მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი საქციელი" - ვანო ჩხარტიშვილი მთავარეპისკოპოს ზენონს პასუხობს
"უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი საქციელი" - ვანო ჩხარტიშვილი მთავარეპისკოპოს ზენონს პასუხობს

უსა­ფუძ­ვლო ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბა და ჭო­რა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის მე­უ­ფის­თვის შე­სა­ფე­რი და სა­კად­რი­სი საქ­ცი­ე­ლი,- ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რი­თაც მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია მე­უ­ფე ზე­ნო­ნის ლო­გი­კა.

„დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქია გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია ჩემი ოჯა­ხის­თვის, რად­გან ლონ­დონ­ში დევ­ნი­ლო­ბი­სას ჩვენ­თვის ის იყო სუ­ლი­ე­რი თავ­შე­სა­ფა­რი და იქ მყოფ სა­ეკ­ლე­სიო წრე­ებ­თან ჯან­სა­ღი და წმინ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. ამი­ტომ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ თუ რა­ტომ თქვა მე­უ­ფე ზე­ნონ­მა ის, რაც თქვა. შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ეპარ­ქი­ი­სად­მი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის მე­უ­ფე ეპარ­ქი­ის უმაღ­ლე­სი ორ­დე­ნით აჯილ­დო­ებს ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებს, ხოლო „არ­და­ჭე­რის­თვის“ცი­ლის­წა­მე­ბით. ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია მე­უ­ფე ზე­ნო­ნის ლო­გი­კა- რო­გორ უნდა და­მე­ჭი­რა მის­თვის მხა­რი და რო­გორ უნდა მე­მოქ­მე­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, ან რა ინ­ტე­რე­სი უნდა მქონ­დეს ან ბერ­კე­ტი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ბე­დის გა­და­სა­წყვე­ტად?! ეს ხომ აბ­სურ­დია.

ეკ­ლე­სი­ის შიდა საქ­მე­ებ­ში გა­რე­დან ჩა­რე­ვა, ვინც ოდ­ნავ მა­ინც ჩა­ხე­დუ­ლია ამ სფე­რო­ში, კარ­გად იცის, რომ არის შე­უძ­ლე­ბე­ლი და ვინც ასეთ სიც­რუ­ეს ავ­რცე­ლებს, სწო­რედ მას სურს, გა­რე­დან მო­ახ­დი­ნოს ეკ­ლე­სი­ის შიდა პრო­ცე­სებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა. სხვა თუ არა­ფე­რი, იგი ამით ჩრდილს აყე­ნებს და შე­უ­რა­ცხყოფს უწ­მინ­დესს, წმინ­და სი­ნოდს და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქებს. უსა­ფუძ­ვლო ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბა და ჭო­რა­ო­ბა კი ნამ­დვი­ლად არ არის მე­უ­ფის შე­სა­ფე­რი და სა­კად­რი­სი საქ­ცი­ე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, როცა არის მცდე­ლო­ბა, ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლი უწ­მინ­დე­სი­სად­მი, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ­ვე, სა­კუ­თარ თავ­ში მო­ხარ­შუ­ლი აბ­სურ­დუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის წო­ნის შე­სა­ძე­ნად გა­მო­ი­ყე­ნონ.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­მიჯ­ნე­ბი ასეთ ავად­მყო­ფურ ნა­რა­ტი­ვებს და ვა­ცხა­დებ, რომ უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვით, ჩემს ოჯახს, ერ­თობ­ლი­ვი კულ­ტუ­რუ­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, საქ­ველ­მოქ­მე­დო და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს და შე­ი­ტანს მო­მა­ვალ­შიც ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა და მრევ­ლის მხარ­და­ჭე­რი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის საქ­მე­ში“, - აცხა­დებს ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ აცხა­დებს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს იძუ­ლე­ბით მი­ა­ღე­ბი­ნეს.

„პატ­რი­არ­ქთან და­ახ­ლო­ე­ბით, 10-ჯერ შე­ვიდ­ნენ, რომ და­ე­თან­ხმე­ბი­ნათ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ - მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მარ­თავს ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი, შიო მუ­ჯი­რი და ჯაღ­მა­ი­ძე" - აცხა­დებს მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
koka
28

კომსომოლა ჩხარტიშვილის ადგილი ციხეშია

Status quo
5

ამ ანაბრების ქურდმა როგორ აიფარა რესპექტაბელურობის და უცოდველი კრავის ნიღაბი.თითქოს, უდანაშაულოდ გაუშვეს დევნილობაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი საქციელი" - ვანო ჩხარტიშვილი მთავარეპისკოპოს ზენონს პასუხობს

"უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი საქციელი" - ვანო ჩხარტიშვილი მთავარეპისკოპოს ზენონს პასუხობს

უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი და საკადრისი საქციელი,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რითაც მთავარეპისკოპოსი ზენონის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია მეუფე ზენონის ლოგიკა.

„დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია განსაკუთრებით ძვირფასია ჩემი ოჯახისთვის, რადგან ლონდონში დევნილობისას ჩვენთვის ის იყო სულიერი თავშესაფარი და იქ მყოფ საეკლესიო წრეებთან ჯანსაღი და წმინდა ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ამიტომ გაკვირვებული ვარ თუ რატომ თქვა მეუფე ზენონმა ის, რაც თქვა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეპარქიისადმი მხარდაჭერისათვის მეუფე ეპარქიის უმაღლესი ორდენით აჯილდოებს ხოლმე ადამიანებს, ხოლო „არდაჭერისთვის“ცილისწამებით. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მეუფე ზენონის ლოგიკა- როგორ უნდა დამეჭირა მისთვის მხარი და როგორ უნდა მემოქმედა სინოდის გადაწყვეტილებაზე, ან რა ინტერესი უნდა მქონდეს ან ბერკეტი დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად?! ეს ხომ აბსურდია.

ეკლესიის შიდა საქმეებში გარედან ჩარევა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ სფეროში, კარგად იცის, რომ არის შეუძლებელი და ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, სწორედ მას სურს, გარედან მოახდინოს ეკლესიის შიდა პროცესებზე ზეგავლენა. სხვა თუ არაფერი, იგი ამით ჩრდილს აყენებს და შეურაცხყოფს უწმინდესს, წმინდა სინოდს და ქართული ეკლესიის იერარქებს. უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა კი ნამდვილად არ არის მეუფის შესაფერი და საკადრისი საქციელი. სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როცა არის მცდელობა, ჩემი განსაკუთრებული ურთიერთობები და სიყვარული უწმინდესისადმი, ჩემს წინააღმდეგვე, საკუთარ თავში მოხარშული აბსურდული შეთქმულების თეორიების წონის შესაძენად გამოიყენონ.

კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ ავადმყოფურ ნარატივებს და ვაცხადებ, რომ უწმინდესის კურთხევით, ჩემს ოჯახს, ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელებით, მოკრძალებული წვლილი შეაქვს და შეიტანს მომავალშიც ქართული ეკლესიისა და მრევლის მხარდაჭერისა და გაძლიერების საქმეში“, - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იძულებით მიაღებინეს.

„პატრიარქთან დაახლოებით, 10-ჯერ შევიდნენ, რომ დაეთანხმებინათ ჩემს წინააღმდეგ - მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე" - აცხადებს მთავარეპისკოპოსი ზენონი.

ნახეთ ასევე: