სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებმა უელსის ნაკრებს სეისმური სარაგბო შოკი მიაღებინეს“ - როგორ აშუქებს უცხოური მედია ქართველი ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას უელსთან
"ქართველებმა უელსის ნაკრებს სეისმური სარაგბო შოკი მიაღებინეს“ - როგორ აშუქებს უცხოური მედია ქართველი ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას უელსთან

ქარ­თველ­მა ბორ­ჯა­ლოს­ნებ­მა 19 ნო­ემ­ბერს, უელსში, კარ­დიფ­ში, უელ­სის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს და ან­გა­რი­შით 13-12 და­ა­მარ­ცხეს.

ქარ­თვე­ლე­ბის ამ შთამ­ბეჭ­დავ გა­მარ­ჯვე­ბას მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ, წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შა­უ­ა­ლე­ბე­ბი აშუ­ქე­ბენ და ამ­ბა­ვი სა­რაგ­ბო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა. ახლა კი­დევ უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვე­ნი გუნ­დი, ელი­ტის წვე­რო­ბას, "ექ­ვსი ერის" წევ­რო­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

"ქარ­თვე­ლებ­მა უელ­სის ნაკ­რებს სე­ის­მუ­რი სა­რაგ­ბო შოკი მი­ა­ღე­ბი­ნეს“, - წერს გა­მო­ცე­მა The Guardian-ი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში უელ­სის მარ­ცხი სა­ქარ­თვე­ლოს­თან "და­მამ­ცი­რე­ბელ მარ­ცხად" არის შე­სა­ფე­სე­ბუ­ლი.

  • ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის BBC-ი, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ ქარ­თვე­ლე­ბის პრე­ტენ­ზი­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა "ექ­ვსი ერის" წევ­რო­ბა­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყოს.

"ქარ­თვე­ლებს სჯე­რათ, რომ მათი პრე­ტენ­ზია რაგ­ბის ელი­ტის წევ­რო­ბა­ზე, უელ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყოს. ივ­ლის­ში იტა­ლი­ის, ახლა კი უკვე უელ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თვლი­ან, რომ მათი ად­გი­ლი "ექვს ერ­შია“, - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ ქარ­თვე­ლი კა­პიტ­ნის, მე­რაბ შა­რი­ქა­ძის სი­ტყვებს: "უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბა, თუ მსოფ­ლიო რაგ­ბი ისე მო­იქ­ცე­ვა, რომ თით­ქოს ეს (ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ელი­ტა­რუ­ლი გუნ­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა) არ მომ­ხდა­რა. ეს ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს - წელს ჩვენ და­ვა­მარ­ცხეთ ორი უმაღ­ლე­სი დო­ნის გუნ­დი. იმე­დი გვაქვს, რომ ისი­ნი ამას ხე­და­ვენ. მე არ ვარ ამ­პარ­ტა­ვა­ნი. იმე­დი მაქვს, არ ეც­დე­ბი­ან ჩვენს უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას.

იტა­ლი­ის და­მარ­ცხე­ბა სა­ო­ცა­რი იყო, მაგ­რამ უელსში უელ­სის და­მარ­ცხე­ბა, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ეს ბევ­რს ამ­ბობს, არა?! ბევ­რს და­ვუმ­ტკი­ცეთ, რომ ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცდე­ბოდ­ნენ. ჩვენ არ ვართ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი, მაგ­რამ ის­ტო­რია შევ­ქმე­ნით“, - ამ­ბობს შა­რი­ქა­ძე.

  • BBC-ის სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ქარ­თულ რაგბს უდი­დე­სი ის­ტო­რია აქვს და რომ ის ხალ­ხუ­რი სპორ­ტუ­ლი თა­მა­ში­დან "ლელო ბურ­თი­დან" იღებს სა­თა­ვეს.

