საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძნელად წარმოსადგენია, რომ პოლონეთში მომხდარს მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ უკრაინას გაეზრდება სამხედრო დახმარება" - ზურაბ ბატიაშვილი
"ძნელად წარმოსადგენია, რომ პოლონეთში მომხდარს მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ უკრაინას გაეზრდება სამხედრო დახმარება" - ზურაბ ბატიაშვილი

უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თი­დან თუ არ არის გას­რო­ლი­ლი რა­კე­ტა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ არ შე­იძ­ლე­ბა გას­რო­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მა­გა­ლი­თად, შავ ზღვა­ში მდგო­მი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო გე­მი­დან. აქ მთა­ვა­რი არის არა ის, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ი­დან იყო რა­კე­ტა გას­რო­ლი­ლი, არა­მედ რისი შე­დე­გია ეს, - ასე აფა­სებს ანა­ლი­ტი­კო­სი ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლი პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბის ჩა­მოგ­დე­ბის ფაქტს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ალ­ბათ, ყვე­ლა დე­ტა­ლი დად­გინ­დე­ბა, თუმ­ცა ვე­რა­ვინ შეც­ვლის იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რომ ყვე­ლა­ფე­რი არის უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­დე­გი.

"რომ არა რუ­სე­თის თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნა­ზე, რა თქმა უნდა, ეს არ მოხ­დე­ბო­და, ამი­ტომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც რუ­სეთ­თან მი­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ას, და­სავ­ლე­თი, რა თქმა უნდა, ამას უპა­სუ­ხოდ არ და ვერ და­ტო­ვებს. ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ახლა ამას მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი მოჰ­ყვეს, მაგ­რამ ერთი, რაც გა­დაჭ­რით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არის ის, რომ უკ­რა­ი­ნას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ეზ­რდე­ბა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რუ­სე­თის კრახს და­აჩ­ქა­რებს და ამ მო­მენ­ტის­თვის ეს არის ყვე­ლა­ზე ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი. ვნა­ხოთ, სამ­ხედ­რო სა­ხით რა პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ ყვე­ლა­ფერს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია. რო­გორც და­სავ­ლეთ­ში აცხა­დე­ბენ, აქ მთა­ვა­რი არის შემ­დე­გი - ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყო თუ რა­ღა­ცის შე­დე­გად მოხ­და პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­კე­ტე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა, რა­საც რა­კე­ტის ტრა­ექ­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის შე­დე­გად და­ად­გე­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა დე­ტა­ლი უნდა დად­გინ­დეს და ამის შემ­დეგ უნდა იყოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რო­გორც ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებ­ში, ისე ნატო-ს მხრი­დან.

ცნო­ბის­თვის, მე­დია ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ორი რუ­სუ­ლი რა­კე­ტა პო­ლო­ნე­თის სო­ფელ ფშე­ვო­დუვ­ში ჩა­მო­ვარ­და, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას­თან სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. SS.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნეტა ვინაა
6

ხუხაშვილი N2

@@
9

უკრაინას გაეზრდება დახმარება, რათა კიდევ უფრო მეტი რაკეტები დასცხოს პოლონეთს, საღოლ ჯიგარსონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ძნელად წარმოსადგენია, რომ პოლონეთში მომხდარს მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ უკრაინას გაეზრდება სამხედრო დახმარება" - ზურაბ ბატიაშვილი

"ძნელად წარმოსადგენია, რომ პოლონეთში მომხდარს მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ უკრაინას გაეზრდება სამხედრო დახმარება" - ზურაბ ბატიაშვილი

უშუალოდ რუსეთიდან თუ არ არის გასროლილი რაკეტა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება გასროლილი ყოფილიყო მაგალითად, შავ ზღვაში მდგომი რუსული სამხედრო გემიდან. აქ მთავარი არის არა ის, კონკრეტულად საიდან იყო რაკეტა გასროლილი, არამედ რისი შედეგია ეს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების ფაქტს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიმდინარეობს გამოძიება და ალბათ, ყველა დეტალი დადგინდება, თუმცა ვერავინ შეცვლის იმ მოცემულობას, რომ ყველაფერი არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგი.

"რომ არა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა, ამიტომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც რუსეთთან მიდის.

რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, დასავლეთი, რა თქმა უნდა, ამას უპასუხოდ არ და ვერ დატოვებს. ძნელად წარმოსადგენია, რომ ახლა ამას მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ ერთი, რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ უკრაინას მნიშვნელოვნად გაეზრდება სამხედრო დახმარება, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთის კრახს დააჩქარებს და ამ მომენტისთვის ეს არის ყველაზე ხელშესახები შედეგი. ვნახოთ, სამხედრო სახით რა პასუხი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. როგორც დასავლეთში აცხადებენ, აქ მთავარი არის შემდეგი - ეს მიზანმიმართული იყო თუ რაღაცის შედეგად მოხდა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდება, რასაც რაკეტის ტრაექტორიის შესწავლის შედეგად დაადგენენ“, - განაცხადა ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა დეტალი უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე ნატო-ს მხრიდან.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. SS.GE