პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ყველაფერი არმაგედონის შესახებ გადაღებული ფილმის კადრებს ჰგავდა" - ექიმი "აზოვსტალიდან“: ომის, ტყვეობისა და თავისუფლების ისტორია
"ეს ყველაფერი არმაგედონის შესახებ გადაღებული ფილმის კადრებს ჰგავდა" - ექიმი "აზოვსტალიდან“: ომის, ტყვეობისა და თავისუფლების ისტორია

შე­მოდ­გო­მა­ზე, რუ­სეთ­მა და უკ­რა­ი­ნამ ასე­უ­ლო­ბით ტყვე გაც­ვა­ლეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვინც რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში დრო­ე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და, ექი­მი დმიტ­რო კუპ­რი­ა­კი იყო. მარ­ტში ის მა­რი­უ­პოლ­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა, აპ­რილ­ში კი რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ის ტყვედ აიყ­ვა­ნეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ექი­მი BBC-სთან თა­ვის ამ­ბავს ყვე­ბა.

34 წლის დმიტ­რომ ოდე­სის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი 11 წლის წინ და­ამ­თავ­რა. ბოლო წლე­ბი ის დნეპ­რის სამ­ხედ­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და.

"24 თე­ბერ­ვლი­დან, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პა­ცი­ენ­ტი გვყავ­და. ხარ­კო­ვი­დან, ოდე­სი­დან, ზა­პო­რო­ჟი­ე­დან მუდ­მი­ვად მო­დი­ო­და მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სავ­სე იყო დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბით. მათი ნა­წი­ლი რჩე­ბო­და ჩვენ­თან, ნა­წილს კი სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ანა­წი­ლებ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გრძელ­დე­ბო­და მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, 24/7-ზე, სახ­ლში უბ­რა­ლოდ ვერ ვბრუნ­დე­ბო­დით“, - იხ­სე­ნებს ახალ­გაზ­რდა ექი­მი.

"თი­თო­ე­უ­ლი ექი­მი გმი­რია. მათ მო­ა­ხერ­ხეს და სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ვენ­ტა­რი გა­და­ი­ტა­ნეს სა­მა­ლავ ბუნ­კე­რებ­ში, სა­ი­და­ნაც ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი“.

რო­გორც მე­დი­კო­სი იხ­სე­ნებს, 29 მარტს მან თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და მა­რი­უ­პოლ­ში წას­ვლის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, დახ­მა­რე­ბო­და მებ­რძო­ლებს. მან იცო­და, რომ ვერ­ტმფრე­ნი, რომ­ლი­თაც ექი­მე­ბი უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ, შე­საძ­ლოა აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო.

  • ცხელ წერ­ტილ­ში

"ასე და­ი­წყო ჩვე­ნი "თავ­გა­და­სავ­ლე­ბი“. 31 მარტს დი­ლით ადრე მა­რი­უ­პოლ­ში ჩა­ვე­დით. პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე, იყო გან­სხვა­ვე­ბა მშვიდ ცხოვ­რე­ბა­სა და ომს შო­რის. გარ­შე­მო აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და, რო­მე­ლიც სულ უფრო და უფრო ახ­ლოვ­დე­ბო­და. 10 წუთი გვქონ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბის გად­მო­სა­წყო­ბად და დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ვერ­ტმფრენ­ში მო­სა­თავ­სებ­ლად. ერთი შე­ხედ­ვით ეს პი­რო­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად მო­მეჩ­ვე­ნა, მაგ­რამ 10 წუთ­ში დაჭ­რი­ლე­ბით სავ­სე ვერ­ტმფრე­ნე­ბი უკან გაფ­რინ­და. ცოტა ხან­ში გა­ვი­გეთ, რომ ერთ-ერთი ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­აგ­დეს...

"აზოვსტალ­ში“ ჩემი გა­დაყ­ვა­ნა შე­ფერ­ხდა, ჩემი აზ­რით, ავი­ა­ი­ე­რი­შის გამო. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 სა­ა­თი მი­წა­ზე ვი­წე­ქით, გარ­შე­მო არა­ნა­ი­რი თავ­დაც­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და და ჩვენ, უბ­რა­ლოდ, გაგ­ვი­მარ­თლა, რომ მა­ში­ნაც გა­დავ­რჩით. ვხე­დავ­დით, რო­გორ იბომ­ბე­ბო­და "აზოვსტა­ლი“ და ეს კად­რე­ბი არ­მა­გე­დო­ნის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის კადრს ჰგავ­და. მა­ში­ნაც დავ­რწმუნ­დით, რომ უბ­რა­ლოდ ღმერ­თი გვმფარ­ვე­ლობ­და, სხვა გზით გა­დარ­ჩე­ნა იქ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. რო­გორც კი ავი­ა­ი­ე­რი­ში შე­ნელ­და, ქარ­ხა­ნა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს“, - იხ­სე­ნებს უკ­რა­ი­ნე­ლი ექი­მი.

დმიტ­რო კუპ­რი­ა­კი ყვე­ბა, რომ 1-ლ აპ­რილს, ღა­მის 3 სა­ათ­ზე უკვე "აზოვსტალ­ში“ იყ­ვნენ და ის პი­რო­ბე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც იქ დახ­ვდა, რთუ­ლად გად­მო­სა­ცე­მია.

"დი­ლის 6 სა­ათ­ზე გაგ­ვაღ­ვი­ძეს და მე და ჩემი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი კო­ლე­გა წა­ვე­დით. შუა გზა­ში მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვი გაგ­ვი­ფუჭ­და და მძღოლ­მა შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი სრო­ლე­ბის ფონ­ზე მო­ა­ხერ­ხა მისი შეც­ვლა. ხი­დის ქვეშ ვი­დე­ქით და სწო­რედ მის­მა კონ­სტრუქ­ცი­ამ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა.

მი­ვე­დით ბუნ­კე­რის სა­მა­ლავ­ში, სა­დაც 300-მდე მძი­მედ ან ძა­ლი­ან მძი­მედ დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­მა­მა­ცეს რომ სა­ზღვა­რი არ აქვს, ვი­ცო­დი, მაგ­რამ გა­გე­ბულ­მა ამ­ბავ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა - მსუ­ბუ­ქად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ღე­ბუ­ლობ­დნენ პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას და შემ­დეგ ბრძო­ლის ველ­ზე ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. სწო­რედ ამი­ტომ, იქ მი­სულს, მსუ­ბუ­ად დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი მე არ მი­ნა­ხავს. წყლი­სა და სურ­სა­თის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო, დენი გე­ნე­რა­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ე­წო­დე­ბო­დათ და ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ფერ­ხე­ბაც ბევ­რი იყო.

10 აპ­რილს ჩვე­ნი დილა დიდი აფეთ­ქე­ბით და­ი­წყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა სხვა აფეთ­ქე­ბე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და და მე მივ­ხვდი, რომ ეს ავი­ა­დარ­ტყმა იყო ჩვენს სა­მა­ლავ­ზე. შე­დე­გად ჩა­ი­ხერ­გა გა­სას­ვლე­ლე­ბი ბუნ­კერ­ში, და­ი­ღუ­პა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. 10-20 მეტრში ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ვხვდე­ბო­დით, რომ ძა­ლი­ან მალე ჩვენ­თან შე­მო­ვი­დოდ­ნენ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი და გან­ვი­ხი­ლავ­დით ერთ ვა­რი­ანტს, რომ მოგ­ვკლავ­დნენ. ამ დროს, ჯა­რის­კა­ცებ­მა, რომ­ლებ­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ეძ­ლოთ ხელ­ში აი­ღეს ყუმ­ბა­რე­ბი და ია­რა­ღი და შევ­ძე­ლით რუ­სე­ბის მო­გე­რი­ე­ბა, თუმ­ცა იქ დარ­ჩე­ნა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო“, - იხ­სე­ნებს ექი­მი.

მისი თქმით, ღა­მის 2 სა­ა­თის­კენ მა­რი­უ­პო­ლი­დან გა­ემ­გზავრნენ და იცოდ­ნენ, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მგზავ­რო­ბა, რაც მა­ნამ­დე ყო­ფი­ლა.

"პრინ­ციპ­ში, ეს ასეც იყო - და­ი­წყო ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ტე­ვა, რაც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო - სა­რა­კე­ტო, სა­ჰა­ე­რო და ა.შ. გვეს­მო­და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა და მა­ლე­ვე მივ­ხვდით, რომ ჩვე­ნი კო­ლო­ნის წინა ნა­წი­ლი აღარ იყო და უმე­ტე­სი და­ი­ღუ­პა, ვინც იმ ნა­წილ­ში იყო, ვინც არ და­ი­ღუ­პა, მათი შვე­ლაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო... დავ­ბრუნ­დით უკან და ორი დღის შემ­დეგ კვლავ ვცა­დეთ მა­რი­უ­პო­ლი­დან გაქ­ცე­ვა, სამ­წუ­ხა­როდ, მსხვერ­პლი კვლავ დიდი იყო.

მე­ო­რე დღეს გა­რეთ გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა და მივ­ხვდით, რომ ეს იყო პირ­და­პი­რი გზა ტყვედ ჩა­სა­ვარ­დნად. სხვა გზა არც გვქო­ნია“.

  • ტყვე­ო­ბა

"ჩა­მოგ­ვარ­თვეს ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ნი­კუ­რი თუ პი­რა­დი ნივ­თი, მათ შო­რის ფეხ­საც­მე­ლიც, ვი­საც ის ცოტა ხა­რის­ხი­ა­ნი ეცვა... საკ­მა­ოდ ცი­ო­და და სა­ნაც­ვლოდ ზოგს მის­ცეს ფეხ­საც­მე­ლი და ზოგი ფეხ­შიშ­ვე­ლი და­ტო­ვეს.

ტყვე­ებს ისი­ნი ხელ­კე­ტით იქამ­დე სცემ­დნენ, სა­ნამ გო­ნე­ბას არ და­კარ­გავ­დნენ ან არ და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ. ერთ-ერთი ასე­თი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცი ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც მა­რი­უ­პოლ­ში ორ ავი­ა­ი­ე­რიშს გა­და­ურ­ჩა და რო­მე­ლიც რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა იქამ­დე სცე­მეს, სა­ნამ არ და­ი­ღალ­ნენ.

ექი­მე­ბი შეგ­ვიყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც მარ­ტო კედ­ლე­ბი იყო. იქ რამ­დე­ნი­მე დღე დაგვტო­ვეს, შემ­დეგ მე­ო­რე ასე­თი­ვე ცა­რი­ელ ოთახ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. შემ­დეგ მე­სა­მე­ში და ა.შ. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის შემ­დეგ ოთახ­ში გაჩ­ნდა სა­წო­ლი და სხვა ნივ­თე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პობ­რი­ვად ხდე­ბო­და და ჩემი იქი­დან წა­მოს­ვლის პე­რი­ოდ­ში ბევ­რს ისევ ია­ტაკ­ზე ეძი­ნა.

გარ­შე­მო ბევ­რი დაჭ­რი­ლი იყო და ჩვენ ჩვენს პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვას­რუ­ლებ­დით. მი­ხა­რია, რომ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი შევ­ძე­ლით, რომ ვი­ღა­ცას ფეხი შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ, ვი­ღა­ცას ხელი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ რომ არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, სხვა არა­ვინ გა­ა­კე­თებ­და.

ვფიქ­რობ­დით, რომ ყო­ვე­ლი დღე უკა­ნას­კნე­ლი იყო, არ ვი­ცო­დით, გა­ვიღ­ვი­ძებ­დით თუ არა ან სად გა­დაგ­ვიყ­ვან­დნენ მო­რიგ და­კი­თხვა­ზე.

რუ­სე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არა­ვის ვჭირ­დე­ბით და იქი­დან არა­ვინ წაგ­ვიყ­ვან­და და რომ მალე ქვე­ყა­ნა სა­ხე­ლად "უკ­რა­ი­ნა“ აღარ იარ­სე­ბებ­და. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, რწმე­ნა არა­სო­დეს დაგ­ვი­კარ­გავს.

ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში ვი­ყა­ვით და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნე­ბის­მი­ე­რი მწი­რი ცნო­ბაც კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და სწო­რედ ასე­თი მწი­რი ცნო­ბე­ბით ვგე­ბუ­ლობ­დით, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ინარ­ჩუ­ნებ­დნენ სა­ზღვარს და რუ­სე­ბი წინ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ მი­დი­ოდ­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დიდ სტი­მულს გვაძ­ლევ­და“.

  • გაც­ვლა

" 21 სექ­ტმე­ბე­რი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. წუ­თობ­რი­ვად მახ­სოვს ყვე­ლა­ფე­რი: გა­ვიღ­ვი­ძეთ, ვი­სა­უზ­მეთ, და­ახ­ლო­ე­ბით 11-ის ნა­ხევ­რის­კენ მო­ვი­და ჯა­რის­კა­ცი და ჩემი გვა­რი იკი­თხა და მი­თხრა, რომ 5 წუთ­ში ჩემი ბარ­გით მზად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩა­ვა­ლა­გე, ყვე­ლას და­ვემ­შვი­დო­ბე და გავ­ყე­ვი. ვფიქ­რობ­დი, რომ სხვა ად­გი­ლას გა­დავ­ყავ­დი.

და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თამ­დე გა­რეთ ვიც­დი­დით მე და ყვე­ლა, ვი­საც ჩემ­სა­ვით ბარ­გის შეკ­ვრა და გა­ყო­ლა მოს­თხო­ვეს. სა­ღა­მოს ეზო­ში შე­მო­ვი­და ოთხი სატ­ვირ­თო და მა­შინ მივ­ხვდი, რომ სა­უ­ბა­რი იყო გაც­ვლა­ზე.

შეგ­ვიკ­რეს ხე­ლე­ბი, აგ­ვიხ­ვი­ეს თვა­ლე­ბი და ჩაგ­ვსვეს სატ­ვირ­თო­ში. გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ეჭ­ვო მოძ­რა­ო­ბა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბად ჩა­ით­ვლე­ბო­და და ად­გილ­ზე მოგ­ვკლავ­დნენ. სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ჩე­რე­ბა­ზე ან წყლის და­ლე­ვა­ზე მო­თხოვ­ნას მათი მხრი­დან აგ­რე­სია მოჰ­ყვა და ყვე­ლა, ვინც რამე მო­ი­თხო­ვა, ხელ­კე­ტით სცე­მეს.

რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ, გა­დაგ­ვსვევს თვითმფრი­ნავ­ში, სა­დაც სხვა ტყვე­ე­ბიც ის­ხდნენ, მათ შო­რის ბევ­რი ჩემი ნაც­ნო­ბი.

პირ­ვე­ლი დაშ­ვე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გა­დას­ვეს და ჩვენ კვლავ ავფრინ­დით, ამ­ჯე­რად სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თვა­ლე­ბი ახ­ვე­უ­ლი მქონ­და და ბევ­რი რამ გა­მომ­რჩა, მაგ­რამ რო­დე­საც და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ჩავფრინ­დით, ბევ­რი მან­ქა­ნა და ავ­ტო­ბუ­სი და­ვი­ნა­ხე, ჩვენც ერთ-ერთ მათ­გან­ში აგ­ვიყ­ვა­ნეს. ავ­ტო­ბუ­სი კომ­ფორ­ტუ­ლი იყო, რბი­ლი სა­ვარ­ძლე­ბით. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი აკ­რძალ­ვის შემ­დეგ, მოგ­ვცეს სა­პირ­ფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ერ­თსა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ, გაგ­ვიხ­სნეს თვა­ლე­ბი, ავ­ტო­ბუს­ში ამო­ვი­და მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სია ამო­ი­კი­თხა და გვთხო­ვეს, ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით. და­ვი­ნა­ხე ბლოკპოს­ტი და უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რი.

ემო­ცი­ებს ალ­ბათ მიხ­ვდე­ბით, რად­გან უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე ფე­ხის დად­გმის მო­მენ­ტი­დან გან­ცდი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სი­ტყვე­ბით რთუ­ლად გად­მო­ი­ცე­მა. მგო­ნია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჰა­ე­რიც სხვაა...

ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მო­ვი­ა­რე, მარ­ტო ჩემი ის­ტო­რია არ არის, ეს უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­აა“.