"უკი­დუ­რე­სად იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი შე­დე­გი უელ­სის­თვის, სი­ა­მა­ყით ავ­სებს მო­რაგ­ბე ერს, სა­დაც რაგ­ბის ფეს­ვე­ბი უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხუ­რი სპორ­ტი­დან, ლელო ბურ­თი­დან იღებს სა­თა­ვეს, სა­ი­და­ნაც მო­დის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კი­დევ ერთი სა­ხე­ლი "ლელო", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მსოფ­ლიო თას­ზე ექ­ვსჯერ მო­ი­პო­ვა თა­მა­შის უფ­ლე­ბა, ექ­ვსჯერ გა­და­ლა­ხა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი, ხოლო "რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი" სა­კუ­თარ სამ­ფლო­ბე­ლოდ აქ­ცია - ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი 11-ჯერ მო­ი­გო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუსანი
3

სიამაყის მოზღვავება,... ვულოცავ ბიჭებს და საქართველოს, სხვა მრავალიც .... არ ვიცი მომეჩვენა თუ რა, მაგრამ მსაჯის მინიმუმ კეთილგანწყობა დავაფიქსირე , განსაკუთრებით ბოლო წუთებში, ხმამაღლა ამაზე ალბად არავინ ილაპარაკებს, რამეს ხომ არ მიანიშნებს..? ... .

Ivan
7

ჯვრის გამოსახვაზე მთავარი.არხის სახეები კონვულსიებში ჩავარდნენ და ამათ კადრებს რატომ დებთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქართველებმა უელსის ნაკრებს სეისმური სარაგბო შოკი მიაღებინეს“ - როგორ აშუქებს უცხოური მედია ქართველი ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას უელსთან

"ქართველებმა უელსის ნაკრებს სეისმური სარაგბო შოკი მიაღებინეს“ - როგორ აშუქებს უცხოური მედია ქართველი ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას უელსთან

ქართველმა ბორჯალოსნებმა 19 ნოემბერს, უელსში, კარდიფში, უელსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ანგარიშით 13-12 დაამარცხეს.

ქართველების ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, წამყვანი მედიასაშაუალებები აშუქებენ და ამბავი სარაგბო საზოგადოებაში განხილვის მთავარი თემაა. ახლა კიდევ უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩვენი გუნდი, ელიტის წვერობას, "ექვსი ერის" წევრობას იმსახურებს.

"ქართველებმა უელსის ნაკრებს სეისმური სარაგბო შოკი მიაღებინეს“, - წერს გამოცემა The Guardian-ი და გამოქვეყნებულ სტატიაში უელსის მარცხი საქართველოსთან "დამამცირებელ მარცხად" არის შესაფესებული.

  • ბორჯღალოსნების გამარჯვებას ვრცელ სტატიას უძღვნის BBC-ი, სადაც ვკითხულობთ, რომ ქართველების პრეტენზიის უგულებელყოფა "ექვსი ერის" წევრობაზე, შეუძლებელია უგულებელყოფილი იყოს.

"ქართველებს სჯერათ, რომ მათი პრეტენზია რაგბის ელიტის წევრობაზე, უელსის დამარცხების შემდეგ, შეუძლებელია, უგულებელყოფილი იყოს. ივლისში იტალიის, ახლა კი უკვე უელსის დამარცხების შემდეგ, საქართველოში თვლიან, რომ მათი ადგილი "ექვს ერშია“, - წერს გამოცემა.

სტატიაში ვკითხულობთ ქართველი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის სიტყვებს: "უსამართლობა იქნება, თუ მსოფლიო რაგბი ისე მოიქცევა, რომ თითქოს ეს (ქართველების მიერ ელიტარული გუნდების დამარცხება) არ მომხდარა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს - წელს ჩვენ დავამარცხეთ ორი უმაღლესი დონის გუნდი. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას ხედავენ. მე არ ვარ ამპარტავანი. იმედი მაქვს, არ ეცდებიან ჩვენს უგულებელყოფას.

იტალიის დამარცხება საოცარი იყო, მაგრამ უელსში უელსის დამარცხება, დაუჯერებელია. ეს ბევრს ამბობს, არა?! ბევრს დავუმტკიცეთ, რომ ჩვენთან დაკავშირებით ცდებოდნენ. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ისტორია შევქმენით“, - ამბობს შარიქაძე.

  • BBC-ის სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ ქართულ რაგბს უდიდესი ისტორია აქვს და რომ ის ხალხური სპორტული თამაშიდან "ლელო ბურთიდან" იღებს სათავეს.

"უკიდურესად იმედგამაცრუებელი შედეგი უელსისთვის, სიამაყით ავსებს მორაგბე ერს, სადაც რაგბის ფესვები უძველესი ხალხური სპორტიდან, ლელო ბურთიდან იღებს სათავეს, საიდანაც მოდის ეროვნული გუნდის კიდევ ერთი სახელი "ლელო", - წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ მსოფლიო თასზე ექვსჯერ მოიპოვა თამაშის უფლება, ექვსჯერ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი, ხოლო "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" საკუთარ სამფლობელოდ აქცია - ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო.