საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც კუბილიუსი არის ევროპაში, იგივეა ჯინ შაჰინი ამერიკაში - ჰაერზე იყო ნათქვამი, რაც შაჰინმა თქვა" - ირაკლი კობახიძე
"რაც კუბილიუსი არის ევროპაში, იგივეა ჯინ შაჰინი ამერიკაში - ჰაერზე იყო ნათქვამი, რაც შაჰინმა თქვა" - ირაკლი კობახიძე

"რაც არის კუ­ბი­ლი­უ­სი ევ­რო­პა­ში, იგი­ვეა შა­ჰი­ნი ამე­რი­კა­ში. შა­ჰი­ნი 2012 წლამ­დე იყო "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მე­გო­ბა­რი და დღე­საც აგ­რძე­ლებს ამ მე­გობ­რო­ბას", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ სე­ნა­ტორ ჯინ შა­ჰი­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • კი­თხვა­ზე, შა­ჰი­ნის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ხომ არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­ე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით, კონ­კრე­ტუ­ლად კი აშშ-ის ელ­ჩის მი­მართ კრი­ტი­კით და ბრალ­დე­ბე­ბით ზო­გა­დად პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამას და­ვუ­კავ­ში­როთ სე­ნა­ტო­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი "უსა­მარ­თლო შე­ფა­სე­ბე­ბი“.

"არა, ეს ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია, მე შე­გახ­სე­ნებთ, რომ სულ რა­ღაც ორი დღის წინ, გა­მო­ვი­და მთე­ლი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ გვე­უბ­ნე­ბა, რომ თურ­მე არ შე­იძ­ლე­ბა კუ­ბი­ლი­უს­ზე ან შა­ჰინ­ზე რამე ცუ­დის თქმა, მთე­ლი ეს ოპო­ზი­ცია დად­გა მწყობ­რში და პირ­და­პირ რუ­სე­თის აგენ­ტი უძა­ხეს ევ­რო­კო­მი­სარს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გა­ფარ­თო­ე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ახლა იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კუ­ბი­ლი­უს­ზე არა­ფე­რი არ უნდა თქვა. რა სი­სუ­ლე­ლეა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამას ვინ­მემ და­უ­კავ­ში­როს რა­ღაც შე­ფა­სე­ბე­ბი, მი­თუ­მე­ტეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­მარ­თლო შე­ფა­სე­ბე­ბი.

მე ბევ­რჯერ მით­ქვამს და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი კურ­სი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მათ შო­რის და­სავ­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ასე­ვე მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, თუ ვინ­მეს ეს არ მოს­წონს, შე­უძ­ლია აკე­თოს ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფა­სე­ბა, მაგ­რამ მე მგო­ნი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აფა­სებს იმას, რომ ჩვენ თა­ნაბ­რად ვუფრ­თხილ­დე­ბით, რო­გორც და­სავ­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ზანს, ასე­ვე ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ასე­ვე მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ინ­ტე­რესს და სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ინ­ტე­რესს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­და­ცე­მა­ში შე­ა­ფა­სა სე­ნა­ტორ ჯინ შა­ჰი­ნის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან არ­სე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ის გა­და­ხედ­ვის შე­სა­ხებ და ასე­ვე ჯინ შა­ჰი­ნის პო­ზი­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფა "მის ქცე­ვას­თან უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შა­ჰი­ნის გარ­და მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა სტრა­ტე­გი­ის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია, ამი­ტომ მის აზრს არა­ვინ გა­ი­ზი­ა­რებს.

"ეს თქვა ერ­თმა სე­ნა­ტორ­მა, ეს იყო შა­ჰი­ნი, რო­მელ­მაც ისა­უბ­რა გა­და­ხედ­ვა­ზე, სხვას არ უსა­უბ­რია არა­ვის გა­და­ხედ­ვა­ზე, ერ­თა­დერ­თი იყო შა­ჰი­ნი, რო­მე­ლიც 2012 წლამ­დე "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მე­გო­ბა­რი იყო და დღემ­დე რჩე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის რე­ა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის გა­და­ხედ­ვას, ეს არ მოხ­დე­ბა, ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, ამ და­ფი­ნან­სე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­დის NGO-ებზე და NGO-ს იმ თან­ხებს არა­ვინ არ ჩა­მო­აჭ­რის, ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან და სხვა­თა შო­რის შა­ჰინ­საც აქვს ნათ­ქვა­მი იგი­ვე სხდო­მა­ზე. და­ფი­ნან­სე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია და შა­ჰი­ნის მო­წო­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, რომ პარტნი­ო­რო­ბას გა­და­ხე­დონ, ამა­საც მე მგო­ნია, რომ არა­ვინ არ გა­ი­ზი­ა­რებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, ერთი ცენ­ტიც რომ იყოს გა­მო­ყო­ფი­ლი აშშ-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ამა­ზეც მად­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ.

"ერთი ცენ­ტიც რომ იყოს, რა თქმა უნდა, მად­ლო­ბას ვი­ტყო­დით და მად­ლო­ბას ვამ­ბობთ, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ გან­ცხა­დე­ბას, მე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თე შა­ჰი­ნის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ წელს ან გა­ი­სად შე­იძ­ლე­ბა ფული აღარ მოგ­ვცენ. რა თან­ხებ­საც იძ­ლე­ვი­ან, იმის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­დის NGO-ებზე და მათ ფულს არა­ვინ არ და­აკ­ლებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თვი­თონ­ვე აღი­ა­რა შემ­დეგ შა­ჰინ­მა, რომ და­ფი­ნან­სე­ბის დათ­ქმის ქვეშ და­ყე­ნე­ბა არის არას­წო­რი. კო­მენ­ტარს ვა­კე­თებ შა­ჰი­ნის კონ­კრე­ტულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, და­ფი­ნან­სე­ბა, რაც იქ­ნე­ბა წელს, გა­ი­სად, იმის იქით გა­მო­ყო­ფი­ლი, ამის უდი­დე­სი ნა­წი­ლი წავა NGO-ებზე. ჰა­ერ­ზე იყო ნათ­ქვა­მი, რაც თქვა შა­ჰინ­მა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • ცნო­ბის­თვის, სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა დას­ვა სა­კი­თხი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფა "მის ქცე­ვას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“.

"სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი იყო ძი­რი­თა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რის შეს­რუ­ლე­ბა­საც გეგ­მავ­და, მაგ­რამ მათ აშ­კა­რად უღა­ლა­ტეს სა­კუ­თარ სი­ტყვას ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ჯინ შა­ჰინ­მა.

ურო
0

ორივე ლაპარაკში იღებს ხელფასს, ორივეს ჰგონია რომ ყველაფრის თქმის უფლება აქვთ, დასაბუთება არაფრის არაა საჭირო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რაც კუბილიუსი არის ევროპაში, იგივეა ჯინ შაჰინი ამერიკაში - ჰაერზე იყო ნათქვამი, რაც შაჰინმა თქვა" - ირაკლი კობახიძე

"რაც კუბილიუსი არის ევროპაში, იგივეა ჯინ შაჰინი ამერიკაში - ჰაერზე იყო ნათქვამი, რაც შაჰინმა თქვა" - ირაკლი კობახიძე

"რაც არის კუბილიუსი ევროპაში, იგივეა შაჰინი ამერიკაში. შაჰინი 2012 წლამდე იყო "ნაცმოძრაობის“ მეგობარი და დღესაც აგრძელებს ამ მეგობრობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

  • კითხვაზე, შაჰინის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ხომ არ არის გამოწვეული "ქართული ოცნების" წარმოებული პოლიტიკით, კონკრეტულად კი აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკით და ბრალდებებით ზოგადად პარტნიორების მიმართ, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ არ შეიძლება ამას დავუკავშიროთ სენატორის მიერ გაკეთებული "უსამართლო შეფასებები“.

"არა, ეს ღიმილის მომგვრელია, მე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ, გამოვიდა მთელი ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ თურმე არ შეიძლება კუბილიუსზე ან შაჰინზე რამე ცუდის თქმა, მთელი ეს ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი უძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი არ უნდა თქვა. რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც შეფასებები, მითუმეტეს აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები.

მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, რომელიც უკავშირდება ასევე მშვიდობის შენარჩუნებას, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება, მაგრამ მე მგონი, ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ჩვენ თანაბრად ვუფრთხილდებით, როგორც დასავლურ ინტეგრაციის მიზანს, ასევე ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე მშვიდობის შენარჩუნების ინტერესს და სიმშვიდის შენარჩუნების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ირაკლი კობახიძემ გადაცემაში შეაფასა სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან არსებული სტრატეგიის გადახედვის შესახებ და ასევე ჯინ შაჰინის პოზიცია, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა "მის ქცევასთან უნდა იყოს დაკავშირებული“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შაჰინის გარდა მსგავსი განცხადება სტრატეგიის გადახედვასთან დაკავშირებით არავის გაუკეთებია, ამიტომ მის აზრს არავინ გაიზიარებს.

"ეს თქვა ერთმა სენატორმა, ეს იყო შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე, სხვას არ უსაუბრია არავის გადახედვაზე, ერთადერთი იყო შაჰინი, რომელიც 2012 წლამდე "ნაცმოძრაობის“ მეგობარი იყო და დღემდე რჩება სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ეს არ მოხდება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე და NGO-ს იმ თანხებს არავინ არ ჩამოაჭრის, ეს ძალიან კარგად იციან და სხვათა შორის შაჰინსაც აქვს ნათქვამი იგივე სხდომაზე. დაფინანსებაზე საუბარი ზედმეტია და შაჰინის მოწოდებას რაც შეეხება, რომ პარტნიორობას გადახედონ, ამასაც მე მგონია, რომ არავინ არ გაიზიარებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ირაკლი კობახიძის თქმით, ერთი ცენტიც რომ იყოს გამოყოფილი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის, ამაზეც მადლობელი იქნებოდნენ.

"ერთი ცენტიც რომ იყოს, რა თქმა უნდა, მადლობას ვიტყოდით და მადლობას ვამბობთ, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, მე კომენტარი გავაკეთე შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ წელს ან გაისად შეიძლება ფული აღარ მოგვცენ. რა თანხებსაც იძლევიან, იმის უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე და მათ ფულს არავინ არ დააკლებს, აქედან გამომდინარე თვითონვე აღიარა შემდეგ შაჰინმა, რომ დაფინანსების დათქმის ქვეშ დაყენება არის არასწორი. კომენტარს ვაკეთებ შაჰინის კონკრეტულ განცხადებაზე, დაფინანსება, რაც იქნება წელს, გაისად, იმის იქით გამოყოფილი, ამის უდიდესი ნაწილი წავა NGO-ებზე. ჰაერზე იყო ნათქვამი, რაც თქვა შაჰინმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა "მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

"საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.