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ყველაფერი არმაგედონის შესახებ გადაღებული ფილმის კადრებს ჰგავდა" - ექიმი "აზოვსტალიდან“: ომის, ტყვეობისა და თავისუფლების ისტორია

"ეს ყველაფერი არმაგედონის შესახებ გადაღებული ფილმის კადრებს ჰგავდა" - ექიმი "აზოვსტალიდან“: ომის, ტყვეობისა და თავისუფლების ისტორია

შემოდგომაზე, რუსეთმა და უკრაინამ ასეულობით ტყვე გაცვალეს. ერთ-ერთი მათგანი, ვინც რუსების ტყვეობაში დროებით იმყოფებოდა, ექიმი დმიტრო კუპრიაკი იყო. მარტში ის მარიუპოლში გაემგზავრა, რათა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა, აპრილში კი რუსმა სამხედროებმა ის ტყვედ აიყვანეს. გათავისუფლებული ექიმი BBC-სთან თავის ამბავს ყვება.

34 წლის დმიტრომ ოდესის სამედიცინო ინსტიტუტი 11 წლის წინ დაამთავრა. ბოლო წლები ის დნეპრის სამხედრო საავადმყოფოში მუშაობდა.

"24 თებერვლიდან, განუსაზღვრელი რაოდენობის პაციენტი გვყავდა. ხარკოვიდან, ოდესიდან, ზაპოროჟიედან მუდმივად მოდიოდა მატარებელი, რომელიც სავსე იყო დაჭრილი ჯარისკაცებით. მათი ნაწილი რჩებოდა ჩვენთან, ნაწილს კი სხვადასხვა საავადმყოფოებში ანაწილებდნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე, სახლში უბრალოდ ვერ ვბრუნდებოდით“, - იხსენებს ახალგაზრდა ექიმი.

"თითოეული ექიმი გმირია. მათ მოახერხეს და საავადმყოფოს ინვენტარი გადაიტანეს სამალავ ბუნკერებში, საიდანაც ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი“.

როგორც მედიკოსი იხსენებს, 29 მარტს მან თანხმობა განაცხადა მარიუპოლში წასვლის შეთავაზებაზე, დახმარებოდა მებრძოლებს. მან იცოდა, რომ ვერტმფრენი, რომლითაც ექიმები უნდა გადაეყვანათ, შესაძლოა აფეთქებულიყო.

  • ცხელ წერტილში

"ასე დაიწყო ჩვენი "თავგადასავლები“. 31 მარტს დილით ადრე მარიუპოლში ჩავედით. პირველი, რაც დავინახე, იყო განსხვავება მშვიდ ცხოვრებასა და ომს შორის. გარშემო აფეთქებების ხმები ისმოდა, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. 10 წუთი გვქონდა აუცილებელი ნივთების გადმოსაწყობად და დაჭრილი სამხედროების ვერტმფრენში მოსათავსებლად. ერთი შეხედვით ეს პირობა წარმოუდგენლად მომეჩვენა, მაგრამ 10 წუთში დაჭრილებით სავსე ვერტმფრენები უკან გაფრინდა. ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს...

"აზოვსტალში“ ჩემი გადაყვანა შეფერხდა, ჩემი აზრით, ავიაიერიშის გამო. დაახლოებით 3-4 საათი მიწაზე ვიწექით, გარშემო არანაირი თავდაცვი საშუალება არ არსებობდა და ჩვენ, უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ მაშინაც გადავრჩით. ვხედავდით, როგორ იბომბებოდა "აზოვსტალი“ და ეს კადრები არმაგედონის შესახებ გადაღებული ფილმის კადრს ჰგავდა. მაშინაც დავრწმუნდით, რომ უბრალოდ ღმერთი გვმფარველობდა, სხვა გზით გადარჩენა იქ შეუძლებელი იყო. როგორც კი ავიაიერიში შენელდა, ქარხანაში წაგვიყვანეს“, - იხსენებს უკრაინელი ექიმი.

დმიტრო კუპრიაკი ყვება, რომ 1-ლ აპრილს, ღამის 3 საათზე უკვე "აზოვსტალში“ იყვნენ და ის პირობები და დაჭრილების რაოდენობა, რაც იქ დახვდა, რთულად გადმოსაცემია.

"დილის 6 საათზე გაგვაღვიძეს და მე და ჩემი ანესთეზიოლოგი კოლეგა წავედით. შუა გზაში მანქანის საბურავი გაგვიფუჭდა და მძღოლმა შეუჩერებელი სროლების ფონზე მოახერხა მისი შეცვლა. ხიდის ქვეშ ვიდექით და სწორედ მისმა კონსტრუქციამ გადაგვარჩინა.

