომ ბავ­შვე­ბის სიკ­ვდილ­ში დამ­ნა­შა­ვე დედა იყო. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის არ­გუ­მენ­ტებს და­ე­თან­ხმნენ. გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის მცდე­ლო­ბამ მხო­ლოდ სას­ჯე­ლის 40-დან 30 წლამ­დე შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ფოლ­ბი­გი ყო­ველ­თვის უდა­ნა­შა­უ­ლოდ თვლი­და თავს. მას არ შე­უ­წყვე­ტია მცდე­ლო­ბა ეპო­ვა სა­ფუძ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის­თვის. 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში, მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა სამ­ხრეთ უელ­სის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მარკ სპიკ­მე­ნის­გან ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღეს.

ხე­ლა­ხა­ლი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის­თვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს ად­ვო­კა­ტე­ბი თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ კა­რო­ლა ვი­ნუ­ე­სას­თან, კან­ბე­რას ჯონ კურ­ტი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ნე­ტი­კოს­თან. მან ჩა­ა­ტა­რა ფოლ­ბი­გის გე­ნო­მის კვლე­ვა, რათა და­ედ­გი­ნა იყო თუ არა ქალი რა­ი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი მუ­ტა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვე­ბის სიკ­ვდი­ლი გა­მო­ეწ­ვია.

2018 წლის დე­კემ­ბერ­ში ვი­ნუ­ე­სამ და მის­მა კო­ლე­გამ თო­დორ არ­სოვ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლი ქა­ლის გე­ნომ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ისე­თი მუ­ტა­ცია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის მძი­მე პა­თო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. მეც­ნი­ე­რებ­მა სთხო­ვეს იუ­რის­ტებს, მი­ე­ღოთ ფოლ­ბი­გის მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის დნმ. 2019 წლის და­სა­წყის­ში გა­მო­ძი­ე­ბას შე­უ­ერ­თდა სამი წამ­ყვა­ნი გე­ნე­ტი­კო­სი ავ­სტრა­ლი­ი­დან და ახა­ლი ზე­ლან­დი­ი­დან. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ინა­ხავ­დნენ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის ბი­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლებს, უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ სა­ჭი­რო მო­ნა­ცე­მებ­ზე წვდო­მას, ხოლო კეტ­ლი­ნის ქმარ­მა კრე­იგ ფოლ­ბიგ­მა უარი თქვა დნმ-ის ნი­მუ­შე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე.

ბავ­შვე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს მათი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ცდი­ლობ­დნენ გა­ე­გოთ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ესა თუ ის მუ­ტა­ცია გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა­ზე და სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. ამი­სათ­ვის ისი­ნი არა მხო­ლოდ იკ­ვლევ­დნენ გარ­დაც­ვლი­ლის დნმ-ს, არა­მედ ეძებ­დნენ მსგავ­სი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე სხვა ადა­მი­ა­ნებს.

მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს 279 იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი იყო ფოლ­ბი­გის ოჯა­ხის სულ მცი­რე ერთ წევრში. ცხრა მათ­განს, პო­ტენ­ცი­უ­რად შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლი­სა და სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი, სიკ­ვდი­ლის ჩათ­ვლით.

ამ სი­ა­ში ასე­ვე შე­დი­ო­და CALM2 გე­ნის ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რებს აქამ­დე არ შეხ­ვედ­რი­ათ და რო­მე­ლიც კეტ­ლი­ნი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­რა­სა და ლო­რას გე­ნომ­ში აღ­მოჩ­ნდა. გარ­და ამი­სა, სა­ეჭ­ვო გე­ნე­ბის სი­ა­ში კი­დევ ორი ​​იშ­ვი­ა­თი ვა­რი­ან­ტი იქნა ნა­პოვ­ნი, რო­მელ­თა­გან ერთი მხო­ლოდ ერთ-ერთ ვაჟს, პატ­რიკს აღ­მო­აჩ­ნდა.

მოს­მე­ნე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ მეც­ნი­ე­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ მათ აღ­მო­ჩე­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მუ­ტა­ცია CALM2-ში, სწო­რედ ის, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უჯრე­დებ­ში კალ­ცი­უ­მის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დარ­ღვე­ვა და რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვე­ბის გუ­ლის აქ­ტი­ვო­ბა­ზე.

ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი პე­დი­ატ­რი, კარ­დი­ო­ლო­გი ჯო­ნა­თან სკი­ნე­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და პრო­ცეს­ში, იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ ფოლ­ბი­გის ოჯა­ხის წევ­რებს ჰქონ­დათ გუ­ლის მუ­შა­ო­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც ჰქონ­და მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ხა­სი­ა­თი და მას შე­ეძ­ლო სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არით­მია გა­მო­ეწ­ვია. თუმ­ცა, მისი აზ­რით, პა­ტა­რა ბავ­შვს, რო­მელ­საც ეძი­ნა და არ გა­მო­ხა­ტავ­და რა­ი­მე ხი­ლულ დის­კომ­ფორ­ტს, არ შე­იძ­ლე­ბო­და არით­მია და­მარ­თნო­და, ვი­ნა­ი­დან ორ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ასე­თი შემ­თხვე­ვა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით არ იყო აღ­წე­რი­ლი.

"ჩემი დას­კვნა არის ის, რომ ჩვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­ად­რე­ვი და მცდა­რი“, - ამ­ბობს სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე კი­დევ ერთი კარ­დი­ო­ლო­გი შვარ­ცი.

თუმ­ცა იგი­ვე აზ­რზე არ არი­ან სიდ­ნე­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი.

2019 წლის ივ­ნის­ში, ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე რე­ჯი­ნალდ ბლან­კი, რო­მე­ლიც თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და გან­ხილ­ვის პრო­ცესს, თქვა, რომ მას ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და გა­ნა­ჩე­ნის სის­წო­რე­ში.

თა­ვად მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, რომ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორც 2003 წელს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი ძი­რი­თა­დად ეფუძ­ნე­ბო­და არა გე­ნე­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს, არა­მედ ფოლ­ბი­გის დღი­ურს. 1997 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ლო­რას და­ბა­დე­ბი­დან ორი თვის შემ­დეგ, ქალ­მა დღი­ურ­ში ჩა­წე­რა, რომ ის უკე­თე­სად უმკლავ­დე­ბო­და მისი "ახა­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის კი­ვილს, ვიდ­რე სა­რას შემ­თხვე­ვა­ში. სარა უბ­რა­ლოდ მინ­დო­და გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო", - წერ­და ფოლ­ბი­გი.

"მე ვგრძნობ, რომ ყვე­ლა­ზე ცუდი დედა ვარ მსოფ­ლი­ო­ში", - წერს დღი­უ­რის სხვა მო­ნაკ­ვეთ­ში. "მე­ში­ნია, რომ ახ­ლაც მი­მა­ტო­ვებს, ისე­ვე რო­გორც სარა. ვიცი, რომ ხან­და­ხან გამ­ძლე­ო­ბა მაკ­ლია. მე ვი­ყა­ვი სას­ტი­კი და მან მი­მა­ტო­ვა...", - წერ­და ქალი.

გან­მე­ო­რე­ბით მოს­მე­ნა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი კი­დევ ერთხელ შე­ეც­დე­ბი­ან და­ამ­ტკი­ცონ, რომ ფოლ­ბი­გის გე­ნის ვა­რი­ან­ტი პა­თო­გე­ნუ­რია.

2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში მკვლე­ვარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა შე­დე­გე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში EP Europace. მათ და­ას­კვნეს, რომ გო­გო­ნე­ბის გე­ნე­ტი­კურ­მა მუ­ტა­ცი­ამ შექ­მნა შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი ფა­ტა­ლუ­რი არით­მი­ის­თვის, ხოლო ინ­ფექ­ცი­ამ, რო­მე­ლიც ლო­რას აუ­ტოფ­სი­ის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, შე­საძ­ლოა გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბის გამ­წვა­ვე­ბა გა­მო­ეწ­ვია. საქ­მის მა­სა­ლე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ორი­ვე ბავ­შვი სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე ავად იყო და სა­სუნ­თქი გზე­ბის შე­შუ­პე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

EP Europace-ში სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე, ფოლ­ბი­გის ად­ვო­კა­ტებ­მა მო­ი­თხო­ვეს შე­წყა­ლე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს გა­ნა­ჩე­ნის გა­უქ­მე­ბას, შე­დი­ან ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის სი­ა­ში, გე­ნე­ტი­კო­სი ელი­ზა­ბეტ ბლექ­ბერ­ნი და იმუ­ნო­ლო­გი პი­ტერ დო­ჰერ­ტი, ასე­ვე პე­დი­ატ­რი­ის, კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და გე­ნე­ტი­კის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი. ანა-მა­რია არა­ბი­ამ, ავ­სტრა­ლი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, შე­წყა­ლე­ბის­თვის პე­ტი­ცია შექ­მნა, მისი თქმით, არ­ცერ­თმა მათ­გან­მა, ვი­საც მი­მარ­თა, უარი არ თქვა ფოლ­ბი­გის მხარ­და­ჭე­რა­ზე, კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ.

14 ნო­ემ­ბერს და­წყე­ბუ­ლი მოს­მე­ნე­ბის მთა­ვა­რი თემა გო­გო­ნე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბი უნდა იყოს, თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი სხვა სა­კი­თხებ­საც შე­ე­ხე­ბი­ან: ბი­ჭე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას (რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ მუ­ტა­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი), ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ შე­ფა­სე­ბას.

მთა­ვა­რი სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მეც­ნი­ე­რულ მო­ნა­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის ის, რომ იუ­რის­ტე­ბი არ არი­ან საკ­მა­რი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ავ­სტრა­ლი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია მო­წო­დე­ბუ­ლია უპა­სუ­ხოს იმ კი­თხვებ­ზე, რომ­ლებ­საც ორი­ვე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უს­ვა­მენ.

მო­სა­მარ­თლე თო­მას ბა­ტერ­სტი, რო­მე­ლიც გან­მხილ­ველ კო­მი­ტეტს თავ­მჯდო­მა­რე­ობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მო­ა­ცხა­დებს. თუმ­ცა, თუ მეც­ნი­ერ­თა არ­გუ­მენ­ტებს ფოლ­ბი­გის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის და­მა­ჯე­რებ­ლად ჩათ­ვლის, შე­საძ­ლოა ქალი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
1

მკვლევარები

მარი
2

თითქმის იგივე მოხდა საბერძნეთშიც. სამი შვილის მკვლელობა ბრალდება დედას რომლის სასამართლო პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. სამივე ბავშვი ჟანგბადის უკმარისობის გამო გარდაიცვალა თუმცა ვერანაირი ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს მათზე.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქალი, რომელიც 20 წელია 4 შვილის მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაშია, შესაძლოა, უდანაშაულო აღმოჩნდეს - სკანდალური საქმის დეტალები

ქალი, რომელიც 20 წელია 4 შვილის მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაშია, შესაძლოა, უდანაშაულო აღმოჩნდეს - სკანდალური საქმის დეტალები

2003 წელს სასამართლომ ავსტრალიელი ქალი კეტლინ ფოლბიგი დამნაშავედ ცნო, სხვადასხვა დროს, თავისი ოთხი შვილის მკვლელობაში. მსხვერპლთაგან ყველაზე უფროსი ორი წლისაც არ იყო.

ფოლბიგს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ახლახან ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს და სასჯელი გადაიხედოს.

  • Ambebi.ge აღნიშნულ თემაზე სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიას გაგაცნობთ.

1999 წლის მარტის თბილ დღეს, ლანჩის დროს, კეტლინ ფოლბიგი ოთახში გავიდა, რათა 18 თვის მძინარე ქალიშვილისთვის, ლორასთვის დაეხედა. ბავშვი ფერმკრთალი იყო და არ რეაგირებდა. ფოლბიგი ამ დროს სინგლტონში, ავსტრალიაში საკუთარ სახლში მარტო იყო. ქალმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ამავე დროს ის ცდილობდა ბავშვისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას. ”ჩემი ბავშვი არ სუნთქავს”, - ეუბნებოდა სასწრაფოს ოპერატორს და ევედრებოდა, რომ ეჩქარათ.

ოპერატორთან საუბრისას ფოლბიგმა თქვა, რომ ამ შემთხვევამდე სამი შვილი უკვე გარდაიცვალა ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით (SIDS). ეს ტერმინი გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების მიზეზის აღსანიშნად, როდესაც ექიმები ვერ ადგენენ სიკვდილის მიზეზს. ყველაზე ხშირად SIDS-ის სინდრომით ერთ წლამდე ასაკის ბავშვები იღუპებიან. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, SIDS-ი ერთი თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მთავარი მიზეზია.

როდესაც სასწრაფო მივიდა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს, გაკვეთისას ბავშვის სხეულში არ აღმოჩნდა უცხო ნივთიერებების კვალი. მოხსენებაში ექიმმა აღნიშნა, რომ ბავშვს გულში ანთებითი პროცესის ნიშნები ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ვირუსით, თუმცა გოგონას სიკვდილის მიზეზი ეს არ ყოფილა.

მედიცინის ექსპერტის თქმით, არასწორი იყო SIDS-ით ერთ ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების ახსნა. მან არ გამორიცხა, რომ ბავშვები მკვლელობის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, სასამართლომ კეტლინ ფოლბიგი დამნაშავედ ცნო ოთხი შვილის - კალების, პატრიკის, სარას და ლორას მკვლელობაში. არც ერთ შემთხვევაში გამომძიებლებს არ აღმოუჩენიათ ძალადობის ნიშნები. პროკურორმა აღნიშნა, რომ "ბავშვები გარე ჩარევის გარეშე ვერ დაიღუპებოდნენ."

ჩვილ ბავშვთა მკვლელობის საქმემ ფოლბიგი გადააქცია ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელ ქალად.

თუმცა 2018 წელს მეცნიერთა ჯგუფმა დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება და აღმოჩნდა, რომ სიკვდილის ოთხი შემთხვევიდან მინიმუმ ორი შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო მუტაციასთან, რომლის მატარებელი, როგორც გაირკვა, თავად ფოლბიგი და მისი ორი ქალიშველი იყვნენ, თუმცა ვაჟებში ის არ აღმოჩნდა.

ნოემბერში მკვლევრები კომისიას წარუდგენენ ახალ არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც ფოლბიგი შეიძლება გაათავისუფლონ თითქმის 20-წლიანი პატიმრობიდან.

  • 2021 წლის მარტში 90-ზე მეტმა მეცნიერმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც მოითხოვდა ქალის უდანაშაულოდ ცნობას ახლად აღმოჩენილი ფაქტების საფუძველზე. სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერის, ჯეისონ ჩინის თქმით, ფოლბიგის საქმემ შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ურთიერთობა მეცნიერებასა და სასამართლო სისტემას შორის.

რატომ ვერ დაარწმუნა SIDS-მა, როგორც სიკვდილის მიზეზმა ექიმები ან მსაჯულები? - ფოლბიგის ოთხი ბავშვი 10 წლის განმავლობაში გარდაიცვალა. პირველი ვაჟი სიკვდილის დროს მხოლოდ 19 დღის იყო, პატრიკი და სარა რვა და 10 თვის. ლორას გარდაცვალებიდან მალევე, ბავშვების დედა გახდა მთავარი ეჭვმიტანილი და მოგვიანებით დააკავეს შვილების მკვლელობის ბრალდებით.

2000-იანი წლების დასაწყისში SIDS-ი, ხშირ შემთხვევაში, გარდაცვალების არადამაჯერებელ მიზეზად მიიჩნეოდა. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას ერთ ოჯახში რამდენიმე ბავშვის გარდაცვალებას უკავშირებდნენ. ამ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო ბრიტანელი პედიატრის როი მედოუს კვლევამ, რომელმაც შეისწავლა ბავშვზე ძალადობის შემთხვევები და თქვა: "ერთი ბავშვის სიკვდილი ტრაგედიაა, ორი ეჭვის მიზეზი, სამის მკვლელობა, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება“.

ფოლბიგის სასამართლო პროცესზე, ზოგიერთმა ექსპერტმა დაივიწყა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ისინი ამბობდნენ, რომ SIDS-ის ოთხი შემთხვევა ერთ ოჯახში, დაუჯერებელი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ირიბი მტკიცებულება ფოლბიგის დანაშაულზე მიუთითებდა. პროკურორმა წარმოადგინა ქალის დღიური, სადაც იგი სინანულით წერდა საკუთარი დედობრივი ნაკლოვანებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კეტლინს პირდაპირ არასოდეს უთქვამს თავის ჩანაწერებში, რომ მან ჩაიდინა მინიმუმ ერთი მკვლელობა.

ფოლბიგის ქმარი კრეიგი პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი მოწმე აღმოჩნდა. მან პირველმა წაიკითხა ცოლის დღიური, რის შემდეგაც ჩათვალა, რომ ბავშვების სიკვდილში დამნაშავე დედა იყო. ნაფიცი მსაჯულები გამოძიების არგუმენტებს დაეთანხმნენ. განაჩენის გასაჩივრების მცდელობამ მხოლოდ სასჯელის 40-დან 30 წლამდე შემცირება გამოიწვია.

ფოლბიგი ყოველთვის უდანაშაულოდ თვლიდა თავს. მას არ შეუწყვეტია მცდელობა ეპოვა საფუძველი განაჩენის გადასინჯვისთვის. 2018 წლის აგვისტოში, მისმა ადვოკატებმა სამხრეთ უელსის გენერალური პროკურორის მარკ სპიკმენისგან ხელახალი გამოძიების უფლება მიიღეს.

ხელახალი სასამართლო განხილვისთვის შუამდგომლობის მომზადების დროს ადვოკატები თანამშრომლობდნენ კაროლა ვინუესასთან, კანბერას ჯონ კურტინის უნივერსიტეტის გენეტიკოსთან. მან ჩაატარა ფოლბიგის გენომის კვლევა, რათა დაედგინა იყო თუ არა ქალი რაიმე მემკვიდრეობითი მუტაციის მატარებელი, რასაც შეიძლება ბავშვების სიკვდილი გამოეწვია.

2018 წლის დეკემბერში ვინუესამ და მისმა კოლეგამ თოდორ არსოვმა მსჯავრდებული ქალის გენომში აღმოაჩინეს ისეთი მუტაცია, რამაც შეიძლება გულის მძიმე პათოლოგიები გამოიწვიოს. მეცნიერებმა სთხოვეს იურისტებს, მიეღოთ ფოლბიგის მეუღლისა და შვილების დნმ. 2019 წლის დასაწყისში გამოძიებას შეუერთდა სამი წამყვანი გენეტიკოსი ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან. საავადმყოფოები, რომლებიც ინახავდნენ გარდაცვლილი ბავშვების ბიოლოგიურ მასალებს, უზრუნველყოფდნენ საჭირო მონაცემებზე წვდომას, ხოლო კეტლინის ქმარმა კრეიგ ფოლბიგმა უარი თქვა დნმ-ის ნიმუშების მიწოდებაზე.

ბავშვების სიკვდილის მიზეზის დასადგენად მეცნიერებმა გამოიკვლიეს მათი გენეტიკური მახასიათებლები და ცდილობდნენ გაეგოთ, შეიძლება თუ არა ესა თუ ის მუტაცია გულის უკმარისობაზე და სხვა დაავადებებზე მიუთითებდეს. ამისათვის ისინი არა მხოლოდ იკვლევდნენ გარდაცვლილის დნმ-ს, არამედ ეძებდნენ მსგავსი გენეტიკური მახასიათებლების მქონე სხვა ადამიანებს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 279 იშვიათი გენეტიკური მახასიათებელი. ეს მახასიათებლები იყო ფოლბიგის ოჯახის სულ მცირე ერთ წევრში. ცხრა მათგანს, პოტენციურად შეუძლია გამოიწვიოს გულისა და სუნთქვის პრობლემები, სიკვდილის ჩათვლით.

ამ სიაში ასევე შედიოდა CALM2 გენის ვარიანტი, რომელიც მეცნიერებს აქამდე არ შეხვედრიათ და რომელიც კეტლინისა და მისი ქალიშვილების სარასა და ლორას გენომში აღმოჩნდა. გარდა ამისა, საეჭვო გენების სიაში კიდევ ორი ​​იშვიათი ვარიანტი იქნა ნაპოვნი, რომელთაგან ერთი მხოლოდ ერთ-ერთ ვაჟს, პატრიკს აღმოაჩნდა.

მოსმენების დაწყების შემდეგ მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ მათ აღმოჩენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მუტაცია CALM2-ში, სწორედ ის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჯრედებში კალციუმის კონცენტრაციის დარღვევა და რაც გავლენას ახდენს ბავშვების გულის აქტივობაზე.

ახალზელანდიელი პედიატრი, კარდიოლოგი ჯონათან სკინერი, რომელიც ასევე მონაწილეობდა პროცესში, იზიარებს მოსაზრებას, რომ ფოლბიგის ოჯახის წევრებს ჰქონდათ გულის მუშაობის დარღვევა, რომელსაც ჰქონდა მემკვიდრეობითი ხასიათი და მას შეეძლო სიცოცხლისთვის საშიში არითმია გამოეწვია. თუმცა, მისი აზრით, პატარა ბავშვს, რომელსაც ეძინა და არ გამოხატავდა რაიმე ხილულ დისკომფორტს, არ შეიძლებოდა არითმია დამართნოდა, ვინაიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებში სპეციალიზირებულ ლიტერატურაში ასეთი შემთხვევა ფატალური შედეგით არ იყო აღწერილი.

"ჩემი დასკვნა არის ის, რომ ჩვილების მკვლელობის ბრალდებები შეიძლება იყოს ნაადრევი და მცდარი“, - ამბობს საკითხზე მომუშავე კიდევ ერთი კარდიოლოგი შვარცი.

თუმცა იგივე აზრზე არ არიან სიდნეელი მეცნიერები.

2019 წლის ივნისში, ყოფილი მოსამართლე რეჯინალდ ბლანკი, რომელიც თავმჯდომარეობდა განხილვის პროცესს, თქვა, რომ მას ეჭვი არ ეპარებოდა განაჩენის სისწორეში.

თავად მოსამართლემ განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება, ისევე როგორც 2003 წელს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი განაჩენი ძირითადად ეფუძნებოდა არა გენეტიკურ მონაცემებს, არამედ ფოლბიგის დღიურს. 1997 წლის ნოემბერში, ლორას დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, ქალმა დღიურში ჩაწერა, რომ ის უკეთესად უმკლავდებოდა მისი "ახალი ქალიშვილის კივილს, ვიდრე სარას შემთხვევაში. სარა უბრალოდ მინდოდა გაჩუმებულიყო", - წერდა ფოლბიგი.

"მე ვგრძნობ, რომ ყველაზე ცუდი დედა ვარ მსოფლიოში", - წერს დღიურის სხვა მონაკვეთში. "მეშინია, რომ ახლაც მიმატოვებს, ისევე როგორც სარა. ვიცი, რომ ხანდახან გამძლეობა მაკლია. მე ვიყავი სასტიკი და მან მიმატოვა...", - წერდა ქალი.

განმეორებით მოსმენაზე მეცნიერები კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ფოლბიგის გენის ვარიანტი პათოგენურია.

2020 წლის ნოემბერში მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა შედეგები სამეცნიერო ჟურნალში EP Europace. მათ დაასკვნეს, რომ გოგონების გენეტიკურმა მუტაციამ შექმნა შესაფერისი პირობები ფატალური არითმიისთვის, ხოლო ინფექციამ, რომელიც ლორას აუტოფსიის დროს აღმოაჩინეს, შესაძლოა გულის პრობლემების გამწვავება გამოეწვია. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ორივე ბავშვი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ავად იყო და სასუნთქი გზების შეშუპება აღენიშნებოდა.

EP Europace-ში სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, ფოლბიგის ადვოკატებმა მოითხოვეს შეწყალება. მეცნიერები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს განაჩენის გაუქმებას, შედიან ნობელის პრემიის ლაურეატების სიაში, გენეტიკოსი ელიზაბეტ ბლექბერნი და იმუნოლოგი პიტერ დოჰერტი, ასევე პედიატრიის, კარდიოლოგიისა და გენეტიკის რამდენიმე ათეული სპეციალისტი. ანა-მარია არაბიამ, ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა, შეწყალებისთვის პეტიცია შექმნა, მისი თქმით, არცერთმა მათგანმა, ვისაც მიმართა, უარი არ თქვა ფოლბიგის მხარდაჭერაზე, კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ.

14 ნოემბერს დაწყებული მოსმენების მთავარი თემა გოგონების გენეტიკური მუტაციები უნდა იყოს, თუმცა ექსპერტები სხვა საკითხებსაც შეეხებიან: ბიჭების გარდაცვალებას (რომლებიც არ იყვნენ მუტაციის მატარებლები), ასევე ფსიქოლოგიურ შეფასებას.

მთავარი საჩივარი სასამართლო სისტემის მეცნიერულ მონაცემებთან დაკავშირებით არის ის, რომ იურისტები არ არიან საკმარისად მომზადებული ექსპერტების დასკვნების გასაანალიზებლად, მაგრამ ამჯერად ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემია მოწოდებულია უპასუხოს იმ კითხვებზე, რომლებსაც ორივე მხარის წარმომადგენლები დაუსვამენ.

მოსამართლე თომას ბატერსტი, რომელიც განმხილველ კომიტეტს თავმჯდომარეობს, გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს. თუმცა, თუ მეცნიერთა არგუმენტებს ფოლბიგის ქალიშვილების გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ის დამაჯერებლად ჩათვლის, შესაძლოა ქალი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.