მივედით ბუნკერის სამალავში, სადაც 300-მდე მძიმედ ან ძალიან მძიმედ დაჭრილი ადამიანი იყო. უკრაინელი ჯარისკაცის სიმამაცეს რომ საზღვარი არ აქვს, ვიცოდი, მაგრამ გაგებულმა ამბავმა მოლოდინს გადააჭარბა - მსუბუქად დაშავებულები ღებულობდნენ პირველად სამედიცინო დახმარებას და შემდეგ ბრძოლის ველზე ბრუნდებოდნენ. სწორედ ამიტომ, იქ მისულს, მსუბუად დაჭრილი ჯარისკაცი მე არ მინახავს. წყლისა და სურსათის რაოდენობა შეზღუდული იყო, დენი გენერატორის საშუალებით მიეწოდებოდათ და ბუნებრივია, შეფერხებაც ბევრი იყო.

10 აპრილს ჩვენი დილა დიდი აფეთქებით დაიწყო, რომელიც ყველა სხვა აფეთქებებისგან განსხვავდებოდა და მე მივხვდი, რომ ეს ავიადარტყმა იყო ჩვენს სამალავზე. შედეგად ჩაიხერგა გასასვლელები ბუნკერში, დაიღუპა ბევრი ადამიანი. 10-20 მეტრში ბრძოლები მიმდინარეობდა და ვხვდებოდით, რომ ძალიან მალე ჩვენთან შემოვიდოდნენ რუსი ჯარისკაცები და განვიხილავდით ერთ ვარიანტს, რომ მოგვკლავდნენ. ამ დროს, ჯარისკაცებმა, რომლებსაც გადაადგილება შეეძლოთ ხელში აიღეს ყუმბარები და იარაღი და შევძელით რუსების მოგერიება, თუმცა იქ დარჩენა უკვე შეუძლებელი იყო“, - იხსენებს ექიმი.

მისი თქმით, ღამის 2 საათისკენ მარიუპოლიდან გაემგზავრნენ და იცოდნენ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე საშიში მგზავრობა, რაც მანამდე ყოფილა.

"პრინციპში, ეს ასეც იყო - დაიწყო ყველანაირი შეტევა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო - სარაკეტო, საჰაერო და ა.შ. გვესმოდა აფეთქებების ხმა და მალევე მივხვდით, რომ ჩვენი კოლონის წინა ნაწილი აღარ იყო და უმეტესი დაიღუპა, ვინც იმ ნაწილში იყო, ვინც არ დაიღუპა, მათი შველაც შეუძლებელი იყო... დავბრუნდით უკან და ორი დღის შემდეგ კვლავ ვცადეთ მარიუპოლიდან გაქცევა, სამწუხაროდ, მსხვერპლი კვლავ დიდი იყო.

მეორე დღეს გარეთ გასვლის შესაძლებლობა მოგვეცა და მივხვდით, რომ ეს იყო პირდაპირი გზა ტყვედ ჩასავარდნად. სხვა გზა არც გვქონია“.

  • ტყვეობა

"ჩამოგვართვეს ტელეფონები და ნებისმიერი ტექნიკური თუ პირადი ნივთი, მათ შორის ფეხსაცმელიც, ვისაც ის ცოტა ხარისხიანი ეცვა... საკმაოდ ციოდა და სანაცვლოდ ზოგს მისცეს ფეხსაცმელი და ზოგი ფეხშიშველი დატოვეს.

ტყვეებს ისინი ხელკეტით იქამდე სცემდნენ, სანამ გონებას არ დაკარგავდნენ ან არ დაიღუპებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯარისკაცი ვიცანი, რომელიც მარიუპოლში ორ ავიაიერიშს გადაურჩა და რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა იქამდე სცემეს, სანამ არ დაიღალნენ.

ექიმები შეგვიყვანეს ოთახში, სადაც მარტო კედლები იყო. იქ რამდენიმე დღე დაგვტოვეს, შემდეგ მეორე ასეთივე ცარიელ ოთახში გადაგვიყვანეს. შემდეგ მესამეში და ა.შ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ოთახში გაჩნდა საწოლი და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდებოდა და ჩემი იქიდან წამოსვლის პერიოდში ბევრს ისევ იატაკზე ეძინა.

გარშემო ბევრი დაჭრილი იყო და ჩვენ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას შეძლებისდაგვარად ვასრულებდით. მიხარია, რომ იმ სიტუაციაშიც კი შევძელით, რომ ვიღაცას ფეხი შევუნარჩუნეთ, ვიღაცას ხელი და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, სხვა არავინ გააკეთებდა.

ვფიქრობდით, რომ ყოველი დღე უკანასკნელი იყო, არ ვიცოდით, გავიღვიძებდით თუ არა ან სად გადაგვიყვანდნენ მორიგ დაკითხვაზე.

რუსები ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არავის ვჭირდებით და იქიდან არავინ წაგვიყვანდა და რომ მალე ქვეყანა სახელად "უკრაინა“ აღარ იარსებებდა. ყველაფრის მიუხედავად, რწმენა არასოდეს დაგვიკარგავს.

ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით და მიუხედავად ამისა, ნებისმიერი მწირი ცნობაც კი მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ასეთი მწირი ცნობებით ვგებულობდით, რომ უკრაინელები ინარჩუნებდნენ საზღვარს და რუსები წინ უმნიშვნელოდ მიდიოდნენ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევდა“.

  • გაცვლა

" 21 სექტმებერი არასოდეს დამავიწყდება. წუთობრივად მახსოვს ყველაფერი: გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ, დაახლოებით 11-ის ნახევრისკენ მოვიდა ჯარისკაცი და ჩემი გვარი იკითხა და მითხრა, რომ 5 წუთში ჩემი ბარგით მზად უნდა ვყოფილიყავი. ჩავალაგე, ყველას დავემშვიდობე და გავყევი. ვფიქრობდი, რომ სხვა ადგილას გადავყავდი.

დაახლოებით 5 საათამდე გარეთ ვიცდიდით მე და ყველა, ვისაც ჩემსავით ბარგის შეკვრა და გაყოლა მოსთხოვეს. საღამოს ეზოში შემოვიდა ოთხი სატვირთო და მაშინ მივხვდი, რომ საუბარი იყო გაცვლაზე.

შეგვიკრეს ხელები, აგვიხვიეს თვალები და ჩაგვსვეს სატვირთოში. გაგვაფრთხილეს, რომ ნებისმიერი საეჭვო მოძრაობა გაქცევის მცდელობად ჩაითვლებოდა და ადგილზე მოგვკლავდნენ. საპირფარეშოში გაჩერებაზე ან წყლის დალევაზე მოთხოვნას მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა და ყველა, ვინც რამე მოითხოვა, ხელკეტით სცემეს.

რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, გადაგვსვევს თვითმფრინავში, სადაც სხვა ტყვეებიც ისხდნენ, მათ შორის ბევრი ჩემი ნაცნობი.

პირველი დაშვების შემდეგ რამდენიმე ადამიანი გადასვეს და ჩვენ კვლავ ავფრინდით, ამჯერად სხვა მიმართულებით. თვალები ახვეული მქონდა და ბევრი რამ გამომრჩა, მაგრამ როდესაც დანიშნულების ადგილზე ჩავფრინდით, ბევრი მანქანა და ავტობუსი დავინახე, ჩვენც ერთ-ერთ მათგანში აგვიყვანეს. ავტობუსი კომფორტული იყო, რბილი სავარძლებით. რამდენიმედღიანი აკრძალვის შემდეგ, მოგვცეს საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, გაგვიხსნეს თვალები, ავტობუსში ამოვიდა მამაკაცი, რომელმაც სია ამოიკითხა და გვთხოვეს, ჩავსულიყავით. დავინახე ბლოკპოსტი და უკრაინის საზღვარი.

ემოციებს ალბათ მიხვდებით, რადგან უკრაინის მიწაზე ფეხის დადგმის მომენტიდან განცდილი თავისუფლება, სიტყვებით რთულად გადმოიცემა. მგონია, რომ უკრაინაში ჰაერიც სხვაა...

ყველაფერი, რაც გამოვიარე, მარტო ჩემი ისტორია არ არის, ეს უკრაინის ისტორიაა“.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა